მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიაზ დიასამიძის ვაჟი მაკა ასათიანის დისშვილზეა შეყვარებული - ულამაზესი წყვილის პირველი ერთობლივი ფოტოები
ნიაზ დიასამიძის ვაჟი მაკა ასათიანის დისშვილზეა შეყვარებული - ულამაზესი წყვილის პირველი ერთობლივი ფოტოები

სი­ლა­მა­ზის ეტა­ლო­ნად წო­დე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რის, მაკა ასა­თი­ა­ნის ოჯა­ხის გარ­შე­მო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი მუდ­მი­ვად არ­სე­ბობს. პო­პუ­ლა­რუ­ლი ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რი მა­რი­ა­ნა აჩბა მა­კას უმ­ცრო­სი დის, სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნის და ას­ტა­მურ აჩ­ბას ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლია, რო­მელ­საც მე­დი­ა­ში "აფხაზ პრინ­ცე­სა­დაც" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

მშვე­ნი­ე­რი მა­რი­ა­ნა წლე­ბია პა­რიზ­ში ცხოვ­რობს და სწავ­ლობს. სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მო­დე­ლო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი და ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის - ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის მუზა და ყვე­ლა ჩვე­ნე­ბის მთა­ვა­რი მო­დე­ლია.

ორი წლის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მა­რი­ა­ნა აჩბა "მაგ­თი­კო­მის" დამ­ფუძ­ნე­ბელ გია ჯოხ­თა­ბე­რი­ძის ვაჟ­ზე, ირაკ­ლი ჯოხ­თა­ბე­რი­ძე­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. წყვი­ლის სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბი მა­შინ ქარ­თულ მე­დი­ა­ში არა­ერ­თხელ გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ამ­ბობ­დნენ, რომ ჯოხ­თა­ბე­რი­ძე­ე­ბის ოჯახს ცნო­ბი­ლი სარ­ძლო ძა­ლი­ან მოს­წონ­და და თბი­ლი­სუ­რი ბო­მონ­დი ქორ­წილ­საც ელო­და, თუმ­ცა ქორ­წი­ლი არ შედ­გა და წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და.

რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, მა­რი­ა­ნა აჩ­ბას ახა­ლი რჩე­უ­ლი ჰყავს და ის ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სის ნიაზ დი­ა­სა­მი­ძის და მსა­ხი­ობ მაია გე­ლო­ვა­ნის ვაჟი, თე­მუ­რი­კო დი­ა­სა­მი­ძეა. თე­მუ­რი­კო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ წარ­სდგა, რო­დე­საც 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში ნიაზ დი­ა­სა­მი­ძი­სა და 33ა-ს კონ­ცერ­ტი დი­ჯე­ის ამ­პლუ­ა­ში და­ხუ­რა.

"ამ­ხე­ლა სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად მო­მი­წია გა­მოს­ვლამ. ნი­აზ­თან ერ­თა­დაც და­ვუ­კა­რი და მისი კონ­ცერ­ტის შემ­დე­გაც. კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი დამ­რჩა. ხმა მაქვს, მაგ­რამ არ ვმღე­რი, დრამ­ზე ვუკ­რავ. ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის მოს­მე­ნა და­ვი­წყე ოთხი წე­ლია. ნი­აზ­მა ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მუ­სი­კით და­ინ­ტე­რე­სე­ბა­ში. მინ­და, ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი და ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კა გა­ვა­ერ­თი­ა­ნო. გა­და­წყვე­ტი­ლი არ მაქვს, რომ მუ­სი­კო­სი გა­მო­ვალ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ვარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი მუ­სი­კით… მინ­და, ჩემი სათ­ქმე­ლი ვთქვა ქარ­თულ ელექტრო­ნულ მუ­სი­კა­ში...“ - ამ­ბობ­და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" სტუმ­რო­ბი­სას ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვა­ნი.

მა­რი­ა­ნა და თე­მუ­რი­კო რომ ერ­თად არი­ან, ამის შე­სა­ხებ მათი სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბიც მოწ­მობს. წყვი­ლი რო­გორც ჩანს, გრძნო­ბებს აღარ მა­ლავს. მა­რი­ა­ნამ "ინ­სტაგ­რამ­ზე" შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო ცოტა ხნის წინ პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მა­რი­ა­ნას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თი აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი "ინ­სტაგ­რამ­ზე" თე­მუ­რი­კო­საც.

ნიაზ დი­ა­სა­მი­ძე და მისი მე­უღ­ლე მსა­ხი­ო­ბი მაია გე­ლო­ვა­ნი 21 წე­ლია და­ო­ჯა­ხე­ბულ­ნი არი­ან, წყვილს ჰყავს ორი ვაჟი - 20 წლის თე­მუ­რი­კო და 14 წლის ან­დრია.

