სპორტი
პოლიტიკა
კონფლიქტები

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ გაუძლო არწივმა... საქართველოს ვუსამძიმრებ!" - თემურ წიკლაურის გარდაცვალებას მეგობრები, კოლეგები და უცნობი ადამიანები ეხმაურებიან
"ვერ გაუძლო არწივმა... საქართველოს ვუსამძიმრებ!" - თემურ წიკლაურის გარდაცვალებას მეგობრები, კოლეგები და უცნობი ადამიანები ეხმაურებიან

75 წლის ასაკ­ში "ქარ­თუ­ლი სცე­ნის არ­წი­ვი" თე­მურ წიკ­ლა­უ­რი გარ­და­იც­ვა­ლა. ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში ექი­მებს მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ჰყავ­დათ, მდგო­მა­რე­ო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე დამ­ძიმ­და. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იმედს არ კარ­გავ­და, რომ მომ­ღე­რა­ლი უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლას შეძ­ლებ­და, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, მისი სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

თე­მურ წიკ­ლა­უ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ მთელს სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თნა­ი­რად და­წყვი­ტა გული. უსაყ­ვარ­ლეს სა­ესტრა­დო მომ­ღე­რალს, ან­სამ­ბლ "ივე­რი­ას" და­უ­ვი­წყარ სო­ლისტს და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი შეს­რუ­ლე­ბის მქო­ნე მომ­ღე­რალს მე­გობ­რე­ბი, კო­ლე­გე­ბი და სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან:

მაია კა­ხი­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი, მწე­რა­ლი: "სამ­წუ­ხა­როდ, წუ­ხელ, გვი­ან ღა­მით თე­მურ წიკ­ლა­უ­რი გარ­და­იც­ვა­ლა... ახლა, ამ წუ­თებ­ში, გო­რი­დან გად­მოჰ­ყავთ თბი­ლის­ში. წე­რაც მი­ჭირს ახლა, ფიქ­რიც და აზ­როვ­ნე­ბაც. გული ხომ სა­გუ­ლე­ში აღარ მაქვს. ისე­თი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი დავ­კარ­გე, სი­ტყვე­ბით ვერც გად­მოვ­ცემ. მისი ახლო მე­გობ­რე­ბიც ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში არი­ან ამ ტკი­ვი­ლის გამო, ოჯა­ხი ხომ... ვუ­სამ­ძიბ­რებ ქალ­ბა­ტონ ლილი ზღვა­ურს, ქე­თის, სან­დროს... შე­უ­და­რე­ბე­ლი მე­უღ­ლე, მამა და ბა­ბუა და­კარ­გეს. ღმერ­თო, ჩემო, რო­გორ და­აგ­ვი­ა­ნა ექიმ­თან მის­ვლა და აი, მისი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფილ­ტვე­ბის შე­დე­გი. ვუ­სამ­ძიმ­რებ სა­ქარ­თვე­ლოს! მარ­თლა დიდი არ­წი­ვი, თე­მურ წიკ­ლა­უ­რი აღარ გვყავს! მე­ტის წერა არ შე­მიძ­ლია... ეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი კი­დევ ცალ­კე და რამ­დენს გინ­და გა­უძ­ლო?! უფალ­მა და­გიმ­კვიდ­როს ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი ჩემო ძვირ­ფა­სო! ჩემო, ჩვე­ნო თე­მურ!"

ნინო სურ­გუ­ლა­ძე, მეცო სოპ­რა­ნო: "ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლა... მა­ნაც და ექი­მებ­მაც.... გული ჩამ­წყდა... მა­ინც იმე­დი მქონ­და... მშვი­დო­ბით კარ­გო კაცო! მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის! ღმერ­თმა და­უმ­კვიდ­როს სა­სუ­ფე­ვე­ლი შენს უკ­ვდავ სულს!"

