მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანელმა ბიჭმა, რომელიც 10 თვე კომაში იყო, პანდემიის შესახებ არაფერი იცის - ამ პერიოდში მან კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა
ბრიტანელმა ბიჭმა, რომელიც 10 თვე კომაში იყო, პანდემიის შესახებ არაფერი იცის - ამ პერიოდში მან კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა

ინ­გლი­სელ­მა თი­ნე­ი­ჯერ­მა, რო­მე­ლიც 10-თვი­ა­ნი კო­მი­დან გა­მო­ვი­და და ახლა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გზას ად­გას, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცის. თა­ნაც, კო­მა­ში ყოფ­ნი­სას ის ვირუ­სით ორ­ჯერ და­ინ­ფი­ცირ­და.

19 წლის ჯო­ზეფ ფლა­ვილს გა­სულ წელს, პირ­ველ მარტს, სე­ირ­ნო­ბი­სას მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა და ტვი­ნის მძი­მე ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. ამ ამ­ბი­დან სამი კვი­რის შემ­დეგ, ბრი­ტა­ნეთ­ში ეროვ­ნუ­ლი "ლო­ქ­და­უ­ნი" გა­მო­ცხად­და. ჯო­ზე­ფი კი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­მა­ში იყო. რო­გორც ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, მან ახ­ლა­ხანს და­ი­წყო რე­ა­გი­რე­ბა.

"ჯო­ზეფ­მა არა­ფე­რი იცის პან­დე­მი­ის შე­სა­ხებ, რად­გან 10 თვე ეძი­ნა. ახლა იწყებს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას და ისიც კი არ ვი­ცით, სა­ერ­თოდ რა ახ­სოვს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­დან. ერთი წლის წინ ჩემ­თვის ვინ­მეს რომ ეთ­ქვა, რა უნდა მომ­ხდა­რი­ყო მსოფ­ლი­ო­ში, ვფიქ­რობ, არ და­ვი­ჯე­რებ­დი და წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს შეძ­ლებს თუ არა ჯო­ზე­ფი იმის გა­გე­ბას, თუ რა გა­და­ვი­ტა­ნეთ ჩვენ ყვე­ლამ“, - ამ­ბობს თი­ნე­ი­ჯე­რის დე­ი­და სალი ფლა­ვილ სმი­ტი "გარ­დი­ან­თან" სა­უბ­რი­სას.

მი­სი­ვე თქმით, ოჯახ­მა ვი­დე­ო­ზა­რის მეშ­ვე­ო­ბით სცა­და ბი­ჭის­თვის აეხ­სნა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი არ აძ­ლევ­და მათ კლი­ნი­კა­ში, მის გვერ­დით ყოფ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას, თუმ­ცა პან­დე­მი­ის მას­შტაბ­ზე ჯერ არ უსა­უბ­რი­ათ.

"წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, რა­ტომ არის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რა­ტომ არ არი­ან ოჯა­ხის წევ­რე­ბი გვერ­დით. ვე­სა­უბ­რე­ბით ტე­ლე­ფო­ნით და ვცდი­ლობთ გა­ვა­გე­ბი­ნოთ, რომ ძა­ლი­ან გვსურს მას­თან ყოფ­ნა, მაგ­რამ კო­ვი­დის გამო უბ­რა­ლოდ არ შეგ­ვიძ­ლია“, - ამ­ბობს ბი­ჭის დე­ი­და.

ამ დრო­ის­თვის თი­ნე­ი­ჯერ­მა უკვე და­ი­წყო კი­დუ­რე­ბის გა­მოძ­რა­ვე­ბა და კი­თხვებ­ზე პა­სუხს თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბით ანიშ­ნებს, მე­გობ­რებ­სა და ოჯა­ხის წევ­რებ­თან ვი­დე­ო­ზა­რით სა­უბ­რი­სას იღი­მის. ექი­მე­ბის თქმით, სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად ჯერ კი­დევ გრძე­ლი გზაა გა­სავ­ლე­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ჯო­ზე­ფი კო­მა­ში ყოფ­ნის დროს ორ­ჯერ და­ინ­ფი­ცირ­და კო­რო­ნა­ვირუ­სით, მაგ­რამ ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში და­ა­მარ­ცხა ის.

