მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩარლზ დარვინის "საშინელი საიდუმლო", რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა და რაც დღემდე ამოუხსნელია
ჩარლზ დარვინის "საშინელი საიდუმლო", რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა და რაც დღემდე ამოუხსნელია

ახა­ლი კვლე­ვე­ბი ნა­თელს ჰფენს ჩარლზ დარ­ვი­ნის "სა­ში­ნელ სა­ი­დუმ­ლოს", რო­მე­ლიც მას სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე აწუ­ხებ­და.

ტერ­მი­ნის - ჩარლზ დარ­ვი­ნის "სა­ში­ნე­ლი სა­ი­დუმ­ლო" - ფარ­თო­დაა ცნო­ბი­ლი. საკ­მა­ოდ ბევ­რმა იცის, რომ დიდ­მა მეც­ნი­ერ­მა, ევო­ლუ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ახ­სნა დე­და­მი­წა­ზე ყვა­ვი­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბის წარ­მო­შო­ბა. ამას­თა­ნა­ვე, მხო­ლოდ ცო­ტამ თუ იცის ის, რაც ახ­ლა­ხან გამ­ჟღავ­ნდა: ყვა­ვი­ლე­ბის სა­ი­დუმ­ლოს გა­მოც­ნო­ბა ჩარლზ დარ­ვინს თით­ქმის მთელ თა­ვის ცხოვ­რე­ბად უღირ­და და სი­ცო­ცხლის ბოლო დღემ­დე ამის გამო ძა­ლი­ან იტან­ჯე­ბო­და.

სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტე­ბის შეს­წავ­ლი­სას, ლონ­დო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­ო­ლოგ­მა-ევო­ლუ­ცი­ო­ნის­ტმა, პრო­ფე­სორ­მა რი­ჩარდ ბაგ­სმა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ჩარლზ დარ­ვინს სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე წლით ადრე გა­ბე­დუ­ლი ოპო­ნენ­ტი გა­მო­უჩ­ნდა - შოტ­ლან­დი­ე­ლი ბო­ტა­ნი­კო­სი უი­ლი­ამ კა­რუ­ტერ­სი, რო­მე­ლიც მხარს უჭერ­და ყვა­ვი­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბის წარ­მო­შო­ბის კრე­ა­ცი­ო­ნის­ტულ თე­ო­რი­ას: იგი ვა­რა­უ­დობ­და, რომ ყვა­ვი­ლე­ბი დე­და­მი­წა­ზე "ზე­მო­დან" ჩა­რე­ვის წყა­ლო­ბით გაჩ­ნდნენ და პრე­სა­ში ყვე­ლას გა­სა­გო­ნად გა­ნა­ცხა­და, - ჩარლზ დარ­ვინს ამ სა­კი­თხის სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რუ­ლი მიდ­გო­მით ახ­სნა არ შე­უძ­ლი­აო.

დარ­ვი­ნი­სე­უ­ლი ევო­ლუ­ცი­უ­რი თე­ო­რი­ის ერ­თგვა­რი ნაკ­ლი (თუ მისი მცდა­რო­ბა) სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და და შე­სა­ბა­მი­სად, სა­მეც­ნი­ე­რო სამ­ყა­რო­ში ჩარლზ დარ­ვი­ნის პო­ზი­ცი­ებს საფრ­თხე და­ე­მუქ­რა. სწო­რედ მა­შინ გაჩ­ნდა სი­ტყვა­თა­წყო­ბა "the abominable mystery": "სა­ში­ნე­ლი (სა­ზი­ზღა­რი) სა­ი­დუმ­ლო".

  • რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ჩარლზ დარ­ვი­ნის "სა­ში­ნე­ლი სა­ი­დუმ­ლო"?

პირ­ვე­ლად ეს ტერ­მი­ნი თვი­თონ ჩარლზ დარ­ვინ­მა 1879 წელს გა­მო­ი­ყე­ნა მე­გობ­რი­სად­მი - ბო­ტა­ნი­კო­სი­სა და მკვლე­ვა­რის ჯო­ზეფ ჰუ­კე­რი­სად­მი მი­წე­რილ წე­რილ­ში. იგი წერ­და, რომ გე­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, უმაღ­ლე­სი მცე­ნა­რე­ე­ბის (იგუ­ლის­ხმე­ბა მცე­ნა­რე­თა მა­ღა­ლორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფი - ხავ­სის­ნა­ი­რე­ბი, გვიმ­რა­ნა­ი­რე­ბი, შიშ­ველ­თეს­ლო­ვა­ნე­ბი და ფა­რულ­თეს­ლო­ვა­ნე­ბი) სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის ფაქ­ტი "სა­ში­ნე­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით" არის მო­ცუ­ლი. საქ­მე ეხე­ბო­და იმ ყვა­ვი­ლებს და ყვა­ვი­ლო­ვან მცე­ნა­რე­ებს (ფა­რულ­თეს­ლი­ა­ნებს), რო­მელ­თა გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი მათ­ში სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის არ­სე­ბო­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და. ამ­გვარ მცე­ნა­რე­ებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა დე­და­მი­წის ფლო­რის დიდი ნა­წი­ლი - წყლის ლი­ლი­ე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, მუ­ხის ხით და ხე­ხი­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

ჩარლზ დარ­ვინ­მა ვერ შეძ­ლო მათი გა­ჩე­ნი­სა და ევო­ლუ­ცი­ის პრო­ცე­სის გან­მარ­ტე­ბა. არა­და, მარ­თლაც საკ­ვირ­ვე­ლი რე­ა­ლო­ბაა: ყვა­ვი­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი დე­და­მი­წა­ზე, სხვა სა­ხე­ო­ბებ­თან შე­და­რე­ბით, გვი­ან წარ­მო­იქ­მნენ, თუმ­ცა მათ ძა­ლი­ან სწრა­ფად შე­ი­ძი­ნეს ფერ­თა ფარ­თო მრა­ვალ­ნა­ი­რო­ბა, ზო­მე­ბი და ფორ­მე­ბი.

რო­გორც პრო­ფე­სო­რი რი­ჩარდ ბაგ­სი ამ­ბობს, "ე.წ. "ნა­მარხ მცე­ნა­რე­თა მა­ტი­ა­ნეს" მი­ხედ­ვით, ყვა­ვი­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი (Angiospermae) ჩვენს პლა­ნე­ტა­ზე უეც­რად გაჩ­ნდნენ - ცარ­ცულ პე­რი­ოდ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 100 მი­ლი­ო­ნი წლის წი­ნათ. მათ არ აქვთ ერ­თი­ა­ნი მსგავ­სე­ბა მა­ნამ­დე არ­სე­ბულ მცე­ნა­რე­ებ­თან. გარ­და ამი­სა, მათი გა­მო­ჩე­ნა აღი­ნიშ­ნა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ქვე­სა­ხე­ო­ბე­ბით".

სწო­რედ ეს - "ყვა­ვილ­თა უე­ცა­რი გა­ჩე­ნა" - არ აძ­ლევ­და ჩარლ დარ­ვინს დამ­შვი­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. რა­ტომ არ ჩანს ყვა­ვი­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბი­თი ევო­ლუ­ცია? სად გაქ­რნენ შუ­ა­ლე­დუ­რი ფორ­მე­ბი მცე­ნა­რე­ე­ბის წიწ­ვო­ვან (Gymnospermае) და ყვა­ვი­ლო­ვან ჯი­შებს შო­რის? და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მათი ესო­დენ სწრა­ფი გა­ჩე­ნა დე­და­მი­წა­ზე, თა­ნაც ამ­დე­ნი სა­ხე­ო­ბი­თა და ვა­რი­ან­ტით?