ვახო სა­ნა­ია, ჟურ­ნა­ლის­ტი: "ბევ­რი გვა­ცი­ნა ბო­ლოს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და ისე წა­ვი­და. ამ­ჯე­რად, სამ­წუ­ხა­როდ, ნამ­დვი­ლად. თე­მურ წიკ­ლა­უ­რი გარ­და­იც­ვა­ლა"

გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი: "სამ­წუ­ხა­როდ ჩვე­ნი არ­წი­ვი გაფ­რინ­და დიდი მად­ლო­ბა შენ ყვე­ლა ნო­ტის­თვის, ყვე­ლა რო­ლის­თვის, ფი­როს­მა­ნის­თვის მარ­თა­ლი სიმ­ღე­რის­თვის, მარ­თა­ლი სი­ტყვე­ბის­თვის, შე­ნე­უ­ლი გან­ცდე­ბის­თვის, რო­მე­ლიც გად­მოგ­ვე­ცი და რო­მე­ლიც დაგ­ვი­ტო­ვე. შენი ნამ­ღე­რი "მინ­დვ­რე­ბო ჩა­მო­ქარ­გუ­ლო" ჩემი ბავ­შვო­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა და სა­ვი­ზტო ბა­რა­თი იყო. სა­უ­კე­თე­სო თბი­ლი კო­ლე­გა და სა­უ­კე­თე­სო რეს­პონ­დენ­ტი... მოგ­ვე­ნატ­რე­ბი!სამ­წუ­ხა­როა რომ ის გეგ­მე­ბი რო­მელ­ზეც ვი­სა­უბ­რეთ ვერ მო­ვის­მი­მე (დამ­პირ­და რომ მაჩ­ვე­ნებ­და მის სა­ო­პე­რო სიმ­ღე­რებს, რა­შიც მე­ცა­დი­ნე­ობ­და) .... მშვი­დო­ბით არ­წი­ვო..."

ოთო ნემ­სა­ძე, მომ­ღე­რა­ლი: "სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­სამ­ძიმ­რებ... ვერ გა­უძ­ლო არ­წივ­მა, მად­ლო­ბა თე­მურ!"

ცე­ზარ ჩო­ჩე­ლი, ბიზ­ნეს­მე­ნი, პო­ლი­ტი­კო­სი: "ნამ­დვილს მღე­რო­და - ქარ­თულს, გუ­ლი­ანს. სუ­ლამ­დე ატან­და მისი ხმის სა­ო­ცა­რი ტემ­ბრი, რო­მე­ლიც მას ყვე­ლას­გან გა­მო­არ­ჩევ­და. შე­უძ­ლე­ბე­ლია სხვა­ში აგ­რე­ო­და. ქარ­თუ­ლი იყო მისი შე­მოქ­მე­დე­ბაც და თა­ვა­დაც, სუ­ლით ხორ­ცამ­დე ქარ­თვე­ლი იყო. მი­ჭირს იმის გა­აზ­რე­ბა, რომ ქვე­ყა­ნას თე­მურ წიკ­ლა­უ­რი აღარ ჰყავს. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს, ნა­თე­სა­ვებს, მე­გობ­რებს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს!"

საყ­ვა­რე­ლი მომ­ღერ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო წუ­ხილს გა­მო­ხა­ტა­ვენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბის­თვი­საც წიკ­ლა­უ­რის შე­მოქ­მე­დე­ბა ახ­ლო­ბე­ლი და ნაც­ნო­ბი იყო:

ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია როცა ასეთ ადა­მი­ანს კარ­გავს ქვე­ყა­ნა, ვუ­სამ­ძიმ­რებ მის ოჯახს, მის მე­გობ­რებს და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, უფალ­მა და­უმ­კვიდ­როს სა­მუ­და­მო სა­სუ­ფე­ვე­ლი, ნა­თე­ლი და სან­თე­ლი არ მო­აკ­ლდეს მის სულს

ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არ უნდა კვდე­ბოდ­ნენ

ძა­ლი­ან და­მე­ნა­ნა, მის სიმ­ღე­რებ­ზე ვართ გაზ­რდი­ლე­ბი, მთე­ლი გუ­ლით ვწუხ­ვარ... ჩვე­ნი არ­წი­ვი!

