საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკურთხეველთან ყავარჯნით მისვლაზე არც ერთი პატარძალი არ ოცნებობს, მაგრამ..." - ქართველი წყვილი, რომელმაც ერთმანეთზე რამდენჯერმე იქორწინა
"საკურთხეველთან ყავარჯნით მისვლაზე არც ერთი პატარძალი არ ოცნებობს, მაგრამ..." - ქართველი წყვილი, რომელმაც ერთმანეთზე რამდენჯერმე იქორწინა

თა­მუ­ნა მა­ტა­თაშ­ვილ­მა თა­ვის რჩე­ულ­ზე, გოგა ერა­ძე­ზე პირ­ვე­ლად 14 წლის წინ იქორ­წი­ნა. ქორ­წი­ლი ვიწ­რო წრე­ში რამ­დე­ნი­მე მე­გობ­რის თან­ხლე­ბით აღ­ნიშ­ნეს. პა­ტარ­ძა­ლი სა­კურ­თხევ­ლამ­დე ყა­ვარ­ჯნით მი­ვი­და და აქე­დან და­ი­წყო მისი არას­ტან­დარ­ტუ­ლი ქორ­წი­ლე­ბის სე­რია, რო­მე­ლიც წლე­ბია დიდ დღე­სას­წა­უ­ლად იქცა მე­გობ­რე­ბის­თვის და ახლა უკვე წყვი­ლის შვი­ლე­ბის­თვი­საც.

თა­მუ­ნა მა­ტა­თაშ­ვი­ლი wedder.ge-სთან მისი ოჯა­ხის უჩ­ვე­უ­ლო ტრა­დი­ცი­ი­სა და ქორ­წი­ნე­ბი­დან ქორ­წი­ნე­ბამ­დე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი 14 მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წე­სის შე­სა­ხებ ყვე­ბა:

  • წესი #1

სა­კურ­თხე­ველ­თან ყა­ვარ­ჯნით მის­ვლა­ზე არც ერთი პა­ტარ­ძა­ლი არ ოც­ნე­ბობს. შე­მეძ­ლო და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­მე­დო და დავ­ლო­დე­ბო­დი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ოდს მა­ნამ, სა­ნამ ისევ თა­ვი­სუფ­ლად შე­მეძ­ლე­ბო­და გა­და­ად­გი­ლე­ბა, მაგ­რამ სწო­რედ მა­შინ შე­ვი­მუ­შა­ვე პირ­ვე­ლი წესი: თუ გუ­ლით გსურს, და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი მხო­ლოდ ფაქ­ტე­ბია და არა ორი­ენ­ტი­რი, რო­მელ­საც უნდა და­ეყ­რდნო და გეგ­მე­ბი შე­აც­ვლე­ვი­ნო!

  • წესი #2

პირ­ვე­ლი სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნია გა­ნა­ჩე­ნი არ არის. მუდ­მი­ვად შე­გიძ­ლია და­კო­რექ­ტი­რე­ბა და ისე­თი ქორ­წი­ლის გა­დახ­და, რო­გო­რიც გინ­და. ქორ­წი­ნე­ბის იუ­ბი­ლე ზუს­ტად ისეთ მხი­ა­რულ ყო­ველ­წლი­ურ დღე­სას­წა­უ­ლად შე­გიძ­ლია აქ­ციო, რო­გო­რი­ცაა და­ბა­დე­ბის დღე. ყვე­ლა­ფე­რი წყვი­ლის სურ­ვილ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

  • წესი #3

ზოგ­ჯერ მე­კი­თხე­ბი­ან ხოლ­მე, ქორ­წი­ნე­ბის იუ­ბი­ლის თეთ­რი კა­ბით გა­დახ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის შე­სახ­სე­ნებ­ლად მჭირ­დე­ბა თუ არა. მე კი ვპა­სუ­ხობ, რომ ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა პრიზ­მა­ში გვინ­და და­ვი­ნა­ხოთ. ეს დღე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებ­თან ერ­თად განა სიყ­ვა­რუ­ლის ხე­ლახ­ლა შე­ფიც­ვის უზე­ნა­ე­სო­ე­ბა­საც არ გუ­ლის­ხმობს? მე ყო­ველ ჯერ­ზე ზუს­ტად ისე მი­კან­კა­ლებს მუხ­ლე­ბი რო­გორც მა­შინ , როცა პირ­ვე­ლად დავ­თან­ხმდი გო­გას ცო­ლო­ბა­ზე ...

