საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატარა საქართველომ ეს-ესაა გამოაცხადა უპილოტო საფრენი აპარატის შექმნის შესახებ" - რას წერს Forbes-ი საქართველოში სამხედრო დრონების წარმოებაზე
"პატარა საქართველომ ეს-ესაა გამოაცხადა უპილოტო საფრენი აპარატის შექმნის შესახებ" - რას წერს Forbes-ი საქართველოში სამხედრო დრონების წარმოებაზე

ამე­რი­კულ­მა გა­მო­ცე­მამ "ფორბსმა" («Forbes») გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­თა­უ­რით "ახა­ლი სამ­ხედ­რო დრო­ნე­ბი, რო­გორც ია­რა­ღის გავ­რცე­ლე­ბის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა“, რო­მელ­შიც ქარ­თუ­ლი დრო­ნე­ბის (უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის) წარ­მო­ე­ბის თე­მაა გან­ხი­ლუ­ლი.

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ის ში­ნა­არსს:

"პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლომ ეს-ეს არის გა­მო­ა­ცხა­და ად­გი­ლობ­რი­ვი სა­დაზ­ვერ­ვო-დამ­კვრე­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტის (დრო­ნის) შექ­მნის შე­სა­ხებ, სა­ხელ­წო­დე­ბით: "პრო­ექ­ტი T-31“, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს ახალ გან­ზო­მი­ლე­ბას მა­ტებს. ეს ფაქ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­ნე­ბის შექ­მნის საკ­მა­ოდ დიდი ხნის ის­ტო­რი­ის ნა­წილს წარ­მო­ად­გენს და ხაზს უს­ვამს იმას, თუ რა­ტომ იწყე­ბენ სა­კუ­თარ უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის აგე­ბას პა­ტა­რა ქვეყ­ნე­ბიც კი.

თით­ქმის ოთხმი­ლი­ო­ნი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო სა­ხი­ფა­თო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა: ქვე­ყა­ნა ესა­ზღვრე­ბა მას­ზე უფრო დიდ სა­ხელ­მწი­ფო­ებს - რუ­სეთს და თურ­ქეთს, აგ­რეთ­ვე სომ­ხეთს და აზერ­ბა­ი­ჯანს, რო­მელ­თა შო­რის არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი გა­სულ წელს სის­ხლისმღვრელ ომში გა­და­ი­ზარ­და. სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი იმით დას­რულ­და, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­მა სა­დაო ტე­რი­ტო­რია და­ი­კა­ვა, თუმ­ცა არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბე­ბის შემ­დგო­მი რა­უნ­დე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის - სომ­ხე­ბი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ო­დე­ნო­ბა ცხოვ­რობს და, შე­სა­ბა­მი­სად, მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტის რის­კი აშ­კა­რად არ­სე­ბობს. სხვა­თა შო­რის, სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ომის დროს სა­ქარ­თვე­ლო სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბის წი­ნა­და­დე­ბით გა­მო­ვი­და, მაგ­რამ მისი ინი­ცი­ა­ტი­ვა ორი­ვე მხა­რემ უარ­ყო. ამი­ტო­მაც გა­საკ­ვი­რი არაა, რომ თბი­ლის­მა გა­დად­გა ნა­ბი­ჯე­ბი თა­ვი­სი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის უკეთ მომ­ზა­დე­ბი­სა და აღ­ჭურ­ვის მიზ­ნით. დრო­ნე­ბით სარ­გებ­ლო­ბის შე­დე­გი სა­ხე­ზეა: თურ­ქულ­მა უპი­ლო­ტო საფ­რენ­მა აპა­რა­ტებ­მა ("Bayraktar TB2“) სომ­ხე­თის ჯა­რე­ბი გა­ა­ცამ­ტვე­რეს.

"მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის 2020 წლის ომმა, რო­გორც ჩანს, ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებ­ზე ძლი­ე­რი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა - მათ და­ი­ნა­ხეს, თუ რა შე­უძ­ლია უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის ფარ­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბას“, - ამ­ბობს "ფორბსთან" სა­უ­ბარ­ში ექ­სპერ­ტი სა­მუ­ელ ბენ­დე­ტი.

