საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომწონს დაბერება, ეს თითქოს გამარჯვებაა...მე მოსაწყენი და ცოტა უფრო შეშლილი ვარ, ვიდრე სხვებს ჰგონიათ" - ანჯელინა ჯოლი
"მომწონს დაბერება, ეს თითქოს გამარჯვებაა...მე მოსაწყენი და ცოტა უფრო შეშლილი ვარ, ვიდრე სხვებს ჰგონიათ" - ანჯელინა ჯოლი

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, 45 წლის ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი, ბრედ პიტ­თან მტკივ­ნე­უ­ლი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ერი­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მოხ­ვედ­რას და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარს, თუმ­ცა ზოგ­ჯერ უშ­ვებს გა­მო­ნაკ­ლი­სებ­საც. ექ­ვსი შვი­ლის დე­დამ ინ­ტერ­ვიუ ბრი­ტა­ნულ Vogue-ს მის­ცა და გა­მო­ცე­მის ახა­ლი ნომ­რის გა­რე­კან­ზეც სწო­რედ ან­ჯე­ლი­ნას ფო­ტოა და­ტა­ნი­ლი.

Vogue-ს გა­დამ­ღებ ჯგუფს მსა­ხი­ობ­მა ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში უმას­პინ­ძლა. მან პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებ­ზე, გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, სა­კუ­თარ თავ­ზე, რო­გორც დე­და­ზე ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენ­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

  • მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ოჯა­ხი

"ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის იმე­დი მაქვს. შე­საძ­ლოა იმი­ტომ, რომ 6 ბავ­შვთან ერ­თად ვცხოვ­რობ, რო­მელ­თა ასა­კიც 12-დან 19 წლამ­დეა, ვხე­დავ რამ­ხე­ლა ზე­წო­ლაა მათ­ზე. ისი­ნი გა­დატ­ვირ­თულ­ნი არი­ან უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ით. მაგ­რამ, როცა ვუ­ყუ­რებ, რომ მე­დოქ­სი ონ­ლა­ინ ესა­უბ­რე­ბა ვი­ღა­ცას რუ­სუ­ლად, ან სა­უბ­რობს კო­რე­ა­ში მცხოვ­რებ მე­გო­ბარ­თან, შა­ი­ლო ესა­უბ­რე­ბა ნა­მი­ბი­ელ მე­გობ­რებს, ვხვდე­ბი, რომ ეს არის გზა ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის და­უ­კავ­შირ­დნენ ერ­თმა­ნეთს, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით გა­იც­ნონ ადა­მი­ა­ნე­ბი“

  • პან­დე­მია

"გა­სულ წელს ზა­ჰა­რამ ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით იმით, რომ ის კარ­გად იყო. როცა სა­ა­ვად­მყო­ფო­დან შინ დავ­ბრუნ­დით, "ლო­ქ­და­უ­ნი“ და­ი­წყო. პაქ­სი უფ­როსკლა­სე­ლი გახ­და, მაგ­რამ პან­დე­მი­ის გამო ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გრძნობს, რას ნიშ­ნავს იყო უფ­როსკლა­სე­ლი, ზა­ჰა­რამ აიღო მარ­თვის მოწ­მო­ბა, მაგ­რამ ტეს­ტი­რე­ბის დროს სრულ ეკი­პი­რე­ბა­ში, პირ­ბა­დე­ში იყო. ყვე­ლა­ფე­რი ისე არ ხდე­ბა, რო­გორც წარ­მოგ­ვედ­გი­ნა, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა.ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ფერ­მა უფრო ადა­მი­ა­ნუ­რე­ბი გაგ­ვხა­და, არის რა­ღაც ლა­მა­ზი ამ ყვე­ლა­ფერ­ში.“

  • სახ­ლი ბრედ­თან ახ­ლოს

"მსურ­და ბავ­შვე­ბი მა­მას­თან ახ­ლოს ყო­ფი­ლიყ­ვნენ. მისი სახ­ლი ხუთი წუ­თის სა­ვალ­ზეა. ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი ბი­ლი­კი, ად­გი­ლი სე­ირ­ნო­ბი­სა და ფიქ­რის­თვის.