ჩარლზ დარ­ვი­ნი­სათ­ვის გა­უ­გე­ბა­რი იყო, თუ რო­გორ აი­ცი­ლეს თა­ვი­დან ამ მცე­ნა­რე­ებ­მა გან­ვი­თა­რე­ბის ის თან­მიმ­დევ­რო­ბი­თი ეტა­პე­ბი, რომ­ლე­ბიც ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბამ გა­ი­ა­რა, ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის ჩათ­ვლით. ეს ყვე­ლა­ფე­რი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ბუ­ნებ­რი­ვი შერ­ჩე­ვის ერთ-ერთ მთა­ვარ პრინ­ციპს, რომ­ლის თა­ნახ­მად, ბუ­ნე­ბა­ში, ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში, მკვეთ­რი ნახ­ტო­მე­ბი არ ხდე­ბა.

ჩარლზ დარ­ვი­ნი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­შვი­დებ­და თავს იმ იდე­ით, რომ­ლის მი­ხედ­ვით, შე­საძ­ლოა ყვა­ვი­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი სა­დღაც, რო­მე­ლი­ღაც აწ უკვე გამ­ქრალ კუნ­ძულ­ზე ან კონ­ტი­ნენტზე გაჩ­ნდნენ, ევო­ლუ­ცია გა­ი­ა­რეს და შემ­დეგ მთელ დე­და­მი­წა­ზე გავ­რცელ­დნე­ნო. 1881 წლის აგ­ვის­ტო­ში, სიკ­ვდი­ლამ­დე სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე თვით ადრე, დარ­ვინ­მა ჰუ­კერს მი­წე­რა: "ჩემ­თვის არა­ფე­რი არაა უფრო არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი მცე­ნა­რე­თა სამ­ყა­როს ის­ტო­რი­ა­ში, ვიდ­რე უმაღ­ლე­სი მცე­ნა­რე­უ­ლო­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბა. ზოგ­ჯერ მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ სა­უ­კუ­ნე­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სა­დღაც სამ­ხრეთ პო­ლუს­თან ახ­ლოს შო­რე­უ­ლი და ჯერ კი­დევ აღ­მო­უ­ჩე­ნე­ლი, ან უკვე გამ­ქრა­ლი კონ­ტი­ნენ­ტი არ­სე­ბობ­და".

  • უი­ლი­ამ კა­რუ­ტერ­სი ჩარლზ დარ­ვი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში პრო­ფე­სო­რი რი­ჩარდ ბაგ­სი მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­ა­წყდა იმ ლექ­ცი­ის ტექ­სტის ასლს, რო­მე­ლიც 1876 წელს გე­ო­ლო­გი­უ­რი ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბის წი­ნა­შე შოტ­ლან­დი­ელ­მა ბო­ტა­ნი­კოს­მა უი­ლი­ამ კა­რუ­ტერ­სმა წა­ი­კი­თხა. მას­ში შოტ­ლან­დი­ე­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ ჩარლზ დარ­ვინს არ აქვს იმის უნა­რი და გო­ნე­ბა, რომ ყვა­ვი­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბის წარ­მო­შო­ბა ახ­სნას. იმი­ტომ, რომ მათ გა­მო­ჩე­ნას დე­და­მი­წა­ზე "ღვთა­ებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი" აქვს.

უი­ლი­ამ კა­რუ­ტერ­სმა, აკ­რი­ტი­კებ­და რა დარ­ვი­ნი­სე­ულ ევო­ლუ­ცი­ის თე­ო­რი­ას, ამით მწვა­ვე დავა გა­მო­იწ­ვია არა­მარ­ტო სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში, არა­მედ მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც. მისი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი და დას­კვნე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა ჯერ გა­ზეთ­მა "თა­იმსმა", შემ­დეგ კი სხვა­დას­ხვა აკა­დე­მი­ურ­მა გა­მო­ცე­მებ­მა.

"კა­რუ­ტერ­სმა ისარ­გებ­ლა მო­მენ­ტით იმის­თვის, რომ დარ­ვი­ნის თე­ო­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ "ჯვა­როს­ნუ­ლი ლაშ­ქრო­ბა" და­ე­წყო. მისი მტკი­ცე­ბით, ფა­რულ­თეს­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი ცარ­ცულ პე­რი­ოდ­ში უშუ­ა­ლოდ ღმერ­თმა გა­ა­ჩი­ნა. ჩარლზ დარ­ვი­ნი­სა და მისი მე­გობ­რე­ბი­სათ­ვის (თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი­სათ­ვის) უი­ლი­ამ კა­რუ­ტერ­სის ასე­თი პო­ზი­ცია სრულ ერესს ანუ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის უარ­ყო­ფას წარ­მო­ად­გენ­და, მაგ­რამ წარ­მო­იქ­მნა პრობ­ლე­მა: დარ­ვინ­სა და მის მომ­ხრე­ებს ამ მოვ­ლე­ნის (ყვა­ვი­ლე­ბის გა­ჩე­ნის) ახ­სნა ევო­ლუ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით არ შე­ეძ­ლოთ", - ამ­ბობს რი­ჩარდ ბაგ­სი.

პრო­ფე­სო­რის აზ­რით, სწო­რედ ამ სი­ტუ­ა­ცი­ამ მის­ცა ბიძ­გი ჩარლზ დარ­ვინს გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა სი­ტყვა­თა­წყო­ბა "სა­ში­ნე­ლი სა­ი­დუმ­ლო". თა­ვი­სი გა­მოკ­ვლე­ვა ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით რი­ჩარდ ბაგ­სმა სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ American Journal of Botany-ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ უი­ლი­ამ კა­რუ­ტერსს, იგი პა­ლე­ო­ბო­ტა­ნი­კის სფე­რო­ში ერთ-ერთი დიდი მეც­ნი­ე­რი გახ­და, პა­რა­ლე­ლუ­რად კი ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უმ­ში ბო­ტა­ნი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბის მცვე­ლი იყო.

რი­ჩარდ ბაგ­სის თქმით, ჩარლზ დარ­ვი­ნის "სა­ში­ნე­ლი სა­ი­დუმ­ლო" გარ­კვე­უ­ლად ჰგავს "ფერ­მის თე­ო­რე­მას", რო­მე­ლიც 1637 წელს მა­თე­მა­ტი­კოს­მა პიერ ფერ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. ვერ­ცერ­თმა ვერ შეძ­ლო თა­ვის სი­ცო­ცხლე­ში მა­თი­ვე შექ­მნი­ლი ამო­ცა­ნის ამოხ­სნა. "ჩვენ გა­ვი­გეთ, თუ რა ტრი­ა­ლებ­და დარ­ვი­ნის თავ­ში მისი სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში. ეს ისე­თი გა­მო­ცა­ნა იყო, რომ­ლის ამოხ­სნის მცდე­ლო­ბით ჩარლზ დარ­ვი­ნის მთელ გო­ნე­ბა იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, მის სიკ­ვდი­ლამ­დე".

  • გა­მო­იც­ნეს თუ არა მეც­ნი­ე­რებ­მა "სა­ში­ნე­ლი სა­ი­დუმ­ლო"?

მოკ­ლედ რომ ვთქვათ, ვერ გა­მო­იც­ნეს.

უკვე 140 წელი გა­ვი­და ჩარლზ დარ­ვი­ნის სიკ­ვდი­ლი­დან, მაგ­რამ ყვა­ვი­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბის წარ­მო­შო­ბის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა დღემ­დე არა­ვის არ შე­უძ­ლია.

"რა თქმა უნდა, ამ­ჟა­მად ძა­ლი­ან წინ ვართ წა­სუ­ლე­ბი ევო­ლუ­ცი­ის ჩვე­ნე­უ­ლი გა­გე­ბის თვალ­საზ­რი­სით, გან­ვი­თარ­და პა­ლე­ონ­ტო­ლო­გი­აც... მაგ­რამ ეს სა­ი­დუმ­ლო ჯერ კი­დევ არ ამოხ­სნი­ლა", - ამ­ბობს რი­ჩარდ ბაგ­სი. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფასკუნჯი 29
18

ჩარლზ დარვინი, რომელმაც თქვა, რომ ადამიანი მაიმუნისაგან წარმოიშვაო და გადატრიალება მოახდინა ადამიანთა ცნობიერებაში... იცით სიკვდილის ბოლო წუთებში ხელში რა ეჭირა? - ბიბლია. ამას ადასტურებს ის ექთანიც, რომელმაც სიკვდილის ბოლო წუთები დარვინთან გაატარა.