სა­მუ­ელ ბენ­დე­ტი

ოთხი რა­კე­ტით აღ­ჭურ­ვი­ლი "T-31“ 800 ფუნტს იწო­ნის და საკ­მა­ოდ ჰგავს MQ-1 Predator-ს - ად­რე­უ­ლი წარ­მო­ე­ბის ამე­რი­კულ დრონს: მას შე­უძ­ლია დიდ­ხანს იყოს ჰა­ერ­ში, დაზ­ვე­როს და გა­ა­ნად­გუ­როს ყო­ვე­ლი ის ობი­ექ­ტი, რო­მელ­ზეც და­მიზ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს: 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი კონ­ფლიქ­ტი იყო, როცა ორი­ვე მხა­რემ უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით ისარ­გებ­ლა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა ის­რა­ე­ლის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას "იმ დრო­ნე­ბის მარ­თვის კო­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ ის­რა­ე­ლი­სა­გან შე­ვი­ძი­ნეთ, რა­ღაც სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბე­ბის წყა­ლო­ბით ხელ­ში ჩვენს მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ჩა­უ­ვარ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი ჩა­მო­აგ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და 2012 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ის, თუ რამ­დე­ნი დრო­ნი ჩა­მო­უგ­დო რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში (სა­მი­დან შვი­დამ­დე), ჯერ­ჯე­რო­ბით სა­კა­მა­თოა და ბო­ლომ­დე არ არის და­ზუს­ტე­ბუ­ლი.

2012 წელს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ეს­წრე­ბო­და ახა­ლი (ალ­ბათ, ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის) დრო­ნის გა­მოც­დას და რო­გორც იგი ამ­ტკი­ცებ­და, ზო­გი­ერ­თი მო­ნა­ცე­მით, ქარ­თუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ის­რა­ე­ლის მო­დელ­ზე უკე­თე­სი იყო: "ჩვენ სხვებ­ზე და­მო­კი­დე­ბულ­ნი აღარ ვართ“, - აცხა­დებ­და ქვეყ­ნის მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი.

მაგ­რამ საქ­მე­ში ჩა­ხე­დულ­მა ანა­ლი­ტი­კო­სებ­მა შე­ამ­ჩნი­ეს, რომ ქარ­თუ­ლი დრო­ნი სა­ოც­რად ჰგავ­და ეს­ტო­ნურ მო­დელს - მას ზო­გი­ერთ ად­გილ­ზე ეს­ტო­ნე­თის არ­მი­ის უნი­კა­ლუ­რი ემბლე­მა ჰქონ­და, ანუ "ქარ­თუ­ლი“ უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვი ეს­ტო­ნუ­რი კომ­პა­ნი­ის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი მო­დე­ლის ლი­ცენ­ზი­უ­რი ასლი აღ­მოჩ­ნდა.

2015 წელს სა­ქარ­თვე­ლომ კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის დრო­ნის პრე­ზენ­ტა­ცია და­ა­ა­ნონ­სა - ვერ­ტმფრე­ნი მეტ­სა­ხე­ლად "შავი ქვრი­ვი“. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ზე­იმ­ზე დე­მონ­ტრი­რე­ბუ­ლი იქნა სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დის მა­კე­ტი, რო­მე­ლიც, რო­გორც ამ­ბობ­დნენ, სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხედ­რო-ტექ­ნი­კუ­რი ცენ­ტრის "დელლ­ტას“ მიერ იყო შექ­მნი­ლი - რვა რა­კე­ტით და ორი მინი-ქვე­მე­ხით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი. მაგ­რამ ასე­თი ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი­სა­გან, რო­გორც ჩანს, არა­ფე­რი გა­მო­ვი­და: "დელ­ტა“ ამ­ჟა­მად დრო­ნე­ბის შექ­მნით აღა­რაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

