Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამბაქოს ზიანის შემცირება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები
თამბაქოს ზიანის შემცირება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები

თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის და­ნერგვა და მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა წარ­მო­ად­გენს.

სტრე­სის მა­ღა­ლი დონე, დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის ნაკ­ლე­ბო­ბა ადა­მი­ან­თა ქცე­ვის ცვლი­ლე­ბას იწ­ვევს. ასე­თი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი კი ისე­თი მავ­ნე ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს, რო­გო­რე­ბიც არის: არას­წო­რი კვე­ბა, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, მო­წე­ვა, სტრე­სის მა­ღა­ლი დონე და სხვა. კვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ ჩა­მოთ­ვლი­ლი მავ­ნე ჩვე­ვე­ბი და­ა­ვა­დე­ბა­თა გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს.

სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტე­ბი და პერ­სო­ნა­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას თვით­დის­ციპ­ლი­ნის­კენ­მო­უ­წო­დე­ბენ რაც მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ამ პრო­ცეს­ში კი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ პრობ­ლე­მას მო­წე­ვას­თან ბრძო­ლა წარ­მო­ად­გენს.

ამ ეტაპ­ზე, მთავ­რო­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის მხრი­დან, არ არ­სე­ბობს საკ­მა­რი­სი მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი ბაზა, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მო­წე­ვის პრობ­ლე­მის ეფექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტას შე­უ­წყობს ხელს.

ამ პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლის პრო­ცეს­ში, მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ უკ­ვამ­ლო პრო­დუქ­ტებ­ზე გა­დას­ვლის ბე­ნე­ფი­ტებ­სა და საფრ­თხე­ებს. მარ­თა­ლია, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტე­ბის ბე­ნე­ფი­ტე­ბის შე­სა­ხებ კვლე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ჯერ კი­დევ მცი­რეა, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ უკ­ვამ­ლო პრო­დუქ­ტი საგ­რძნობ­ლად ამ­ცი­რებს პო­ტენ­ცი­უ­რად მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ყო­ფის პრო­ცესს და უზ­რუნ­ველ­ყოფს ნი­კო­ტი­ნის მი­წო­დე­ბას.

“ადა­მი­ა­ნე­ბის სი­გა­რეტ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ნი­კო­ტი­ნი იწ­ვევს, თამ­ბა­ქოს წვის დროს გა­მო­ყო­ფი­ლი ათა­სო­ბით მავ­ნე ქი­მი­კა­ტი კი - პო­ტენ­ცი­ურ სიკ­ვდილს. სწო­რედ ამი­ტომ, თამ­ბა­ქოს ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­საძ­ლებ­ლო­ბად იქ­ცეს ზრდას­რუ­ლი მწე­ველ­თათ­ვის, რომ­ლე­ბიც ტრა­დი­ცი­ულ თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლე­ბენ”, - გა­ნა­ცხა­და FDA-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, სკოტ გოტ­ლიბ­მა (Scott Gottlieb).

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტი არ წარ­მო­ად­გენს მო­წე­ვის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, არა­მედ არის პრობ­ლე­მის კომ­პრო­მი­სუ­ლი გა­და­წყვე­ტა. სწო­რედ ამი­ტომ, თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი­სად­მი სკეპ­ტი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ ისეთ ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მო­წე­ვი­სა და ნი­კო­ტი­ნის მოხ­მა­რე­ბის სრუ­ლად აღ­მო­ფხვრას ისა­ხა­ვენ მიზ­ნად.

მო­წე­ვის პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბას მო­წე­ვის არ და­წყე­ბა წარ­მოდ­გენს. თუმ­ცა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მო­წე­ვის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა მოკ­ლე­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში დიდ სირ­თუ­ლე­ებს უკავ­შირ­დე­ბა, და რიგ შემ­თხვე­ვებ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა, ადა­მი­ა­ნე­ბი არ ამ­ბო­ბენ უარს თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა­ზე. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ექი­მე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, თა­ვის და­ნე­ბე­ბის ნაც­ვლად მათ სი­გა­რე­ტის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა შეს­თა­ვა­ზონ.

