მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივერი მელაშვილის ადვოკატის კომენტარი ტექნიკის მაღაზიაში მომხდარ ინციდენტზე, სადაც მის კლიენტს "მოღალატე" და "გამყიდველი" უწოდეს
ივერი მელაშვილის ადვოკატის კომენტარი ტექნიკის მაღაზიაში მომხდარ ინციდენტზე, სადაც მის კლიენტს "მოღალატე" და "გამყიდველი" უწოდეს

მა­ღა­ზი­ა­ში ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის მი­მართ სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტზე მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფო პრო­პა­გან­და, - ამის შე­სა­ხებ ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც დღეს გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მშვე­ნი­ე­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ აღ­ნიშ­ნულს ხელს უწყო­ბენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შუღლს აღ­ვი­ვე­ბენ.

„ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც გავ­რცელ­და და ასა­ხავს მა­ღა­ზი­ა­ში სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქტს, მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ამ ყვე­ლა­ფერ­ზე არი­ან, არა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შეც­დო­მა­ში სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პრო­პა­გან­დას შეჰ­ყავს, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფო პრო­პა­გან­და, რო­მე­ლიც დიდ რე­სურ­სებს ხარ­ჯავს იმა­ში, რომ ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში წი­ნას­წარ იყოს გა­ნა­ჩენ­გა­მო­ტა­ნი­ლი, არ მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, მათ შო­რის სა­სა­მარ­თლოს, რომ ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ი­დან მი­უდ­გნენ საქ­მის გან­ხილ­ვას. ამას ხელს უწყო­ბენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი. ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შუღლს აღ­ვი­ვე­ბენ. მე­ო­რე მხრივ, პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი არი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი, პრო­კუ­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც და­მონ­ტა­ჟე­ბულ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შემყვან, ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბულ დო­კუ­მენ­ტებს ავ­რცე­ლებს სა­ჯა­როდ და ადა­მი­ა­ნებს შო­რის შუღლს ავ­რცე­ლე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და მშვე­ნი­ე­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, დღეს გავ­რცელ­და ვი­დე­ო­კად­რე­ბი, სა­დაც ე.წ. კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ივე­რი მე­ლაშ­ვილს ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში მო­ქა­ლა­ქემ "მო­ღა­ლა­ტე" , „გამ­ყიდ­ვე­ლი“ უწო­და.

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გეგი
199

ჯიგარია ეს ბიჭი,ასე უნდა გიტხრას ყველამ პირში ივერავ რომ მოღალატე ხარ და არაქართველი!

ლელი
166

სად იყავით უნამუსო ნაცმა ნაგავი რომ დააყარა თავზე მამისტოლა კაცს ბათუმში!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

ივერი მელაშვილის ადვოკატის კომენტარი ტექნიკის მაღაზიაში მომხდარ ინციდენტზე, სადაც მის კლიენტს "მოღალატე" და "გამყიდველი" უწოდეს

ივერი მელაშვილის ადვოკატის კომენტარი ტექნიკის მაღაზიაში მომხდარ ინციდენტზე, სადაც მის კლიენტს "მოღალატე" და "გამყიდველი" უწოდეს

მაღაზიაში ივერი მელაშვილის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე მთავარი პასუხისმგებელია სახელმწიფო პროპაგანდა, - ამის შესახებ ივერი მელაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც დღეს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს გამოეხმაურა.

მშვენიერაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულს ხელს უწყობენ, ხელისუფლების წარმომადგენელი პოლიტიკოსები, რომლებიც საზოგადოებაში შუღლს აღვივებენ.

„ვიდეოჩანაწერი, რომელიც გავრცელდა და ასახავს მაღაზიაში სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, მთავარი პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არიან, არა ის ადამიანები, რომლებიც შეცდომაში სახელისუფლებო პროპაგანდას შეჰყავს, არამედ სახელმწიფო პროპაგანდა, რომელიც დიდ რესურსებს ხარჯავს იმაში, რომ ივერი მელაშვილი საზოგადოების თვალში წინასწარ იყოს განაჩენგამოტანილი, არ მიეცეს საშუალება, მათ შორის სასამართლოს, რომ ნეიტრალური პოზიციიდან მიუდგნენ საქმის განხილვას. ამას ხელს უწყობენ, ხელისუფლების წარმომადგენელი პოლიტიკოსები. ისინი საზოგადოებაში შუღლს აღვივებენ. მეორე მხრივ, პასუხისმგებლები არიან სამართალდამცავი ორგანოები, პროკურატურა, რომელიც დამონტაჟებულ, საზოგადოების შეცდომაში შემყვან, ფალსიფიცირებულ დოკუმენტებს ავრცელებს საჯაროდ და ადამიანებს შორის შუღლს ავრცელებენ“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს ერთ-ერთ მაღაზიაში მოქალაქემ "მოღალატე" , „გამყიდველი“ უწოდა.

ვინ არიან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები და რას ამბობს მათზე მეზობელი - "იცით რა წყნარები არიან? გაკვირვებულია ყველა"

ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა - რას წერს ტელეწამყვანის მეუღლე "ფეისბუქზე"?

რას პასუხობს ნიკა მელიას ადვოკატი პროკურატურას - "წარმოუდგენელი რაღაცები ილაპარაკა... ის გირაო აღარ არსებობს, შეცვლილია პატიმრობით"