მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად გაიხსნება" - რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი
"6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად გაიხსნება" - რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი

შა­ბათს რეს­ტორ­ნე­ბი თვით­ნე­ბუ­რად გა­იხ­სნე­ბი­ან, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ რეს­ტო­რა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, შოთა ბურ­ჯა­ნა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა დღეს მოხ­და და სა­კი­თხის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი ხვალ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

იმა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ქარ­თვე­ლოს გას­ტრო­ნო­მი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ლე­ვან ქო­ქი­აშ­ვი­ლი:

"სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბის ინ­დუსტრი­ის მო­ლო­დი­ნი სამ­წუ­ხა­როდ არ გა­მარ­თლდა, გო­ნივ­რუ­ლი გა­მო­სავ­ლის პოვ­ნის ნაც­ვლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რაც გა­და­ი­დო და არ შედ­გა. რად­გან სხვა გა­მო­სა­ვალს, მი­უ­ხე­და­ვად და­ჟი­ნე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბი­სა, ვერ ვხე­დავთ, გა­დავ­წყვი­ტეთ შა­ბათს, 6 თე­ბერ­ვალს გავ­ხსნათ რეს­ტორ­ნე­ბი.აქვე გან­ვმარ­ტავთ, სრუ­ლად ვი­აზ­რებთ ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ყვე­ლა ას­პექტს და არც ჩვენ­თვის გახ­ლავთ ამ­გვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა იოლი", - წერს ქო­ქი­აშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს შე­ზღუდ­ვე­ბის ეტა­პობ­რი­ვი მოხ­სნის გეგ­მის თა­ნახ­მად, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით რეს­ტორ­ნე­ბი და კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი, მათ შო­რის სას­ტუმ­რო­ებ­ში, მხო­ლოდ გა­ტა­ნა-მი­ტა­ნის სერ­ვი­სით აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას. გა­მო­ნაკ­ლი­სია აჭა­რა, სა­დაც 1-ელი თე­ბერ­ვლი­დან დაშ­ვე­ბუ­ლია კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის ღია სივ­რცე­ებ­ში სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა. სექ­ტო­რი გახ­სნას ითხოვს და პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად 200-მდე რეს­ტო­რან­მა 30 იან­ვარს 24 სა­ა­თით გა­ტა­ნის სერ­ვი­სით მუ­შა­ო­ბა­ზეც უარი გა­ნა­ცხა­და. ამას­თან, 30 იან­ვარს რეს­ტორ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ას­თან გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­საც შე­უ­ერ­თდნენ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წმინდა გაგა
1

ხოდა დახურავენ ამჯერად უკვე სამუდამოდ. რესტორნები, ღამის კლუბები, კაზინოები, საეჭვო ტიპის დაწესებულებები სამუდამოდ ასაკრძალი და მოსასპობია.

ბადრი
1

ეს რა თავნებობაა. მივმართავ მთავრობას უმკაცრესად დასაჯოს ყველა ვინც ამას გაბედავს. ამათ ხალხი ფეხებზე კიდიათ. ფული შემოაკლდათ და არ იციან რა მაიმუნობა მოიმოქმედონ. საერთოდ დასახურია ეს რესტორნები და კაზინოები. არც ცხვენიათ ამ ხალხს. იმდენი აქვთ უკვე ნაშოვნი და მაინც ვერ ძღებიან. ეს თუ გაბედეს ყველა ციხეში. უბრალო ადამიანმა რა თქვას რომ ამ პანდემიის შედეგად რა დღეშია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად გაიხსნება" - რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი

"6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად გაიხსნება" - რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი

შაბათს რესტორნები თვითნებურად გაიხსნებიან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განუცხადა.

მისივე განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება დღეს მოხდა და საკითხის შესახებ დამატებითი დეტალები ხვალ გახდება ცნობილი.

იმავე ინფორმაციას ავრცელებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის თანადამფუძნებელი, ლევან ქოქიაშვილი:

"სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი სამწუხაროდ არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა. რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები.აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი", - წერს ქოქიაშვილი.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, მხოლოდ გატანა-მიტანის სერვისით აგრძელებენ მუშაობას. გამონაკლისია აჭარა, სადაც 1-ელი თებერვლიდან დაშვებულია კვების ობიექტების ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. სექტორი გახსნას ითხოვს და პროტესტის ნიშნად 200-მდე რესტორანმა 30 იანვარს 24 საათით გატანის სერვისით მუშაობაზეც უარი განაცხადა. ამასთან, 30 იანვარს რესტორნების წარმომადგენლების მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციასაც შეუერთდნენ.

თურქეთიდან მოქალაქეები საქართველოში გამარტივებული წესით შემოვლენ

ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას ხვალიდან განაახლებს

როგორ იხარჯება ფული StopCoV ფონდიდან - რა თანხა მოხმარდა 2020 წელს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას და რამდენი ლარია ფონდში ამ დროისთვის