მინ­დო­და, ბევ­რი შვი­ლი მყო­ლო­და და დედა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, თუმ­ცა დე­დო­ბა არ წარ­მო­მედ­გი­ნა ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­გე­ბით. ვგრძნობ, რომ არ მაქვს უნა­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი დე­დის მსგავ­სად სახ­ლში ვიყო. ბავ­შვე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან, სუ­ლაც არ ვარ ამა­ში (გუ­ლის­ხმობს დე­დო­ბას) კარ­გი."

  • ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბის სცე­ნა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა

"არ ვიცი ვარ თუ არა ახლა ბედ­ნი­ე­რე­ბის ეტაპ­ზე. გა­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე წელი რთუ­ლი იყო. კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ჩემი ოჯა­ხის გან­კურ­ნე­ბა­ზე. ახლა თით­ქოს ყი­ნუ­ლი დნე­ბა და სის­ხლი უბ­რუნ­დე­ბა ჩემს სხე­ულს. მომ­წონს სი­ბე­რე. თავს 40 წლის ასაკ­ში უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ, ვიდ­რე მა­შინ, როცა უფრო ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი. არ ვიცი, შე­საძ­ლოა ასე იმი­ტომ ვფიქ­რობ, რომ დე­დას დიდ­ხანს არ უცო­ცხლია - ჩემ­თვის ასაკ­ში არის რა­ღაც, რაც მაგ­რძნო­ბი­ნებს, რომ ასა­კის მა­ტე­ბა არა სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი, არა­მედ გა­მარ­ჯვე­ბაა. ასე რომ, მომ­წონს. მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი 50-ს."

  • შვი­ლე­ბი

"ერთხელ ბა­ტუტ­ზე ვი­ყა­ვით და შვი­ლებ­მა მი­თხრეს, "დედა, ეს არ გა­ა­კე­თო, თავს და­ი­ზი­ა­ნებ“. და ვი­ფიქ­რე, ღმერ­თო, ეს სა­სა­ცი­ლო არ არის?! იყო დრო, როცა აქ­ტი­უ­რი ვარ­სკვლა­ვი ვი­ყა­ვი, ახლა კი შვი­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ბა­ტუ­ტი­დან ჩა­მო­ვი­დე იმი­ტომ, რომ რამე არ და­ვუ­შა­ვო თავს. მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გრძნობ­დნენ სიყ­ვა­რულს, უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას. ჩემი შვი­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან არი­ან. ჩვენ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ იმით, რომ გვაქვს სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რი­სა და რა­სის ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შემ­დგა­რი ოჯა­ხი. ჩვენ ყვე­ლა­ნი ვსწავ­ლობთ ერ­თმა­ნე­თის­გან.

ახლა უფრო მეტს ვფიქ­რობ ბავ­შვებ­ზე, რომ­ლე­ბიც იშ­ვი­ლეს და მშობ­ლებ­ზე, რომ­ლებ­მაც ბავ­შვე­ბი იშ­ვი­ლეს. ბავ­შვებ­მა თქვენ უნდა აგირ­ჩი­ონ. ოჯა­ხი არ არის მხო­ლოდ მშობ­ლე­ბის, ის შვი­ლე­ბის ოჯა­ხი­ცაა - ეს ჩვე­ნი ოჯა­ხია.

მე და დედა სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით და ყო­ველ­თვის მსურ­და ბევ­რი შვი­ლი მყო­ლო­და. ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი როცა ბავ­შვე­ბი პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ და ახლა კი მიყ­ვარს ღა­მით მათ­თან ერ­თად ჯდო­მა და სა­უ­ბა­რი. მე მიყ­ვარს მათ­თან ერ­თად ყოფ­ნა. ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ ცოტა სა­სა­ცი­ლო ვარ. ყვე­ლა მათ­გა­ნი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად აღ­მიქ­ვამს. ყვე­ლამ გა­ანცნო­ბი­ე­რა, რომ ჩემ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია, მე უბ­რა­ლოდ მათ­ზე უფ­რო­სი ვარ და მე დედა ვარ."

