პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთიდან მოქალაქეები საქართველოში გამარტივებული წესით შემოვლენ
თურქეთიდან მოქალაქეები საქართველოში გამარტივებული წესით შემოვლენ

ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, სა­ი­და­ნაც ვი­ზი­ტო­რი “პი­სი­არ” ტეს­ტის ნე­გა­ტი­უ­რი პა­სუ­ხით შე­მო­დის, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა ემა­ტე­ბა და აქე­და­ნაც სტუმ­რე­ბი ასე­თი გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სე­ბით შე­მოვ­ლენ, - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ნა­თია თურ­ნა­ვამ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შე­დეგ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც თურ­ნა­ვამ აღ­ნიშ­ნა, 15 თე­ბერ­ვლი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მო­ი­მა­ტებს.

“15 თე­ბერ­ვლი­დან ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი უფრო გა­აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც არა კრი­ტი­კუ­ლად, მაგ­რამ გარ­კვე­ულ­წი­ლად მო­ი­მა­ტებს. ეს ხდე­ბა იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ნა­თე­ლი, მკა­ფიო და კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი წე­სე­ბი გვაქვს ქვე­ყა­ნა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რე­ბის შე­მოყ­ვა­ნის.

უცხო ქვეყ­ნის ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე, ვი­საც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მოწ­მო­ბა აქვს, ყო­ველ­გვა­რი და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუდ­ვის გა­რე­შე შე­მო­დის ქვე­ყა­ნა­ში, ასე­ვე გვაქვს ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­ი­და­ნაც შე­მომ­სვლე­ლი შე­მო­დის ნე­გა­ტი­უ­რი “პი­სი­არ” ტეს­ტის პა­სუ­ხით და სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­სა­მე დღეს ვალ­დე­ბუ­ლია, ჩა­ი­ტა­როს ტეს­ტი­რე­ბა. ეს სია გა­და­ი­ხე­დე­ბა ხოლ­მე, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სხვა­დას­ხვა ეპიდ­ვი­თა­რე­ბაა, ასე­ვე იმ ამო­ცა­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც ჩვე­ნი ტუ­რის­ტუ­ლი ინ­დუსტრი­ის წი­ნა­შეა, ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, ტუ­რის­ტულ ინ­დუსტრი­ას ჟანგბა­დი ჩა­ვა­სუნ­თქოთ და ნელ-ნელა ამო­ქოქ­ვა და­ი­წყოს”, - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

თურქეთიდან მოქალაქეები საქართველოში გამარტივებული წესით შემოვლენ

თურქეთიდან მოქალაქეები საქართველოში გამარტივებული წესით შემოვლენ

ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორი “პისიარ” ტესტის ნეგატიური პასუხით შემოდის, თურქეთის რესპუბლიკა ემატება და აქედანაც სტუმრები ასეთი გამარტივებული წესებით შემოვლენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შედეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, 15 თებერვლიდან საერთაშორისო ფრენების რაოდენობა მოიმატებს.

“15 თებერვლიდან ავიაკომპანიები უფრო გააქტიურდებიან და საერთაშორისო ფრენების რაოდენობაც არა კრიტიკულად, მაგრამ გარკვეულწილად მოიმატებს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ნათელი, მკაფიო და კარგად გააზრებული წესები გვაქვს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების შემოყვანის.

უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც ვაქცინაციის მოწმობა აქვს, ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვის გარეშე შემოდის ქვეყანაში, ასევე გვაქვს ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც შემომსვლელი შემოდის ნეგატიური “პისიარ” ტესტის პასუხით და საქართველოში მესამე დღეს ვალდებულია, ჩაიტაროს ტესტირება. ეს სია გადაიხედება ხოლმე, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ეპიდვითარებაა, ასევე იმ ამოცანებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის წინაშეა, ჩვენი ამოცანაა, ტურისტულ ინდუსტრიას ჟანგბადი ჩავასუნთქოთ და ნელ-ნელა ამოქოქვა დაიწყოს”, - განაცხადა თურნავამ.

"6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად გაიხსნება" - რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი

ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას ხვალიდან განაახლებს

როგორ იხარჯება ფული StopCoV ფონდიდან - რა თანხა მოხმარდა 2020 წელს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას და რამდენი ლარია ფონდში ამ დროისთვის