საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკითხი რის გამოც ექსპერტები “ჯანმოს” თამბაქოსთან ბრძოლის სტრატეგიას აკრიტიკებენ
საკითხი რის გამოც ექსპერტები “ჯანმოს” თამბაქოსთან ბრძოლის სტრატეგიას აკრიტიკებენ

მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ერთ-ერთ მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვას, არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა შო­რის, “თამ­ბა­ქოს პან­დე­მია” წარ­მო­ად­გენს. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­დე­გად ყო­ველ­წლი­უ­რად 8 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. ამ პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლა­ში კი „ჯან­მოს“ მთა­ვა­რი სტრა­ტე­გია თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა და მო­წე­ვის პრე­ვენ­ცი­აა.

თუმ­ცა, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის პრო­ცეს­ში ორ­გა­ნი­ზა­ცია არ გა­ნი­ხი­ლავს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის შე­საძ­ლო ბე­ნე­ფი­ტებ­სა და პო­ტენ­ცი­ალს. ასე­თი მიდ­გო­მა კი ჯან­დაც­ვის და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერტთა შო­რის ნე­გა­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იწ­ვევს.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ რა­დი­კა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის აკ­რძალ­ვის შე­დე­გად ჯან­მომ შე­საძ­ლოა ხე­ლი­დან გა­უშ­ვას სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯან­დაც­ვის მი­ზა­ნი - შე­ამ­ცი­როს კი­ბოს შემ­თხვე­ვე­ბის, გულ-სის­ხლძარ­ღვთა და სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

“ჩვენ გვაქვს სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი ამ­ცი­რებს ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბის­გან მი­ყე­ნე­ბულ ზი­ანს. ზრდას­რუ­ლი მწე­ვე­ლე­ბი, რო­მე­ლიც სრუ­ლად გა­და­დი­ან შემ­ცი­რე­ბუ­ლი რის­კის მქო­ნე თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ზე, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას გა­ნიც­დი­ან. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჯან­მო მხარს უჭერს ამ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე რა­დი­კა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბის პო­ლი­ტი­კას”, - გა­ნა­ცხა­და დე­ვიდ აბ­რამსმა, ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის სკო­ლის პრო­ფე­სორ­მა.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის (Sustainable Development Goals) თა­ნახ­მად, 2030 წლის­თვის სა­ჭი­როა არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის 1/3-ით შემ­ცი­რე­ბა.

“სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს შო­რის, შვე­დეთ­შია, სა­დაც 1 მი­ლი­ო­ნი თამ­ბა­ქოს მომ­ხმა­რე­ბე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის ნაც­ვლად SNUS-ის მო­წყო­ბი­ლო­ბას მო­იხ­მარს. ნორ­ვე­გი­ა­ში, SNUS-ის გა­მო­ჩე­ნის შე­დე­გად სი­გა­რე­ტის გა­ყიდ­ვე­ბი გა­ნა­ხევ­რდა, ია­პო­ნი­ა­ში კი IQOS-ის ბა­ზარ­ზე ჩაშ­ვე­ბის შემ­დეგ სი­გა­რე­ტის გა­ყიდ­ვე­ბი 34%-ით შემ­ცირ­და”, - ამ­ბობს დე­ვიდ სვე­ა­ნო­რი.

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჯან­მოს მიდ­გო­მა უც­ვლე­ლია. ახალ­გაზ­რდებ­ში თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­კენ მი­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ცდი­ლო­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა­სა და მათ შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას.

უდა­ვოა, რომ მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბას თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის პრე­ვენ­ცია წარ­მო­ად­გენს. თუმ­ცა, ზრდას­რუ­ლი მწე­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ვერ ან არ ანე­ბებს თავს მო­წე­ვას.

და­მო­უ­კი­დე­ბელ მეც­ნი­ერ­თა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და მათ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ზრდა თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო სტრა­ტე­გი­ას წარ­მო­ად­გენს. ექ­სპერტთა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იზი­ა­რებს აშშ-ს საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­აც, რო­მელ­მაც SNUS-ისა და IQOS-ის მო­წყო­ბი­ლო­ბებს მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რის­კის მქო­ნე თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა.

„სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბი­დან სრუ­ლად IQOS-ის მოხ­მა­რე­ბა­ზე გა­დას­ვლა ამ­ცი­რებს ორ­გა­ნიზ­მზე მავ­ნე ან პო­ტენ­ცი­უ­რად მავ­ნე ქი­მი­კა­ტე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბას, რაც და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე”, - გა­ნა­ცხა­და ბენ­ჯა­მინ აპელ­ბერ­გმა.

და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერტთა გუნდში ერ­თი­ან­დე­ბი­ან სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პრო­ფე­სო­რე­ბი, მათ შო­რის არის: დე­ვიდ ბრამ­სი, აშშ-ს ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის, მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის სკო­ლის პრო­ფე­სო­რი; რო­ბერტ ბიგ­ლიჰო­ლი (Robert Beaglehole), ოკ­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ახა­ლი ზე­ლან­დია; ტიკი პან­გეტ­სუ, სინ­გა­პუ­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი; ჯონ ბრი­ტო­ნი, დიდი ბრი­ტა­ნე­თის თამ­ბა­ქო­სა და ალ­კოჰო­ლის სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი; დე­ვიდ სვე­ა­რო­ნი, ოტა­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი და ბრი­ტა­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის “Action on Smoking and Health” ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი კლივ ბე­იტ­სი.