  • უფრო მო­სა­წყე­ნი და უფრო შეშ­ლი­ლი

"ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი რა იქ­ნე­ბო­და ჩემი პა­სუ­ხი თუ მკი­თხვად­ნენ, რა არის შენ­ში ისე­თი, რაც ხალ­ხმა არ იცის და რაც ყვე­ლას გა­აკ­ვირ­ვებს - პა­სუ­ხი არას­დროს მო­მიმ­ზა­დე­ბია. ვფიქ­რობ მე ცოტა უფრო მო­სა­წყე­ნი ვარ, ვიდ­რე ხალ­ხი ფიქ­რობს და ცოტა უფრო შეშ­ლი­ლი, ვიდ­რე სხვებს ჰგო­ნი­ათ."

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბიბო
14

მიყვარხარ ენჯი!!!

qwe
5

+10/15 კგ და ისევ მაგარი ქალი იქნება, ძაან გამხდარია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მომწონს დაბერება, ეს თითქოს გამარჯვებაა...მე მოსაწყენი და ცოტა უფრო შეშლილი ვარ, ვიდრე სხვებს ჰგონიათ" - ანჯელინა ჯოლი

"მომწონს დაბერება, ეს თითქოს გამარჯვებაა...მე მოსაწყენი და ცოტა უფრო შეშლილი ვარ, ვიდრე სხვებს ჰგონიათ" - ანჯელინა ჯოლი

ჰოლივუდის ვარსკვლავი, 45 წლის ანჯელინა ჯოლი, ბრედ პიტთან მტკივნეული განშორების შემდეგ, მაქსიმალურად ერიდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრას და პირად ცხოვრებაზე ჟურნალისტებთან საუბარს, თუმცა ზოგჯერ უშვებს გამონაკლისებსაც. ექვსი შვილის დედამ ინტერვიუ ბრიტანულ Vogue-ს მისცა და გამოცემის ახალი ნომრის გარეკანზეც სწორედ ანჯელინას ფოტოა დატანილი.

Vogue-ს გადამღებ ჯგუფს მსახიობმა ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში უმასპინძლა. მან პანდემიის პერიოდში ცხოვრების სირთულეებზე, გამოწვევებზე, საკუთარ თავზე, როგორც დედაზე ისაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:

  • მრავალფეროვანი ოჯახი

"ახალგაზრდა თაობის იმედი მაქვს. შესაძლოა იმიტომ, რომ 6 ბავშვთან ერთად ვცხოვრობ, რომელთა ასაკიც 12-დან 19 წლამდეა, ვხედავ რამხელა ზეწოლაა მათზე. ისინი გადატვირთულნი არიან უამრავი ინფორმაციით. მაგრამ, როცა ვუყურებ, რომ მედოქსი ონლაინ ესაუბრება ვიღაცას რუსულად, ან საუბრობს კორეაში მცხოვრებ მეგობართან, შაილო ესაუბრება ნამიბიელ მეგობრებს, ვხვდები, რომ ეს არის გზა ახალგაზრდებისთვის დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გლობალური მასშტაბით გაიცნონ ადამიანები“

  • პანდემია

"გასულ წელს ზაჰარამ ოპერაცია გაიკეთა და ბედნიერები ვიყავით იმით, რომ ის კარგად იყო. როცა საავადმყოფოდან შინ დავბრუნდით, "ლოქდაუნი“ დაიწყო. პაქსი უფროსკლასელი გახდა, მაგრამ პანდემიის გამო ჯერჯერობით ვერ გრძნობს, რას ნიშნავს იყო უფროსკლასელი, ზაჰარამ აიღო მართვის მოწმობა, მაგრამ ტესტირების დროს სრულ ეკიპირებაში, პირბადეში იყო. ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც წარმოგვედგინა, თუმცა ცხოვრება გრძელდება.ვფიქრობ, რომ ყველაფერმა უფრო ადამიანურები გაგვხადა, არის რაღაც ლამაზი ამ ყველაფერში.“

  • სახლი ბრედთან ახლოს

"მსურდა ბავშვები მამასთან ახლოს ყოფილიყვნენ. მისი სახლი ხუთი წუთის სავალზეა. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ბილიკი, ადგილი სეირნობისა და ფიქრისთვის.

მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა და დედა ვყოფილიყავი, თუმცა დედობა არ წარმომედგინა ტრადიციული გაგებით. ვგრძნობ, რომ არ მაქვს უნარი ტრადიციული დედის მსგავსად სახლში ვიყო. ბავშვები მეხმარებიან, სულაც არ ვარ ამაში (გულისხმობს დედობას) კარგი."

  • ბედნიერი ცხოვრების სცენაზე დაბრუნება

"არ ვიცი ვარ თუ არა ახლა ბედნიერების ეტაპზე. გასული რამდენიმე წელი რთული იყო. კონცენტრირებული ვიყავი ჩემი ოჯახის განკურნებაზე. ახლა თითქოს ყინული დნება და სისხლი უბრუნდება ჩემს სხეულს. მომწონს სიბერე. თავს 40 წლის ასაკში უფრო კომფორტულად ვგრძნობ, ვიდრე მაშინ, როცა უფრო ახალგაზრდა ვიყავი. არ ვიცი, შესაძლოა ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ დედას დიდხანს არ უცოცხლია - ჩემთვის ასაკში არის რაღაც, რაც მაგრძნობინებს, რომ ასაკის მატება არა სამწუხარო ამბავი, არამედ გამარჯვებაა. ასე რომ, მომწონს. მოუთმენლად ველოდები 50-ს."

  • შვილები

"ერთხელ ბატუტზე ვიყავით და შვილებმა მითხრეს, "დედა, ეს არ გააკეთო, თავს დაიზიანებ“. და ვიფიქრე, ღმერთო, ეს სასაცილო არ არის?! იყო დრო, როცა აქტიური ვარსკვლავი ვიყავი, ახლა კი შვილები მეუბნებიან, რომ ბატუტიდან ჩამოვიდე იმიტომ, რომ რამე არ დავუშავო თავს. მათთვის მნიშვნელოვანია გრძნობდნენ სიყვარულს, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ჩემი შვილები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არიან. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ გვაქვს სხვადასხვა კულტურისა და რასის ადამიანებისგან შემდგარი ოჯახი. ჩვენ ყველანი ვსწავლობთ ერთმანეთისგან.

ახლა უფრო მეტს ვფიქრობ ბავშვებზე, რომლებიც იშვილეს და მშობლებზე, რომლებმაც ბავშვები იშვილეს. ბავშვებმა თქვენ უნდა აგირჩიონ. ოჯახი არ არის მხოლოდ მშობლების, ის შვილების ოჯახიცაა - ეს ჩვენი ოჯახია.

მე და დედა საუკეთესო მეგობრები ვიყავით და ყოველთვის მსურდა ბევრი შვილი მყოლოდა. ბედნიერი ვიყავი როცა ბავშვები პატარები იყვნენ და ახლა კი მიყვარს ღამით მათთან ერთად ჯდომა და საუბარი. მე მიყვარს მათთან ერთად ყოფნა. ისინი ფიქრობენ, რომ ცოტა სასაცილო ვარ. ყველა მათგანი სხვადასხვაგვარად აღმიქვამს. ყველამ გაანცნობიერა, რომ ჩემში განსაკუთრებული არაფერია, მე უბრალოდ მათზე უფროსი ვარ და მე დედა ვარ."

  • უფრო მოსაწყენი და უფრო შეშლილი

"ყოველთვის ვფიქრობდი რა იქნებოდა ჩემი პასუხი თუ მკითხვადნენ, რა არის შენში ისეთი, რაც ხალხმა არ იცის და რაც ყველას გააკვირვებს - პასუხი არასდროს მომიმზადებია. ვფიქრობ მე ცოტა უფრო მოსაწყენი ვარ, ვიდრე ხალხი ფიქრობს და ცოტა უფრო შეშლილი, ვიდრე სხვებს ჰგონიათ."