2020 წლის სექ­ტემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლომ ეს­პა­ნუ­რი კომ­პა­ნია Alpha Unmanned Systems-ისა­გან სამ­ხედ­რო დრო­ნე­ბის პარ­ტია შე­ის­ყი­და, თუმ­ცა აქაც შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მა გაჩ­ნდეს: ის­რა­ელ­მა რუ­სეთს ერთ-ერთი თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი დრო­ნი "Alpha 800“ გა­დას­ცა, რა­ზე­დაც მას ეს­პა­ნე­თის მთავ­რო­ბამ გან­მარ­ტე­ბა მოს­თხო­ვა. რუ­სებ­მა შე­საძ­ლოა ვე­რა­ნა­ი­რი სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცია ვერ მო­ი­პო­ვეს, ან მათ უკვე აქვთ იმა­ზე წარ­მოდ­გე­ნა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ნა­ძე­ნის ბლო­კი­რე­ბა და მწყობ­რი­დან გა­მოყ­ვა­ნა.

უცხო­უ­რი წარ­მო­ე­ბის დრო­ნე­ბით სარ­გებ­ლო­ბა ხში­რად პრობ­ლე­მა­ტუ­რია. უნდა ით­ქვას, რომ პენ­ტა­გონ­მა აკ­რძა­ლა ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის დრო­ნე­ბის - DJI-ების შე­ძე­ნა, რომ­ლე­ბიც, მარ­თა­ლია, ძალ­ზე მო­ხერ­ხე­ბულ­ნი არი­ან, მაგ­რამ საფრ­თხეს უქ­მნი­ან აშშ-ის უშიშ­რო­ე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, აშშ ხელს უწყობს სა­კუ­თა­რი წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ცხა­დია, ეს ად­ვი­ლი არ არის, რად­გან ჩი­ნეთს მცი­რე კვად­რო­კოპ­ტე­რე­ბის ბა­ზარ­ზე სრუ­ლი დო­მი­ნი­რე­ბა აქვს.

ამ ფონ­ზე ქარ­თუ­ლი "პრო­ექ­ტი Т-31“ ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სათ­ვის ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია და მისი რე­ა­ლი­ზე­ბა ბევრ სარ­გებ­ლო­ბას მო­უ­ტანს სა­ქარ­თვე­ლოს. "ამ ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქტს შე­უძ­ლია ეროვ­ნუ­ლი "ნოუ-ჰაუს“ კონ­სო­ლი­დი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს“, - ამ­ბობს სა­მუ­ელ ბენ­დე­ტი, - მხედ­ვე­ლო­ბა­შია მი­სა­ღე­ბი სა­ექ­სპორ­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლიც: სა­ქარ­თვე­ლოს ნამ­დვი­ლად აქვს თა­ნა­მედ­რო­ვე თვითმფრი­ნა­ვე­ბი­სა და ჯავ­შან­მან­ქა­ნე­ბის წარ­მო­ე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა ექ­სპორ­ტშიც იგ­ზავ­ნე­ბა“.

ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­ვი­თარ­დნენ და დღეს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, "უკა­ნა ეზოს“ ქვეყ­ნე­ბის ინ­ჟინ­რებ­საც კი შე­უძ­ლი­ათ ერთი შე­ხედ­ვით უხე­ში, მაგ­რამ ეფექ­ტი­ა­ნი დრო­ნე­ბის დამ­ზა­დე­ბა - მა­გა­ლი­თად, იმის მსგავ­სი, რი­თაც სი­რია სარ­გებ­ლობს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ისეთ კომ­პა­ნი­ას, რო­გო­რიც თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო სა­წარ­მოა, შე­უძ­ლია უფრო რთუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე დრო­ნის შექ­მნა, Т-31-ის სა­ხით.