"პირ­ვე­ლად ერ­თმა­ნეთს სა­ერ­თო მე­გობ­რის, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბი­სა და პო­ე­ტის, ნიკო გო­მე­ლა­უ­რის ოჯახ­ში შევ­ხვდით. ერ­თმა­ნე­თი გა­ვი­ცა­ნით, მაგ­რამ შემ­დე­გი 2 წელი არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქო­ნია. შემ­დეგ ისევ შევ­ხვდით და ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვიც ამის შემ­დეგ და­ი­წყო, რამ­დე­ნი­მე თვე­ში დავ­ქორ­წინ­დით. ნი­ა­ზი ჩემს სპექ­ტაკ­ლებს არას­დროს ეს­წრე­ბა. მხო­ლოდ ერთი შემ­თხვე­ვა იყო, მო­ვი­და და როცა ჩემი სცე­ნა­ზე შეს­ვლის დრო დად­გა, დარ­ბა­ზი­დან გა­ვი­და. გას­ვლის დროს თვა­ლი მოვ­კა­რი, არც ვი­ცო­დი, მო­სუ­ლი თუ იყო.

უზო­მოდ ემო­ცი­უ­რია, სა­კუ­თარ თავს ეკ­რან­ზე არ უყუ­რებს. ამას მხო­ლოდ მა­შინ აკე­თებს, როცა მარ­ტოა. მისი კარ­გად მეს­მის. არ­სე­ბობს რა­ღაც სივ­რცე, რო­მე­ლიც ჩე­მია, იქ აღარ იჭ­რე­ბა. მე მის ყვე­ლა კონ­ცერტს ვეს­წრე­ბი, თა­მა­მად და ამა­ყად ვი­ტყვი, მისი შე­მოქ­მე­დე­ბის პირ­ვე­ლი შემ­ფა­სე­ბე­ლი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ..." - ამ­ბობს ჟურ­ნალ „გზას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში მაია გე­ლო­ვა­ნი მე­უღ­ლის შე­სა­ხებ.

მა­რი­ა­ნა აჩ­ბამ და თე­მუ­რი­კო დი­ა­სა­მი­ძემ ერ­თმა­ნე­თი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის­გან გა­იც­ნეს. რო­გორც და­სა­წყის­შიც ვწერ­დით, მა­რი­ა­ნა დი­ზა­ი­ნე­რის მთა­ვა­რი მუ­ზა­აა. ჯაბა დი­ა­სა­მი­ძე კი, თე­მუ­რი­კოს ბი­ძაა.

თე­მუ­რი­კო და ჯაბა დი­ა­სა­მი­ძე­ე­ბი

დი­ა­სა­მი­ძე­ებს საფ­რან­გეთ­თან მშობ­ლი­უ­რი ფეს­ვე­ბი აკავ­ში­რებთ. მათი ბე­ბია მად­ლე­ნი ფრან­გი გახ­ლდათ. გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­სუ­ლი ბა­ბუა ლე­ვილ­ში და­სახ­ლდა და სწო­რედ იქ გა­იც­ნო ფრან­გი ქალი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც წლე­ბის შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და კი­დეც სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუმ­ცა, მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ქალ­ბა­ტო­ნი მად­ლე­ნი საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუნ­და და მისი შთა­მო­მავ­ლე­ბიც წე­ლი­წად­ში რამ­დე­ნი­მე თვეს იქ ატა­რებ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
59

ბატონი ნიაზი ნამდვილად პატრიოტი და კარგი ხელოვანი ადამიანია მაგრამ იმ ოჯახთან კავშირი ცოტა დამაკნინებელია უფრო უკეთესს იმსახურებთ

თინათინი
8

ღმერთმა ყველა ბედნიერი ამყოფოს. ისე თემურიკოს სახელი თემური უფრო სჯობია ან თეიმურაზი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ნიაზ დიასამიძის ვაჟი მაკა ასათიანის დისშვილზეა შეყვარებული - ულამაზესი წყვილის პირველი ერთობლივი ფოტოები

ნიაზ დიასამიძის ვაჟი მაკა ასათიანის დისშვილზეა შეყვარებული - ულამაზესი წყვილის პირველი ერთობლივი ფოტოები

სილამაზის ეტალონად წოდებული დიზაინერის, მაკა ასათიანის ოჯახის გარშემო საზოგადოების ინტერესი მუდმივად არსებობს. პოპულარული ოჯახის ერთ-ერთი წევრი მარიანა აჩბა მაკას უმცროსი დის, სალომე ასათიანის და ასტამურ აჩბას ერთადერთი ქალიშვილია, რომელსაც მედიაში "აფხაზ პრინცესადაც" მოიხსენიებენ.

მშვენიერი მარიანა წლებია პარიზში ცხოვრობს და სწავლობს. სწავლის პარალელურად მოდელობით არის დაკავებული და ცნობილი ქართველი დიზაინერის - ჯაბა დიასამიძის მუზა და ყველა ჩვენების მთავარი მოდელია.

ორი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიანა აჩბა "მაგთიკომის" დამფუძნებელ გია ჯოხთაბერიძის ვაჟზე, ირაკლი ჯოხთაბერიძეზე იყო შეყვარებული. წყვილის საერთო ფოტოები მაშინ ქართულ მედიაში არაერთხელ გამოქვეყნდა.

ამბობდნენ, რომ ჯოხთაბერიძეების ოჯახს ცნობილი სარძლო ძალიან მოსწონდა და თბილისური ბომონდი ქორწილსაც ელოდა, თუმცა ქორწილი არ შედგა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, მარიანა აჩბას ახალი რჩეული ჰყავს და ის ცნობილი მუსიკოსის ნიაზ დიასამიძის და მსახიობ მაია გელოვანის ვაჟი, თემურიკო დიასამიძეა. თემურიკო საზოგადოების წინაშე დაახლოებით ერთი წლის წინ წარსდგა, როდესაც 2020 წლის თებერვალში ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი დიჯეის ამპლუაში დახურა.

"ამხელა სცენაზე პირველად მომიწია გამოსვლამ. ნიაზთან ერთადაც დავუკარი და მისი კონცერტის შემდეგაც. კარგი შთაბეჭდილებები დამრჩა. ხმა მაქვს, მაგრამ არ ვმღერი, დრამზე ვუკრავ. ელექტრონული მუსიკის მოსმენა დავიწყე ოთხი წელია. ნიაზმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მუსიკით დაინტერესებაში. მინდა, ქართული ხალხური ინსტრუმენტები და ელექტრონული მუსიკა გავაერთიანო. გადაწყვეტილი არ მაქვს, რომ მუსიკოსი გამოვალ, მაგრამ ძალიან ვარ გატაცებული მუსიკით… მინდა, ჩემი სათქმელი ვთქვა ქართულ ელექტრონულ მუსიკაში...“ - ამბობდა ტელეკომპანია "იმედში" სტუმრობისას ახალგაზრდა ხელოვანი.

მარიანა და თემურიკო რომ ერთად არიან, ამის შესახებ მათი საერთო ფოტოებიც მოწმობს. წყვილი როგორც ჩანს, გრძნობებს აღარ მალავს. მარიანამ "ინსტაგრამზე" შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტო ცოტა ხნის წინ პირველად გამოაქვეყნა. მარიანასთან ერთად გადაღებული სურათი აქვს გამოქვეყნებული "ინსტაგრამზე" თემურიკოსაც.

ნიაზ დიასამიძე და მისი მეუღლე მსახიობი მაია გელოვანი 21 წელია დაოჯახებულნი არიან, წყვილს ჰყავს ორი ვაჟი - 20 წლის თემურიკო და 14 წლის ანდრია.

"პირველად ერთმანეთს საერთო მეგობრის, არაჩვეულებრივი მსახიობისა და პოეტის, ნიკო გომელაურის ოჯახში შევხვდით. ერთმანეთი გავიცანით, მაგრამ შემდეგი 2 წელი არანაირი ურთიერთობა არ გვქონია. შემდეგ ისევ შევხვდით და ჩვენი სიყვარულის ამბავიც ამის შემდეგ დაიწყო, რამდენიმე თვეში დავქორწინდით. ნიაზი ჩემს სპექტაკლებს არასდროს ესწრება. მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, მოვიდა და როცა ჩემი სცენაზე შესვლის დრო დადგა, დარბაზიდან გავიდა. გასვლის დროს თვალი მოვკარი, არც ვიცოდი, მოსული თუ იყო.

უზომოდ ემოციურია, საკუთარ თავს ეკრანზე არ უყურებს. ამას მხოლოდ მაშინ აკეთებს, როცა მარტოა. მისი კარგად მესმის. არსებობს რაღაც სივრცე, რომელიც ჩემია, იქ აღარ იჭრება. მე მის ყველა კონცერტს ვესწრები, თამამად და ამაყად ვიტყვი, მისი შემოქმედების პირველი შემფასებელი და გულშემატკივარი ვარ..." - ამბობს ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში მაია გელოვანი მეუღლის შესახებ.

მარიანა აჩბამ და თემურიკო დიასამიძემ ერთმანეთი, სავარაუდოდ, ჯაბა დიასამიძისგან გაიცნეს. როგორც დასაწყისშიც ვწერდით, მარიანა დიზაინერის მთავარი მუზააა. ჯაბა დიასამიძე კი, თემურიკოს ბიძაა.

თემურიკო და ჯაბა დიასამიძეები

დიასამიძეებს საფრანგეთთან მშობლიური ფესვები აკავშირებთ. მათი ბებია მადლენი ფრანგი გახლდათ. გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წასული ბაბუა ლევილში დასახლდა და სწორედ იქ გაიცნო ფრანგი ქალი, რომელთან ერთადაც წლების შემდეგ ჩამოვიდა კიდეც საქართველოში. თუმცა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ქალბატონი მადლენი საფრანგეთში დაბრუნდა და მისი შთამომავლებიც წელიწადში რამდენიმე თვეს იქ ატარებდნენ.