ეს არის თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მზე თამ­ბა­ქოს ზე­გავ­ლე­ნის არა ერ­თბა­შად, არა­მედ ნელ-ნელა შემ­ცი­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. ამ პრო­ცეს­ში კი პრობ­ლე­მის სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტას უკ­ვამ­ლო პრო­დუქ­ტე­ბი წარ­მო­ად­გენს. ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გია შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს თამ­ბა­ქოს ზრდას­რულ მომ­ხმა­რებ­ლებს, ნელ-ნელა შე­ამ­ცი­რონ ორ­გა­ნიზ­მზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­გავ­ლე­ნა და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა.

რო­გორ მოქ­მე­დებს თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის პრაქ­ტი­კა?

შემ­ცი­რე­ბუ­ლი რის­კის მქო­ნე თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს ნი­კო­ტი­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზით მი­წო­დე­ბას. თამ­ბა­ქოს წვის დროს გა­მო­ი­ყო­ფა 7000-მდე მავ­ნე ქი­მი­კა­ტი, რო­მე­ლიც მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა. ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გია კი საგ­რძნობ­ლად ამ­ცი­რებს მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ყო­ფას, შე­სა­ბა­მი­სად, მცირ­დე­ბა თამ­ბა­ქოს უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნა ორ­გა­ნიზ­მზე.

ასეთ ინო­ვა­ცი­ურ ტექ­ნო­ლო­გი­ებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტე­ბი, Snus-ი და heat-not-burn ტექ­ნო­ლო­გი­ით შექ­მნი­ლი თამ­ბა­ქოს გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი.

ამ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის ბა­ზარ­ზე გა­მო­ჩე­ნის შე­დე­გად საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­და მწე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და სი­გა­რე­ტით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. მა­გა­ლი­თად, შვე­დეთ­ში, SNUS-ის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­და მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხმა­რე­ბელ­თა რი­ცხვი 1 მი­ლი­ონს უტოლ­დე­ბა და მო­წე­ვის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მწე­ველ მა­მა­კა­ცებ­ში უფრო და­ბა­ლია, ვიდ­რე ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში. ასე­ვე, რე­კორ­დულ მი­ნი­მუმს გა­უ­ტოლ­და არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნებს შო­რის ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბა და 1% გახ­და. ევ­რო­პე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, სნუ­სის ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე დაშ­ვე­ბა ხელს შე­უ­წყობს ქვე­ყა­ნა­ში მო­წე­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბას 320 ათ­თა­სით წე­ლი­წად­ში. მსგავ­სი ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა ია­პო­ნი­ა­შიც, სა­დაც IQOS-ის გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ კი სი­გა­რე­ტის გა­ყიდ­ვე­ბი 34%-ით შემ­ცირ­და.

რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა კვლე­ვის ცენ­ტრის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში მწე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 800 000-ს უტოლ­დე­ბა, ყო­ველ­წლი­უ­რად კი თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით 11 000-მდე ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა, პა­სი­უ­რი მო­წე­ვის შე­დე­გად კი 3000 ადა­მი­ა­ნი.

და­ვიდ სვი­ნე­რი, ჯან­დაცვს სა­მარ­თლის, პო­ლი­ტი­კი­სა და ეთი­კის ცენ­ტრის პრო­ფე­სო­რი ოტა­ვას უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან (Centre for Health Law, Policy and Ethics at the University of Ottawa) მი­იჩ­ნევს, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­თათ­ვის არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის და ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მსოფ­ლიო სი­გა­რე­ტის კვამ­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს.

”მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის შვე­დეთ­ში, ნორ­ვე­გი­ა­ში, ის­ლან­დი­ა­სა და ახლა უკვე ია­პო­ნი­ა­შიც ცხად­ყო­ფენ, რომ გა­და­დი­ან სი­გა­რე­ტის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა­ზე, რო­დე­საც აქვთ არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, ადა­მი­ა­ნებს რომ მი­ე­ცეთ წვდო­მა სი­გა­რეტ­თან შე­და­რე­ბით და­ბა­ლი რის­კის მქო­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვან­ზე, თუკი ექ­ნე­ბათ ინ­ფორ­მა­ცია შემ­ცი­რე­ბულ რის­კზე და თუკი იარ­სე­ბებს პრო­პორ­ცი­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით? ამ გზით გვექ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლო­ბა ფუნ­და­მენ­ტუ­რად შევ­ცვა­ლოთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ის­ტო­რი­ის კურ­სი და სი­გა­რე­ტე­ბი ის­ტო­რი­ის საფრფლე­ზე გა­ვაგ­ზავ­ნოთ.”

