ქედის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ერთი ადამიანი იმყოფებოდა, 150 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.