სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სალომეს გარდაცვალების შემდეგ, პირველი სიტყვა "დედა" თქვა, მე დამიძახა" - რას ყვება კომპოზიტორი, რომელიც 22 წლის რძლის დაღუპვის შემდეგ დაობლებულ შვილიშვილს ზრდის
"სალომეს გარდაცვალების შემდეგ, პირველი სიტყვა "დედა" თქვა, მე დამიძახა" - რას ყვება კომპოზიტორი, რომელიც 22 წლის რძლის დაღუპვის შემდეგ დაობლებულ შვილიშვილს ზრდის

ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუს­მა მსოფ­ლი­ო­ში ასი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა ვირუს­მა სა­ქარ­თვე­ლო­შიც... თუმ­ცა, მა­ნამ­დეც არა­ერთ ვირუსს, მათ შო­რის, ე.წ. "ღო­რის გრიპს" საკ­მაო ზი­ა­ნი აქვს ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც...

9 იან­ვარს 2 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტი, 22 წლის სა­ლო­მე ქე­მაშ­ვი­ლი ღო­რის გრიპ­მა იმ­სხვერ­პლა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა...

სა­ლო­მე და მისი მე­უღ­ლე, ირაკ­ლი კვა­ტა­ში­ძე რამ­დე­ნი­მე წლის შე­უღ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. მათი შვი­ლი ელე­ნე, დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს წლი­სა და 5 თვის იყო... და­ობ­ლე­ბულ პა­ტა­რას სა­ლო­მეს დე­დამ­თი­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რი მა­ნა­ნა იმე­და­ძე ზრდის, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-სთან ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ა­ზე სა­უბ­რობს:

- ეს ამ­ბა­ვი ლა­მა­ზი ზღა­პა­რი­ვით და­ი­წყო და ტრა­გი­კუ­ლად დამ­თავ­რდა... ჩვენ გარ­შე­მო ბევ­რი კარ­გი დე­დამ­თი­ლი და რძა­ლია, რომ­ლებ­საც სა­მა­გა­ლი­თო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ, მაგ­რამ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა რა­ღაც არა­რე­ა­ლუ­რად, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად და­ი­წყო და ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად, დიდი ტკი­ვი­ლით დას­რულ­და.

სა­ნამ ჩვე­ნი რძა­ლი გახ­დე­ბო­და, ჩემი შვი­ლი და სა­ლო­მე მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. სა­ლო­მეს ვო­რონ­ცოვ­ზე ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბინა ჰქონ­და, სა­დაც სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ცხოვ­რობ­და. ჩემ­მა შვილ­მა ერთხე­ლაც სახ­ლში, რო­გორც მე­გო­ბა­რი, გა­საც­ნო­ბად მოგ­ვიყ­ვა­ნა (ვი­ცო­დი, რომ ბავ­შვებს ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დათ). და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე გულ­თან ახ­ლოს მო­ვი­და და იცით, რა ვუ­თხა­რი? - სალო, მოდი, ჩვენ­თან დარ­ჩი და ინ­სტი­ტუ­ტში აქე­დან იარე, მარ­ტო ცხოვ­რობ და ცოდო ხარ-მეთ­ქი. გა­ე­ცი­ნა... მე და შენ ერ­თად, ერთ ოთახ­ში და­ვი­ძი­ნოთ, შვი­ლი­ვით მე­ყო­ლე­ბი, მარ­ტო რა­ტომ უნდა იყო-მეთ­ქი? - ეს უნებ­ლი­ედ ვუ­თხა­რი. მოკ­ლედ, შვი­ლი­ვით მი­ვი­ღე და შე­ვიყ­ვა­რე, თვი­თო­ნაც ასე­თი­ვე გან­წყო­ბით შე­მო­ვი­და ჩვენ­თან...

- დღეს, და­ობ­ლე­ბულ შვი­ლიშ­ვილს თქვენ ზრდით?

- ჩემ­მა შვი­ლებ­მა იცი­ან, ელე­ნი­კო ჩემ­თვის მათ­ზე უფრო მე­ტია. ის ახლა უკვე სამ­წლი­ნა­ხევ­რი­საა... ენა გვი­ან ამო­იდ­გა, მაგ­რამ სა­ლო­მეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი სი­ტყვა "დედა" თქვა, ასე მე და­მი­ძა­ხა. ეს რომ ჩემ­მა მე­უღ­ლემ გა­ი­გო, გა­ო­ცე­ბულ­მა და­მი­ძა­ხა: გეს­მის, ბავ­შვი რას ამ­ბობ­სო? იმ წუ­თებს რა და­მა­ვი­წყებს...

