საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვირუსს უფრო მძიმე შედეგების დატოვება შეუძლია, ვიდრე ვაქცინას, ესაა მედიცინის აზრი და ნუ მოუსმენთ ზღაპრებს" - რას წერს დეკანოზი ვაქცინაციაზე და როგორ ეხმაურებიან მას
"ვირუსს უფრო მძიმე შედეგების დატოვება შეუძლია, ვიდრე ვაქცინას, ესაა მედიცინის აზრი და ნუ მოუსმენთ ზღაპრებს" - რას წერს დეკანოზი ვაქცინაციაზე და როგორ ეხმაურებიან მას

"არა მკი­თხა­ვებს და მჩხი­ბა­ვებს, არა­მედ კომ­პე­ტენ­ტურ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტებს და მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტებს ვკი­თხე, მო­ვუს­მი­ნე და ეს აზრი გა­მო­ვი­ტა­ნე:

ვინც ამ­ბობს: ვაქ­ცი­ნის გრძელ­ვა­დი­ა­ნი შე­დე­გია სა­ში­შიო, მას არ ეს­მის ერთი მთა­ვა­რი რამ: ვირუ­სის­გან არა­ვი­ნაა და­ზღვე­უ­ლი, ყვე­ლა შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ფი­ცირ­დეს და არც ის ვი­ცით, ვისი ორ­გა­ნიზ­მი რო­გორ შეხ­ვდე­ბა მას. უნდა ვი­ცო­დეთ, რომ რა გვერ­დით მოვ­ლე­ნე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ვაქ­ცი­ნას ჰქონ­დეს, იმა­ზე ბევ­რად მძი­მე შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­გი­ტო­ვოთ თა­ვად ვირუს­მა, თუ რე­ა­ლუ­რი ვირუ­სი შეგ­ხვდათ. უბ­რა­ლო ენით, რომ ვთქვათ, ვაქ­ცი­ნის მეშ­ვე­ო­ბით შეჰ­ყავთ ვირუ­სის მცი­რე ნა­წი­ლი, რათა ორ­გა­ნიზ­მმა ვირუ­სის სა­ცე­ცე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­მუ­შა­ვოს თავ­დაც­ვა და შე­დე­გად სა­კუ­თარ უჯრე­დებ­ში არ შე­უშ­ვას მთლი­ა­ნი ვირუ­სი. მაგ­რამ თუ არ გექ­ნე­ბათ იმუ­ნი­ტე­ტი, უკვე ვირუ­სით (და არა ვაქ­ცი­ნით) ინ­ფი­ცი­რე­ბი­სას ბევ­რად მძი­მე შე­დე­გე­ბი და გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი (თუ ეს არ­სე­ბობს) შე­იძ­ლე­ბა და­გი­ტო­ვოთ უკვე თა­ვად ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბამ ანუ ვაქ­ცი­ნის ვი­საც ეში­ნია, ლო­გი­კუ­რად უფრო მე­ტად უნდა ეში­ნო­დეს თა­ვად ვირუ­სის. ვირუსს უფრო მძი­მე შე­დე­გე­ბის და­ტო­ვე­ბა შე­უძ­ლია ვიდ­რე ვაქ­ცი­ნას. ესაა მე­დი­ცი­ნის აზრი და ნუ მო­უს­მენთ ზღაპ­რებს", - წერს დე­კა­ნო­ზი.

დე­კა­ნო­ზის პოსტს კო­მენ­ტა­რებ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა:

ლაშა გოგ­სა­ძე, ქი­რურ­გი: "ნამ­დვი­ლად ასეა. თა­ნაც: "ბა­ი­ონ­ტეკ-ფა­ი­ზე­რის" და "მო­დერ­ნას" ვაქ­ცი­ნე­ბი არის ვირუ­სის რნმ-ის ერთი პა­ტა­რა სინ­თე­ზუ­რად დამ­ზა­დე­ბუ­ლი სეგ­მენ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე შექ­მნი­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­გით და­ინ­ფი­ცი­რე­ბა არ ხდე­ბა. ორ­გა­ნიზ­მი კი იწყებს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის წარ­მოქ­მნას. 1-2 კვი­რა­ში ხდე­ბა ამ სინ­თე­ზუ­რი ნა­წი­ლა­კის დაშ­ლა და გა­მო­ყო­ფა ორ­გა­ნიზ­მი­დან. მე­ო­რე აცრა 3-5 კვი­რის შემ­დეგ აძ­ლი­ე­რებს იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცესს და ერთ კვი­რა­ში ისიც გა­მო­ი­ყო­ფა ორ­გა­ნიზ­მი­დან. აქე­დან 1 კვი­რა­ში იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი მთავ­რდე­ბა. ანუ პირ­ვე­ლი აც­რი­დან 4-6 კვი­რის შემ­დეგ ორ­გა­ნიზ­მში არ არის ან­ტი­გე­ნი და არის მყა­რი იმუ­ნი­ტე­ტი. რა შე­იძ­ლე­ბა ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჰქონ­დეს ჭკუ­ათ­მყო­ფელ ადა­მი­ანს? ჩემი და წინა თა­ო­ბე­ბი მა­სი­უ­რად იც­რე­ბოდ­ნენ კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს. რაც შე­ე­ხე­ბა ფა­რულ "და­ჩიპ­ვას" (სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თე­ბის­გა­ნაც გა­ვი­გე, რომ­ლებ­საც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბაც აქვთ და სხვა­დას­ხვა დო­ნის ცოდ­ნაც), ეს სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვად ხომ აბ­სურ­დია, და პლი­უს ამას პრაქ­ტი­კუ­ლად ბუ­ნე­ბა­ში ისე­თი "ჩიპი" არ არ­სე­ბობს, რო­მელ­საც თხე­ვად წა­მალ­თან ერ­თად შე­უყ­ვა­ნენ ორ­გა­ნიზ­მში და იქ რა­ღაც სა­მუ­შა­ოს შე­ას­რუ­ლებს".

ნინა ნი­ნა­კა: "გე­თან­ხმე­ბით, მაგ­რამ მარ­ტო ეს ვირუ­სი ხომ არ არის აც­რა­ში, არის ბევ­რი სხვა რა­მეც შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, მაგ ახ­ლო­ბელ­მა გა­ი­კე­თა და არ­ჩე­ვა­ნი ქონ­და ან "ფრა­ი­ზე­რი" ან "ოქსფორ­დი", ინ­გლის­ში, იქვე ქონ­და შე­მად­გენ­ლო­ბა, რომ "ოქსფორ­დი" შე­ი­ცავს მა­ი­მუ­ნის გენს, არა­ვის მო­ნა­ყოლს არ ვი­მე­ო­რებ, გუ­შინ აიც­რა მე­გო­ბა­რი და შე­სა­ბა­მი­სად აირ­ჩია "ფრა­ი­ზე­რი", მაგ­რამ რა თქმა უნდა, "ფრა­ი­ზერ­საც" და სხვა კომ­პა­ნი­ა­საც მარ­ტო ვირუ­სით არ გცრი­ან ათა­სი და­მა­ტე­ბი­თი კომ­პო­ნენ­ტი შე­დის, რო­მელ­თა გა­მოც­დას დრო სჭირ­დე­ბა, ამის ეში­ნია ხალ­ხს, მეც მი­ვე­კუთ­ვნე­ბი იმ კა­ტე­გო­რი­ას, რო­მელ­საც უბ­რა­ლოდ და­უ­ტეს­ტა­ვი აც­რის მე­ში­ნია, თუმ­ცა კა­ტე­გუ­რი­ო­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი მა­ინც არ ვარ და ვფიქ­რობ, ეს ერთი გა­მო­სა­ვა­ლა­ია ამ ეტაპ­ზე, რომ ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დეთ, თუმ­ცა ასე მარ­ტი­ვა­დაც არ არის საქ­მე რომ "მარ­ტო ვირუ­სი შე­ყავთ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით და რა­ღა­ტო უნდა გვე­ში­ნო­დეს თუ ისე­დაც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვხვდეს ვირუ­სი".

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
26

ეს ტიპი მოაშორეთ რა

ani
11

მამაო რომ გამოვა და მედიცინის მუშაკებს დაუწყებს სწავლებას,მიხედე შენ ადამიანის სული გაბარია და რა გესაქმება სამედიცინო სფეროში?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ვირუსს უფრო მძიმე შედეგების დატოვება შეუძლია, ვიდრე ვაქცინას, ესაა მედიცინის აზრი და ნუ მოუსმენთ ზღაპრებს" - რას წერს დეკანოზი ვაქცინაციაზე და როგორ ეხმაურებიან მას

"ვირუსს უფრო მძიმე შედეგების დატოვება შეუძლია, ვიდრე ვაქცინას, ესაა მედიცინის აზრი და ნუ მოუსმენთ ზღაპრებს" - რას წერს დეკანოზი ვაქცინაციაზე და როგორ ეხმაურებიან მას

"არა მკითხავებს და მჩხიბავებს, არამედ კომპეტენტურ ინფექციონისტებს და მიკრობიოლოგიის სპეციალისტებს ვკითხე, მოვუსმინე და ეს აზრი გამოვიტანე:

ვინც ამბობს: ვაქცინის გრძელვადიანი შედეგია საშიშიო, მას არ ესმის ერთი მთავარი რამ: ვირუსისგან არავინაა დაზღვეული, ყველა შეიძლება დაინფიცირდეს და არც ის ვიცით, ვისი ორგანიზმი როგორ შეხვდება მას. უნდა ვიცოდეთ, რომ რა გვერდით მოვლენებიც შეიძლება ვაქცინას ჰქონდეს, იმაზე ბევრად მძიმე შედეგები შეიძლება დაგიტოვოთ თავად ვირუსმა, თუ რეალური ვირუსი შეგხვდათ. უბრალო ენით, რომ ვთქვათ, ვაქცინის მეშვეობით შეჰყავთ ვირუსის მცირე ნაწილი, რათა ორგანიზმმა ვირუსის საცეცების წინააღმდეგ გამომუშავოს თავდაცვა და შედეგად საკუთარ უჯრედებში არ შეუშვას მთლიანი ვირუსი. მაგრამ თუ არ გექნებათ იმუნიტეტი, უკვე ვირუსით (და არა ვაქცინით) ინფიცირებისას ბევრად მძიმე შედეგები და გვერდითი მოვლენები (თუ ეს არსებობს) შეიძლება დაგიტოვოთ უკვე თავად ვირუსით დაავადებამ ანუ ვაქცინის ვისაც ეშინია, ლოგიკურად უფრო მეტად უნდა ეშინოდეს თავად ვირუსის. ვირუსს უფრო მძიმე შედეგების დატოვება შეუძლია ვიდრე ვაქცინას. ესაა მედიცინის აზრი და ნუ მოუსმენთ ზღაპრებს", - წერს დეკანოზი.

დეკანოზის პოსტს კომენტარებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა:

ლაშა გოგსაძე, ქირურგი: "ნამდვილად ასეა. თანაც: "ბაიონტეკ-ფაიზერის" და "მოდერნას" ვაქცინები არის ვირუსის რნმ-ის ერთი პატარა სინთეზურად დამზადებული სეგმენტის საფუძველზე შექმნილი. აქედან გამომდინარე, მაგით დაინფიცირება არ ხდება. ორგანიზმი კი იწყებს ანტისხეულების წარმოქმნას. 1-2 კვირაში ხდება ამ სინთეზური ნაწილაკის დაშლა და გამოყოფა ორგანიზმიდან. მეორე აცრა 3-5 კვირის შემდეგ აძლიერებს იმუნიზაციის პროცესს და ერთ კვირაში ისიც გამოიყოფა ორგანიზმიდან. აქედან 1 კვირაში იმუნიზაციის პროცესი მთავრდება. ანუ პირველი აცრიდან 4-6 კვირის შემდეგ ორგანიზმში არ არის ანტიგენი და არის მყარი იმუნიტეტი. რა შეიძლება ამის საწინააღმდეგო ჰქონდეს ჭკუათმყოფელ ადამიანს? ჩემი და წინა თაობები მასიურად იცრებოდნენ კომუნისტების დროს. რაც შეეხება ფარულ "დაჩიპვას" (სამწუხაროდ, ისეთებისგანაც გავიგე, რომლებსაც უმაღლესი განათლებაც აქვთ და სხვადასხვა დონის ცოდნაც), ეს სარწმუნოებრივად ხომ აბსურდია, და პლიუს ამას პრაქტიკულად ბუნებაში ისეთი "ჩიპი" არ არსებობს, რომელსაც თხევად წამალთან ერთად შეუყვანენ ორგანიზმში და იქ რაღაც სამუშაოს შეასრულებს".

ნინა ნინაკა: "გეთანხმებით, მაგრამ მარტო ეს ვირუსი ხომ არ არის აცრაში, არის ბევრი სხვა რამეც შემადგენლობაში, მაგ ახლობელმა გაიკეთა და არჩევანი ქონდა ან "ფრაიზერი" ან "ოქსფორდი", ინგლისში, იქვე ქონდა შემადგენლობა, რომ "ოქსფორდი" შეიცავს მაიმუნის გენს, არავის მონაყოლს არ ვიმეორებ, გუშინ აიცრა მეგობარი და შესაბამისად აირჩია "ფრაიზერი", მაგრამ რა თქმა უნდა, "ფრაიზერსაც" და სხვა კომპანიასაც მარტო ვირუსით არ გცრიან ათასი დამატებითი კომპონენტი შედის, რომელთა გამოცდას დრო სჭირდება, ამის ეშინია ხალხს, მეც მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელსაც უბრალოდ დაუტესტავი აცრის მეშინია, თუმცა კატეგურიოლი წინააღმდეგი მაინც არ ვარ და ვფიქრობ, ეს ერთი გამოსავალაია ამ ეტაპზე, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, თუმცა ასე მარტივადაც არ არის საქმე რომ "მარტო ვირუსი შეყავთ მცირე რაოდენობით და რაღატო უნდა გვეშინოდეს თუ ისედაც დიდი რაოდენობით შეიძლება შეგვხვდეს ვირუსი".

"თინა ხიდაშელის მდგომარეობა ნელ- ნელა, სტაბილურად უმჯობესდება" - რას წერს დავით ბერძენიშვილი "ფეისბუქზე"

როგორ ულოცავენ დედის დღეს თავიანთ დედებს ცნობილი ქართველები - ფოტოები "ფეისბუქიდან"

როგორ მიულოცა თეა წულუკიანმა დედის დღე დედას?