სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მელაშვილს ჩემს ხსენებაზე ტანში ჟრუანტელი უვლის, იცით, რატომ? იმიტომ, რომ მათ დანაშაულს მე წავასწარი და ვამხილე" - არქიმანდრიტი კირიონი
"მელაშვილს ჩემს ხსენებაზე ტანში ჟრუანტელი უვლის, იცით, რატომ? იმიტომ, რომ მათ დანაშაულს მე წავასწარი და ვამხილე" - არქიმანდრიტი კირიონი

არ­ქი­მან­დრი­ტი კი­რი­ო­ნი წლე­ბია, იბ­რძვის და­ვით­გა­რე­ჯის და­სა­ცა­ვად. ამ ხმა­უ­რი­ან საქ­მე­ში მოწ­მის სტა­ტუ­სით და­კი­თხუ­ლი მო­ძღვრის ჩვე­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. 24 წელ­ზე მე­ტია, და­ვით­გა­რე­ჯის მო­ნას­ტერ­ში მსა­ხუ­რობს და ვინ იცის, რამ­დენ­ჯერ აქვს ფე­ხით შე­მოვ­ლი­ლი მთე­ლი ტე­რი­ტო­რია. სწო­რედ ის იყო პირ­ვე­ლი, ვინც ხმა­მაღ­ლა ილა­პა­რა­კა ამ პრობ­ლე­მა­ზე... მამა კი­რი­ონს ახ­ლან­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა ვთხო­ვეთ.

- მამა კი­რი­ონ, ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა ივე­რი მე­ლაშ­ვილ­მა სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა, თქვენ რას იტყვით?

- ამა­ზე კო­მენ­ტარს მარ­ტო მე არ უნდა ვა­კე­თებ­დე. უპირ­ვე­ლე­სად თქვენ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რო­გორც რი­გი­თი ქარ­თვე­ლე­ბი, უნდა პა­სუ­ხობ­დეთ მას, როცა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გე­უბ­ნე­ბი­ან, თქვე­ნი არ არი­სო. გე­გო­ნე­ბა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამ სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ ხართ!

ინ­დო­ეთ­ში მოხ­და ასე­თი ფაქ­ტი - რამ­დე­ნი­მე მა­მა­კაც­მა ქალი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, მერე ის ქალი გარ­და­იც­ვა­ლა და მთელ ინ­დო­ეთ­ში ერთი ად­ვო­კა­ტი არ მო­ი­ძებ­ნა, რო­მე­ლიც დამ­ნა­შა­ვე­ებს და­ი­ცავ­და, ისე­თი უზ­ნეო და ამო­რა­ლუ­რი იყო მათი საქ­ცი­ე­ლი. ასე­თი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რა­ტომ არ ჩანს ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კი­თხის მი­მართ? ყვე­ლა რა­ტომ არ არის აღ­შფო­თე­ბუ­ლი, როცა ვი­ღაც ეუბ­ნე­ბა, 1740 მეტ­რი ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც გა­დის თხემ­ზე, სა­დაც მოქ­ცე­უ­ლია მო­ნას­ტრე­ბი უდაბ­ნო და ჩი­ჩხი­ტუ­რი და ამ დრომ­დე შე­უ­თან­ხმე­ბე­ლია, ჩვე­ნი არ არი­სო?! კაცი სა­და­ვო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ­ბობს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა­აო! რა უბე­დუ­რე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ, ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი?

ეს კა­ტას­ტრო­ფაა და გვაჩ­ვე­ნებს, რომ თუ მსოფ­ლი­ო­ში წეს­რი­გი ოდ­ნავ მა­ინც მო­ირ­ღვე­ვა, ჩვენ, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, არ­სე­ბო­ბას შევ­წყვეტთ.

- ივე­რი მე­ლაშ­ვილ­მა თქვენ­ზეც ილა­პა­რა­კა. თქვა, რომ თქვენ არ გაქვთ სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია. ისიც და­ვი­ნა­ხეთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი რო­გო­რი ოვა­ცი­ე­ბით შეხ­ვდა ცი­ხი­დან მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას...

- მას ჩემს ხსე­ნე­ბა­ზე ტან­ში ჟრუ­ან­ტე­ლი უვ­ლის და იცით, რა­ტომ? იმი­ტომ, რომ მათ და­ნა­შა­ულს მე წა­ვას­წა­რი და ვამ­ხი­ლე. მთე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტთა კორ­პუ­სი მე­უბ­ნე­ბო­და ამ ხნის მან­ძილ­ზე, მამა კი­რი­ონ, ამ კაცს რაც არ უქ­ნია, იმას რა­ტომ აბ­რა­ლებთ, ივე­რი მე­ლაშ­ვილს არ­სად უთ­ქვამს, ეს მო­ნას­ტრე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სი არ არის, ეს ხომ ცი­ლის­წა­მე­ბა­აო. ამას მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ "ფორ­მუ­ლა­ში", "ტვ პირ­ველ­ში"... ვპა­სუ­ხობ­დი, ამ კა­ცის ქმე­დე­ბე­ბის მიზ­ნობ­რი­ო­ბას ამ შე­დე­გამ­დე მივ­ყავ­დით-მეთ­ქი, ცი­ხი­დან გა­მო­სუ­ლი მე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა კი ჩემ­თვის იყო გან­გე­ბის, ღვთის წყა­ლო­ბა - ცი­ხი­დან გა­მო­სულ­მა, რო­მელ­საც ტა­შით შეხ­ვდნენ და გმი­რად შე­რა­ცხეს, სა­ო­ცა­რი რამ გა­ა­კე­თა. 13 წელი ეს მე ვერ ვქე­ნი - ვერ ვათ­ქმე­ვი­ნე სი­მარ­თლე, ვერც გა­მო­ძი­ე­ბამ ათ­ქმე­ვი­ნა, მან კი პირ­და­პირ ეთერ­ში თქვა, ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ჩვე­ნი არ არის და რას ვე­და­ვე­ბი­თო. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?! ეს ის ტე­რი­ტო­რი­აა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ შე­უ­თან­ხმე­ბე­ლი და სა­და­ვოა და ჩვე­ნი არ არი­სო თქვა ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც 25 წელი ამ პრო­ცე­სის მმარ­თვე­ლი იყო, მისი უპირ­ვე­ლე­სი მო­ვა­ლე­ო­ბა გახ­ლდათ, დიპ­ლო­მა­ტი­ურ მა­გი­დას­თან ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი და­ეც­ვა. მას თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის უნდა წა­მო­ე­ღო რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ტე­რი­ტო­რია და ამის ნაც­ვლად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც იუ­რი­დი­უ­ლი და კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბით ჩვე­ნია, გვე­უბ­ნე­ბა, ჩვე­ნი არ არი­სო! მან უკვე მის­ცა აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
56

როგორ დაისჯები უფლისგან წარმოდგენაც არ გაქ 

 

ღმერთა დაგლოცოთ მამაო!
212

სანამ თქვენისთანა მოძღვრები და ერის შვილები არსებობენ საქართველოში, ჯერ მთლად დაღუპულები არ ვართ! ღმერთმა გამძლეობა მოგმადლოთ მამაო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მელაშვილს ჩემს ხსენებაზე ტანში ჟრუანტელი უვლის, იცით, რატომ? იმიტომ, რომ მათ დანაშაულს მე წავასწარი და ვამხილე" - არქიმანდრიტი კირიონი

"მელაშვილს ჩემს ხსენებაზე ტანში ჟრუანტელი უვლის, იცით, რატომ? იმიტომ, რომ მათ დანაშაულს მე წავასწარი და ვამხილე" - არქიმანდრიტი კირიონი

არქიმანდრიტი კირიონი წლებია, იბრძვის დავითგარეჯის დასაცავად. ამ ხმაურიან საქმეში მოწმის სტატუსით დაკითხული მოძღვრის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია. 24 წელზე მეტია, დავითგარეჯის მონასტერში მსახურობს და ვინ იცის, რამდენჯერ აქვს ფეხით შემოვლილი მთელი ტერიტორია. სწორედ ის იყო პირველი, ვინც ხმამაღლა ილაპარაკა ამ პრობლემაზე... მამა კირიონს ახლანდელი მოვლენების შეფასება ვთხოვეთ.

- მამა კირიონ, ციხიდან გათავისუფლებულმა ივერი მელაშვილმა სკანდალური განცხადებები გააკეთა, თქვენ რას იტყვით?