R

ლუკა
0

ახლა მაგ მოწყობილობების პოპულარიზაცია დაიწყება. დაანებეთ ხალხს თავი! ზოგიერთისთვის სიგარეტი გულის გადაყოლების ერთადერთი საშუალებაა. რომ უძვირებთ და აიძულებთ იაფფასიანი უფილტრო მოწიონ, მაგით უფრთხილდებით მათ ჯანმრთელობას? კრძალავენ იმიტომ, რომ ამის აკრძალვა ადვილია. სიგარეტზე უარესს გამონაბოლქვი და საკვებში ათასნაირი ქიმიური მინარევები გვიშვება. ქუჩაში ძაღლს სოსისი გადავუგდე და არ ჭამა! ჩვენ ვჭამთ. (((

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

საკითხი რის გამოც ექსპერტები “ჯანმოს” თამბაქოსთან ბრძოლის სტრატეგიას აკრიტიკებენ

საკითხი რის გამოც ექსპერტები “ჯანმოს” თამბაქოსთან ბრძოლის სტრატეგიას აკრიტიკებენ

მსოფლიო ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, არაგადამდებ დაავადებათა შორის, “თამბაქოს პანდემია” წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თამბაქოს მოხმარების და მასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანი იღუპება. ამ პრობლემასთან ბრძოლაში კი „ჯანმოს“ მთავარი სტრატეგია თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებება და მოწევის პრევენციაა.

თუმცა, პრობლემის გადაჭრის პროცესში ორგანიზაცია არ განიხილავს ალტერნატიული მოწყობილობების შესაძლო ბენეფიტებსა და პოტენციალს. ასეთი მიდგომა კი ჯანდაცვის დამოუკიდებელ ექსპერტთა შორის ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს.

დამოუკიდებელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ რადიკალური პოლიტიკის გატარებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკრძალვის შედეგად ჯანმომ შესაძლოა ხელიდან გაუშვას საერთაშორისო ჯანდაცვის მიზანი - შეამციროს კიბოს შემთხვევების, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი გზების დაავადებების რაოდენობა.

“ჩვენ გვაქვს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები ამცირებს ტრადიციული სიგარეტის მოხმარებისგან მიყენებულ ზიანს. ზრდასრული მწეველები, რომელიც სრულად გადადიან შემცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტების მოხმარებაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას განიცდიან. მიუხედავად ამისა, ჯანმო მხარს უჭერს ამ მოწყობილობებზე რადიკალური შეზღუდვების პოლიტიკას”, - განაცხადა დევიდ აბრამსმა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მსოფლიო ჯანდაცვის სკოლის პროფესორმა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების გეგმის (Sustainable Development Goals) თანახმად, 2030 წლისთვის საჭიროა არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის 1/3-ით შემცირება.

“სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, შვედეთშია, სადაც 1 მილიონი თამბაქოს მომხმარებელი ტრადიციული სიგარეტის ნაცვლად SNUS-ის მოწყობილობას მოიხმარს. ნორვეგიაში, SNUS-ის გამოჩენის შედეგად სიგარეტის გაყიდვები განახევრდა, იაპონიაში კი IQOS-ის ბაზარზე ჩაშვების შემდეგ სიგარეტის გაყიდვები 34%-ით შემცირდა”, - ამბობს დევიდ სვეანორი.

სტატისტიკური მონაცემების მიუხედავად, ჯანმოს მიდგომა უცვლელია. ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარების პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებაზე ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით ცდილობენ მოსახლეობის მანიპულირებასა და მათ შეცდომაში შეყვანას.

უდავოა, რომ მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების შემცირების საუკეთესო საშუალებას თამბაქოს მოხმარების პრევენცია წარმოადგენს. თუმცა, ზრდასრული მწეველი მოსახლეობა ვერ ან არ ანებებს თავს მოწევას.

დამოუკიდებელ მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათზე ხელმისაწვდომობის ზრდა თამბაქოს ზიანის შემცირების საუკეთესო სტრატეგიას წარმოადგენს. ექსპერტთა დამოკიდებულებას იზიარებს აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაც, რომელმაც SNUS-ისა და IQOS-ის მოწყობილობებს მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტის სტატუსი მიანიჭა.

„სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ტრადიციული სიგარეტის მოხმარებიდან სრულად IQOS-ის მოხმარებაზე გადასვლა ამცირებს ორგანიზმზე მავნე ან პოტენციურად მავნე ქიმიკატების ზემოქმედებას, რაც დადებითად მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე”, - განაცხადა ბენჯამინ აპელბერგმა.

დამოუკიდებელ ექსპერტთა გუნდში ერთიანდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორები, მათ შორის არის: დევიდ ბრამსი, აშშ-ს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის, მსოფლიო ჯანდაცვის სკოლის პროფესორი; რობერტ ბიგლიჰოლი (Robert Beaglehole), ოკლენდის უნივერსიტეტის პროფესორი, ახალი ზელანდია; ტიკი პანგეტსუ, სინგაპურის უნივერსიტეტის პროფესორი; ჯონ ბრიტონი, დიდი ბრიტანეთის თამბაქოსა და ალკოჰოლის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი; დევიდ სვეარონი, ოტავის უნივერსიტეტის პროფესორი და ბრიტანული ორგანიზაციის “Action on Smoking and Health” ყოფილი დირექტორი კლივ ბეიტსი.

R

როგორ შეიქმნა ყველაზე გამძლე პლანშეტი, რომლის დაზიანებაც თითქმის შეუძლებელია

რას დააზღვევთ ალდაგში 5 ლარად?

როგორ ვუმკურნალოთ რევმატოიდულ ართრიტს, რომ მან უნარშეზღუდულობა არ გამოიწვიოს