  • წესი #4

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა იმ ეტა­პის ადეკ­ვა­ტუ­რად აღ­ქმა, რა ეტაპ­ზეც იმ­ყო­ფე­ბით. ზო­გი­ერთ წყვილს (უმე­ტე­სად,ახ­ლად­შექ­მნილ ოჯა­ხებს) აქვთ ხოლ­მე გან­ცდა, რომ მათი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ რუ­ტი­ნის­გან შედ­გე­ბა და ისე­თი ყო­ფი­თი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა "პური, ზეთი, სა­პო­ნი, ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დი’’ "ჭამს’’ რო­მან­ტი­კას. ასე ფიქ­რი სა­ში­შია, მე­გობ­რე­ბო! აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის გა­აზ­რე­ბა, რომ ქორ­წი­ნე­ბა­შიც ვერ გა­ვექ­ცე­ვით ყო­ფით თე­მებ­ზე ზრუნ­ვას, და ეს ქორ­წი­ნე­ბას კი არ "ჭამს’’, არა­მედ ორ­გა­ნი­ზე­ბულს ხდის.

  • წესი #5

"პური, ზეთი, სა­პო­ნი, ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დის" გარ­და, უნდა არ­სე­ბობ­დეს სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­სა­უბ­რო თე­მე­ბი და მოვ­ლე­ნე­ბი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ერ­თად უნდა შე­იქ­მნას და დაგ­როვ­დეს ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი და ქორ­წი­ნე­ბა­ში წყვი­ლი გა­ი­ზარ­დოს.

  • წესი#6

წყვი­ლე­ბის­გან ზოგ­ჯერ მსმე­ნია "მე შენ ცხოვ­რე­ბა შე­მოგ­წი­რე" სამ­დუ­რა­ვი. არა­და მტკი­ცედ მჯე­რა, რომ არა­ვინ ითხოვს მსხვერ­პლად შე­წირ­ვას და მით უმე­ტეს, შემ­დეგ ამა­ზე წლო­ბით გო­დე­ბის მოს­მე­ნას.მე­ო­რე ნა­ხე­ვარს სჭირ­დე­ბით გა­ფურ­ჩქნი­ლი, ბედ­ნი­ე­რი და არა "შე­წი­რულ" წლებ­ზე სახე ჩა­მო­ხო­კი­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა და გან­სა­ზღვრა იმი­სა, რომ გარ­და წყვი­ლი­სა, თქვენ კვლავ რჩე­ბით ინ­დი­ვი­დე­ბად, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბი­თა და მის­წრა­ფე­ბე­ბით. ამი­ტო­მაც იზ­რუ­ნეთ მათ გა­მოვ­ლე­ნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

  • წესი#7

ბავ­შვე­ბის ყოლა არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­საც წყვი­ლი იღებს. თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზეც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მხო­ლოდ ბავ­შვე­ბი არ გახ­დეს საზ­რუ­ნა­ვი და არ და­კარ­გონ მათ წყვილ­ში ფუნ­ქცი­ე­ბი. ზოგ­ჯერ ისეც ხდე­ბა, რომ როცა ბავ­შვე­ბი იზ­რდე­ბი­ან და მშობ­ლე­ბის­გან ზრუნ­ვა აღარ სჭირ­დე­ბათ, წყვილს აღა­რა­ფე­რი აქვს ერ­თმა­ნეთ­თან სა­სა­უბ­რო და გან­სა­ხილ­ვე­ლი წა­ი­კი­თხეთ ვრცლად და ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
8

ცანცარა ქალი

ნანა
7

მეტი საქმე არ გაქვთ ალბათ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საკურთხეველთან ყავარჯნით მისვლაზე არც ერთი პატარძალი არ ოცნებობს, მაგრამ..." - ქართველი წყვილი, რომელმაც ერთმანეთზე რამდენჯერმე იქორწინა

"საკურთხეველთან ყავარჯნით მისვლაზე არც ერთი პატარძალი არ ოცნებობს, მაგრამ..." - ქართველი წყვილი, რომელმაც ერთმანეთზე რამდენჯერმე იქორწინა

თამუნა მატათაშვილმა თავის რჩეულზე, გოგა ერაძეზე პირველად 14 წლის წინ იქორწინა. ქორწილი ვიწრო წრეში რამდენიმე მეგობრის თანხლებით აღნიშნეს. პატარძალი საკურთხევლამდე ყავარჯნით მივიდა და აქედან დაიწყო მისი არასტანდარტული ქორწილების სერია, რომელიც წლებია დიდ დღესასწაულად იქცა მეგობრებისთვის და ახლა უკვე წყვილის შვილებისთვისაც.