"ბოლო დროს შე­ი­ა­რა­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი და კვლე­ვე­ბი სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა წამ­ყვა­ნი ინ­დუსტრი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის მიღ­მაც, მცი­რე ქვეყ­ნებ­შიც. ასე რომ, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლაც შე­უძ­ლია ჰქონ­დეს პო­ტენ­ცი­ა­ლი ამ მას­შტა­ბის პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად“, - ამ­ბობს სე­მუ­ელ ბენ­დე­ტი, - ასე რომ, პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის მიერ სხვა­დას­ხვა კლა­სის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის შექ­მნა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა გახ­დე­ბა“.

თუ სა­ქარ­თვე­ლო დამ­კვრე­ლი სამ­ხედ­რო დრო­ნის შექ­მნას მო­ა­ხერ­ხებს, მა­შინ ამას შეძ­ლე­ბენ სხვე­ბიც - სხვა­თა შო­რის, სომ­ხეთ­მა და აზერ­ბა­ი­ჯან­მა სა­კუ­თარ უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბის დამ­ზა­დე­ბა უკვე და­ი­წყეს. ამ­რი­გად, აშ­კა­რად ჩანს, რო­გორ სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა ამ­გვა­რი ია­რა­ღი. თუმ­ცა ჩვენ ჯერ კი­დევ არ ვი­ცით, რო­გორ შე­იც­ვლე­ბა ამით ომის მსვლე­ლო­ბა. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sg
15

ესტონეთი ჯიგარ! დრონებს ეგენი გვიმზადებენ. ისე ვინც არ იცის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. ასე რომ, მივბაძოთ. პლიუს, ერთ სულ მოსახლეზე მოდელების რაოდენობით პირველი სახელმწიფოა მსოფლიოში.

წინაპართა ძვლები გავატოკოთ
23

სად იყო ამერიკა,ევროპა თუ ჩინეთი,როცა ქართველები დრონებზე საუბრობდნენ. ის კი არა,პოეტმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ(1786-1848 წწ) ლექსიც კი მიუძღვნა,სახელწოდებით "ვაჰ დრონი,დრონი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"პატარა საქართველომ ეს-ესაა გამოაცხადა უპილოტო საფრენი აპარატის შექმნის შესახებ" - რას წერს Forbes-ი საქართველოში სამხედრო დრონების წარმოებაზე

"პატარა საქართველომ ეს-ესაა გამოაცხადა უპილოტო საფრენი აპარატის შექმნის შესახებ" - რას წერს Forbes-ი საქართველოში სამხედრო დრონების წარმოებაზე

ამერიკულმა გამოცემამ "ფორბსმა" («Forbes») გამოაქვეყნა სტატია, სათაურით "ახალი სამხედრო დრონები, როგორც იარაღის გავრცელების ახალი შესაძლებლობა“, რომელშიც ქართული დრონების (უპილოტო საფრენი აპარატების) წარმოების თემაა განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

"პატარა საქართველომ ეს-ეს არის გამოაცხადა ადგილობრივი სადაზვერვო-დამკვრელი უპილოტო საფრენი აპარატის (დრონის) შექმნის შესახებ, სახელწოდებით: "პროექტი T-31“, რომელიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ახალ განზომილებას მატებს. ეს ფაქტი საქართველოში დრონების შექმნის საკმაოდ დიდი ხნის ისტორიის ნაწილს წარმოადგენს და ხაზს უსვამს იმას, თუ რატომ იწყებენ საკუთარ უპილოტო საფრენი აპარატების აგებას პატარა ქვეყნებიც კი.

თითქმის ოთხმილიონიანი საქართველო სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება: ქვეყანა ესაზღვრება მასზე უფრო დიდ სახელმწიფოებს - რუსეთს და თურქეთს, აგრეთვე სომხეთს და აზერბაიჯანს, რომელთა შორის არსებული კონფლიქტი გასულ წელს სისხლისმღვრელ ომში გადაიზარდა. საომარი მოქმედებები იმით დასრულდა, რომ აზერბაიჯანმა სადაო ტერიტორია დაიკავა, თუმცა არაა გამორიცხული სიტუაციის გართულებების შემდგომი რაუნდები.

საქართველოში ეროვნული უმცირესობების - სომხებისა და აზერბაიჯანელების მნიშვნელოვანი რაოდენობა ცხოვრობს და, შესაბამისად, მათ შორის კონფლიქტის რისკი აშკარად არსებობს. სხვათა შორის, სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დროს საქართველო სამშვიდობო მოლაპარაკების წინადადებით გამოვიდა, მაგრამ მისი ინიციატივა ორივე მხარემ უარყო. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ თბილისმა გადადგა ნაბიჯები თავისი შეიარაღებული ძალების უკეთ მომზადებისა და აღჭურვის მიზნით. დრონებით სარგებლობის შედეგი სახეზეა: თურქულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ("Bayraktar TB2“) სომხეთის ჯარები გააცამტვერეს.

"მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომმა, როგორც ჩანს, ქართველ სამხედროებზე ძლიერი გავლენა მოახდინა - მათ დაინახეს, თუ რა შეუძლია უპილოტო საფრენი აპარატების ფართოდ გამოყენებას“, - ამბობს "ფორბსთან" საუბარში ექსპერტი სამუელ ბენდეტი.

სამუელ ბენდეტი

ოთხი რაკეტით აღჭურვილი "T-31“ 800 ფუნტს იწონის და საკმაოდ ჰგავს MQ-1 Predator-ს - ადრეული წარმოების ამერიკულ დრონს: მას შეუძლია დიდხანს იყოს ჰაერში, დაზვეროს და გაანადგუროს ყოველი ის ობიექტი, რომელზეც დამიზნებული იქნება.

საქართველოს დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით თავისი ისტორია აქვს: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი ერთ-ერთი პირველი კონფლიქტი იყო, როცა ორივე მხარემ უპილოტო საფრენი აპარატებით ისარგებლა, მაგრამ საქართველოს პრობლემა შეექმნა ისრაელის მიერ მიწოდებული დრონების გამოყენებისას "იმ დრონების მართვის კოდები, რომლებიც ჩვენ ისრაელისაგან შევიძინეთ, რაღაც საეჭვო გარემოებების წყალობით ხელში ჩვენს მოწინააღმდეგეს ჩაუვარდა. შესაბამისად, ჩვენი უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს“, - განაცხადა 2012 წელს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

ის, თუ რამდენი დრონი ჩამოუგდო რუსეთმა საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში (სამიდან შვიდამდე), ჯერჯერობით საკამათოა და ბოლომდე არ არის დაზუსტებული.

2012 წელს მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა ახალი (ალბათ, ადგილობრივი წარმოების) დრონის გამოცდას და როგორც იგი ამტკიცებდა, ზოგიერთი მონაცემით, ქართული უპილოტო საფრენი აპარატი ისრაელის მოდელზე უკეთესი იყო: "ჩვენ სხვებზე დამოკიდებულნი აღარ ვართ“, - აცხადებდა ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი.

მაგრამ საქმეში ჩახედულმა ანალიტიკოსებმა შეამჩნიეს, რომ ქართული დრონი საოცრად ჰგავდა ესტონურ მოდელს - მას ზოგიერთ ადგილზე ესტონეთის არმიის უნიკალური ემბლემა ჰქონდა, ანუ "ქართული“ უპილოტო თვითმფრინავი ესტონური კომპანიის მიერ დამზადებული მოდელის ლიცენზიური ასლი აღმოჩნდა.

2015 წელს საქართველომ კიდევ ერთი ადგილობრივი წარმოების დრონის პრეზენტაცია დააანონსა - ვერტმფრენი მეტსახელად "შავი ქვრივი“. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე დემონტრირებული იქნა საჰაერო ხომალდის მაკეტი, რომელიც, როგორც ამბობდნენ, სახელმწიფო სამხედრო-ტექნიკური ცენტრის "დელლტას“ მიერ იყო შექმნილი - რვა რაკეტით და ორი მინი-ქვემეხით შეიარაღებული. მაგრამ ასეთი ამბიციური პროექტისაგან, როგორც ჩანს, არაფერი გამოვიდა: "დელტა“ ამჟამად დრონების შექმნით აღარაა დაკავებული.

