მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანჯელინა ჯოლი უინსტონ ჩერჩილის ნახატს ყიდის - მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი ტილოს უცნობი ისტორია
ანჯელინა ჯოლი უინსტონ ჩერჩილის ნახატს ყიდის - მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი ტილოს უცნობი ისტორია

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლის ნა­ხატს ყი­დის. ჩერ­ჩილ­მა ის მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს შექ­მნა და აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არის მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრი­ტა­ნე­თის იმ­დრო­ინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი ნა­ხა­ტი.

მსა­ხი­ო­ბი უნი­კა­ლუ­რი ნა­მუ­შევ­რის გა­ტა­ნას კრის­ტის აუქ­ცი­ონ­ზე გეგ­მავს და მისი სა­წყი­სი ფასი სა­ვა­რა­უ­დოდ, 2,5 მი­ლი­ო­ნი ევრო იქ­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ CNN წერს.

ჩერ­ჩილ­მა "Tower of the Koutoubia Mosque" მა­რო­კო­ში, მა­რა­კეშ­ში ყოფ­ნი­სას და­ხა­ტა. 1943 წელს, იან­ვარ­ში კა­საბ­ლან­კას კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა, სა­დაც ჩერ­ჩი­ლი და აშშ-ის მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ფრანკლინ დე­ლა­ნო რუზ­ველ­ტი ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის და­სა­მარ­ცხე­ბე­ლი სტრა­ტე­გი­ის შემ­დგომ ეტაპ­ზე შე­თან­ხმდნენ. შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ კი პირ­ველ­მა პი­რებ­მა მა­რა­კეშ­ში გა­ი­სე­ირ­ნეს. ყო­ვე­ლი­ვე კი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ე­რის­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო გახ­და.

მან მა­რა­კე­შის ერთ-ერთი სცე­ნა და­ხა­ტა და ნა­მუ­შე­ვა­რი რუზ­ველტს აჩუ­ქა.

"ეს არის ჩერ­ჩი­ლის ერ­თა­დერ­თი ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც ომის დროს და­ხა­ტა და უდა­ვოდ სა­უ­კე­თე­სოა მის მხატ­ვრულ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში, არა მხო­ლოდ დახ­ვე­წი­ლი სა­შემ­სრუ­ლებ­ლო ოს­ტა­ტო­ბის გამო, არა­მედ უფრო მე­ტად იმის გამო, რომ ნა­ხა­ტი ხაზს უს­ვამს ორი ქვეყ­ნის პირ­ველ პი­რებს შო­რის მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას, ის თა­ვი­სი თე­მა­ტი­კის გა­მოა უნი­კა­ლუ­რი.

რუზ­ველ­ტის­თვის მი­ძღვნი­ლი ასე­თი სა­ჩუ­ქა­რი ხაზს უს­ვამს იმ ფაქტს, რომ ჩერ­ჩი­ლი დიდ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობ­და აშშ-ის პრე­ზი­დენტს და რომ ისი­ნი ერ­თმა­ნეთს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მო­კავ­ში­რე­ე­ბად მი­იჩ­ნევ­დნენ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შე­დე­გე­ბის წარ­მარ­თვა­ში“, - ამ­ბობს ბრი­ტა­ნე­ლი ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ნიკ ორ­ჩარ­დი.

ნა­ხა­ტი ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის პი­რად კო­ლექ­ცი­ა­ში 2011 წელს აღ­მოჩ­ნდა. კრის­ტის აუქ­ცი­ო­ნის მეს­ვე­ურ­თა ცნო­ბით, მსა­ხი­ობ­მა ის სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში შე­ი­ძი­ნა, თუმ­ცა ვინ იყო მისი მფლო­ბე­ლი მა­ნამ­დე და რა თან­ხა გა­და­ი­ხა­და ან­ჯე­ლი­ნამ ნა­მუ­შე­ვარ­ში, უც­ნო­ბია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ანჯელინა ჯოლი უინსტონ ჩერჩილის ნახატს ყიდის - მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი ტილოს უცნობი ისტორია

ანჯელინა ჯოლი უინსტონ ჩერჩილის ნახატს ყიდის - მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი ტილოს უცნობი ისტორია

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლი უინსტონ ჩერჩილის ნახატს ყიდის. ჩერჩილმა ის მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნა და აღსანიშნავია, რომ ეს არის მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ბრიტანეთის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის მიერ შესრულებული ერთადერთი ნახატი.

მსახიობი უნიკალური ნამუშევრის გატანას კრისტის აუქციონზე გეგმავს და მისი საწყისი ფასი სავარაუდოდ, 2,5 მილიონი ევრო იქნება. აღნიშნულის შესახებ CNN წერს.

ჩერჩილმა "Tower of the Koutoubia Mosque" მაროკოში, მარაკეშში ყოფნისას დახატა. 1943 წელს, იანვარში კასაბლანკას კონფერენცია გაიმართა, სადაც ჩერჩილი და აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი, ფრანკლინ დელანო რუზველტი ნაცისტური გერმანიის დასამარცხებელი სტრატეგიის შემდგომ ეტაპზე შეთანხმდნენ. შეთანხმების შემდეგ კი პირველმა პირებმა მარაკეშში გაისეირნეს. ყოველივე კი ბრიტანეთის პრემიერისთვის შთაგონების წყარო გახდა.

მან მარაკეშის ერთ-ერთი სცენა დახატა და ნამუშევარი რუზველტს აჩუქა.

"ეს არის ჩერჩილის ერთადერთი ნამუშევარი, რომელიც ომის დროს დახატა და უდავოდ საუკეთესოა მის მხატვრულ შემოქმედებაში, არა მხოლოდ დახვეწილი საშემსრულებლო ოსტატობის გამო, არამედ უფრო მეტად იმის გამო, რომ ნახატი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის პირველ პირებს შორის მეგობრულ ურთიერთობას, ის თავისი თემატიკის გამოა უნიკალური.

რუზველტისთვის მიძღვნილი ასეთი საჩუქარი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჩერჩილი დიდ ყურადღებას უთმობდა აშშ-ის პრეზიდენტს და რომ ისინი ერთმანეთს უმნიშვნელოვანეს მოკავშირეებად მიიჩნევდნენ მეორე მსოფლიო ომის შედეგების წარმართვაში“, - ამბობს ბრიტანელი ხელოვნებათმცოდნე ნიკ ორჩარდი.

ნახატი ანჯელინა ჯოლის პირად კოლექციაში 2011 წელს აღმოჩნდა. კრისტის აუქციონის მესვეურთა ცნობით, მსახიობმა ის სწორედ ამ პერიოდში შეიძინა, თუმცა ვინ იყო მისი მფლობელი მანამდე და რა თანხა გადაიხადა ანჯელინამ ნამუშევარში, უცნობია.

ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმიები ოქროს ენით - რას უკავშირებენ მეცნიერები ფაქტს და კიდევ რა ინახებოდა უნიკალურ სამარხში

ილონ მასკის დედამ ანუკის კაბა მოირგო - რა ფოტოს აქვეყნებს მეი მასკი "ინსტაგრამზე"

უცნაური აფრიკული ტომი, სადაც მამაკაცები ქალების მოხიბვლას მაკიაჟითა და ვარცხნილობით ცდილობენ