მეც არ და­ვუ­შა­ლე და იცით, რა­ტომ? დე­დის სამ­ყა­რო კი და­კარ­გა, მაგ­რამ რა და­ა­შა­ვა ბავ­შვმა? ამა­ნაც თქვას ეს ჯა­დოს­ნუ­რი და სას­წა­უ­ლი სი­ტყვა - დედა. რომ გა­იზ­რდე­ბა, ყვე­ლა­ფერს გა­ათ­ვით­ცნო­ბი­ე­რებს და ბევრ რა­მეს თვი­თონ შე­ა­ფა­სებს...

- დე­დი­კოს არ კი­თხუ­ლობს?

- ჯერ არა, რო­გორც ჩანს, დე­დას ჩემ­ში ხე­დავს და ამი­ტომ. მაგ­რამ სა­საფ­ლა­ო­ზე რომ მივ­დი­ვართ, არ ვუ­მა­ლავ და ვე­უბ­ნე­ბი - აი, სა­ლო­მე დე­დი­კო-მეთ­ქი. ჯერ პა­ტა­რაა და კი­თხვა არ უჩ­ნდე­ბა. თუმ­ცა, იმის­თვი­საც მზად ვარ, როცა ამ კი­თხვას დას­ვამს. მა­ნამ­დე თუკი მისი თა­ნა­ტო­ლე­ბი ამ­ბო­ბენ დე­დას, ამა­ნაც თქვას... ელე­ნი­კო ჩემი 2 უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნის შვი­ლია, ჩემი სის­ხლი და ხორ­ცი და უზო­მოდ მიყ­ვარს...

- რა გახ­და სა­ლო­მეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი?

- ამას დღემ­დე ბო­ლომ­დე ვერ ვხსნით... ეს ამ­ბა­ვი გახ­მა­ურ­და, იყო მით­ქმა-მოთ­ქმაც, ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბაც გა­კეთ­და და თით­ქოს გრი­პთან ერ­თად, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და­სა­ხელ­და. ეს აბ­სურ­დია! ეში­ნო­დეთ ამის მთქმე­ლებს... იმ ტრა­გე­დი­ის ფონ­ზე, ამ­ხე­ლა ტყუ­ი­ლის მოს­მე­ნა ცე­ცხლზე ნავ­თის დას­ხმას ჰგავ­და...

- რო­გორც ვი­ცით, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და...

- კი, მე­სა­მე კურ­სზე იყო და ექი­მო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო, მარ­თლა სას­წა­უ­ლი სი­ლა­მა­ზე ჰქონ­და, ჩა­იც­ვამ­და თეთრ ხა­ლათს და მე­უბ­ნე­ბო­და - დე, წლე­ბი რომ მო­გე­მა­ტე­ბა, ჩემ­თან სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ტში რომ მოხ­ვალ, კარ­ზე გა­მოკ­რუ­ლი აბრა დაგ­ხვდე­ბა - მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი სა­ლო­მე ქე­მაშ­ვი­ლი და ამ დროს თვა­ლე­ბი გა­უბრწყინ­დე­ბო­და ხოლ­მე... სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტი იყო, ახ­ლაც მა­გი­და­ზე მი­დევს მისი ნივ­თე­ბი, წიგ­ნე­ბი, სა­დაც 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით მე­ცა­დი­ნე­ობ­და...

ყვე­ლა­ფე­რი ასე და­ი­წყო - 2019 წელი დგე­ბო­და, 5 დღით ადრე, ერთ სა­ღა­მოს თავი ცუ­დად იგ­რძნო, და­ბა­ლი სი­ცხე­ე­ბი და­ე­წყო. ამ დროს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში სტა­ჟი­რე­ბას გა­დი­ო­და, გრი­პის აფეთ­ქე­ბის პე­რი­ო­დი იყო და ვირუ­სი­ან პა­ტა­რებ­თან უწევ­და კონ­ტაქ­ტი. სი­ცხე რამ­დე­ნი­მე დღე რომ გაგ­რძელ­და, ვუ­თხა­რი - ექიმს გა­ე­სინ­ჯე-მეთ­ქი. რა­ღაც სა­ბე­დის­წე­როდ წა­უყ­რუა, არა­და, უზო­მოდ ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი იყო.