2020 წლის სექტემბერში საქართველომ ესპანური კომპანია Alpha Unmanned Systems-ისაგან სამხედრო დრონების პარტია შეისყიდა, თუმცა აქაც შეიძლება პრობლემა გაჩნდეს: ისრაელმა რუსეთს ერთ-ერთი თავისი კუთვნილი დრონი "Alpha 800“ გადასცა, რაზედაც მას ესპანეთის მთავრობამ განმარტება მოსთხოვა. რუსებმა შესაძლოა ვერანაირი სასარგებლო ინფორმაცია ვერ მოიპოვეს, ან მათ უკვე აქვთ იმაზე წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლება საქართველოს შენაძენის ბლოკირება და მწყობრიდან გამოყვანა.

უცხოური წარმოების დრონებით სარგებლობა ხშირად პრობლემატურია. უნდა ითქვას, რომ პენტაგონმა აკრძალა ჩინური წარმოების დრონების - DJI-ების შეძენა, რომლებიც, მართალია, ძალზე მოხერხებულნი არიან, მაგრამ საფრთხეს უქმნიან აშშ-ის უშიშროებას. შესაბამისად, აშშ ხელს უწყობს საკუთარი წარმოების განვითარებას. ცხადია, ეს ადვილი არ არის, რადგან ჩინეთს მცირე კვადროკოპტერების ბაზარზე სრული დომინირება აქვს.

ამ ფონზე ქართული "პროექტი Т-31“ ქვეყნის თავდაცვისათვის ძალიან აქტუალურია და მისი რეალიზება ბევრ სარგებლობას მოუტანს საქართველოს. "ამ ადგილობრივი წარმოების პროდუქტს შეუძლია ეროვნული "ნოუ-ჰაუს“ კონსოლიდირება მოახდინოს“, - ამბობს სამუელ ბენდეტი, - მხედველობაშია მისაღები საექსპორტო პოტენციალიც: საქართველოს ნამდვილად აქვს თანამედროვე თვითმფრინავებისა და ჯავშანმანქანების წარმოების გამოცდილება, ქართული სამხედრო ტექნიკა ექსპორტშიც იგზავნება“.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად განვითარდნენ და დღეს, შეიძლება ითქვას, "უკანა ეზოს“ ქვეყნების ინჟინრებსაც კი შეუძლიათ ერთი შეხედვით უხეში, მაგრამ ეფექტიანი დრონების დამზადება - მაგალითად, იმის მსგავსი, რითაც სირია სარგებლობს. რასაკვირველია, ისეთ კომპანიას, როგორიც თბილისის საავიაციო საწარმოა, შეუძლია უფრო რთული და თანამედროვე დრონის შექმნა, Т-31-ის სახით.

"ბოლო დროს შეიარაღებასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები და კვლევები სწრაფად ვითარდება წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნების მიღმაც, მცირე ქვეყნებშიც. ასე რომ, საქართველოს მართლაც შეუძლია ჰქონდეს პოტენციალი ამ მასშტაბის პროექტის განსახორციელებლად“, - ამბობს სემუელ ბენდეტი, - ასე რომ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიერ სხვადასხვა კლასის უპილოტო საფრენი აპარატების შექმნა ჩვეულებრივი მოვლენა გახდება“.

თუ საქართველო დამკვრელი სამხედრო დრონის შექმნას მოახერხებს, მაშინ ამას შეძლებენ სხვებიც - სხვათა შორის, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკუთარ უპილოტო თვითმფრინავების დამზადება უკვე დაიწყეს. ამრიგად, აშკარად ჩანს, როგორ სწრაფად ვრცელდება ამგვარი იარაღი. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ შეიცვლება ამით ომის მსვლელობა. წყარო

როგორი იყო საქართველოს სამხედრო დაზვერვა 1918-1921 წლებში - საინტერესო ცნობები დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურებზე

ფიცის დადების ემოციური ცერემონიალი - 5 ლოკაცია, სადაც ღონისძიებები ჩატარდა (ფოტო, ვიდეო)

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია იმართება - როგორია 26 მაისის საზეიმო განრიგი