პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემურ წიკლაური გარდაიცვალა
თემურ წიკლაური გარდაიცვალა

75 წლის ასაკ­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი, სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, თე­მურ წიკ­ლა­უ­რი გარ­და­იც­ვა­ლა.

"გარ­და­იც­ვა­ლა ბა­ბუ­ა­ჩე­მი, თე­მურ წიკ­ლა­უ­რი" - ამის შე­სა­ხებ მომ­ღერ­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი ან­დრო გო­გი­ბე­დაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს.

წიკ­ლა­უ­რი კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და თით­ქმის ერთი თვე ებ­რძო­და ვირუსს. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში ის ექი­მე­ბის მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იყო და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე დამ­ძიმ­და. ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, იმედს არ კარ­გავ­და და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მომ­ღე­რა­ლი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მე­დი­კო­სე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი იმედს აძ­ლევ­დათ, რომ თე­მურ წიკ­ლა­უ­რი გა­დარ­ჩე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, მისი სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

"ქარ­თუ­ლი სცე­ნის არ­წი­ვი" 1946 წელს კო­ჯორ­ში და­ი­ბა­და. პრო­ფე­სი­ით უცხო ენე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი 1967 წლი­დან ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე დგას. იყო ან­სამ­ბლ "ცი­ცი­ნა­თე­ლას" წევ­რი, შემ­დეგ ან­სამ­ბლ "ივე­რი­ას" სო­ლის­ტი. მისი რე­პერ­ტუ­ა­რი მო­ი­ცავს ქარ­თველ კომ­პო­ზი­ტორ­თა სიმ­ღე­რებს, მათ შო­რის: ნო­დარ გი­გა­უ­რის, გი­ორ­გი ცა­ბა­ძის, ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლის, ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ას და­უ­ვი­წყარ სიმ­ღე­რებს.

2014 წელს, ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში თე­მურ წიკ­ლა­უ­რის სცე­ნა­ზე მოღ­ვა­წე­ო­ბის 45 წლის იუ­ბი­ლე აღი­ნიშ­ნა და დიდი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის წინ მისი ვარ­სკვლა­ვიც გა­იხ­სნა...

AMBEBI.GE უსამ­ძიმ­რებს თე­მურ წიკ­ლა­უ­რის ოჯახს და მე­გობ­რებს!

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წმინდა გაგა
0

ისეთი ცხოვრებით იცხოვრა ყველას უყვარდა. არა მგონია ვინმეს გახარებოდა მისი სიკვდილი. 

,,აქაც კარგი კაცი იყო, იქ ნათელი დაადგესა"..

თაკო
1

ძალიან სამწუხარო ამბავია. გაფრინდა ქართული ესტრადის "არწივი" ზეცაში. ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული. ვუსამძიმრებ ოჯახს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

თემურ წიკლაური გარდაიცვალა

თემურ წიკლაური გარდაიცვალა

75 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მომღერალი, სახალხო არტისტი, თემურ წიკლაური გარდაიცვალა.

"გარდაიცვალა ბაბუაჩემი, თემურ წიკლაური" - ამის შესახებ მომღერლის შვილიშვილი ანდრო გოგიბედაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

წიკლაური კორონავირუსის გამო უმძიმეს მდგომარეობაში იყო და თითქმის ერთი თვე ებრძოდა ვირუსს. თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო და მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. ოჯახი, მეგობრები და შეიძლება ითქვას, მთელი საქართველო, იმედს არ კარგავდა და მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი მართვით სუნთქვაზე, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, მედიკოსების მცდელობები იმედს აძლევდათ, რომ თემურ წიკლაური გადარჩებოდა. სამწუხაროდ, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"ქართული სცენის არწივი" 1946 წელს კოჯორში დაიბადა. პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი 1967 წლიდან ფილარმონიის სცენაზე დგას. იყო ანსამბლ "ციცინათელას" წევრი, შემდეგ ანსამბლ "ივერიას" სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის, გიორგი ცაბაძის, ვაჟა აზარაშვილის, ალექსანდრე ბასილაიას დაუვიწყარ სიმღერებს.

2014 წელს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში თემურ წიკლაურის სცენაზე მოღვაწეობის 45 წლის იუბილე აღინიშნა და დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი ვარსკვლავიც გაიხსნა...

AMBEBI.GE უსამძიმრებს თემურ წიკლაურის ოჯახს და მეგობრებს!

"დეტალების გარკვევის შემდეგ, ამ ადამინებმა მშვიდობისკენ გადადგეს ნაბიჯი" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დმანისში განვითარებულ მოვლენებზე

"შეთანხმება იქნა მიღწეული, ერთმანეთს მიუტევეს და შეურიგდნენ" - აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი

"ყველაზე მეტად მიყვარს... ბავშვებზე მეტად ქრისტინა მიყვარს" - მამა სერაფიმე ოჯახსა და ეკლესიურ ცხოვრებაზე