ავტორი:

რას აცხადებს შიდა ქართლის პოლიციის ახალდანიშნული უფროსი, რომელსაც ბრალს დებენ, რომ 2012-წლამდე "ოცნებას" "ატერორებდა"

რას აცხადებს შიდა ქართლის პოლიციის ახალდანიშნული უფროსი, რომელსაც ბრალს დებენ, რომ 2012-წლამდე "ოცნებას" "ატერორებდა"

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსად დაინიშნა ილია კვაღინიძე, რომელიც, რიგი მედიასაშუალებების მტკიცებით, კუდის თანამშრომელი იყო და 2012 წლამდე ოპოზიციის, განსაკუთრებით კი "ქართულ ოცნების" კონტროლი და მეთვალყურეობა ევალებოდა.

ვებპორტალი qartli.ge აქვეყნებს ფოტოებს, რომელზეც, მათი მტკიცებით, კვაღინაძე სწორედ ოპოზიციის მეთვალყურეობის დროსაა აღბეჭდილი.

ამ ინფორმაციებს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმაურება სამხარეო პოლიციის უფროსი და წერს:

"დღეს სხვადასხვა მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია ჩემ შესახებ, მათ შორის ვრცელდება სხვადასხვა ფოტოსურათი, რაზეც მტკიცებით ფორმაში საუბრობენ, რომ მე ვარ. მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ ერთ ფოტოზე ვჩანვარ, რომელიც გადაღებულია ჩემი მეგობრის სახლის აივანზე.

ასევე, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა მე ვმუშაობდი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩემი 16-წლიანი კარიერის განმავლობაში არასდროს მიმუშავია აღნიშნულ დეპარტამენტში. რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს და მე "ვატერორებდი“ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე არის ტყუილი.

თუკი სადმე, რომელიმე პოლიტიკური პარტიის აქციაზე ვყოფილვარ, ეს განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით".

"სპარში" შეიარაღებული არასრულწლოვნები შეიჭრნენ - დაკავებულია 2 პირი

რატომ დაიბარეს დავით დარჩიაშვილი გენერალურ პროკურატურაში?

წამებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე დაკავებულ 3 ყოფილ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა