მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოფის შემთხვევების გამო, სოფელ ჯიხანჯურში კარანტინი გამოცხადდა - რას ამბობენ ადგილობრივები
ცოფის შემთხვევების გამო, სოფელ ჯიხანჯურში კარანტინი გამოცხადდა - რას ამბობენ ადგილობრივები

ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჯი­ხან­ჯურ­ში კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ­ში მსხვილ­ფე­ხა სა­ქო­ნელს ცოფი და­უ­ფიქ­სირ­და. მათი მტკი­ცე­ბით, ძრო­ხა ტუ­რამ დაგ­ლი­ჯა, რის შე­დე­გა­დაც ცხო­ვე­ლე­ბი და­ინ­ფი­ცირ­დნენ და და­ი­ღუპ­ნენ.

სო­ფელ ჯი­ხან­ჯუ­რის მო­სახ­ლე­ო­ბა ქო­ბუ­ლე­თის მე­რი­ას დახ­მა­რე­ბას სთხოვს.

ქო­ბუ­ლე­თის მე­რი­ა­ში კი აცხა­დე­ბენ, რომ სა­კა­რან­ტი­ნო პე­რი­ო­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აღ­წე­რა მოხ­დე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ოჯა­ხებს დახ­მა­რე­ბა გა­ე­წე­ვათ.

"მე­რი­ის მხრი­დან აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მოხ­და. უწყე­ბამ გა­მოს­ცა ბრძა­ნე­ბა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც დაბა ოჩხა­მუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლის სო­ფე­ლი ჯი­ხან­ჯუ­რი სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნად გა­მო­ცხად­და. ასე­ვე, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რია უზ­რუნ­ველ­ყოფს აღ­ნიშ­ნულ სო­ფელ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას. და­მა­ტე­ბით ასე­ვე სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ახორ­ცი­ე­ლებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, რა­შიც დახ­მა­რე­ბის სა­ხით ჩარ­თუ­ლია მე­რია", - აცხა­დე­ბენ ქო­ბუ­ლე­თის მე­რი­ა­ში.

სო­ფელ ჯი­ხან­ჯურ­ში კა­რან­ტი­ნის პე­რი­ო­დი ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სახ­ლე­ო­ბას ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის გაშ­ვე­ბა და ხორ­ცი­სა და რძის პრო­დუქ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა ეკ­რძა­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ცოფის შემთხვევების გამო, სოფელ ჯიხანჯურში კარანტინი გამოცხადდა - რას ამბობენ ადგილობრივები

ცოფის შემთხვევების გამო, სოფელ ჯიხანჯურში კარანტინი გამოცხადდა - რას ამბობენ ადგილობრივები

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში კარანტინი გამოცხადდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუფიქსირდა. მათი მტკიცებით, ძროხა ტურამ დაგლიჯა, რის შედეგადაც ცხოველები დაინფიცირდნენ და დაიღუპნენ.

სოფელ ჯიხანჯურის მოსახლეობა ქობულეთის მერიას დახმარებას სთხოვს.

ქობულეთის მერიაში კი აცხადებენ, რომ საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ აღწერა მოხდება და შესაძლებლობის ფარგლებში ოჯახებს დახმარება გაეწევათ.

"მერიის მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება მოხდა. უწყებამ გამოსცა ბრძანება, რომლის საშუალებითაც დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი ჯიხანჯური საკარანტინე ზონად გამოცხადდა. ასევე, მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს აღნიშნულ სოფელში მოსახლეობის ინფორმირებას. დამატებით ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ვაქცინაციას, რაშიც დახმარების სახით ჩართულია მერია", - აცხადებენ ქობულეთის მერიაში.

სოფელ ჯიხანჯურში კარანტინის პერიოდი ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობას შინაური ცხოველების გაშვება და ხორცისა და რძის პროდუქტების რეალიზება ეკრძალება.

ქედაში ავტომობილი 150 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა - დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ფოთში, ერთ-ერთ ბინაში დაკვამლიანების შედეგად შუახნის მამაკაცი და მისი მომვლელი გარდაიცვალნენ

ხობში ავტომობილი, რომელშიც ცოლ-ქმარი იმყოფებოდა, ხეს შეეჯახა - ცოლი ადგილზე გარდაიცვალა