თამუნა მატათაშვილი wedder.ge-სთან მისი ოჯახის უჩვეულო ტრადიციისა და ქორწინებიდან ქორწინებამდე გასათვალისწინებელი 14 მნიშვნელოვანი წესის შესახებ ყვება:

  • წესი #1

საკურთხეველთან ყავარჯნით მისვლაზე არც ერთი პატარძალი არ ოცნებობს. შემეძლო დაქორწინება გადამედო და დავლოდებოდი რეაბილიტაციის პერიოდს მანამ, სანამ ისევ თავისუფლად შემეძლებოდა გადაადგილება, მაგრამ სწორედ მაშინ შევიმუშავე პირველი წესი: თუ გულით გსურს, დამაბრკოლებელი გარემოებები მხოლოდ ფაქტებია და არა ორიენტირი, რომელსაც უნდა დაეყრდნო და გეგმები შეაცვლევინო!

  • წესი #2

პირველი საქორწინო ცერემონია განაჩენი არ არის. მუდმივად შეგიძლია დაკორექტირება და ისეთი ქორწილის გადახდა, როგორიც გინდა. ქორწინების იუბილე ზუსტად ისეთ მხიარულ ყოველწლიურ დღესასწაულად შეგიძლია აქციო, როგორიცაა დაბადების დღე. ყველაფერი წყვილის სურვილზეა დამოკიდებული.

  • წესი #3

ზოგჯერ მეკითხებიან ხოლმე, ქორწინების იუბილის თეთრი კაბით გადახდა პასუხისმგებლობების შესახსენებლად მჭირდება თუ არა. მე კი ვპასუხობ, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პრიზმაში გვინდა დავინახოთ. ეს დღე პასუხისმგებლობებთან ერთად განა სიყვარულის ხელახლა შეფიცვის უზენაესოებასაც არ გულისხმობს? მე ყოველ ჯერზე ზუსტად ისე მიკანკალებს მუხლები როგორც მაშინ , როცა პირველად დავთანხმდი გოგას ცოლობაზე ...

  • წესი #4

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ ეტაპის ადეკვატურად აღქმა, რა ეტაპზეც იმყოფებით. ზოგიერთ წყვილს (უმეტესად,ახლადშექმნილ ოჯახებს) აქვთ ხოლმე განცდა, რომ მათი თანაცხოვრება მხოლოდ რუტინისგან შედგება და ისეთი ყოფითი საკითხები, როგორიცაა ,,პური, ზეთი, საპონი, ტუალეტის ქაღალდი’’ ,,ჭამს’’ რომანტიკას. ასე ფიქრი საშიშია, მეგობრებო! აუცილებელია იმის გააზრება, რომ ქორწინებაშიც ვერ გავექცევით ყოფით თემებზე ზრუნვას, და ეს ქორწინებას კი არ ,,ჭამს’’, არამედ ორგანიზებულს ხდის.

  • წესი #5

"პური, ზეთი, საპონი, ტუალეტის ქაღალდის" გარდა, უნდა არსებობდეს სხვა მნიშვნელოვანი სასაუბრო თემები და მოვლენები თქვენს ცხოვრებაში. ერთად უნდა შეიქმნას და დაგროვდეს ბევრი საინტერესო ამბავი და ქორწინებაში წყვილი გაიზარდოს.

  • წესი#6

წყვილებისგან ზოგჯერ მსმენია "მე შენ ცხოვრება შემოგწირე" სამდურავი. არადა მტკიცედ მჯერა, რომ არავინ ითხოვს მსხვერპლად შეწირვას და მით უმეტეს, შემდეგ ამაზე წლობით გოდების მოსმენას.მეორე ნახევარს სჭირდებით გაფურჩქნილი, ბედნიერი და არა "შეწირულ" წლებზე სახე ჩამოხოკილი. მნიშვნელოვანია სწორი პოზიციონირება და განსაზღვრა იმისა, რომ გარდა წყვილისა, თქვენ კვლავ რჩებით ინდივიდებად, საკუთარი სურვილებითა და მისწრაფებებით. ამიტომაც იზრუნეთ მათ გამოვლენასა და განვითარებაზე.

  • წესი#7

ბავშვების ყოლა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება, რომელსაც წყვილი იღებს. თუმცა, ამ ეტაპზეც მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ბავშვები არ გახდეს საზრუნავი და არ დაკარგონ მათ წყვილში ფუნქციები. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ როცა ბავშვები იზრდებიან და მშობლებისგან ზრუნვა აღარ სჭირდებათ, წყვილს აღარაფერი აქვს ერთმანეთთან სასაუბრო და განსახილველი წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ ფოტოები

"არ უნდა გავთამამდეთ" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე სამომავლოდ შეზღუდვების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით

"პლაჟზე არავინ დაგავალებთ პირბადის ტარებას, მაგრამ სასურველია, დისტანცია იყოს დაცული" - ამირან გამყრელიძე

"მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე" - როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს? - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები