მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთია, რა გვინდა ქართველებს, რა არის საქართველოს ინტერესი..." - რა განმარტებას აკეთებს ივერი მელაშვილი მის სკანდალად ქცეულ განცხადებაზე?
"ერთია, რა გვინდა ქართველებს, რა არის საქართველოს ინტერესი..." - რა განმარტებას აკეთებს ივერი მელაშვილი მის სკანდალად ქცეულ განცხადებაზე?

პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა ივე­რი მე­ლაშ­ვილ­მა "ტვ პირ­ვე­ლის" ეთე­რით სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა: "რო­დე­საც ხაზს უს­ვამ და წყვეტ, გინ­და თუ არა, ეს ჩე­მია, რო­გორ არის შენი, რო­დე­საც არ არის შენი, არ გაქვს ამის სა­ფუძ­ვე­ლი. იქ ვი­ღაც ბერი იქ­ნე­ბა, თუ ერის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, თუ ზოგი მივა იქ და კე­ლი­ებ­თან პო­ზი­რე­ბას და­ი­წყებს, ამის გამო ეუბ­ნე­ბი, რომ ჩე­მია, არ არის სწო­რი... არ არის შენი და არ და­გით­მობს არა­სო­დეს. ის სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც მა­ნამ­დე გვქონ­და, ყვე­ლა­ფერ ამას აფუ­ჭებ, ხაზს უს­ვამ და მტრუ­ლად გა­ნა­წყობ შენს პარტნი­ორ ქვე­ყა­ნას". მე­ლაშ­ვი­ლის ამ გან­ცხა­დე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, პრო­კუ­რორ­მა ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა კი ბრა­ლის აღი­ა­რე­ბად მი­იჩ­ნია და დას­ძი­ნა: "არა­ვის გა­უჩ­ნდეს გან­ცდა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ პო­ზი­ცი­ე­ბი შე­არ­ბი­ლა. ჩვენ ვიქ­ნე­ბით უკომ­პრო­მი­სო! სა­სა­მარ­თლო­ზე ფაქ­ტე­ბის წი­ნა­შე დად­გე­ბი­ან ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მაც მო­უ­წევთ. ნუ­რა­ვის ექ­ნე­ბა ილუ­ზია, რომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის გი­რა­ო­თი შეც­ვლა მათ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს - ბრალ­დე­ბუ­ლებს 15 წლამ­დე სას­ჯე­ლი ემუქ­რე­ბათ". მე­ლაშ­ვი­ლის სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა შე­ა­ფა­სა იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მაც: "სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­შია მე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბით... უკვე მე­ო­რე დღეა, ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი ისე მუ­შა­ობს სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას სა­მუ­შაო აღარ დარ­ჩა"."სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დებს, სი­ტყვა საქ­მედ აქ­ცი­ოს და გა­მო­ძი­ე­ბა ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნოს!

აი, რა უპა­სუ­ხა ივე­რი მე­ლაშ­ვილ­მა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან"ინ­ტერ­ვი­უ­ში კი­თხვას:

- თქვენს სა­ტე­ლე­ვი­ზიო გან­ცხა­დე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა. პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ბობს, რომ ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბრა­ლის აღი­ა­რე­ბაა. ამ­ტკი­ცებთ, რომ და­ვით­გა­რე­ჯის ტე­რი­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლო­სი არ არის?

- რაც ჩემ­თვის გა­სა­გე­ბია, იმას ვამ­ბობ მოკ­ლედ და ასე მოხ­და ამ შემ­თხვე­ვა­შიც - აზრი არ და­ვას­რუ­ლე და არ მი­ფიქ­რია, რომ ამას ვი­ღაც კუდს სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ა­ბამ­და. ალ­ბათ, უფრო მკა­ფი­ოდ და ზუს­ტად უნდა გან­მე­მარ­ტა. იცით, რა? ერ­თია, რა გვინ­და ქარ­თვე­ლებს, სა­ქარ­თვე­ლოს, რა არის სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სი და ცხა­დია, ამის­კენ უნდა ვის­წრა­ფო­დეთ. ამას ვა­კე­თებთ კი­დეც მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით, რად­გან სხვა­ნა­ი­რად ვე­რა­ფერს მი­აღ­წევ. რაც ბოლო დროს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ცხა­და, ეს საქ­მეს აზა­რა­ლებს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ბობს, რომ ეყ­რდნო­ბა რა­ღაც 200 000-იანი მას­შტა­ბის რუ­კას და ორ ადა­მი­ანს გვა­და­ნა­შა­უ­ლებს. ჩვენს იქით კი­დევ ვის რა ბრალ­დე­ბას წა­უ­ყე­ნებს, კაც­მა არ იცის! თურ­მე სა­ქარ­თვე­ლოს კუთ­ვნი­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი აღ­მო­ჩე­ნი­ლა მის სა­ზღვრებს გა­რეთ. ამას კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ვე­თან­ხმე­ბი, მსგავ­სი რამ არ მომ­ხდა­რა. რა­საც ამ 200 0000-იან რუ­კა­ზე ამ­ბო­ბენ, არის დი­ლე­ტან­ტუ­რი, გა­უ­აზ­რე­ბე­ლი, და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და უსა­ფუძ­ვლო აზ­როვ­ნე­ბის ნა­ყო­ფი.

- თქვენ მი­მართ ბრალ­დე­ბა ამა­ზეა აგე­ბუ­ლი და ყვე­ლა ამ­ბობს, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სწო­რედ ეს რუ­კაა. თქვენ სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებთ?