ვაიმეეე
8

რა საშინელი და შემზარავი საიდუმლოააა))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ჩარლზ დარვინის "საშინელი საიდუმლო", რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა და რაც დღემდე ამოუხსნელია

ჩარლზ დარვინის "საშინელი საიდუმლო", რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა და რაც დღემდე ამოუხსნელია

ახალი კვლევები ნათელს ჰფენს ჩარლზ დარვინის "საშინელ საიდუმლოს", რომელიც მას სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა.

ტერმინის - ჩარლზ დარვინის "საშინელი საიდუმლო" - ფართოდაა ცნობილი. საკმაოდ ბევრმა იცის, რომ დიდმა მეცნიერმა, ევოლუციის თვალსაზრისით, ვერანაირად ვერ ახსნა დედამიწაზე ყვავილოვანი მცენარეების წარმოშობა. ამასთანავე, მხოლოდ ცოტამ თუ იცის ის, რაც ახლახან გამჟღავნდა: ყვავილების საიდუმლოს გამოცნობა ჩარლზ დარვინს თითქმის მთელ თავის ცხოვრებად უღირდა და სიცოცხლის ბოლო დღემდე ამის გამო ძალიან იტანჯებოდა.

საარქივო დოკუმენტების შესწავლისას, ლონდონის უნივერსიტეტის ბიოლოგმა-ევოლუციონისტმა, პროფესორმა რიჩარდ ბაგსმა აღმოაჩინა, რომ ჩარლზ დარვინს სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე გაბედული ოპონენტი გამოუჩნდა - შოტლანდიელი ბოტანიკოსი უილიამ კარუტერსი, რომელიც მხარს უჭერდა ყვავილოვანი მცენარეების წარმოშობის კრეაციონისტულ თეორიას: იგი ვარაუდობდა, რომ ყვავილები დედამიწაზე "ზემოდან" ჩარევის წყალობით გაჩნდნენ და პრესაში ყველას გასაგონად განაცხადა, - ჩარლზ დარვინს ამ საკითხის საბუნებისმეტყველო მეცნიერული მიდგომით ახსნა არ შეუძლიაო.

დარვინისეული ევოლუციური თეორიის ერთგვარი ნაკლი (თუ მისი მცდარობა) საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა და შესაბამისად, სამეცნიერო სამყაროში ჩარლზ დარვინის პოზიციებს საფრთხე დაემუქრა. სწორედ მაშინ გაჩნდა სიტყვათაწყობა "the abominable mystery": "საშინელი (საზიზღარი) საიდუმლო".

  • რაში გამოიხატება ჩარლზ დარვინის "საშინელი საიდუმლო"?

პირველად ეს ტერმინი თვითონ ჩარლზ დარვინმა 1879 წელს გამოიყენა მეგობრისადმი - ბოტანიკოსისა და მკვლევარის ჯოზეფ ჰუკერისადმი მიწერილ წერილში. იგი წერდა, რომ გეოლოგიური თვალსაზრისით, უმაღლესი მცენარეების (იგულისხმება მცენარეთა მაღალორგანიზებული ჯგუფი - ხავსისნაირები, გვიმრანაირები, შიშველთესლოვანები და ფარულთესლოვანები) სწრაფი განვითარების ფაქტი "საშინელი საიდუმლოებით" არის მოცული. საქმე ეხებოდა იმ ყვავილებს და ყვავილოვან მცენარეებს (ფარულთესლიანებს), რომელთა განმასხვავებელი ნიშნები მათში სქესობრივი მომწიფების ორგანოების არსებობაში გამოიხატებოდა. ამგვარ მცენარეებს მიეკუთვნება დედამიწის ფლორის დიდი ნაწილი - წყლის ლილიებიდან დაწყებული, მუხის ხით და ხეხილით დამთავრებული.

