საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა მოხდება ამის მერე? ქართული პოლიტიკური სამართალი ასეთი სცენარისთვის მზად არ არის" - რას წერს ვახუშტი მენაბდე უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე?
"რა მოხდება ამის მერე? ქართული პოლიტიკური სამართალი ასეთი სცენარისთვის მზად არ არის" - რას წერს ვახუშტი მენაბდე უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე?

უმ­რავ­ლე­სო­ბა ვალ­დე­ბუ­ლია ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტა­ტებს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყვი­ტოს - პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს სა­კუ­თა­რი მან­და­ტის გან­კარ­გვის თა­ვი­სუ­ფა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნდა ჰქონ­დეთ, - ამის შე­სა­ხებ “ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე “ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე წერს.

რო­გორც მე­ნაბ­დე გან­მარ­ტავს, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში წე­რია, რომ არ­სე­ბობს გა­დად­გო­მის მე­ქა­ნიზ­მი, ხოლო პარ­ლა­მენ­ტის როლი ამ პრო­ცეს­ში ფორ­მა­ლუ­რი უნდა იყოს.

"პარ­ტი­ებს შო­რის ურ­თერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა ნიშ­ნავს, არა მხო­ლოდ ერ­თად მსჯე­ლო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, არა­მედ იმა­საც, რომ კარი არ ჩა­კე­ტო, როცა ვინ­მეს ამ კა­რი­დან გას­ვლა უნდა.

რო­გორც ახლა გახ­და ცნო­ბი­ლი, პარ­ლა­მენ­ტი სა­კითხს ჩა­აგ­დებს, ანუ მან­და­ტებს არ შე­უ­წყვეტს ოპო­ზი­ცი­ას. თუ ასე მოხ­და ის კონ­სტი­ტუ­ცი­ის სუ­ლის­კვე­თე­ბას­თან მოვა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში. რა მოხ­დე­ბა ამის მერე? სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში ამის გა­სა­ჩივ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ბუნ­დო­ვა­ნია. ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­მარ­თა­ლი ასე­თი სცე­ნა­რის­თვის მზად არ არის და პირ­და­პი­რი პა­სუ­ხი არ აქვს.

რო­გორც წესი პრობ­ლე­მა ტრა­დი­ცი­უ­ლად პი­რი­ქით დგას ხოლ­მე, უმ­რავ­ლე­სო­ბა უკა­ნო­ნოდ უწყვეტს ოპო­ნენტს მან­დატს (სპე­ცი­ა­ლუ­რი ტერ­მი­ნის კი არ­სე­ბობს ამ ფე­ნო­მე­ნის აღ­სა­წე­რად „ძეხ­ვის დაჭ­რა“), ამი­ტომ კა­ნო­ნი ამის და­ზღვე­ვა­ზე აკე­თებს აქ­ცენტს. თუმ­ცა ალ­ბათ მა­ინც ღირს ოპო­ზი­ცი­ამ ეს მე­ქა­ნიზ­მი გა­მო­ი­ყე­ნოს და სარ­ჩე­ლი მო­ამ­ზა­დოს.

რო­გორც 51 დე­პუ­ტატს არ აქვს მე­ქა­ნიზ­მი გა­ა­ჩე­როს პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბა, ისე არ უნდა ჰქონ­დეს 90-ს ძა­ლით და­ა­კა­ვოს კო­ლე­გე­ბი რუს­თა­ვე­ლის #8-ში. ასე­თია სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მო­თხოვ­ნე­ბი. მაგ­რამ ჩვე­ნი პარ­ლა­მენ­ტი სა­ინ­ტე­რე­სო ლა­ბო­რა­ტო­რი­აა. რო­გორც უზე­ნა­ე­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს ბნელ ტა­ლა­ნებ­ში ჩურ­ჩუ­ლით ყვე­ბი­ან, ერთხელ აქ გარ­დაც­ვლი­ლი დე­პუ­ტა­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბას არ მის­ცეს ხმა დე­პუ­ტა­ტებ­მა. სა­კი­თხი ჩა­აგ­დეს, რად­გან ახა­ლი კვო­რუ­მი ხელს არ აძ­ლევ­დათ“, - აცხა­დებს ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელენე
7

როგორც არჩევნებზე ძალადობდნენ მთელი ეს წლები ხალხზე, ისევე აგრძელებენ ძალადობას!

