ავტორი:

"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თეა წულუკიანმა 31 ოქტომბერს, საღამოს დაიძინა და დღევანდელ სხდომაზე გაიღვიძა" - ალეკო ელისაშვილი

"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თეა წულუკიანმა 31 ოქტომბერს, საღამოს დაიძინა და დღევანდელ სხდომაზე გაიღვიძა" - ალეკო ელისაშვილი

დღეს შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თეა წულუკიანმა 31 ოქტომბერს, საღამოს რომ დაიძინა, დღევანდელ სხდომაზე გაიღვიძა და მანამდე რა ხდებოდა არ იცის, არც იმ რაუნდებზე რა ხდებოდა, რაზე დაიხია „ქართულმა ოცნებამ“, რა მემორანდუმი გავაფორმეთ და არც მე მისმენდა სიტყვით რომ გამოვედი, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ის თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილური ტელეფონის საჯაროდ გამოცხადებას გამოეხმაურა და როგორც ის განმარტავს, ეგონა, რომ წულუკიანი საკუთარ ნომერს კარნახობდა.

„ძალიან ცუდი საქციელია სხვასთან შეუთანხმებლად პირადი ნომრის გამოქვეყნება და თეა წულუკიანმა ძალიან ცუდი რამ ჩაიდინა დღეს, ეს არის ფაქტი, ეს არის პირადი ინფორმაციის და პირადი მონაცემების გავრცელება, მე ჩემი ნომერი გამოვაქყვენე და ჩემი ტელეფონი შევახსენე ადამიანებს. დღეს, მოგეხსენებათ, ძალიან მძიმე დღე მაქვს და ტელეფონი დამიჯდა, ხვალ დილიდან 24-საათიან რეჟიმში მწყობრში იქნება ეს ტელეფონი, საყვედურებიც მივიღე, საღამოს ვერ ვუკავშირდებითო.

რაც არ უნდა გვაბრალონ, რაც არ უნდა გვწყევლონ, მთელი ოპოზიცია ძირითადად, ჩვენი წყევლითაა 2 თვე დაკავებული, ჩვენ იქ შევედით ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად და პირადად ჩემთვის, პარლამენტარობა, დეპუტატობა მხოლოდ და მხოლოდ იარაღი და უფრო მეტი საშუალებაა, რომ ადამიანებს კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში დავეხმარო. ხვალაც არის დილიდან პარლამენტის სხდომა, რა დროც მექნება, ვეცდები, ყველა ადამიანს ვუპასუხო და ასე გაგრძელდება, ჩემი დეპუტატობის 4 წლის განმავლობაში.

ძალიან ცუდია, რომ თეა წულუკიანს ამაზე ასეთი რეაქცია ჰქონდა, თავისი ნომერი კი არ გამოაცხადა, მართლა მეგონა თავის ნომერს მაწერინებდა, მაგრამ გამოაცხადა სხვისი ნომერი. ეს რა საქციელია, საერთოდ არ ვიცი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე განმარტებით, თეა წულუკიანს მომავალშიც მოუწევს ალეკო ელისაშვილისთვის მოსმენა და ის კიდევ ბევრჯერ გაღიზიანდება.

„ველოდი რა, თეა წულუკიანი დღეს ხომ არ აღმოვაჩინე როგორიც არის, ვხედავთ მის გესლიან გამოსვლებს მთელი ამ წლების განმავლობაში, ზემოდან ყურებას, ქილიკით ლაპარაკს და დღეს დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თეა წულუკიანმა 31 ოქტომბერს, საღამოს რომ დაიძინა, დღევანდელ სხდომაზე გაიღვიძა და მანამდე რა ხდებოდა არ იცის, არც იმ რაუნდებზე რა ხდებოდა, რაზე დაიხია „ქართულმა ოცნებამ“, რა მემორანდუმი გავაფორმეთ, 5-დან 4 პოლიტპატიმარი რომ გათავისუფლდა, ეს რაღაცები როგორც ჩანს, არ იცის და არც მე მისმენდა სიტყვით რომ გამოვედი, თორემ კითხვა დავსვი და მევე გავეცი პასუხი, მე ვთქვი, არჩევნები გაყალბდა და თუ გაყალბდა, რატომ ვართ აქ-მეთქი და გავეცი პასუხი.

თეა წულუკიანს ვპირდები, ბევრ რაღაცას ვიტყვი, რაზეც გაღიზიანდება, ვიტყვი სიმართლეს, ვიტყვი იმას, რაც რეალურად ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

"პარლამენტში მისასვლელად მანქანა და მძღოლი არ მჭირდება - თვითონაც ვმართავ მანქანას, მყავს სკუტერიც და თქვენ წარმოიდგინეთ ცხენიც კი" - ლევან იოსელიანი

"უნდა დავრწმუნდეთ, რომ შავი ზღვა არ იყოს რეგიონი, რომელშიც დომინირებს ერთი ქვეყანა, რუსეთი" - ნატოს გენმდივანი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"