გა­და­უ­დე­ბე­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, პრო­ფე­სო­რი მი­ხე­ილ წვე­რა­ვა ამ­ბობს, რომ სი­გა­რე­ტის კვამლში შე­მა­ვა­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ათე­როსკლე­რო­ზის, სიმ­სივ­ნე­ე­ბი­სა და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის წარ­მოქ­მნის რისკს ზრდის. თუმ­ცა, არ­სე­ბობს სი­გა­რე­ტის შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად მავ­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბიც.

“თამ­ბა­ქოს­თან მი­მარ­თე­ბით ძი­რი­თა­დად მიჩ­ვე­ვას იწ­ვევს ნი­კო­ტი­ნი. ნი­კო­ტინს ბუ­ნებ­რი­ვია თა­ვი­სი ვნე­ბაც გა­აჩ­ნია, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად მავ­ნე ფაქ­ტო­რე­ბი არის წვის შე­დე­გად გა­მო­ყო­ფი­ლი სხვა­დას­ხვა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი და სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც გა­აჩ­ნი­ათ ონ­კო­გე­ნუ­რი მოქ­მე­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად ისი­ნი ავ­თი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უწყო­ბენ ხელს, ასე­ვე ათე­როსკლე­რო­ზის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს. შე­სა­ბა­მი­სად ის პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არ შე­ი­ცა­ვენ ამ წვის პრო­დუქ­ტებს ით­ვლე­ბა, რომ ნაკ­ლე­ბად მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბა აქვთ. მსგავ­სი პრო­დუქ­ტე­ბი მოხ­მა­რებ­ლებს ეხ­მა­რე­ბა თავი და­ა­ნე­ბონ სი­გა­რე­ტის მო­წე­ვას და გა­და­ვიდ­ნენ შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად მავ­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა­ზე,”- ამ­ბობს მი­ხე­ილ წვე­რა­ვა.

მისი თქმით, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე მარ­თა­ლია ეს პრო­დუქ­ტე­ბი იყი­დე­ბა, თუმ­ცა, სა­სურ­ვე­ლია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ამ­გვა­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბი უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს, რათა სი­გა­რე­ტის მომ­ხმა­რე­ბელ­თა მეტ ნა­წილს შე­ეძ­ლოს მო­წე­ვის ჩა­ნაც­ვლე­ბა.

R

ავტორი:

თამბაქოს ზიანის შემცირება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები

თამბაქოს ზიანის შემცირება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები

თანამედროვე სამყაროში ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევას საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნება წარმოადგენს.

სტრესის მაღალი დონე, დატვირთული სამუშაო გრაფიკი, ფიზიკური აქტივობისა და თავისუფალი დროის ნაკლებობა ადამიანთა ქცევის ცვლილებას იწვევს. ასეთი ცხოვრების სტილი კი ისეთი მავნე ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს, როგორებიც არის: არასწორი კვება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, მოწევა, სტრესის მაღალი დონე და სხვა. კვლევებით დასტურდება, რომ ჩამოთვლილი მავნე ჩვევები დაავადებათა განვითარებას უწყობს ხელს.

სამედიცინო ექსპერტები და პერსონალი მოსახლეობას თვითდისციპლინისკენმოუწოდებენ რაც მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებაში გამოიხატება. ამ პროცესში კი ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას მოწევასთან ბრძოლა წარმოადგენს.

ამ ეტაპზე, მთავრობისა და ჯანდაცვის სისტემების მხრიდან, არ არსებობს საკმარისი მეთოდოლოგიური ბაზა, რომელიც მოსახლეობაში მოწევის პრობლემის ეფექტური გადაწყვეტას შეუწყობს ხელს.