რო­გორ არ მინ­დო­და ეს მო­მენ­ტი დამ­დგა­რი­ყო! რო­გორ მინ­დო­და ბა­ტონ თე­მურს ეცო­ცხლა! გული მე­კუმ­შე­ბა! ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას! თე­მურ წიკ­ლა­უ­რის სა­ხე­ლი მუ­დამ იარ­სე­ბებს! მან თა­ვი­სი შე­უ­და­რე­ბე­ლი ხმით, სიმ­ღე­რის შე­უც­ვლე­ლი მა­ნე­რით სა­მუ­და­მო კვა­ლი და­ტო­ვა! ნა­თე­ლი და სან­თე­ლი მის ლა­მაზ სულს!

და­სა­ნა­ნია ასე­თი ბუმ­ბე­რა­ზი, ივე­რი­ის სული და გული, გა­მორ­ჩე­უ­ლი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სო­ლის­ტის და­კარ­გვა! სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო გლო­ვობს

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტალინი
0

მაგარი კაცი, აცხონოს უფალმა...........

გია
0

"კარი გამიღე მთხოვა სიკვდილმა".. ეეჰჰჰ მაინც გაუღე, ძალიან დამწყდა გული..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ვერ გაუძლო არწივმა... საქართველოს ვუსამძიმრებ!" - თემურ წიკლაურის გარდაცვალებას მეგობრები, კოლეგები და უცნობი ადამიანები ეხმაურებიან

"ვერ გაუძლო არწივმა... საქართველოს ვუსამძიმრებ!" - თემურ წიკლაურის გარდაცვალებას მეგობრები, კოლეგები და უცნობი ადამიანები ეხმაურებიან

75 წლის ასაკში "ქართული სცენის არწივი" თემურ წიკლაური გარდაიცვალა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს სახალხო არტისტი კორონავირუსის გამო უმძიმეს მდგომარეობაში იყო. თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექიმებს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ, მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. მთელი საქართველო იმედს არ კარგავდა, რომ მომღერალი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსვლას შეძლებდა, თუმცა სამწუხაროდ, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თემურ წიკლაურის გარდაცვალებამ მთელს საქართველოს ერთნაირად დაწყვიტა გული. უსაყვარლეს საესტრადო მომღერალს, ანსამბლ "ივერიას" დაუვიწყარ სოლისტს და განუმეორებელი შესრულების მქონე მომღერალს მეგობრები, კოლეგები და სრულიად უცნობი ადამიანები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:

მაია კახიძე, ჟურნალისტი, მწერალი: "სამწუხაროდ, წუხელ, გვიან ღამით თემურ წიკლაური გარდაიცვალა... ახლა, ამ წუთებში, გორიდან გადმოჰყავთ თბილისში. წერაც მიჭირს ახლა, ფიქრიც და აზროვნებაც. გული ხომ საგულეში აღარ მაქვს. ისეთი უფროსი მეგობარი დავკარგე, სიტყვებით ვერც გადმოვცემ. მისი ახლო მეგობრებიც ძალიან ცუდ დღეში არიან ამ ტკივილის გამო, ოჯახი ხომ... ვუსამძიბრებ ქალბატონ ლილი ზღვაურს, ქეთის, სანდროს... შეუდარებელი მეუღლე, მამა და ბაბუა დაკარგეს. ღმერთო, ჩემო, როგორ დააგვიანა ექიმთან მისვლა და აი, მისი დაზიანებული ფილტვების შედეგი. ვუსამძიმრებ საქართველოს! მართლა დიდი არწივი, თემურ წიკლაური აღარ გვყავს! მეტის წერა არ შემიძლია... ეს რეგულაციები კიდევ ცალკე და რამდენს გინდა გაუძლო?! უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი ჩემო ძვირფასო! ჩემო, ჩვენო თემურ!"

ნინო სურგულაძე, მეცო სოპრანო: "ბოლომდე იბრძოლა... მანაც და ექიმებმაც.... გული ჩამწყდა... მაინც იმედი მქონდა... მშვიდობით კარგო კაცო! მადლობა ყველაფრისთვის! ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი შენს უკვდავ სულს!"

ვახო სანაია, ჟურნალისტი: "ბევრი გვაცინა ბოლოს მთელი საქართველო და ისე წავიდა. ამჯერად, სამწუხაროდ, ნამდვილად. თემურ წიკლაური გარდაიცვალა"

გიორგი სუხიტაშვილი, მომღერალი: "სამწუხაროდ ჩვენი არწივი გაფრინდა დიდი მადლობა შენ ყველა ნოტისთვის, ყველა როლისთვის, ფიროსმანისთვის მართალი სიმღერისთვის, მართალი სიტყვებისთვის, შენეული განცდებისთვის, რომელიც გადმოგვეცი და რომელიც დაგვიტოვე. შენი ნამღერი "მინდვრებო ჩამოქარგულო" ჩემი ბავშვობის ბედნიერება და სავიზტო ბარათი იყო. საუკეთესო თბილი კოლეგა და საუკეთესო რესპონდენტი... მოგვენატრები!სამწუხაროა რომ ის გეგმები რომელზეც ვისაუბრეთ ვერ მოვისმიმე (დამპირდა რომ მაჩვენებდა მის საოპერო სიმღერებს, რაშიც მეცადინეობდა) .... მშვიდობით არწივო..."

ოთო ნემსაძე, მომღერალი: "სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ... ვერ გაუძლო არწივმა, მადლობა თემურ!"

ცეზარ ჩოჩელი, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი: "ნამდვილს მღეროდა - ქართულს, გულიანს. სულამდე ატანდა მისი ხმის საოცარი ტემბრი, რომელიც მას ყველასგან გამოარჩევდა. შეუძლებელია სხვაში აგრეოდა. ქართული იყო მისი შემოქმედებაც და თავადაც, სულით ხორცამდე ქართველი იყო. მიჭირს იმის გააზრება, რომ ქვეყანას თემურ წიკლაური აღარ ჰყავს. ვუსამძიმრებ ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს!"

საყვარელი მომღერლის გარდაცვალების გამო წუხილს გამოხატავენ მოქალაქეები, რომლებისთვისაც წიკლაურის შემოქმედება ახლობელი და ნაცნობი იყო:

ძალიან დასანანია როცა ასეთ ადამიანს კარგავს ქვეყანა, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მის მეგობრებს და მთელ საქართველოს, უფალმა დაუმკვიდროს სამუდამო სასუფეველი, ნათელი და სანთელი არ მოაკლდეს მის სულს

ასეთი ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ

ძალიან დამენანა, მის სიმღერებზე ვართ გაზრდილები, მთელი გულით ვწუხვარ... ჩვენი არწივი!

როგორ არ მინდოდა ეს მომენტი დამდგარიყო! როგორ მინდოდა ბატონ თემურს ეცოცხლა! გული მეკუმშება! ვუსამძიმრებ ოჯახს და სრულიად საქართველოს მის გარდაცვალებას! თემურ წიკლაურის სახელი მუდამ იარსებებს! მან თავისი შეუდარებელი ხმით, სიმღერის შეუცვლელი მანერით სამუდამო კვალი დატოვა! ნათელი და სანთელი მის ლამაზ სულს!

დასანანია ასეთი ბუმბერაზი, ივერიის სული და გული, გამორჩეული და განუმეორებელი სოლისტის დაკარგვა! სრულიად საქართველო გლოვობს

ანა შელია და ლაშა ლომიძე მშობლების ამპლუაში - მორაგბისა და მოდელის ოჯახური ფოტოები

"სად იყო ვაქცინა და დაჩიპვა მე რომ დეიდაჩემი მაკონტროლებდა?!" - ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ვაქცინა Live-ში გაიკეთა, რასაც კრიტიკა მოჰყვა

"ეს იაკობ ადაძეა - მოცეკვავე უხუცესთა ანსამბლიდან, პანდემიამ სახლში გამოკეტა და როცა ცეკვა მოწყურდება, ასე მართავს რეპეტიციას"