მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგს არ სჯერა, ამ ამბავს რომ ვუყვები..." - შთამაგონებელი ისტორია ეგვიპტელ ინჟინერზე, რომელიც 8 წელია სამ ქართველს საკუთარ ხელფასს უყოფს
"ზოგს არ სჯერა, ამ ამბავს რომ ვუყვები..." - შთამაგონებელი ისტორია ეგვიპტელ ინჟინერზე, რომელიც 8 წელია სამ ქართველს საკუთარ ხელფასს უყოფს

ჟურ­ნა­ლის­ტი, და­ჯილ­დო­ვე­ბა "სახე(ლ)ების" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნანა აკო­ბი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელს უზი­ა­რებს სა­ო­ცა­რი ქველ­მოქ­მე­დე­ბის ის­ტო­რი­ას. ის­ტო­რი­ის მთა­ვა­რი გმი­რი ეგ­ვიპ­ტე­ლი ინ­ჟი­ნე­რია, რო­მე­ლიც წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში უც­ნობ ადა­მი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბა.

"ეს ამ­ბა­ვი იმ სე­რი­ი­და­ნაა, ღმერ­თი რომ მი­წა­ზე ჩა­მო­დის, ადა­მი­ა­ნის სა­ხეს იღებს, ქა­ლაქ­ში, მტვერ­ში წაქ­ცე­ულს ფეხ­ზე აყე­ნებს და ამით სხვა ფეხ­ზემ­დგომს ეუბ­ნე­ბა: გა­აგ­რძე­ლე - ახლა შენ წა­მო­ა­ყე­ნე სხვა!

ჩემ­თა­ნაც მო­ვი­და ერთხელ ასე­თი ღმერ­თი, სა­ხე­ლად ეჰა­ბი, ეგ­ვიპ­ტი­დან, 2012-ში. ამ­ბა­ვი ბა­ნა­ლუ­რად და­ი­წყო: კაც­მა, რო­მე­ლიც დუ­ბა­ი­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ინ­ჟინ­რად მუ­შა­ობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა გა­და­წყვი­ტა. სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბის­გან იც­ნობ­და და რო­გორც ქრის­ტი­ან­მა კოპტ­მა, სი­ბე­რის გა­სა­ტა­რებ­ლად თბი­ლი­სი სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლად მი­იჩ­ნია. ასე მოხ­ვდა ეჰა­ბი ჩემ­თან: ბი­ნას ვყიდ­დი და სა­ნა­ხა­ვად მო­ვი­და, აივ­ნი­დან, სახ­ლის წინ ვა­კის სა­მე­ბის ეკ­ლე­სია და­ი­ნა­ხა, პირ­ჯვა­რი გა­და­ი­წე­რა და თქვა, რომ მორ­ჩა - ყი­დუ­ლობს! ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი იყო და სა­ნამ ბი­ნის გა­და­ფორ­მე­ბას და­ვას­რუ­ლებ­დით, უკვე ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დით მას­ზე და მის ოჯახ­ზე. ლონ­დონ­ში ჰქონ­და გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი - დუ­ბა­ი­ში უკვე წლე­ბია, მუ­შა­ობ­და თა­ვი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბით და შე­მო­სა­ვალს არ უჩი­ო­და.

ერთ დღე­საც რჩე­ვა მკი­თხა: სა­ნამ ვმუ­შა­ობ და ხელ­ფასს ვი­ღებ, გა­და­წყვე­ტი­ლი მაქვს, 500 დო­ლა­რით სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­თვი­უ­რად და­ვეხ­მა­რო ვინ­მეს, ვი­საც ეს სჭირ­დე­ბა და ვის მირ­ჩე­ვო. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო აუქ­ცი­ო­ნებს ვა­წყობ­დით და უგ­რძე­სი სია მქონ­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვი­საც თვე­ში 500 კი არა, 50 დო­ლა­რი შე­უმ­სუ­ბუ­ქებ­და მდგო­მა­რე­ო­ბას. ვურ­ჩიე, რომ უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, ეს თან­ხა სამი ადა­მი­ა­ნის­თვის გა­ე­ნა­წი­ლე­ბი­ნა ყო­ველ­თვი­უ­რად. და­მე­თან­ხმა და ასე იქცა ეჰა­ბი "ჰა­ბად" - 3 ადა­მი­ა­ნი „მი­ი­ბა“ გა­და­სარ­ჩე­ნად:

1. სტუ­დენ­ტი, მარ­ტო­ხე­ლა დედა, რო­მე­ლიც აუ­ტიზ­მის სპექტრის დი­აგ­ნო­ზით ზრდი­და მცი­რე­წლო­ვან შვილს;

2. ასე­ვე სტუ­დენ­ტი, ობო­ლი ბიჭი, ბ ჰე­პა­ტი­ტის დი­აგ­ნო­ზით (ეს ბიჭი ჩემ­თან რო­გორ მოხ­ვდა, ეს კი­დევ ცალ­კე ის­ტო­რი­აა) და

3. ერთ-ერთი ჩვე­ნი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი, 6 წლის ბიჭი ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლით.