ამ პრობლემასთან ბრძოლის პროცესში, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აქტიურად განიხილავენ უკვამლო პროდუქტებზე გადასვლის ბენეფიტებსა და საფრთხეებს. მართალია, ალტერნატიული თამბაქოს პროდუქტების ბენეფიტების შესახებ კვლევების რაოდენობა ჯერ კიდევ მცირეა, თუმცა არსებული სამეცნიერო მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ უკვამლო პროდუქტი საგრძნობლად ამცირებს პოტენციურად მავნე ნივთიერებების გამოყოფის პროცესს და უზრუნველყოფს ნიკოტინის მიწოდებას.

“ადამიანების სიგარეტზე დამოკიდებულებას ნიკოტინი იწვევს, თამბაქოს წვის დროს გამოყოფილი ათასობით მავნე ქიმიკატი კი - პოტენციურ სიკვდილს. სწორედ ამიტომ, თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობები შეიძლება მნიშვნელოვან შესაძლებლობად იქცეს ზრდასრული მწეველთათვის, რომლებიც ტრადიციულ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობებით ჩაანაცვლებენ”, - განაცხადა FDA-ს წარმომადგენელმა, სკოტ გოტლიბმა (Scott Gottlieb).

აღსანიშნავია, რომ ეს ინოვაციური პროდუქტი არ წარმოადგენს მოწევისთვის თავის დანებების შესაძლებლობას, არამედ არის პრობლემის კომპრომისული გადაწყვეტა. სწორედ ამიტომ, თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ ისეთ ჯანდაცვის ორგანიზაციებს, რომლებიც მოსახლეობაში მოწევისა და ნიკოტინის მოხმარების სრულად აღმოფხვრას ისახავენ მიზნად.

მოწევის პრობლემასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებას მოწევის არ დაწყება წარმოდგენს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მოწევისთვის თავის დანებება მოკლევადიან პერიოდში დიდ სირთულეებს უკავშირდება, და რიგ შემთხვევებზე, მიუხედავად ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებისა, ადამიანები არ ამბობენ უარს თამბაქოს მოხმარებაზე. ასეთ შემთხვევაში ექიმები იძულებულები არიან, თავის დანებების ნაცვლად მათ სიგარეტის რაოდენობის შემცირება შესთავაზონ.

ეს არის თამბაქოს ზიანის შემცირების პრაქტიკა, რომელიც ორგანიზმზე თამბაქოს ზეგავლენის არა ერთბაშად, არამედ ნელ-ნელა შემცირებას გულისხმობს. ამ პროცესში კი პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტას უკვამლო პროდუქტები წარმოადგენს. ინოვაციური ტექნოლოგია შესაძლებლობას აძლევს თამბაქოს ზრდასრულ მომხმარებლებს, ნელ-ნელა შეამცირონ ორგანიზმზე განხორციელებული ზეგავლენა და გააუმჯობესონ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

როგორ მოქმედებს თამბაქოს ზიანის შემცირების პრაქტიკა?

შემცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტები უზრუნველყოფს ნიკოტინის ალტერნატიული გზით მიწოდებას. თამბაქოს წვის დროს გამოიყოფა 7000-მდე მავნე ქიმიკატი, რომელიც მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ მიზეზად სახელდება. ინოვაციური ტექნოლოგია კი საგრძნობლად ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას, შესაბამისად, მცირდება თამბაქოს უარყოფითი ზეგავლენა ორგანიზმზე.

ასეთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს მიეკუთვნება ელექტრონული სიგარეტები, Snus-ი და heat-not-burn ტექნოლოგიით შექმნილი თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები.

ამ ალტერნატიული მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენის შედეგად საგრძნობლად შემცირდა მწეველთა რაოდენობა და სიგარეტით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მაგალითად, შვედეთში, SNUS-ის გამოყენების შედეგად საგრძნობლად შემცირდა მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების რაოდენობა. მონაცემების თანახმად, ქვეყანაში მომხმარებელთა რიცხვი 1 მილიონს უტოლდება და მოწევისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მწეველ მამაკაცებში უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. ასევე, რეკორდულ მინიმუმს გაუტოლდა არასრულწლოვან გოგონებს შორის ტრადიციული სიგარეტის მოხმარება და 1% გახდა. ევროპელი ექსპერტების აზრით, სნუსის ევროპის ბაზარზე დაშვება ხელს შეუწყობს ქვეყანაში მოწევით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას 320 ათთასით წელიწადში. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება იაპონიაშიც, სადაც IQOS-ის გამოჩენის შემდეგ კი სიგარეტის გაყიდვები 34%-ით შემცირდა.