ჩარლზ დარვინმა ვერ შეძლო მათი გაჩენისა და ევოლუციის პროცესის განმარტება. არადა, მართლაც საკვირველი რეალობაა: ყვავილოვანი მცენარეები დედამიწაზე, სხვა სახეობებთან შედარებით, გვიან წარმოიქმნენ, თუმცა მათ ძალიან სწრაფად შეიძინეს ფერთა ფართო მრავალნაირობა, ზომები და ფორმები.

როგორც პროფესორი რიჩარდ ბაგსი ამბობს, "ე.წ. "ნამარხ მცენარეთა მატიანეს" მიხედვით, ყვავილოვანი მცენარეები (Angiospermae) ჩვენს პლანეტაზე უეცრად გაჩნდნენ - ცარცულ პერიოდში, დაახლოებით 100 მილიონი წლის წინათ. მათ არ აქვთ ერთიანი მსგავსება მანამდე არსებულ მცენარეებთან. გარდა ამისა, მათი გამოჩენა აღინიშნა მრავალფეროვანი ქვესახეობებით".

სწორედ ეს - "ყვავილთა უეცარი გაჩენა" - არ აძლევდა ჩარლ დარვინს დამშვიდების შესაძლებლობას. რატომ არ ჩანს ყვავილოვანი მცენარეების თანმიმდევრობითი ევოლუცია? სად გაქრნენ შუალედური ფორმები მცენარეების წიწვოვან (Gymnospermае) და ყვავილოვან ჯიშებს შორის? და როგორ შეიძლება მოხდეს მათი ესოდენ სწრაფი გაჩენა დედამიწაზე, თანაც ამდენი სახეობითა და ვარიანტით?

ჩარლზ დარვინისათვის გაუგებარი იყო, თუ როგორ აიცილეს თავიდან ამ მცენარეებმა განვითარების ის თანმიმდევრობითი ეტაპები, რომლებიც ფლორისა და ფაუნის ყველა სახეობამ გაიარა, ძუძუმწოვრების ჩათვლით. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგებოდა ბუნებრივი შერჩევის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს, რომლის თანახმად, ბუნებაში, ცოცხალი ორგანიზმების განვითარების პროცესში, მკვეთრი ნახტომები არ ხდება.

ჩარლზ დარვინი დიდი ხნის განმავლობაში იმშვიდებდა თავს იმ იდეით, რომლის მიხედვით, შესაძლოა ყვავილოვანი მცენარეები სადღაც, რომელიღაც აწ უკვე გამქრალ კუნძულზე ან კონტინენტზე გაჩნდნენ, ევოლუცია გაიარეს და შემდეგ მთელ დედამიწაზე გავრცელდნენო. 1881 წლის აგვისტოში, სიკვდილამდე სულ რაღაც რამდენიმე თვით ადრე, დარვინმა ჰუკერს მიწერა: "ჩემთვის არაფერი არაა უფრო არაორდინალური მცენარეთა სამყაროს ისტორიაში, ვიდრე უმაღლესი მცენარეულობის მოულოდნელი და სწრაფი განვითარება. ზოგჯერ მეჩვენება, რომ საუკუნეთა განმავლობაში სადღაც სამხრეთ პოლუსთან ახლოს შორეული და ჯერ კიდევ აღმოუჩენელი, ან უკვე გამქრალი კონტინენტი არსებობდა".

  • უილიამ კარუტერსი ჩარლზ დარვინის წინააღმდეგ

დიდი ბრიტანეთის სამეფო ბოტანიკური ბაღების ბიბლიოთეკაში პროფესორი რიჩარდ ბაგსი მოულოდნელად წააწყდა იმ ლექციის ტექსტის ასლს, რომელიც 1876 წელს გეოლოგიური ასოციაციის წევრების წინაშე შოტლანდიელმა ბოტანიკოსმა უილიამ კარუტერსმა წაიკითხა. მასში შოტლანდიელი ამტკიცებს, რომ ჩარლზ დარვინს არ აქვს იმის უნარი და გონება, რომ ყვავილოვანი მცენარეების წარმოშობა ახსნას. იმიტომ, რომ მათ გამოჩენას დედამიწაზე "ღვთაებრივი საფუძველი" აქვს.

უილიამ კარუტერსმა, აკრიტიკებდა რა დარვინისეულ ევოლუციის თეორიას, ამით მწვავე დავა გამოიწვია არამარტო სამეცნიერო წრეებში, არამედ მთლიანად საზოგადოებაშიც. მისი გამონათქვამები და დასკვნები გამოაქვეყნა ჯერ გაზეთმა "თაიმსმა", შემდეგ კი სხვადასხვა აკადემიურმა გამოცემებმა.

"კარუტერსმა ისარგებლა მომენტით იმისთვის, რომ დარვინის თეორიის წინააღმდეგ "ჯვაროსნული ლაშქრობა" დაეწყო. მისი მტკიცებით, ფარულთესლოვანი მცენარეები ცარცულ პერიოდში უშუალოდ ღმერთმა გააჩინა. ჩარლზ დარვინისა და მისი მეგობრებისათვის (თანამოაზრეებისათვის) უილიამ კარუტერსის ასეთი პოზიცია სრულ ერესს ანუ ჭეშმარიტების უარყოფას წარმოადგენდა, მაგრამ წარმოიქმნა პრობლემა: დარვინსა და მის მომხრეებს ამ მოვლენის (ყვავილების გაჩენის) ახსნა ევოლუციის თვალსაზრისით არ შეეძლოთ", - ამბობს რიჩარდ ბაგსი.

პროფესორის აზრით, სწორედ ამ სიტუაციამ მისცა ბიძგი ჩარლზ დარვინს გამოეყენებინა სიტყვათაწყობა "საშინელი საიდუმლო". თავისი გამოკვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით რიჩარდ ბაგსმა სამეცნიერო ჟურნალ American Journal of Botany-ში გამოაქვეყნა.

რაც შეეხება თვითონ უილიამ კარუტერსს, იგი პალეობოტანიკის სფეროში ერთ-ერთი დიდი მეცნიერი გახდა, პარალელურად კი ბრიტანეთის მუზეუმში ბოტანიკის განყოფილების მცველი იყო.

რიჩარდ ბაგსის თქმით, ჩარლზ დარვინის "საშინელი საიდუმლო" გარკვეულად ჰგავს "ფერმის თეორემას", რომელიც 1637 წელს მათემატიკოსმა პიერ ფერმა ჩამოაყალიბა. ვერცერთმა ვერ შეძლო თავის სიცოცხლეში მათივე შექმნილი ამოცანის ამოხსნა. "ჩვენ გავიგეთ, თუ რა ტრიალებდა დარვინის თავში მისი სიცოცხლის ბოლო წლებში. ეს ისეთი გამოცანა იყო, რომლის ამოხსნის მცდელობით ჩარლზ დარვინის მთელ გონება იყო დაკავებული, მის სიკვდილამდე".

  • გამოიცნეს თუ არა მეცნიერებმა "საშინელი საიდუმლო"?

მოკლედ რომ ვთქვათ, ვერ გამოიცნეს.

უკვე 140 წელი გავიდა ჩარლზ დარვინის სიკვდილიდან, მაგრამ ყვავილოვანი მცენარეების წარმოშობის ახსნა-განმარტება დღემდე არავის არ შეუძლია.

"რა თქმა უნდა, ამჟამად ძალიან წინ ვართ წასულები ევოლუციის ჩვენეული გაგების თვალსაზრისით, განვითარდა პალეონტოლოგიაც... მაგრამ ეს საიდუმლო ჯერ კიდევ არ ამოხსნილა", - ამბობს რიჩარდ ბაგსი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