მოკ­ლედ, ის­ტო­რია და­ი­წყო: ეჰაბ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში სპე­ცი­ა­ლუ­რი ან­გა­რი­ში გახ­სნა, სა­ი­და­ნაც, 2012 წლის ივ­ლი­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ამ ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­თვი­უ­რად ავ­ტო­მა­ტუ­რად ერი­ცხე­ბო­და იმ დრო­ის კურ­სით, 165 დო­ლა­რის შე­სა­ბა­მი­სი ლარი. წლე­ბის მერე ეჰაბ­მა ეს ბინა გა­ყი­და: ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ უარი უთხრა ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბა­ზე. წე­რი­ლი მო­ი­წე­რა: მე მა­ინც გა­ვაგ­რძე­ლებ ჩემი ან­გე­ლო­ზე­ბის დახ­მა­რე­ბა­სო. ბან­კში ან­გა­რი­ში გა­ა­უქ­მა და ახლა უკვე სპე­ცი­ა­ლუ­რი გზავ­ნი­ლით დუ­ბა­ი­დან ური­ცხავ­და სა­მი­ვეს ყო­ველ­თვი­უ­რად შე­პი­რე­ბულ თან­ხას.

პან­დე­მია რომ და­ი­წყო, მო­ი­წე­რა, ეგ­ვიპ­ტე­ში ვარ და არ ვიცი, დუ­ბა­ი­ში რო­დის დავ­ბრუნ­დე­ბიო. ჩავ­თვა­ლეთ, რომ კონ­ტრაქ­ტი და­უმ­თავ­რდა და შე­სა­ბა­მი­სად, მისი ქველ­მოქ­მე­დე­ბის ვა­დაც ამო­ი­წუ­რა. ვადა, რო­მე­ლიც 2012 წლის ივ­ლის­ში და­ი­წყო და ზუს­ტად 8 წელი, ანუ 96 თვე გრძელ­დე­ბო­და. ამ 96 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, უცხო ტო­მე­ლი კა­ცის წყა­ლო­ბით, ორი­ვე სტუ­დენ­ტმა და­ამ­თავ­რა სწავ­ლა და დღეს შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებ­ში არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლი; მე­სა­მემ, პა­ტა­რა ნი­კუ­შამ, რო­მელ­საც ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლა აქვს, ეჰა­ბის შემ­წე­ო­ბით შეძ­ლო მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის უწყვე­ტად მი­ღე­ბა და მკვეთ­რად გა­უმ­ჯო­ბეს­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა...

მცი­რეხ­ნი­ა­ნი წყვე­ტი­ლო­ბის შემ­დეგ, გუ­შინ ისევ მომ­წე­რეს მის­მა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­მა, რომ ეჰა­ბი დაბ­რუნ­და - მათ ისევ მი­ი­ღეს დუ­ბა­ი­დან ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლი. მან ხომ თქვა, რომ სა­ნამ სამ­სა­ხუ­რი ექ­ნე­ბა, მა­ნამ მი­ი­ღე­ბენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მის­გან დახ­მა­რე­ბას და რად­გან ჯერ სამ­სა­ხუ­რი აქვს, პი­რო­ბას ას­რუ­ლებს. ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე შე­ეძ­ლო, შე­ე­წყვი­ტა: მა­ნამ­დეც, სა­ნამ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სა­ბო­ლო­ოდ ეტყო­და უარს ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბა­ზე, მერე - მი­თუ­მე­ტეს. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში - ასე­ვე- მი­თუ­მე­ტეს. მაგ­რამ მას სი­ტყვა აქვს ნათ­ქვა­მი და სი­ტყვას არ ტეხს. ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ასე ინარ­ჩუ­ნე­ბენ ღირ­სე­ბას და უნარ­ჩუ­ნე­ბენ სხვებ­საც.

ზოგს არ სჯე­რა, ამ ამ­ბავს რომ ვუყ­ვე­ბი: 8 წე­ლი­წა­დი, 96 თვე ძა­ლი­ან დიდი დროა სა­ი­მი­სოდ, რომ შენს ხელ­ფასს უყოფ­დე შენ­თვის უცხო ადა­მი­ა­ნებს სხვა ქვე­ყა­ნა­ში. მაგ­რამ შე­სა­ვალ­ში ხომ ვთქვი, რომ ეს ამ­ბა­ვი იმ სე­რი­ი­და­ნაა, როცა ხან­და­ხან ღმერ­თი ადა­მი­ა­ნის სა­ხეს იღებს და მი­წა­ზე ჩა­მო­დის... ბევ­რი სი­კე­თე მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი ყვე­ლა­ზე შთა­მა­გო­ნე­ბე­ლია მათ შო­რის, რა­საც პი­რა­დად შე­ვე­ხე და ამ­დე­ნი წე­ლია, ვაკ­ვირ­დე­ბი..." - წერს ნანა აკო­ბი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
niki
4

წაიკითხეთ გაზულუქებულო ქართველებო, ერთი სული რომ გაქვთ გაიხსნას ყველაფერი მხოლოდ იმიტომ რომ იგირალოთ ძველებურად, რომ აღარ იცით რაში დახარჯოთ თქვენი ფულები, რომ აღარ იცით კიდევ რამდენი ბინა იყიდოთ წაიკითხეთ და შეგრცხვეთ, ამდენ მილიონერში ყველამ ასე უხადოს ხელფასი გაჭირვებულს იქნებ ჩვენც დავმდგარიყავით როდესმე ფეხზე

 

ლალუკა
2

სამოთხე გარანტირებული აქვს, თუკი მუსულმანურში არსებობს ასეთი გამოთქმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ზოგს არ სჯერა, ამ ამბავს რომ ვუყვები..." - შთამაგონებელი ისტორია ეგვიპტელ ინჟინერზე, რომელიც 8 წელია სამ ქართველს საკუთარ ხელფასს უყოფს

"ზოგს არ სჯერა, ამ ამბავს რომ ვუყვები..." - შთამაგონებელი ისტორია ეგვიპტელ ინჟინერზე, რომელიც 8 წელია სამ ქართველს საკუთარ ხელფასს უყოფს

ჟურნალისტი, დაჯილდოვება "სახე(ლ)ების" დამფუძნებელი ნანა აკობიძე "ფეისბუქზე" ინტერნეტმომხმარებელს უზიარებს საოცარი ქველმოქმედების ისტორიას. ისტორიის მთავარი გმირი ეგვიპტელი ინჟინერია, რომელიც წლებია საქართველოში უცნობ ადამიანებს ეხმარება.

"ეს ამბავი იმ სერიიდანაა, ღმერთი რომ მიწაზე ჩამოდის, ადამიანის სახეს იღებს, ქალაქში, მტვერში წაქცეულს ფეხზე აყენებს და ამით სხვა ფეხზემდგომს ეუბნება: გააგრძელე - ახლა შენ წამოაყენე სხვა!

ჩემთანაც მოვიდა ერთხელ ასეთი ღმერთი, სახელად ეჰაბი, ეგვიპტიდან, 2012-ში. ამბავი ბანალურად დაიწყო: კაცმა, რომელიც დუბაიში კომუნიკაციების ინჟინრად მუშაობს, საქართველოში უძრავი ქონების ყიდვა გადაწყვიტა. საქართველოს თავისი მეგობრებისგან იცნობდა და როგორც ქრისტიანმა კოპტმა, სიბერის გასატარებლად თბილისი საუკეთესო ადგილად მიიჩნია. ასე მოხვდა ეჰაბი ჩემთან: ბინას ვყიდდი და სანახავად მოვიდა, აივნიდან, სახლის წინ ვაკის სამების ეკლესია დაინახა, პირჯვარი გადაიწერა და თქვა, რომ მორჩა - ყიდულობს! ძალიან კომუნიკაბელური იყო და სანამ ბინის გადაფორმებას დავასრულებდით, უკვე ყველაფერი ვიცოდით მასზე და მის ოჯახზე. ლონდონში ჰქონდა განათლება მიღებული - დუბაიში უკვე წლებია, მუშაობდა თავისი სპეციალობით და შემოსავალს არ უჩიოდა.

ერთ დღესაც რჩევა მკითხა: სანამ ვმუშაობ და ხელფასს ვიღებ, გადაწყვეტილი მაქვს, 500 დოლარით საქართველოში ყოველთვიურად დავეხმარო ვინმეს, ვისაც ეს სჭირდება და ვის მირჩევო. სწორედ იმ პერიოდში საქველმოქმედო აუქციონებს ვაწყობდით და უგრძესი სია მქონდა იმ ადამიანების, ვისაც თვეში 500 კი არა, 50 დოლარი შეუმსუბუქებდა მდგომარეობას. ვურჩიე, რომ უმჯობესი იქნებოდა, ეს თანხა სამი ადამიანისთვის გაენაწილებინა ყოველთვიურად. დამეთანხმა და ასე იქცა ეჰაბი "ჰაბად" - 3 ადამიანი „მიიბა“ გადასარჩენად:

1. სტუდენტი, მარტოხელა დედა, რომელიც აუტიზმის სპექტრის დიაგნოზით ზრდიდა მცირეწლოვან შვილს;

2. ასევე სტუდენტი, ობოლი ბიჭი, ბ ჰეპატიტის დიაგნოზით (ეს ბიჭი ჩემთან როგორ მოხვდა, ეს კიდევ ცალკე ისტორიაა) და

3. ერთ-ერთი ჩვენი ბენეფიციარი, 6 წლის ბიჭი ცერებრალური დამბლით.

მოკლედ, ისტორია დაიწყო: ეჰაბმა საქართველოს ბანკში სპეციალური ანგარიში გახსნა, საიდანაც, 2012 წლის ივლისიდან მოყოლებული, ამ ადამიანებს ყოველთვიურად ავტომატურად ერიცხებოდა იმ დროის კურსით, 165 დოლარის შესაბამისი ლარი. წლების მერე ეჰაბმა ეს ბინა გაყიდა: ჩვენმა ქვეყანამ უარი უთხრა ბინადრობის უფლებაზე. წერილი მოიწერა: მე მაინც გავაგრძელებ ჩემი ანგელოზების დახმარებასო. ბანკში ანგარიში გააუქმა და ახლა უკვე სპეციალური გზავნილით დუბაიდან ურიცხავდა სამივეს ყოველთვიურად შეპირებულ თანხას.

პანდემია რომ დაიწყო, მოიწერა, ეგვიპტეში ვარ და არ ვიცი, დუბაიში როდის დავბრუნდებიო. ჩავთვალეთ, რომ კონტრაქტი დაუმთავრდა და შესაბამისად, მისი ქველმოქმედების ვადაც ამოიწურა. ვადა, რომელიც 2012 წლის ივლისში დაიწყო და ზუსტად 8 წელი, ანუ 96 თვე გრძელდებოდა. ამ 96 თვის განმავლობაში, უცხო ტომელი კაცის წყალობით, ორივე სტუდენტმა დაამთავრა სწავლა და დღეს შესაბამის სამსახურებში არიან დასაქმებული; მესამემ, პატარა ნიკუშამ, რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს, ეჰაბის შემწეობით შეძლო მისთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების უწყვეტად მიღება და მკვეთრად გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა...

მცირეხნიანი წყვეტილობის შემდეგ, გუშინ ისევ მომწერეს მისმა ბენეფიციარებმა, რომ ეჰაბი დაბრუნდა - მათ ისევ მიიღეს დუბაიდან ფულადი გზავნილი. მან ხომ თქვა, რომ სანამ სამსახური ექნება, მანამ მიიღებენ ეს ადამიანები მისგან დახმარებას და რადგან ჯერ სამსახური აქვს, პირობას ასრულებს. ნებისმიერ ეტაპზე შეეძლო, შეეწყვიტა: მანამდეც, სანამ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ ეტყოდა უარს ბინადრობის უფლებაზე, მერე - მითუმეტეს. პანდემიის პერიოდში - ასევე- მითუმეტეს. მაგრამ მას სიტყვა აქვს ნათქვამი და სიტყვას არ ტეხს. ღირსეული ადამიანები ასე ინარჩუნებენ ღირსებას და უნარჩუნებენ სხვებსაც.

ზოგს არ სჯერა, ამ ამბავს რომ ვუყვები: 8 წელიწადი, 96 თვე ძალიან დიდი დროა საიმისოდ, რომ შენს ხელფასს უყოფდე შენთვის უცხო ადამიანებს სხვა ქვეყანაში. მაგრამ შესავალში ხომ ვთქვი, რომ ეს ამბავი იმ სერიიდანაა, როცა ხანდახან ღმერთი ადამიანის სახეს იღებს და მიწაზე ჩამოდის... ბევრი სიკეთე მინახავს, მაგრამ ეს ამბავი ყველაზე შთამაგონებელია მათ შორის, რასაც პირადად შევეხე და ამდენი წელია, ვაკვირდები..." - წერს ნანა აკობიძე.