რა ხდება საქართველოში?

დაავადებათა კონტროლისა კვლევის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოში მწეველთა რაოდენობა 800 000-ს უტოლდება, ყოველწლიურად კი თამბაქოს მოხმარებისგან გამოწვეული დაავადებებით 11 000-მდე ადამიანი იღუპება, პასიური მოწევის შედეგად კი 3000 ადამიანი.

დავიდ სვინერი, ჯანდაცვს სამართლის, პოლიტიკისა და ეთიკის ცენტრის პროფესორი ოტავას უნივერსიტეტიდან (Centre for Health Law, Policy and Ethics at the University of Ottawa) მიიჩნევს, რომ მომხმარებელთათვის არჩევანის თავისუფლების და ნაკლები ზიანის შემცველი პროდუქტების შეთავაზებით, შესაძლებელია, რომ მსოფლიო სიგარეტის კვამლისგან გათავისუფლდეს.

”მომხმარებლები ბევრ ქვეყანაში, მათ შორის შვედეთში, ნორვეგიაში, ისლანდიასა და ახლა უკვე იაპონიაშიც ცხადყოფენ, რომ გადადიან სიგარეტის ალტერნატივაზე, როდესაც აქვთ არჩევანის საშუალება.

წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს, ადამიანებს რომ მიეცეთ წვდომა სიგარეტთან შედარებით დაბალი რისკის მქონე ალტერნატივების ფართო არჩევანზე, თუკი ექნებათ ინფორმაცია შემცირებულ რისკზე და თუკი იარსებებს პროპორციული რეგულაციები ამ მიმართულებით? ამ გზით გვექნება შესაძლებელობა ფუნდამენტურად შევცვალოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიის კურსი და სიგარეტები ისტორიის საფრფლეზე გავაგზავნოთ.”

გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორი მიხეილ წვერავა ამბობს, რომ სიგარეტის კვამლში შემავალი ნივთიერებები ათეროსკლეროზის, სიმსივნეებისა და სხვა დაავადებების წარმოქმნის რისკს ზრდის. თუმცა, არსებობს სიგარეტის შედარებით ნაკლებად მავნე ალტერნატივებიც.

“თამბაქოსთან მიმართებით ძირითადად მიჩვევას იწვევს ნიკოტინი. ნიკოტინს ბუნებრივია თავისი ვნებაც გააჩნია, მაგრამ ძირითადად მავნე ფაქტორები არის წვის შედეგად გამოყოფილი სხვადასხვა ნივთიერებები და სხვადასხვა პროდუქტები, რომლებსაც გააჩნიათ ონკოგენური მოქმედება. შესაბამისად ისინი ავთისებიანი სიმსივნეების განვითარებას უწყობენ ხელს, ასევე ათეროსკლეროზის განვითარებას უწყობს ხელს. შესაბამისად ის პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავენ ამ წვის პროდუქტებს ითვლება, რომ ნაკლებად მავნე ზემოქმედება აქვთ. მსგავსი პროდუქტები მოხმარებლებს ეხმარება თავი დაანებონ სიგარეტის მოწევას და გადავიდნენ შედარებით ნაკლებად მავნე ალტერნატივაზე,”- ამბობს მიხეილ წვერავა.

მისი თქმით, ქართულ ბაზარზე მართალია ეს პროდუქტები იყიდება, თუმცა, სასურველია, რომ მოსახლეობისთვის ამგვარი ალტერნატივები უფრო ხელმისაწვდომი იყოს, რათა სიგარეტის მომხმარებელთა მეტ ნაწილს შეეძლოს მოწევის ჩანაცვლება.

R

საკითხი რის გამოც ექსპერტები “ჯანმოს” თამბაქოსთან ბრძოლის სტრატეგიას აკრიტიკებენ

"მე მეორედ დავიბადე..." - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ქალის ემოციური სტატუსი

სასტუმრო თბილისი მარიოტი სიყვარულის დღესთან დაკავშირებით სტუმრებს საინტერესო სიახლეს სთავაზობს