გიორგი
0
დასავლელი ადამიანი ვახუშტი მენაბდეს რომ შეხედავს , აუცილებლად იფიქრებს: ეს რა “მომხიბლავები და ლამაზები” ყოფილან ქართველი კაცებიო))))
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"რა მოხდება ამის მერე? ქართული პოლიტიკური სამართალი ასეთი სცენარისთვის მზად არ არის" - რას წერს ვახუშტი მენაბდე უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე?

"რა მოხდება ამის მერე? ქართული პოლიტიკური სამართალი ასეთი სცენარისთვის მზად არ არის" - რას წერს ვახუშტი მენაბდე უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე?

უმრავლესობა ვალდებულია ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტოს - პარლამენტის წევრებს საკუთარი მანდატის განკარგვის თავისუფალი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, - ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე “ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც მენაბდე განმარტავს, კონსტიტუციაში წერია, რომ არსებობს გადადგომის მექანიზმი, ხოლო პარლამენტის როლი ამ პროცესში ფორმალური უნდა იყოს.

"პარტიებს შორის ურთერთპატივისცემა ნიშნავს, არა მხოლოდ ერთად მსჯელობის ვალდებულებას, არამედ იმასაც, რომ კარი არ ჩაკეტო, როცა ვინმეს ამ კარიდან გასვლა უნდა.

როგორც ახლა გახდა ცნობილი, პარლამენტი საკითხს ჩააგდებს, ანუ მანდატებს არ შეუწყვეტს ოპოზიციას. თუ ასე მოხდა ის კონსტიტუციის სულისკვეთებასთან მოვა წინააღმდეგობაში. რა მოხდება ამის მერე? საკონსტიტუციო სასამართლოში ამის გასაჩივრების შესაძლებლობა ბუნდოვანია. ქართული პოლიტიკური სამართალი ასეთი სცენარისთვის მზად არ არის და პირდაპირი პასუხი არ აქვს.

როგორც წესი პრობლემა ტრადიციულად პირიქით დგას ხოლმე, უმრავლესობა უკანონოდ უწყვეტს ოპონენტს მანდატს (სპეციალური ტერმინის კი არსებობს ამ ფენომენის აღსაწერად „ძეხვის დაჭრა“), ამიტომ კანონი ამის დაზღვევაზე აკეთებს აქცენტს. თუმცა ალბათ მაინც ღირს ოპოზიციამ ეს მექანიზმი გამოიყენოს და სარჩელი მოამზადოს.

როგორც 51 დეპუტატს არ აქვს მექანიზმი გააჩეროს პარლამენტის მუშაობა, ისე არ უნდა ჰქონდეს 90-ს ძალით დააკავოს კოლეგები რუსთაველის #8-ში. ასეთია სამართლიანობის მოთხოვნები. მაგრამ ჩვენი პარლამენტი საინტერესო ლაბორატორიაა. როგორც უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს ბნელ ტალანებში ჩურჩულით ყვებიან, ერთხელ აქ გარდაცვლილი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დადგენილებას არ მისცეს ხმა დეპუტატებმა. საკითხი ჩააგდეს, რადგან ახალი კვორუმი ხელს არ აძლევდათ“, - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

"მთელი ოპოზიცია ორ კაცს გვწყევლის - ჩვენზე მაგრები ხომ არიან?! მივიდნენ და გამოიხსნან ციხიდან რურუა, დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები, რას გადაგვეკიდნენ?!" - ელისაშვილი

"ითხოვე და მიიღე" - ნიკა მელიამ იაგო ხვიჩიას სათამაშო პისტოლეტი აჩუქა

"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თეა წულუკიანმა 31 ოქტომბერს, საღამოს დაიძინა და დღევანდელ სხდომაზე გაიღვიძა" - ალეკო ელისაშვილი