- ამაზე კომენტარს მარტო მე არ უნდა ვაკეთებდე. უპირველესად თქვენ, ჟურნალისტები, როგორც რიგითი ქართველები, უნდა პასუხობდეთ მას, როცა ქვეყნის ტერიტორიებზე გეუბნებიან, თქვენი არ არისო. გეგონება, ჟურნალისტები ამ სახელმწიფოს მოქალაქეები არ ხართ!

ინდოეთში მოხდა ასეთი ფაქტი - რამდენიმე მამაკაცმა ქალი გააუპატიურა, მერე ის ქალი გარდაიცვალა და მთელ ინდოეთში ერთი ადვოკატი არ მოიძებნა, რომელიც დამნაშავეებს დაიცავდა, ისეთი უზნეო და ამორალური იყო მათი საქციელი. ასეთივე დამოკიდებულება რატომ არ ჩანს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ? ყველა რატომ არ არის აღშფოთებული, როცა ვიღაც ეუბნება, 1740 მეტრი ტერიტორია, რომელიც გადის თხემზე, სადაც მოქცეულია მონასტრები უდაბნო და ჩიჩხიტური და ამ დრომდე შეუთანხმებელია, ჩვენი არ არისო?! კაცი სადავო ტერიტორიაზე ამბობს, აზერბაიჯანისააო! რა უბედურების წინაშე ვდგავართ, ვერ აცნობიერებს ქართველი ხალხი?

ეს კატასტროფაა და გვაჩვენებს, რომ თუ მსოფლიოში წესრიგი ოდნავ მაინც მოირღვევა, ჩვენ, როგორც სახელმწიფო, არსებობას შევწყვეტთ.

- ივერი მელაშვილმა თქვენზეც ილაპარაკა. თქვა, რომ თქვენ არ გაქვთ სწორი ინფორმაცია. ისიც დავინახეთ, საზოგადოების ნაწილი როგორი ოვაციებით შეხვდა ციხიდან მის გათავისუფლებას...

- მას ჩემს ხსენებაზე ტანში ჟრუანტელი უვლის და იცით, რატომ? იმიტომ, რომ მათ დანაშაულს მე წავასწარი და ვამხილე. მთელი ჟურნალისტთა კორპუსი მეუბნებოდა ამ ხნის მანძილზე, მამა კირიონ, ამ კაცს რაც არ უქნია, იმას რატომ აბრალებთ, ივერი მელაშვილს არსად უთქვამს, ეს მონასტრები საქართველოსი არ არის, ეს ხომ ცილისწამებააო. ამას მეუბნებოდნენ "ფორმულაში", "ტვ პირველში"... ვპასუხობდი, ამ კაცის ქმედებების მიზნობრიობას ამ შედეგამდე მივყავდით-მეთქი, ციხიდან გამოსული მელაშვილის განცხადება კი ჩემთვის იყო განგების, ღვთის წყალობა - ციხიდან გამოსულმა, რომელსაც ტაშით შეხვდნენ და გმირად შერაცხეს, საოცარი რამ გააკეთა. 13 წელი ეს მე ვერ ვქენი - ვერ ვათქმევინე სიმართლე, ვერც გამოძიებამ ათქმევინა, მან კი პირდაპირ ეთერში თქვა, ეს ტერიტორიები ჩვენი არ არის და რას ვედავებითო. წარმოგიდგენიათ?! ეს ის ტერიტორიაა, რომელიც ჯერ კიდევ შეუთანხმებელი და სადავოა და ჩვენი არ არისო თქვა ადამიანმა, რომელიც 25 წელი ამ პროცესის მმართველი იყო, მისი უპირველესი მოვალეობა გახლდათ, დიპლომატიურ მაგიდასთან ქვეყნის ინტერესები დაეცვა. მას თავისი ქვეყნისთვის უნდა წამოეღო რაც შეიძლება მეტი ტერიტორია და ამის ნაცვლად ტერიტორიაზე, რომელიც იურიდიული და კარტოგრაფიული დოკუმენტებით ჩვენია, გვეუბნება, ჩვენი არ არისო! მან უკვე მისცა აღიარებითი ჩვენება... გააგრძელეთ კითხვა

"კანის კიბოს რისკი ღია ფერის კანის ადამიანებში მეტია" - ზაზა თელია რუჯის მიღების წესებსა და კანის კიბოსთან დაკავშირებულ მითებზე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, "ფიროსმანის სმარტ სტენდი" შექმნა

"ხვალ ტაძრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, მეც ვიქნები ნასვამი... არხი "მთავარის" საყურადღებოდ" - მეუფე ნიკოლოზი