მოკ­ლედ, 31 დე­კემ­ბერ­საც თავ­ჩარ­გუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ობ­და, 9 იან­ვარს გა­მოც­და ჰქონ­და (და ისე მოხ­და, რომ მაგ დღეს გარ­და­იც­ვა­ლა...)

პირ­ველ იან­ვარს ჩემი ბიჭი, სა­ლო­მე და ელე­ნი­კო ბორ­ჯომ­ში სა­ლო­მეს ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან სა­ნა­ხა­ვად და მი­სა­ლო­ცად წა­ვიდ­ნენ. იქ სი­ცხი­ანს უბა­ნა­ვია და სტუმ­რად წა­სუ­ლან. რო­გორც ჩანს, მის გა­ცი­ე­ბას ენ­ცე­ფა­ლი­ტიც და­ერ­თო. ორში სი­ტუ­ა­ცია დამ­ძიმ­და, სი­ცხე 40-ს ზე­მოთ ავი­და. სას­წა­რა­ფომ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. სი­ცხე ვერ და­უ­წი­ეს. კო­მა­ში ჩა­ვარ­და. ორ იან­ვარსვე თბი­ლის­ში ინ­ფექ­ცი­ურ სა­ვად­მყო­ფო­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ერთი კვი­რა კო­მი­დან ვერ გა­მო­ვი­და და 9-ში გარ­და­იც­ვა­ლა. ექი­მებს არა­ფე­რი და­უკ­ლი­ათ, საყ­ვე­დურს ვერ ვი­ტყვი...

- სა­ლო­მეს მე­უღ­ლე, თქვე­ნი შვი­ლი, რო­გორც ვიცი, ახლა უცხო­ეთ­შია...

- ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ჩემი შვი­ლი ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, მე­გო­ნა, ისიც დავ­კარ­გე. აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და, დღეს და ღა­მეს სა­საფ­ლა­ო­ზე ატა­რებ­და. შუ­ა­ღა­მეს გა­მო­მეღ­ვი­ძე­ბო­და და სახ­ლში არ მხვდე­ბო­და. ჩემი მე­ო­რე ვაჟი წა­ვი­დო­და და სა­საფ­ლა­ო­ზე და­ად­გე­ბო­და თავ­ზე... მერე ერ­თმა კარ­გმა და თბილ­მა ოჯახ­მა, რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობს, ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ი­გო, გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა. პირ­და­პირ გვი­თხრეს - თუ თა­ნახ­მა იქ­ნე­ბა, ირაკ­ლის წა­ვიყ­ვანთ, გვერ­დით და­ვუდ­გე­ბი­თო... წა­იყ­ვა­ნეს. დღეს ვხე­დავ, რომ ჩემი შვი­ლი გა­დარ­ჩა. მალე სამ­სა­ხურს და­ი­წყებს, იტა­ლი­უ­რი ენა ის­წავ­ლა, ინ­გლი­სუ­რი ენის ფი­ლო­ლო­გია, უცხო ენე­ბის ათ­ვი­სე­ბა არ უჭირს, შავი ზღვის უნი­ვერ­სი­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი... მდგო­მა­რე­ო­ბი­დან თან­და­თან გა­მო­დის, მაგ­რამ ამ­ბობს, დღე არ გავა, სა­ლო­მე არ და­მე­სიზ­მრო­სო...

...ასე მოფ­რინ­და სა­ლო­მე ჩვენ­თან, დიდი სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი გვა­ჩუ­ქა, თა­ვი­სი მსგავ­სი ან­გე­ლო­ზი დაგ­ვი­ტო­ვა და წა­ვი­და... ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ბრწყინ­ვა­ლედ ხა­ტავ­და. ჩემი პორ­ტრე­ტი აქვს და­ხა­ტუ­ლი, ფო­ტოს­გან ვერ გა­ნას­ხვა­ვებთ. მთე­ლი კედ­ლე­ბი მისი ნა­ხა­ტე­ბი­თაა სავ­სე...

ერთი კედ­ლის სა­ა­თი გვაქვს, რო­მე­ლიც და­ბა­დე­ბის დღე­ზე მო­მი­ტა­ნა. ცი­ფერბლატ­ზე ჩემი და მისი ერ­თობ­ლი­ვი ფოტო ჩა­ას­მე­ვი­ნა და ასე მო­მარ­თვა. ახლა მისი სახე ამ სა­ა­თი­დან სულ მი­ყუ­რებს...

უც­ნა­უ­რი კი­დევ ისაა, რომ სახ­ლში მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ პა­ტარ-პა­ტა­რა ნა­წე­რე­ბი ვი­პო­ვე, სა­დაც ჩემ­ზე წერს და ამ­ბობს - "დე, მიყ­ვარ­ხარ!" ამას ჩემი შვი­ლიც მე­უბ­ნე­ბო­და, მგო­ნი, სა­ლო­მეს ჩემ­ზე მე­ტად შენ უყ­ვარ­ხა­რო...

- გარ­დაც­ვლილ რძალს მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბიც მი­უ­ძღვე­ნით...

- ჩემს ამ ნა­წარ­მო­ებს "სა­ლო­მეა" და­ვარ­ქვი - ტექ­სტი და მუ­სი­კა ჩე­მია. ვე­ღარ და­ვი­ტიე ემო­ცია და თე­ბერ­ვალ­ში­ვე დავ­წე­რე. ჩემი წუ­ხი­ლი, ტკი­ვი­ლი სიმ­ღე­რა­ში ერ­თი­ა­ნად გად­მო­ვი­ტა­ნე და ეს ყვე­ლა­ფე­რი მას­ში იგ­რძნო­ბა.

- თქვე­ნი ამ­ჟა­მინ­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ რას გვე­ტყვით - ელე­ნი­კოს გარ­და რით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- ცოტა ხნის წინ, ახა­ლი ტე­ლე­არ­ხის "ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის" დი­რექ­ტო­რად და­ვი­ნიშ­ნე, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით იქ­ნე­ბა და ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყებს.

მუ­სი­კო­სი კი ვარ, მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მე­ო­რა­დი ფა­კულ­ტე­ტიც მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ახალ­გაზ­რდულ წლებ­ში პუბ­ლი­ცის­ტურ წე­რი­ლებს ძი­რი­თა­დად ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვწერ­დი. მერე მთლი­ა­ნად მუ­სი­კა­ზე გა­და­ვერ­თე, რად­გან ამის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­მიძ­ლია. 32 წე­ლია, ბავ­შვებ­თან ვმუ­შა­ობ. 51-ე სკო­ლა­ში ჩემი სტუ­დია - "იმე­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი" მაქვს, სა­დაც პა­ტა­რებ­თან ერ­თად, კარ­გი საქ­მე­ე­ბი გვაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. ასე­ვე ვმუ­შა­ობ ესტრა­დის მომ­ღერ­ლებ­თან, ჩემ სიმ­ღე­რებს მღე­რი­ან - სოფო ბე­დია, მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი, ლაშა ღლონ­ტი, ნა­თია ქო­რ­ოღ­ლიშ­ვი­ლი... არა­ერ­თი სიმ­ღე­რა, მათ შო­რის 51-ეს სკო­ლის ჰიმ­ნიც მე მე­კუთ­ვნის...

ჩემი მე­უღ­ლე მეც­ნი­ე­რია, აკა­დე­მი­კო­სი, წლე­ბია, ერთ-ერთი სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუტს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, თუმ­ცა მა­საც უყ­ვარს ხე­ლოვ­ნე­ბა, მღე­რის. ეს გე­ნე­ტი­კუ­რად ჩვენს შვი­ლებ­ზეც გად­მო­ვი­და, თან, ორი­ვე ვაჟი თე­მურ ქევ­ხიშ­ვი­ლის სკო­ლა­ში და­დი­ო­და. ჩემს ვაჟს, გი­ორ­გი კვა­ტა­ში­ძეს უკვე ბევ­რი იც­ნობს, მისი ნამ­ღე­რი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელს არა­ერ­თხელ მო­უს­მე­ნია... სას­წრა­ფოს ექი­მია და ცოტა ხნის წინ, AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტიც იყო...

