ქედაში, სოფელ აგარაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. იგი ამ დროისათვის ბათუმის პროზექტურაში არის გადასვენებული, სადაც ექსპერტიზა უტარდება. ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, მსუბუქი ავტომობილი სოფელ აგარაში ხევში გადავარდა.
ავტომობილში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. გარდაცვლილი სოფელ აგარის საჯარო სკოლის პედაგოგი მაია დევაძეა.
ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
მოზიარე ვარ მწუხარების. ანადგურებს საქართველოს გენოფონდს "მაშინომანია"...
ღმერთო, რამდენი ქართველი უნდა ემსხვერპლოს ავტო ავარიებს... ვუსამძიმრებ ოჯახს. ღმერთმა გაგაძლიეროთ ამ მძიმე განსაცდელში. ისედაც თითო ოროლა ვართ დარჩენილები და კიდე ეს გვინდა ჩვენ? :(