სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წამებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე დაკავებულ 3 ყოფილ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა
წამებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე დაკავებულ 3 ყოფილ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­კა­ვე­ბულ ყო­ფილ პო­ლი­ცი­ე­ლებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, დაც­ვის მხა­რე კი, გი­რა­ოს, თი­თოს შემ­თხვე­ვა­ში 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და. თუმ­ცა, სა­სა­მარ­თლომ დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი ზაზა გო­რო­ზია აცხა­დებს, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნე­ვენ. ად­ვო­კა­ტის თქმით­ვე, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ პირ­ველ თე­ბერ­ვალს, წა­მე­ბის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­და­მე­ტე­ბის, ასე­ვე გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ფაქ­ტებ­ზე, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 3 ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი და­ა­კა­ვა, ხოლო ორი პი­რის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­უს­წრებ­ლად და­ი­წყო.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2011 წელს, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ძებ­ნა­ში მყო­ფი პი­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის მიზ­ნით, წა­ლენ­ჯი­ხის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რებ ლ.ა.-ს ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი და ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე, ია­რა­ღის მუ­ქა­რით, გან­ზრახ უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის მი­მართ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ას, წა­მე­ბა­სა და უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

წამებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე დაკავებულ 3 ყოფილ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

წამებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე დაკავებულ 3 ყოფილ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ დაკავებულ ყოფილ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი, გირაოს, თითოს შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით გამოყენებას ითხოვდა. თუმცა, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენა.

როგორც ადვოკატი ზაზა გოროზია აცხადებს, ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. ადვოკატის თქმითვე, აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებები ფალსიფიცირებულია.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პირველ თებერვალს, წამების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, ასევე განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 3 ყოფილი პოლიციელი დააკავა, ხოლო ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, 2011 წელს, ბრალდებულებმა ძებნაში მყოფი პირის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, წალენჯიხის რაიონში მცხოვრებ ლ.ა.-ს ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე, იარაღის მუქარით, განზრახ უკანონოდ დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული პირის მიმართ მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, წამებასა და უკანონო დაკავებას ჰქონდა ადგილი.

"ბევრი პოლიციელი გამოწვევებით სავსე პერიოდში ოჯახის წევრებსაც ვერ ნახულობს... ამ ვითარებაში ხდება მათზე თავდასხმები" - რა განცხადება გაკეთდა შსს-ში?

"გიორგის გაუჩინარებიდან 1 თვეში" მისი "ფეისბუქი" განახლდა, სამართალდამცავებმა ვერაფრით გატეხეს ეს გვერდი აქამდე" - რას ყვება დედა, რომლის ვაჟს მე-3 თვეა ეძებენ

"სპარში" შეიარაღებული არასრულწლოვნები შეიჭრნენ - დაკავებულია 2 პირი