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
0

კოვიდი იყო მაშინ? რაღაც საეჭვო ამბავია

ლილიკო
0

არავინ იცის ადამინს ვის როგორი ჯვრის ტარება მოუწევს.ღმერთმა გაგახაროთ.ჩემი აზრით კარგად მოიქეცით რომ დედის დაძახება არ მოუშალეთ.როცა გაიზრდება თანდათან გააცნობიერებს და თქვენი მადლობელი დარჩება.დედასავით ეყვარებით.უფრო დაგაფასებთ ეს გადაწყვეტილება რომ მიიღეთ.ყოჩაღ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"სალომეს გარდაცვალების შემდეგ, პირველი სიტყვა "დედა" თქვა, მე დამიძახა" - რას ყვება კომპოზიტორი, რომელიც 22 წლის რძლის დაღუპვის შემდეგ დაობლებულ შვილიშვილს ზრდის

"სალომეს გარდაცვალების შემდეგ, პირველი სიტყვა "დედა" თქვა, მე დამიძახა" - რას ყვება კომპოზიტორი, რომელიც 22 წლის რძლის დაღუპვის შემდეგ დაობლებულ შვილიშვილს ზრდის

ბოლო ერთი წლის განმავლობაში კორონავირუსმა მსოფლიოში ასი ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ათასობით ადამიანი იმსხვერპლა ვირუსმა საქართველოშიც... თუმცა, მანამდეც არაერთ ვირუსს, მათ შორის, ე.წ. "ღორის გრიპს" საკმაო ზიანი აქვს ადამიანებისთვის მიყენებული, მათ შორის, საქართველოშიც...

9 იანვარს 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, 22 წლის სალომე ქემაშვილი ღორის გრიპმა იმსხვერპლა. მისი გარდაცვალება უამრავმა ადამიანმა გულთან ახლოს მიიტანა...

სალომე და მისი მეუღლე, ირაკლი კვატაშიძე რამდენიმე წლის შეუღლებულები იყვნენ. მათი შვილი ელენე, დედის გარდაცვალების დროს წლისა და 5 თვის იყო... დაობლებულ პატარას სალომეს დედამთილი, კომპოზიტორი მანანა იმედაძე ზრდის, რომელიც AMBEBI.GE-სთან ოჯახის ტრაგედიაზე საუბრობს:

- ეს ამბავი ლამაზი ზღაპარივით დაიწყო და ტრაგიკულად დამთავრდა... ჩვენ გარშემო ბევრი კარგი დედამთილი და რძალია, რომლებსაც სამაგალითო ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა რაღაც არარეალურად, არაჩვეულებრივად დაიწყო და ასე მოულოდნელად, დიდი ტკივილით დასრულდა.

სანამ ჩვენი რძალი გახდებოდა, ჩემი შვილი და სალომე მეგობრები იყვნენ. სალომეს ვორონცოვზე ერთოთახიანი ბინა ჰქონდა, სადაც სტუდენტობის პერიოდში ცხოვრობდა. ჩემმა შვილმა ერთხელაც სახლში, როგორც მეგობარი, გასაცნობად მოგვიყვანა (ვიცოდი, რომ ბავშვებს ერთმანეთი უყვარდათ). დანახვისთანავე გულთან ახლოს მოვიდა და იცით, რა ვუთხარი? - სალო, მოდი, ჩვენთან დარჩი და ინსტიტუტში აქედან იარე, მარტო ცხოვრობ და ცოდო ხარ-მეთქი. გაეცინა... მე და შენ ერთად, ერთ ოთახში დავიძინოთ, შვილივით მეყოლები, მარტო რატომ უნდა იყო-მეთქი? - ეს უნებლიედ ვუთხარი. მოკლედ, შვილივით მივიღე და შევიყვარე, თვითონაც ასეთივე განწყობით შემოვიდა ჩვენთან...

- დღეს, დაობლებულ შვილიშვილს თქვენ ზრდით?

- ჩემმა შვილებმა იციან, ელენიკო ჩემთვის მათზე უფრო მეტია. ის ახლა უკვე სამწლინახევრისაა... ენა გვიან ამოიდგა, მაგრამ სალომეს გარდაცვალების შემდეგ, პირველი სიტყვა "დედა" თქვა, ასე მე დამიძახა. ეს რომ ჩემმა მეუღლემ გაიგო, გაოცებულმა დამიძახა: გესმის, ბავშვი რას ამბობსო? იმ წუთებს რა დამავიწყებს...

მეც არ დავუშალე და იცით, რატომ? დედის სამყარო კი დაკარგა, მაგრამ რა დააშავა ბავშვმა? ამანაც თქვას ეს ჯადოსნური და სასწაული სიტყვა - დედა. რომ გაიზრდება, ყველაფერს გაათვითცნობიერებს და ბევრ რამეს თვითონ შეაფასებს...

- დედიკოს არ კითხულობს?

- ჯერ არა, როგორც ჩანს, დედას ჩემში ხედავს და ამიტომ. მაგრამ სასაფლაოზე რომ მივდივართ, არ ვუმალავ და ვეუბნები - აი, სალომე დედიკო-მეთქი. ჯერ პატარაა და კითხვა არ უჩნდება. თუმცა, იმისთვისაც მზად ვარ, როცა ამ კითხვას დასვამს. მანამდე თუკი მისი თანატოლები ამბობენ დედას, ამანაც თქვას... ელენიკო ჩემი 2 უსაყვარლესი ადამიანის შვილია, ჩემი სისხლი და ხორცი და უზომოდ მიყვარს...

- რა გახდა სალომეს გარდაცვალების მიზეზი?

- ამას დღემდე ბოლომდე ვერ ვხსნით... ეს ამბავი გახმაურდა, იყო მითქმა-მოთქმაც, ოფიციალური განცხადებაც გაკეთდა და თითქოს გრიპთან ერთად, ქრონიკული დაავადება დასახელდა. ეს აბსურდია! ეშინოდეთ ამის მთქმელებს... იმ ტრაგედიის ფონზე, ამხელა ტყუილის მოსმენა ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა...

- როგორც ვიცით, სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა...

- კი, მესამე კურსზე იყო და ექიმობაზე ოცნებობდა. ძალიან ლამაზი იყო, მართლა სასწაული სილამაზე ჰქონდა, ჩაიცვამდა თეთრ ხალათს და მეუბნებოდა - დე, წლები რომ მოგემატება, ჩემთან სამეცნიერო ინსტიტუტში რომ მოხვალ, კარზე გამოკრული აბრა დაგხვდება - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სალომე ქემაშვილი და ამ დროს თვალები გაუბრწყინდებოდა ხოლმე... საუკეთესო სტუდენტი იყო, ახლაც მაგიდაზე მიდევს მისი ნივთები, წიგნები, სადაც 31 დეკემბრის ჩათვლით მეცადინეობდა...

ყველაფერი ასე დაიწყო - 2019 წელი დგებოდა, 5 დღით ადრე, ერთ საღამოს თავი ცუდად იგრძნო, დაბალი სიცხეები დაეწყო. ამ დროს იაშვილის კლინიკაში სტაჟირებას გადიოდა, გრიპის აფეთქების პერიოდი იყო და ვირუსიან პატარებთან უწევდა კონტაქტი. სიცხე რამდენიმე დღე რომ გაგრძელდა, ვუთხარი - ექიმს გაესინჯე-მეთქი. რაღაც საბედისწეროდ წაუყრუა, არადა, უზომოდ ყურადღებიანი იყო.

მოკლედ, 31 დეკემბერსაც თავჩარგული მეცადინეობდა, 9 იანვარს გამოცდა ჰქონდა (და ისე მოხდა, რომ მაგ დღეს გარდაიცვალა...)

პირველ იანვარს ჩემი ბიჭი, სალომე და ელენიკო ბორჯომში სალომეს ბებია-ბაბუასთან სანახავად და მისალოცად წავიდნენ. იქ სიცხიანს უბანავია და სტუმრად წასულან. როგორც ჩანს, მის გაციებას ენცეფალიტიც დაერთო. ორში სიტუაცია დამძიმდა, სიცხე 40-ს ზემოთ ავიდა. სასწარაფომ კლინიკაში გადაიყვანა. სიცხე ვერ დაუწიეს. კომაში ჩავარდა. ორ იანვარსვე თბილისში ინფექციურ სავადმყოფოში გადმოიყვანეს, მაგრამ ერთი კვირა კომიდან ვერ გამოვიდა და 9-ში გარდაიცვალა. ექიმებს არაფერი დაუკლიათ, საყვედურს ვერ ვიტყვი...

- სალომეს მეუღლე, თქვენი შვილი, როგორც ვიცი, ახლა უცხოეთშია...

