კულტურა/შოუბიზნესი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გირჩის" წევრების გარდა, ლაპარაკია, კიდევ 10 ადამიანზე, მათი უმრავლესობა "ნაცმოძრაობის" სიიდან არის" - ვინ შეიძლება თქვას ბოიკოტზე უარი და პარლამენტში შევიდეს
"გირჩის" წევრების გარდა, ლაპარაკია, კიდევ 10 ადამიანზე, მათი უმრავლესობა "ნაცმოძრაობის" სიიდან არის" - ვინ შეიძლება თქვას ბოიკოტზე უარი და პარლამენტში შევიდეს

(ფო­ტო­კო­ლა­ჟი: მა­ნუ­ჩარ კვირ­კვე­ლია, ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე, რა­მაზ ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი)

2 თე­ბერ­ვალს, პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სია გა­იხ­სნა, რომ­ლის პირ­ვე­ლი პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის ერ­თა­დერ­თი სა­კი­თხი 51 ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტა იყო, რა­ზეც პარ­ლა­მენ­ტმა ამ ეტაპ­ზე უარი თქვა და ეს სა­კი­თხი გა­ურ­კვე­ვე­ლი დრო­ით ღიად და­ტო­ვა. ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო, მით უფრო მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა კარლ ჰარ­ცელ­მა სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის გახ­სნი­სა და მან­და­ტე­ბის გა­უქ­მე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვის თა­ო­ბა­ზე მო­წო­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა:

"იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ, რო­გორც ჩანს, მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გი ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვას, კვლა­ვაც მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა მხა­რეს, თავი შე­ი­კა­ვოს ამ პრო­ცეს­ში ნე­ბის­მი­ე­რი კა­რის ნა­ად­რე­ვად და­ხურ­ვი­სა­გან, გან­სა­კუთ­რე­ბით ისე­თი კა­რის, რო­მე­ლიც, თუკი და­ი­ხუ­რა, სა­მუ­და­მოდ და­ხუ­რუ­ლი დარ­ჩე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებს ყვე­ლა­ზე უკეთ ის პარ­ლა­მენ­ტი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ამომ­რჩე­ველს წარ­მო­ად­გენს. უთან­ხმო­ე­ბე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ სწო­რედ ამ მიზ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა გა­ნაგ­რძოს მუ­შა­ო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჰარ­ცელ­მა.

ცხა­დია, მეტი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის­თვის "ოც­ნე­ბას" პარ­ლა­მენ­ტში ოპო­ზი­ცია სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია ყვე­ლა რე­სურსს იყე­ნებს, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ პირს ათ­ქმე­ვი­ნოს უარი სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე და პარ­ლა­მენ­ტში შე­იყ­ვა­ნოს. "ოც­ნე­ბის" პროგ­რა­მა მაქ­სი­მუ­მი 113 დე­პუ­ტა­ტამ­დე მიღ­წე­ვაა, რაც მოქ­მე­დი პარ­ლა­მენ­ტის სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბაა, მი­ნი­მუ­მი კი - 100 დე­პუ­ტა­ტია - პარ­ლა­მენ­ტის სრუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი რა­ო­დე­ნო­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დღეს პარ­ლა­მენ­ტში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის", "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" კვო­ტით 4 და "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" 2 მან­და­ტის ჯა­მით, პარ­ლა­მენ­ტში სულ 96 დე­პუ­ტა­ტია და პროგ­რა­მა მი­ნი­მუ­მამ­დე კი­დევ 4 დე­პუ­ტა­ტის თან­ხმო­ბაა სა­ჭი­რო.

ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ "ოც­ნე­ბა" დროს წე­ლავს, ვი­ნა­ი­დან ეძე­ბენ სუს­ტებს, რათა ეგე­ბა მათ­გან ვინ­მე შე­იყ­ვა­ნონ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ თა­ვის მხრივ გა­ნა­ცხა­და:

"გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ 20-მდე დე­პუ­ტატს პარ­ლა­მენ­ტში უნდა შე­მოს­ვლა, მაგ­რამ შან­ტა­ჟი­სა და ბუ­ლინ­გის გამო, დღემ­დე ვერ ახერ­ხე­ბენ ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას, შე­სა­ბა­მი­სად, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მიგ­ვაჩ­ნია, რომ დე­პუ­ტა­ტებს კი­დევ ერთხელ მივ­ცეთ შან­სი და სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა".

"გირ­ჩი" - ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი და იაგო ხვი­ჩია

ambebi. ge შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, ვინ არის ის 20-მდე ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი, ვის გად­მო­ბი­რე­ბა­საც "ოც­ნე­ბა" ცდი­ლობს და ვი­საც და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცია "აბუ­ლინ­გებს". "ოც­ნე­ბას­თან" და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­როს თქმით, კო­ბა­ხი­ძის ეს გან­ცხა­დე­ბა რე­ა­ლო­ბას მო­წყვე­ტი­ლი ნამ­დვი­ლად არ არის.

"გირ­ჩის" 3 წევ­რის გარ­და, ლა­პა­რა­კია, და­ახ­ლო­ე­ბით, კი­დევ 10 ადა­მი­ან­ზე და რამ­დე­ნად გა­საკ­ვი­რიც არ უნდა იყოს, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სი­ი­დან არის. რო­გორც ვიცი, ყვე­ლა­ზე უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი არი­ან "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" - ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე და თა­მარ კორ­ძა­ია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მათი პარ­ტი­ის ყო­ფი­ლი წევ­რის, ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმა პი­რა­დად სა­ა­კაშ­ვილ­მა და­გეგ­მა და ამით ყვე­ლას აგ­რძნო­ბი­ნა, - ვინც პარ­ლა­მენ­ტში შევა, ყვე­ლა ცუდ დღე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბაო. სამ­ნი­ძე-კორ­ძა­ი­ას გარ­და, დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" სიის მი­ლი­ო­ნერ დე­პუ­ტა­ტებ­შიც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თით­ქოს ეკ­რა­ნებ­ზე მხნედ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან, ბევ­რი ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, მათ პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის არ სჯე­რათ", - ყვე­ბა ambebi.ge - სთან სან­დო წყა­რო.

თა­მარ კორ­ძა­ია

მისი თქმით, დიდი ალ­ბა­თო­ბით, შე­იძ­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტში შე­ვიდ­ნენ მა­ნუ­ჩარ კვირ­კვე­ლია და რა­მაზ ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი. "სხვა შე­და­რე­ბით მომცრო სამი პარ­ტი­ი­დან თით­ქმის ყვე­ლა­გან მეტ-ნაკ­ლე­ბი სიმ­შვი­დეა, ერ­თა­დერ­თი, ვინც შე­იძ­ლე­ბა ამ სამი პარ­ტი­ი­დან პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­დეს, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" სიით გა­სუ­ლი ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძეა, რო­მელ­მაც ხელ­ფა­სი უკვე აიღო", - აცხა­დებს ის.

სა­ერ­თო სუ­რათს თუ შევ­ხე­დავთ, ოპო­ზი­ცი­ა­ში აშ­კა­რად დიდი უნ­დობ­ლო­ბაა. "ლე­ლოს" რაც შე­ე­ხე­ბა, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი და ფიქ­რია ჩიხ­რა­ძე იყ­ვნენ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის მომ­ხრე­ნი, მაგ­რამ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე ვერ და­ი­თან­ხმეს. ამის შემ­დეგ და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი პრო­ცესს სა­ერ­თოდ გა­ე­რი­და, მან ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა ამის მი­ზე­ზად, თუმ­ცა მას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წრემ კარ­გად იცის, რომ ეს უპირ­ვე­ლე­სად პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო.

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელს" რაც შე­ე­ხე­ბა, ვა­შა­ძეს ხიჭ­ვი­ვით ჰყავს შერ­ჭო­ბი­ლი თაკო ჩარ­კვი­ა­ნი, ახლა თავ­ბედს იწყევ­ლის, რას ჩავ­სვი სი­ა­ში, რაში მჭირ­დე­ბო­დაო. ვა­შა­ძის უკან დიდი ფუ­ლია და იმ დამ­ფი­ნან­სე­ბელს უნდა, რომ ვა­შა­ძე იყოს პარ­ლა­მენ­ტში, რო­გორც ვიცი, ოქ­რი­აშ­ვილ­სა და ჩო­ჩელ­საც უნ­დათ შეს­ვლა. რა თქმა უნდა, აწყობთ, პარ­ლა­მენ­ტში ჯდო­მა და იმუ­ნი­ტე­ტის ქონა", - ამ­ბობს სან­დო წყა­რო.

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
URO
26

სამნიძე და კორძალი მიუხედავად მათი ბერწი პარტკუთვნილებისა, პარლამენტს - ოპოზიციურ აზრს ნამდვილად წაადგება; ნიკოლეიშვილი სად იქნება არანაირი მნ. არა აქვს

dd
10

 ხალხმა მოიპოვეს მანდატები და ერთი მეორის ჯინაზე შევლენ აბა რა . 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"გირჩის" წევრების გარდა, ლაპარაკია, კიდევ 10 ადამიანზე, მათი უმრავლესობა "ნაცმოძრაობის" სიიდან არის" - ვინ შეიძლება თქვას ბოიკოტზე უარი და პარლამენტში შევიდეს

"გირჩის" წევრების გარდა, ლაპარაკია, კიდევ 10 ადამიანზე, მათი უმრავლესობა "ნაცმოძრაობის" სიიდან არის" - ვინ შეიძლება თქვას ბოიკოტზე უარი და პარლამენტში შევიდეს

(ფოტოკოლაჟი: მანუჩარ კვირკველია, ხათუნა სამნიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი)

2 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა, რომლის პირველი პლენარული სხდომის ერთადერთი საკითხი 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა იყო, რაზეც პარლამენტმა ამ ეტაპზე უარი თქვა და ეს საკითხი გაურკვეველი დროით ღიად დატოვა. ეს მოსალოდნელიც იყო, მით უფრო მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საგაზაფხულო სესიის გახსნისა და მანდატების გაუქმების საკითხის განხილვის თაობაზე მოწოდება გაავრცელა:

"იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ჩანს, მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური დიალოგი ვერ უზრუნველყოფს ფართომასშტაბიანი შეთანხმების მიღწევას, კვლავაც მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ამ პროცესში ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისაგან, განსაკუთრებით ისეთი კარის, რომელიც, თუკი დაიხურა, სამუდამოდ დახურული დარჩება. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ინტერესებს ყველაზე უკეთ ის პარლამენტი მოემსახურება, რომელიც საქართველოს ყველა ამომრჩეველს წარმოადგენს. უთანხმოებების მოსაგვარებლად, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით უნდა განაგრძოს მუშაობა", - განაცხადა ჰარცელმა.

ცხადია, მეტი ლეგიტიმაციისთვის "ოცნებას" პარლამენტში ოპოზიცია სჭირდება, ამიტომ მმართველი პარტია ყველა რესურსს იყენებს, რაც შეიძლება მეტ პირს ათქმევინოს უარი საკუთარ გადაწყვეტილებაზე და პარლამენტში შეიყვანოს. "ოცნების" პროგრამა მაქსიმუმი 113 დეპუტატამდე მიღწევაა, რაც მოქმედი პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობაა, მინიმუმი კი - 100 დეპუტატია - პარლამენტის სრული უფლებამოსილების განმსაზღვრელი რაოდენობა. მოგეხსენებათ, დღეს პარლამენტში "ქართული ოცნების", "პატრიოტთა ალიანსის" კვოტით 4 და "მოქალაქეების" 2 მანდატის ჯამით, პარლამენტში სულ 96 დეპუტატია და პროგრამა მინიმუმამდე კიდევ 4 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.

ოპოზიციის ლიდერები დარწმუნებულნი არიან, რომ "ოცნება" დროს წელავს, ვინაიდან ეძებენ სუსტებს, რათა ეგება მათგან ვინმე შეიყვანონ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თავის მხრივ განაცხადა:

"გვაქვს ინფორმაცია, რომ 20-მდე დეპუტატს პარლამენტში უნდა შემოსვლა, მაგრამ შანტაჟისა და ბულინგის გამო, დღემდე ვერ ახერხებენ ამ ნაბიჯის გადადგმას, შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ დეპუტატებს კიდევ ერთხელ მივცეთ შანსი და სადეპუტატო მანდატების შენარჩუნების შესაძლებლობა".

"გირჩი" - ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია

ambebi. ge შეეცადა გაერკვია, ვინ არის ის 20-მდე ოპოზიციონერი, ვის გადმობირებასაც "ოცნება" ცდილობს და ვისაც დანარჩენი ოპოზიცია "აბულინგებს". "ოცნებასთან" დაახლოებული წყაროს თქმით, კობახიძის ეს განცხადება რეალობას მოწყვეტილი ნამდვილად არ არის.

"გირჩის" 3 წევრის გარდა, ლაპარაკია, დაახლოებით, კიდევ 10 ადამიანზე და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათი უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" სიიდან არის. როგორც ვიცი, ყველაზე უკმაყოფილონი არიან "რესპუბლიკელები" - ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია. როგორც ამბობენ, მათი პარტიის ყოფილი წევრის, ირაკლი ჩავლეიშვილზე თავდასხმა პირადად სააკაშვილმა დაგეგმა და ამით ყველას აგრძნობინა, - ვინც პარლამენტში შევა, ყველა ცუდ დღეში აღმოჩნდებაო. სამნიძე-კორძაიას გარდა, დიდი უკმაყოფილებაა "ნაცმოძრაობის" სიის მილიონერ დეპუტატებშიც. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ეკრანებზე მხნედ გამოიყურებიან, ბევრი ძალიან გაბრაზებულია, მათ პროცესების განვითარების რევოლუციური სცენარის არ სჯერათ", - ყვება ambebi.ge - სთან სანდო წყარო.

თამარ კორძაია

მისი თქმით, დიდი ალბათობით, შეიძლება პარლამენტში შევიდნენ მანუჩარ კვირკველია და რამაზ ნიკოლაიშვილი. "სხვა შედარებით მომცრო სამი პარტიიდან თითქმის ყველაგან მეტ-ნაკლები სიმშვიდეა, ერთადერთი, ვინც შეიძლება ამ სამი პარტიიდან პარლამენტში შევიდეს, "ევროპული საქართველოს" სიით გასული ტარიელ ნაკაიძეა, რომელმაც ხელფასი უკვე აიღო", - აცხადებს ის.

საერთო სურათს თუ შევხედავთ, ოპოზიციაში აშკარად დიდი უნდობლობაა. "ლელოს" რაც შეეხება, ჩვენი ინფორმაციით, დავით უსუფაშვილი და ფიქრია ჩიხრაძე იყვნენ პარლამენტში შესვლის მომხრენი, მაგრამ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ვერ დაითანხმეს. ამის შემდეგ დავით უსუფაშვილი პროცესს საერთოდ გაერიდა, მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა ამის მიზეზად, თუმცა მასთან დაახლოებულმა წრემ კარგად იცის, რომ ეს უპირველესად პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

"სტრატეგია აღმაშენებელს" რაც შეეხება, ვაშაძეს ხიჭვივით ჰყავს შერჭობილი თაკო ჩარკვიანი, ახლა თავბედს იწყევლის, რას ჩავსვი სიაში, რაში მჭირდებოდაო. ვაშაძის უკან დიდი ფულია და იმ დამფინანსებელს უნდა, რომ ვაშაძე იყოს პარლამენტში, როგორც ვიცი, ოქრიაშვილსა და ჩოჩელსაც უნდათ შესვლა. რა თქმა უნდა, აწყობთ, პარლამენტში ჯდომა და იმუნიტეტის ქონა", - ამბობს სანდო წყარო.

"დღეს, ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი რუსთაველის გამზირზე ვერ დავინახე, რაც დასანანია" - ნიკა მელია

"მათი საპროტესტო აქციების არავის ეშინია" - მამუკა მდინარაძე ოპოზიციის გეგმას ეხმაურება

"იქნება სრული პროტესტი და სრული დაუმორჩილებლობა!" - ოპოზიცია მაისში მასშტაბურ აქციას აანონსებს