სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შერჩეულია 10 საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც 40 ბრიგადა აცრებს განახორციელებს" - ამირან გამყრელიძე
"შერჩეულია 10 საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც 40 ბრიგადა აცრებს განახორციელებს" - ამირან გამყრელიძე

სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღო დას­ტუ­რი „COVAX პლატ­ფორ­მი­დან“, რომ თე­ბერ­ვლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში პირ­ველ პარ­ტი­ას - Pfizer-ის წარ­მო­ე­ბის კო­ვიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას მი­ი­ღებს, რო­მე­ლიც 29 250 დოზა გახ­ლავთ, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ, COVID-19-ის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­ნერგვის უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო კო­მი­სი­ის სხდო­მის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­თა.

გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, აცრა ორ­ჯერ კეთ­დე­ბა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ახ­ლო­ე­ბით, 14 000 ადა­მი­ანს ეყო­ფა. ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ იმუ­ნი­ზა­ცი­ის გეგ­მის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი პრი­ო­რი­ტე­ტის ჯგუ­ფი, ვინც პირ­ველ ეტაპ­ზე უნდა აიც­რას, მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კე­ბი არი­ან.

მი­სი­ვე თქმით, უკვე და­წყე­ბუ­ლია მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და დღეს დი­ლის­თვის, შე­სა­ბა­მის პორ­ტალ­ზე უკვე 27 000 ადა­მი­ა­ნის მო­ნა­ცე­მე­ბია ატ­ვირ­თუ­ლი.