- ამ ტრაგედიის შემდეგ ჩემი შვილი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, მეგონა, ისიც დავკარგე. აგრესიული გახდა, დღეს და ღამეს სასაფლაოზე ატარებდა. შუაღამეს გამომეღვიძებოდა და სახლში არ მხვდებოდა. ჩემი მეორე ვაჟი წავიდოდა და სასაფლაოზე დაადგებოდა თავზე... მერე ერთმა კარგმა და თბილმა ოჯახმა, რომელიც იტალიაში ცხოვრობს, ჩვენი მდგომარეობა გაიგო, გულისხმიერება გამოიჩინა. პირდაპირ გვითხრეს - თუ თანახმა იქნება, ირაკლის წავიყვანთ, გვერდით დავუდგებითო... წაიყვანეს. დღეს ვხედავ, რომ ჩემი შვილი გადარჩა. მალე სამსახურს დაიწყებს, იტალიური ენა ისწავლა, ინგლისური ენის ფილოლოგია, უცხო ენების ათვისება არ უჭირს, შავი ზღვის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული... მდგომარეობიდან თანდათან გამოდის, მაგრამ ამბობს, დღე არ გავა, სალომე არ დამესიზმროსო...

...ასე მოფრინდა სალომე ჩვენთან, დიდი სითბო, სიყვარული გვაჩუქა, თავისი მსგავსი ანგელოზი დაგვიტოვა და წავიდა... ყველაფერთან ერთად, ბრწყინვალედ ხატავდა. ჩემი პორტრეტი აქვს დახატული, ფოტოსგან ვერ განასხვავებთ. მთელი კედლები მისი ნახატებითაა სავსე...

ერთი კედლის საათი გვაქვს, რომელიც დაბადების დღეზე მომიტანა. ციფერბლატზე ჩემი და მისი ერთობლივი ფოტო ჩაასმევინა და ასე მომართვა. ახლა მისი სახე ამ საათიდან სულ მიყურებს...

უცნაური კიდევ ისაა, რომ სახლში მისი გარდაცვალების შემდეგ პატარ-პატარა ნაწერები ვიპოვე, სადაც ჩემზე წერს და ამბობს - "დე, მიყვარხარ!" ამას ჩემი შვილიც მეუბნებოდა, მგონი, სალომეს ჩემზე მეტად შენ უყვარხარო...

- გარდაცვლილ რძალს მუსიკალური ნაწარმოებიც მიუძღვენით...

- ჩემს ამ ნაწარმოებს "სალომეა" დავარქვი - ტექსტი და მუსიკა ჩემია. ვეღარ დავიტიე ემოცია და თებერვალშივე დავწერე. ჩემი წუხილი, ტკივილი სიმღერაში ერთიანად გადმოვიტანე და ეს ყველაფერი მასში იგრძნობა.

- თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ რას გვეტყვით - ელენიკოს გარდა რით ხართ დაკავებული?

- ცოტა ხნის წინ, ახალი ტელეარხის "ქართული ტელევიზიის" დირექტორად დავინიშნე, რომელიც ხელოვნების და მეცნიერების მიმართულებით იქნება და ფუნქციონირებას თებერვალში დაიწყებს.

მუსიკოსი კი ვარ, მაგრამ ჟურნალისტიკის მეორადი ფაკულტეტიც მაქვს დამთავრებული. ახალგაზრდულ წლებში პუბლიცისტურ წერილებს ძირითადად ხელოვნების მიმართულებით ვწერდი. მერე მთლიანად მუსიკაზე გადავერთე, რადგან ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. 32 წელია, ბავშვებთან ვმუშაობ. 51-ე სკოლაში ჩემი სტუდია - "იმედის ვარსკვლავები" მაქვს, სადაც პატარებთან ერთად, კარგი საქმეები გვაქვს გაკეთებული. ასევე ვმუშაობ ესტრადის მომღერლებთან, ჩემ სიმღერებს მღერიან - სოფო ბედია, მერაბ სეფაშვილი, ლაშა ღლონტი, ნათია ქოროღლიშვილი... არაერთი სიმღერა, მათ შორის 51-ეს სკოლის ჰიმნიც მე მეკუთვნის...

ჩემი მეუღლე მეცნიერია, აკადემიკოსი, წლებია, ერთ-ერთი სამეცნიერო ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, თუმცა მასაც უყვარს ხელოვნება, მღერის. ეს გენეტიკურად ჩვენს შვილებზეც გადმოვიდა, თან, ორივე ვაჟი თემურ ქევხიშვილის სკოლაში დადიოდა. ჩემს ვაჟს, გიორგი კვატაშიძეს უკვე ბევრი იცნობს, მისი ნამღერი ინტერნეტმომხმარებელს არაერთხელ მოუსმენია... სასწრაფოს ექიმია და ცოტა ხნის წინ, AMBEBI.GE-ს რესპონდენტიც იყო...