მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდთან დაკავშირებული ხარჯების კანონთან შესაბამისობას აუდიტის სამსახური შეისწავლის
ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდთან დაკავშირებული ხარჯების კანონთან შესაბამისობას აუდიტის სამსახური შეისწავლის

აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში კო­ვიდ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბის კა­ნონ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით აუ­დი­ტის ჩა­ტა­რე­ბას აპი­რებს.

გა­სუ­ლი წლის 31 დე­კემ­ბერს, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რის, ერეკ­ლე მექ­ვა­ბიშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით, დამ­ტკიც­და “სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის 2021 წლის აუ­დი­ტო­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის წლი­უ­რი გეგ­მა”, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც გა­ნი­სა­ზღვრა 22 შე­სა­ბა­მი­სო­ბის (თე­მა­ტუ­რი) აუ­დი­ტის ჩა­ტა­რე­ბა, მათ შო­რის Covid-19 პან­დე­მი­ის სა­პა­სუ­ხოდ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბის აუ­დი­ტი (2020-2021 ივ­ნი­სი).

“შე­სა­ბა­მი­სო­ბის აუ­დი­ტის მი­ზა­ნია აუ­დი­ტის ობი­ექ­ტის ოპე­რა­ცი­ე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბის შე­ფა­სე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან, მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ნორ­მებ­თან, სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო და საგ­რან­ტო მო­თხოვ­ნებ­თან, ასე­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ პო­ლი­ტი­კებ­თან და პრო­ცე­დუ­რებ­თან. შე­სა­ბა­მი­სო­ბის აუ­დი­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­დეს უფრო მა­ღა­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბელ და აქ­ტუ­ა­ლურ­თე­მებ­ზე. 2021 წლის აუ­დი­ტო­რუ­ლი გეგ­მით გა­ნი­სა­ზღვრა 22 შე­სა­ბა­მი­სო­ბის (თე­მა­ტუ­რი) აუ­დი­ტის ჩა­ტა­რე­ბა, მათ შო­რის Covid-19 პან­დე­მი­ის სა­პა­სუ­ხოდ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბის აუ­დი­ტი (2020-2021 ივ­ნი­სი). აუ­დი­ტის მი­ზა­ნია შე­ის­წავ­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და მის სის­ტე­მა­ში შე­მა­ვა­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მიერ პან­დე­მი­ის სა­პა­სუ­ხოდ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან და სხვა მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ნორ­მებ­თან (კრი­ტე­რი­უ­მებ­თან) შე­სა­ბა­მი­სო­ბის სა­კი­თხე­ბი”, - ვკი­თხუ­ლობთ დო­კუ­მენ­ტში. წყა­რო

ცნო­ბი­სათ­ვის:

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის აუ­დი­ტო­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის წლი­უ­რი გეგ­მა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის და აუ­დი­ტო­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით. გეგ­მის მი­ზა­ნია, სამ­სა­ხუ­რის აუ­დი­ტო­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­ხა­დოს სა­ჯა­რო ფი­ნან­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე და ხელი შე­უ­წყოს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის სწორ გა­ნა­წი­ლე­ბას. სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი აუ­დი­ტო­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის წლი­უ­რი გეგ­მის შედ­გე­ნი­სას ეყ­რდნო­ბა აუ­დი­ტე­ბის შერ­ჩე­ვის რის­კებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მიდ­გო­მის კრი­ტე­რი­უ­მებს. 2 გარ­და ამი­სა, აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი ით­ვა­ლის­წი­ნებს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ მო­საზ­რე­ბებ­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვებს. და­გეგ­მვის პრო­ცეს­ში სამ­სა­ხუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობს აუ­დი­ტო­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის წლი­უ­რი გეგ­მის შედ­გე­ნის რის­კებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ით, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ჯა­რო სექ­ტო­რის ფი­ნან­სუ­რი მარ­თვის სის­ტე­მის ეფექ­ტი­ან ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე უწყე­ბის/პროგ­რა­მის მნიშ­ვნე­ლო­ბის ზე­გავ­ლე­ნა­სა და გა­მოვ­ლე­ნი­ლი რის­კე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის ალ­ბა­თო­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდთან დაკავშირებული ხარჯების კანონთან შესაბამისობას აუდიტის სამსახური შეისწავლის

ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდთან დაკავშირებული ხარჯების კანონთან შესაბამისობას აუდიტის სამსახური შეისწავლის

აუდიტის სამსახური ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდთან დაკავშირებული ხარჯების კანონთან შესაბამისობის შესწავლის მიზნით აუდიტის ჩატარებას აპირებს.

გასული წლის 31 დეკემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის, ერეკლე მექვაბიშვილის ბრძანებით, დამტკიცდა “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის აუდიტორული საქმიანობის წლიური გეგმა”, რომლის თანახმადაც განისაზღვრა 22 შესაბამისობის (თემატური) აუდიტის ჩატარება, მათ შორის Covid-19 პანდემიის საპასუხოდ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი (2020-2021 ივნისი).

“შესაბამისობის აუდიტის მიზანია აუდიტის ობიექტის ოპერაციებისა და საქმიანობის შესაბამისობის შეფასება კანონმდებლობასთან, მარეგულირებელ ნორმებთან, სახელშეკრულებო და საგრანტო მოთხოვნებთან, ასევე ორგანიზაციულ პოლიტიკებთან და პროცედურებთან. შესაბამისობის აუდიტი საშუალებას იძლევა ყურადღება გამახვილდეს უფრო მაღალი რისკის მატარებელ და აქტუალურთემებზე. 2021 წლის აუდიტორული გეგმით განისაზღვრა 22 შესაბამისობის (თემატური) აუდიტის ჩატარება, მათ შორის Covid-19 პანდემიის საპასუხოდ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი (2020-2021 ივნისი). აუდიტის მიზანია შეისწავლოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ერთეულების მიერ პანდემიის საპასუხოდ განხორციელებული შესყიდვების კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან (კრიტერიუმებთან) შესაბამისობის საკითხები”, - ვკითხულობთ დოკუმენტში. წყარო

ცნობისათვის:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული საქმიანობის წლიური გეგმა განისაზღვრება ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების გეგმის და აუდიტორული საქმიანობის პრიორიტეტების მიხედვით. გეგმის მიზანია, სამსახურის აუდიტორული საქმიანობა ორიენტირებული გახადოს საჯარო ფინანსების მნიშვნელოვან საკითხებზე და ხელი შეუწყოს ორგანიზაციის არსებული რესურსების სწორ განაწილებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტორული საქმიანობის წლიური გეგმის შედგენისას ეყრდნობა აუდიტების შერჩევის რისკებზე დაფუძნებული მიდგომის კრიტერიუმებს. 2 გარდა ამისა, აუდიტის სამსახური ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და ინიციატივებს. დაგეგმვის პროცესში სამსახური ხელმძღვანელობს აუდიტორული საქმიანობის წლიური გეგმის შედგენის რისკებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებაზე უწყების/პროგრამის მნიშვნელობის ზეგავლენასა და გამოვლენილი რისკების რეალიზების ალბათობას.

ბოლო დღე-ღამეში ჩატარებულმა 9 056-მა ტესტმა 240 ახალი ინფიცირებული გამოავლინა, განიკურნა 681 პაციენტი - როგორია გარდაცვალების მაჩვენებელი

"ერთია, რა გვინდა ქართველებს, რა არის საქართველოს ინტერესი..." - რა განმარტებას აკეთებს ივერი მელაშვილი მის სკანდალად ქცეულ განცხადებაზე?

რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით დღეიდან აღდგება - "ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლის დაცვით"