„ექი­მე­ბი, ექთ­ნე­ბი, უმ­ცრო­სი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი და მათ შო­რი­საც ხდე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტი­ზა­ცია, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში მთლი­ა­ნად 75 000 მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კი მუ­შა­ობს, აქე­დან ჩვენს გეგ­მა­ში სა­მიზ­ნე გახ­ლავთ 49 000 - 60%, რად­გან მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი სა­მიზ­ნე ამ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არის 60%. უკვე და­წყე­ბუ­ლია მათი მო­ნა­ცე­მე­ბის შეკ­რე­ბა, დღეს დი­ლით, 27 000 მო­ნა­ცე­მი იყო სპე­ცი­ა­ლურ პორ­ტალ­ზე ატ­ვირ­თუ­ლი, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მიერ, რომ­ლე­ბიც მი­ცე­მუ­ლი ინ­სტრუქ­ცი­ის მი­ხედ­ვით თვი­თონ ახ­დე­ნენ პრი­ო­რი­ტე­ტი­ზა­ცი­ას, მა­ღა­ლი პრი­ო­რი­ტე­ტის ანუ, ვინც უშუ­ა­ლოდ კო­ვი­და­ვად­მყო­ფებ­თან მუ­შა­ო­ბენ, სა­შუ­ა­ლო და და­ბა­ლი პრი­ო­რი­ტე­ტის ადა­მი­ა­ნე­ბი. შემ­დგომ პრო­ცე­სი აე­წყო­ბა ისე, რომ ეს მო­ნა­ცემ­თა ბაზა შე­დარ­დე­ბა კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მო­ნა­ცემ­თა ბა­ზას­თან და ვი­საც გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და კო­ვი­დინ­ფექ­ცია, მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა გუ­ლის­ხმობს, რომ კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბი­დან 3 თვის შემ­დეგ, შე­საძ­ლე­ბე­ლია უკვე ამ ადა­მი­ა­ნე­ბის აცრა. კო­ვი­დინ­ფექ­ცია არ წარ­მო­ად­გენს წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბას აც­რის, მაგ­რამ მწვა­ვე, ან ქვემ­წვა­ვე პე­რი­ოდ­ში, ანუ გა­და­ტა­ნის შემ­დგომ დავთქვით, რომ 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ნუ ავცრით ამ ადა­მი­ა­ნებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს ადა­მი­ა­ნე­ბიც გა­მო­აკ­ლდე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ Pfizer-ის ვაქ­ცი­ნა სა­ჭი­რო­ებს ულტრა­და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე შე­ნახ­ვას -70-80 გრა­დუს­ზე, ამი­ტომ შე­მო­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა და­სა­წყობ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის თბი­ლი­სის სა­სა­წყო­ბე მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, ასე­ვე ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბია მო­წყო­ბი­ლი. მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ შერ­ჩე­უ­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, 10-მდე სა­ა­ვად­მყო­ფო და კი­დევ 5 სა­რე­ზერ­ვო სა­ა­ვად­მყო­ფო თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში, სა­დაც მოხ­დე­ბა აც­რე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, 40 ბრი­გა­დის მიერ.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ აცრა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია და ჩვენ ვე­ლო­დე­ბით, რომ შე­ირ­ჩე­ვა სწო­რედ ეს ჯგუ­ფი, და­ახ­ლო­ე­ბით 14 000 ადა­მი­ა­ნი, ვინც პირ­ველ ეტაპ­ზე აიც­რე­ბი­ან. რად­გან ეს არის Pfizer -ის ვაქ­ცი­ნა და ის სა­ჭი­რო­ებს ულტრა­და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე შე­ნახ­ვას -70-80 გრა­დუს­ზე, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა დღეს ჩვენ გვაქვს თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში. ამი­ტომ შე­მო­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა და­სა­წყობ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის თბი­ლი­სის, სა­სა­წყო­ბე მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, ასე­ვე ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში. ეს ვაქ­ცი­ნა, უკვე გალ­ღო­ბის შემ­დეგ, 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ნა­ხოს ჩვე­უ­ლებ­რივ, მა­ცივ­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, ამი­ტომ, ზუს­ტი გათ­ვლე­ბი იქ­ნე­ბა. ამ ეტაპ­ზე აც­რე­ბი მხო­ლოდ ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ში ჩა­ტარ­დე­ბა. სა­მი­ნის­ტროს მიერ შერ­ჩე­უ­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, 10-მდე სა­ა­ვად­მყო­ფო და კი­დევ 5 სა­რე­ზერ­ვო სა­ა­ვად­მყო­ფო თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში, სა­დაც მოხ­დე­ბა აც­რე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, 40 ბრი­გა­დის მიერ. თი­თო­ე­უ­ლი ბრი­გა­და შედ­გე­ბა 3 ადა­მი­ა­ნის­გან - ამცრე­ლი, ექი­მი, ვინც ეკი­თხე­ბა პი­როვ­ნე­ბას, სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კი­თხვა­რით და ასე­ვე, რე­გის­ტრა­ტო­რი, ვი­საც იმუ­ნი­ზა­ცი­ის ელექტრო­ნულ მო­დულ­ში შე­აქვს შემ­დგომ პი­როვ­ნე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი ბრი­გა­დის­თვის გათ­ვლი­ლია, რომ უნდა აიც­რას 40-42 ადა­მი­ა­ნი, შე­სა­ბა­მი­სად, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვფიქ­რობთ, რომ აიც­რე­ბა 1 000-მდე ადა­მი­ა­ნი ამ 40 ბრი­გა­დის მიერ და ამ 14 000 ადა­მი­ა­ნის აც­რას, 1 აც­რას, და­ახ­ლო­ე­ბით ვან­გა­რი­შობთ, დას­ჭირ­დე­ბა 2 კვი­რა. 3 კვი­რის შემ­დეგ, კი­დევ, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და­ბა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა - რო­გორც კი შეხ­სე­ნე­ბა მი­უ­ვათ SMS-ით, ასე­ვე მი­ე­ცე­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მა, რომ 3 კვი­რის შემ­დეგ ისევ უნდა მო­ვი­დეს და ვაქ­ცი­ნის მე-2 დოზა გა­ი­კე­თოს. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყე­ბა. გაგ­რძელ­დე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ისევ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის - სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის აცრა, შემ­დეგ ამას უკვე მოჰ­ყვე­ბა მო­ხუც­თა სახ­ლე­ბის ბი­ნად­რე­ბი და მათი მომ­ვლე­ლი პერ­სო­ნა­ლი და შემ­დეგ უკვე ასა­კობ­რი­ვი გრა­და­ცი­აა - 75 წელს ზე­მოთ, 65 წელს ზე­მოთ მო­სახ­ლე­ო­ბა, შემ­დეგ 55 წელს ზე­მოთ მო­სახ­ლე­ო­ბა და ა.შ.", - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, უკვე შერ­ჩე­უ­ლია ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც პირ­ვე­ლი ჯგუ­ფე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია მოხ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ COVID-19-ის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­ნერგვის უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო კო­მი­სი­ის სხდო­მის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მი­დის მო­სამ­ზა­დებ­ლად, რომ Pfizer-ის პირ­ვე­ლი დო­ზე­ბის მი­ღე­ბა მოხ­დეს და გა­მო­ყე­ნე­ბა მა­შინ­ვე და­ი­წყოს.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სხდო­მა­ზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი გა­ნი­ხი­ლეს, რაც აუ­ცი­ლებ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნის ჩა­მო­სა­ტა­ნად, ცივი ჯაჭ­ვის მო­თხოვ­ნე­ბის დაც­ვით.

„ამა­ზე იყო დღეს სა­უ­ბა­რი და ასე­ვე იმ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე, რაც არის აუ­ცი­ლებ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი უკვე ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნის ჩა­მო­სა­ტა­ნად ცივი ჯაჭ­ვის მო­თხოვ­ნე­ბის დაც­ვით და ასე­ვე, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ა­ზე, ვაქ­ცი­ნა არის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, ვაქ­ცი­ნა იქ­ნე­ბა უსაფრ­თხო, ეფექ­ტუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი იყოს შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი და მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა შე­სა­ბა­მი­სი რო­გორც პირ­ველ, ასე­ვე მე­ო­რე დო­ზა­ზე, რად­გან სრუ­ლი ციკ­ლის ჩა­ტა­რე­ბა არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად", - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
3

ეხლა წავა წითელ ტროიკასთან რომელ საავადმყოფოში შეიტანონ ეს რაღაცა ვაქცინები ვის რაღას უნდა გადავიდა კორონა უკვე

მოქალაქე
9

ნებაყოფლობას ჯიუტად არ ახსენებს.არ ვენდობი ამათ და არც ამათ შემოტანილ ვაქცინას.არ ვიკეთებ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"შერჩეულია 10 საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც 40 ბრიგადა აცრებს განახორციელებს" - ამირან გამყრელიძე

"შერჩეულია 10 საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც 40 ბრიგადა აცრებს განახორციელებს" - ამირან გამყრელიძე

საქართველომ მიიღო დასტური „COVAX პლატფორმიდან“, რომ თებერვლის მეორე ნახევარში პირველ პარტიას - Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს, რომელიც 29 250 დოზა გახლავთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

გამყრელიძის განცხადებით, აცრა ორჯერ კეთდება, აქედან გამომდინარე, დაახლოებით, 14 000 ადამიანს ეყოფა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ იმუნიზაციის გეგმის მიხედვით, ყველაზე მაღალი პრიორიტეტის ჯგუფი, ვინც პირველ ეტაპზე უნდა აიცრას, მედიცინის მუშაკები არიან.

მისივე თქმით, უკვე დაწყებულია მონაცემების შეგროვება და დღეს დილისთვის, შესაბამის პორტალზე უკვე 27 000 ადამიანის მონაცემებია ატვირთული.

„ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი და მათ შორისაც ხდება პრიორიტეტიზაცია, რადგან საქართველოში მთლიანად 75 000 მედიცინის მუშაკი მუშაობს, აქედან ჩვენს გეგმაში სამიზნე გახლავთ 49 000 - 60%, რადგან მოგეხსენებათ, ჩვენი სამიზნე ამ წლის განმავლობაში არის 60%. უკვე დაწყებულია მათი მონაცემების შეკრება, დღეს დილით, 27 000 მონაცემი იყო სპეციალურ პორტალზე ატვირთული, სამედიცინო დაწესებულებების მიერ, რომლებიც მიცემული ინსტრუქციის მიხედვით თვითონ ახდენენ პრიორიტეტიზაციას, მაღალი პრიორიტეტის ანუ, ვინც უშუალოდ კოვიდავადმყოფებთან მუშაობენ, საშუალო და დაბალი პრიორიტეტის ადამიანები. შემდგომ პროცესი აეწყობა ისე, რომ ეს მონაცემთა ბაზა შედარდება კოვიდინფიცირებულთა მონაცემთა ბაზასთან და ვისაც გასული წლის განმავლობაში დადასტურებული ჰქონდა კოვიდინფექცია, მინისტრის ბრძანება გულისხმობს, რომ კოვიდინფექციის დადასტურებიდან 3 თვის შემდეგ, შესაძლებელია უკვე ამ ადამიანების აცრა. კოვიდინფექცია არ წარმოადგენს წინააღმდეგ ჩვენებას აცრის, მაგრამ მწვავე, ან ქვემწვავე პერიოდში, ანუ გადატანის შემდგომ დავთქვით, რომ 3 თვის განმავლობაში ნუ ავცრით ამ ადამიანებს. აქედან გამომდინარე ეს ადამიანებიც გამოაკლდება", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ Pfizer-ის ვაქცინა საჭიროებს ულტრადაბალ ტემპერატურაზე შენახვას -70-80 გრადუსზე, ამიტომ შემოსული ვაქცინა დასაწყობდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის თბილისის სასაწყობე მეურნეობაში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში, სადაც შესაბამისი პირობებია მოწყობილი. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულია, დაახლოებით, 10-მდე საავადმყოფო და კიდევ 5 სარეზერვო საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მოხდება აცრები, დაახლოებით, 40 ბრიგადის მიერ.

„მოგეხსენებათ, რომ აცრა ნებაყოფლობითია და ჩვენ ველოდებით, რომ შეირჩევა სწორედ ეს ჯგუფი, დაახლოებით 14 000 ადამიანი, ვინც პირველ ეტაპზე აიცრებიან. რადგან ეს არის Pfizer -ის ვაქცინა და ის საჭიროებს ულტრადაბალ ტემპერატურაზე შენახვას -70-80 გრადუსზე, ამის საშუალება დღეს ჩვენ გვაქვს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ამიტომ შემოსული ვაქცინა დასაწყობდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის თბილისის, სასაწყობე მეურნეობაში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში. ეს ვაქცინა, უკვე გალღობის შემდეგ, 5 დღის განმავლობაში, შეიძლება შეინახოს ჩვეულებრივ, მაცივრის ტემპერატურაზე, ამიტომ, ზუსტი გათვლები იქნება. ამ ეტაპზე აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. სამინისტროს მიერ შერჩეულია, დაახლოებით, 10-მდე საავადმყოფო და კიდევ 5 სარეზერვო საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მოხდება აცრები, დაახლოებით, 40 ბრიგადის მიერ. თითოეული ბრიგადა შედგება 3 ადამიანისგან - ამცრელი, ექიმი, ვინც ეკითხება პიროვნებას, სპეციალურად შემუშავებული კითხვარით და ასევე, რეგისტრატორი, ვისაც იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში შეაქვს შემდგომ პიროვნების მონაცემები. თითოეული ბრიგადისთვის გათვლილია, რომ უნდა აიცრას 40-42 ადამიანი, შესაბამისად, დღის განმავლობაში, ვფიქრობთ, რომ აიცრება 1 000-მდე ადამიანი ამ 40 ბრიგადის მიერ და ამ 14 000 ადამიანის აცრას, 1 აცრას, დაახლოებით ვანგარიშობთ, დასჭირდება 2 კვირა. 3 კვირის შემდეგ, კიდევ, თითოეული ადამიანი დაბარებული იქნება - როგორც კი შეხსენება მიუვათ SMS-ით, ასევე მიეცემა სპეციალური ფორმა, რომ 3 კვირის შემდეგ ისევ უნდა მოვიდეს და ვაქცინის მე-2 დოზა გაიკეთოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კოვიდის საწინააღმდეგო აცრები საქართველოში უკვე თებერვალში დაიწყება. გაგრძელდება, პირველ რიგში, ისევ პრიორიტეტული პირველი ჯგუფის - სამედიცინო პერსონალის აცრა, შემდეგ ამას უკვე მოჰყვება მოხუცთა სახლების ბინადრები და მათი მომვლელი პერსონალი და შემდეგ უკვე ასაკობრივი გრადაციაა - 75 წელს ზემოთ, 65 წელს ზემოთ მოსახლეობა, შემდეგ 55 წელს ზემოთ მოსახლეობა და ა.შ.", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, უკვე შერჩეულია ის დაწესებულებები, სადაც პირველი ჯგუფების ვაქცინაცია მოხდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის მოსამზადებლად, რომ Pfizer-ის პირველი დოზების მიღება მოხდეს და გამოყენება მაშინვე დაიწყოს.

მანვე აღნიშნა, რომ სხდომაზე მიმდინარე პროცესები განიხილეს, რაც აუცილებლად შესასრულებელია ქვეყანაში ვაქცინის ჩამოსატანად, ცივი ჯაჭვის მოთხოვნების დაცვით.

„ამაზე იყო დღეს საუბარი და ასევე იმ მიმდინარე პროცესებზე, რაც არის აუცილებლად შესასრულებელი უკვე ქვეყანაში ვაქცინის ჩამოსატანად ცივი ჯაჭვის მოთხოვნების დაცვით და ასევე, საკომუნიკაციო კამპანიაზე, ვაქცინა არის მაღალი ხარისხის, ვაქცინა იქნება უსაფრთხო, ეფექტური და მნიშვნელოვანია ის, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს შეუფერხებელი და მომართვიანობა შესაბამისი როგორც პირველ, ასევე მეორე დოზაზე, რადგან სრული ციკლის ჩატარება არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგის მისაღებად", - განაცხადა გაბუნიამ.

ბათუმის ბავშვთა სახლის 25 აღსაზრდელსა და 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდათ - როგორია მათი მდგომარეობა?

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჯერჯერობით არ აღდგება

ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ გაიხსნება