წყა­რო: guardian.com

=====
0

ხუმრობთ?! მსოფლიოში სულ 50 ხელახალი დაინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული და ერთერთი ეს ბიჭია?!ისიც დიდი ბრიტანეთში და თანაც სტაციონარში დააინფიცირეს ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

ბრიტანელმა ბიჭმა, რომელიც 10 თვე კომაში იყო, პანდემიის შესახებ არაფერი იცის - ამ პერიოდში მან კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა

ბრიტანელმა ბიჭმა, რომელიც 10 თვე კომაში იყო, პანდემიის შესახებ არაფერი იცის - ამ პერიოდში მან კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა

ინგლისელმა თინეიჯერმა, რომელიც 10-თვიანი კომიდან გამოვიდა და ახლა რეაბილიტაციის გზას ადგას, კორონავირუსის პანდემიის შესახებ არაფერი იცის. თანაც, კომაში ყოფნისას ის ვირუსით ორჯერ დაინფიცირდა.

19 წლის ჯოზეფ ფლავილს გასულ წელს, პირველ მარტს, სეირნობისას მანქანა დაეჯახა და ტვინის მძიმე ტრავმული დაზიანება მიიღო. ამ ამბიდან სამი კვირის შემდეგ, ბრიტანეთში ეროვნული "ლოქდაუნი" გამოცხადდა. ჯოზეფი კი თვეების განმავლობაში კომაში იყო. როგორც ექიმები ამბობენ, მან ახლახანს დაიწყო რეაგირება.

"ჯოზეფმა არაფერი იცის პანდემიის შესახებ, რადგან 10 თვე ეძინა. ახლა იწყებს გამოჯანმრთელებას და ისიც კი არ ვიცით, საერთოდ რა ახსოვს თავისი ცხოვრებიდან. ერთი წლის წინ ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, რა უნდა მომხდარიყო მსოფლიოში, ვფიქრობ, არ დავიჯერებდი და წარმოდგენა არ მაქვს შეძლებს თუ არა ჯოზეფი იმის გაგებას, თუ რა გადავიტანეთ ჩვენ ყველამ“, - ამბობს თინეიჯერის დეიდა სალი ფლავილ სმიტი "გარდიანთან" საუბრისას.

მისივე თქმით, ოჯახმა ვიდეოზარის მეშვეობით სცადა ბიჭისთვის აეხსნა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები არ აძლევდა მათ კლინიკაში, მის გვერდით ყოფნის საშუალებას, თუმცა პანდემიის მასშტაბზე ჯერ არ უსაუბრიათ.

"წარმოდგენა არ აქვს, რატომ არის საავადმყოფოში, რატომ არ არიან ოჯახის წევრები გვერდით. ვესაუბრებით ტელეფონით და ვცდილობთ გავაგებინოთ, რომ ძალიან გვსურს მასთან ყოფნა, მაგრამ კოვიდის გამო უბრალოდ არ შეგვიძლია“, - ამბობს ბიჭის დეიდა.

ამ დროისთვის თინეიჯერმა უკვე დაიწყო კიდურების გამოძრავება და კითხვებზე პასუხს თვალის დახამხამებით ანიშნებს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ვიდეოზარით საუბრისას იღიმის. ექიმების თქმით, საბოლოოდ გამოსაჯანმრთელებლად ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯოზეფი კომაში ყოფნის დროს ორჯერ დაინფიცირდა კორონავირუსით, მაგრამ ორივე შემთხვევაში დაამარცხა ის.

წყარო: guardian.com

ექიმი, რომელიც ალექსეი ნავალნის ომსკში, მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა, 55 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა

ცხელება, შემცივნება, შეშუპება - რა გვერდითი ეფექტები ვლინდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ

"დამთავრდა დრო, როდესაც ამერიკა არ ეწინააღმდეგებოდა რუსულ აგრესიას" - ჯო ბაიდენი