- პრო­კუ­რა­ტუ­რა გვაბ­რა­ლებს, რომ თურ­მე ჩვე­ნი ძირ­გა­მომ­თხრე­ლი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს კუთ­ვნი­ლი 35 კი­ლო­მეტ­რამ­დე ტე­რი­ტო­რია სა­ზღვრებს გა­რეთ აღ­მოჩ­ნდა და ამას ასა­ბუ­თებს იმით, რომ იმ 200 000-იანი მას­შტა­ბის რუ­კა­ზე ეს სხვა­ნა­ი­რად არის გა­კე­თე­ბუ­ლი. ეს არას­წო­რია. არც ერთ დო­კუ­მენ­ტში, არც მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის მა­სა­ლებ­ში არ ჩანს, რომ ის ტე­რი­ტო­რია, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა გუ­ლის­ხმობს და რო­მე­ლიც თით­ქოს კო­მი­სი­ე­ბის შე­თან­ხმე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იყო მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი და მერე მოხ­ვდა სა­ზღვრებს გა­რეთ, ოდეს­მე ჩვე­ნი იყო. წა­ი­კი­თხეთ ინ­ტრე­ვიუ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 107 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
angel
209

როგორ შეგიძლიათ იმის თქმა,რომ გარეჯი საქართველო არაა?

ეგ პირიდან როგორ ამოგდით? რა ხალხი ხართ?

ტაო კლარჯეთს მივტირივართ დღემდე,არაა ეგ საქართველო????

 

paata
200

შე ორჯონიკიძე,ქართველების 90% ქართველად არ გთვლის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ერთია, რა გვინდა ქართველებს, რა არის საქართველოს ინტერესი..." - რა განმარტებას აკეთებს ივერი მელაშვილი მის სკანდალად ქცეულ განცხადებაზე?

"ერთია, რა გვინდა ქართველებს, რა არის საქართველოს ინტერესი..." - რა განმარტებას აკეთებს ივერი მელაშვილი მის სკანდალად ქცეულ განცხადებაზე?

პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ივერი მელაშვილმა "ტვ პირველის" ეთერით სკანდალური განცხადება გააკეთა: "როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა, ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაც ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა იქ და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი... არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის საშუალება, რაც მანამდე გვქონდა, ყველაფერ ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას". მელაშვილის ამ განცხადებამ საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა კი ბრალის აღიარებად მიიჩნია და დასძინა: "არავის გაუჩნდეს განცდა, რომ პროკურატურამ პოზიციები შეარბილა. ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო! სასამართლოზე ფაქტების წინაშე დადგებიან ბრალდებულები და კონკრეტული პასუხების გაცემაც მოუწევთ. ნურავის ექნება ილუზია, რომ წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლა მათ უდანაშაულობაზე მიანიშნებს - ბრალდებულებს 15 წლამდე სასჯელი ემუქრებათ". მელაშვილის სკანდალური განცხადება შეაფასა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმაც: "საზოგადოება შოკშია მელაშვილის განცხადებებით... უკვე მეორე დღეა, ივერი მელაშვილი ისე მუშაობს საკუთარი თავის წინააღმდეგ, რომ პროკურატურას სამუშაო აღარ დარჩა"."საქართველოს საპატრიარქო კი ხელისუფლებას მოუწოდებს, სიტყვა საქმედ აქციოს და გამოძიება ბოლომდე მიიყვანოს!

აი, რა უპასუხა ივერი მელაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში კითხვას:

- თქვენს სატელევიზიო განცხადებას საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. პროკურატურა ამბობს, რომ ეს, ფაქტობრივად, ბრალის აღიარებაა. ამტკიცებთ, რომ დავითგარეჯის ტერიტორია საქართველოსი არ არის?

- რაც ჩემთვის გასაგებია, იმას ვამბობ მოკლედ და ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც - აზრი არ დავასრულე და არ მიფიქრია, რომ ამას ვიღაც კუდს სხვანაირად გამოაბამდა. ალბათ, უფრო მკაფიოდ და ზუსტად უნდა განმემარტა. იცით, რა? ერთია, რა გვინდა ქართველებს, საქართველოს, რა არის საქართველოს ინტერესი და ცხადია, ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. ამას ვაკეთებთ კიდეც მოლაპარაკების გზით, რადგან სხვანაირად ვერაფერს მიაღწევ. რაც ბოლო დროს პროკურატურამ განაცხადა, ეს საქმეს აზარალებს. პროკურატურა ამბობს, რომ ეყრდნობა რაღაც 200 000-იანი მასშტაბის რუკას და ორ ადამიანს გვადანაშაულებს. ჩვენს იქით კიდევ ვის რა ბრალდებას წაუყენებს, კაცმა არ იცის! თურმე საქართველოს კუთვნილი ტერიტორიები აღმოჩენილა მის საზღვრებს გარეთ. ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები, მსგავსი რამ არ მომხდარა. რასაც ამ 200 0000-იან რუკაზე ამბობენ, არის დილეტანტური, გაუაზრებელი, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო აზროვნების ნაყოფი.

- თქვენ მიმართ ბრალდება ამაზეა აგებული და ყველა ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სწორედ ეს რუკაა. თქვენ საპირისპიროს ამტკიცებთ?

- პროკურატურა გვაბრალებს, რომ თურმე ჩვენი ძირგამომთხრელი მოქმედების შედეგად საქართველოს კუთვნილი 35 კილომეტრამდე ტერიტორია საზღვრებს გარეთ აღმოჩნდა და ამას ასაბუთებს იმით, რომ იმ 200 000-იანი მასშტაბის რუკაზე ეს სხვანაირად არის გაკეთებული. ეს არასწორია. არც ერთ დოკუმენტში, არც მიწათსარგებლობის მასალებში არ ჩანს, რომ ის ტერიტორია, რომელსაც პროკურატურა გულისხმობს და რომელიც თითქოს კომისიების შეთანხმებით საქართველოსთვის იყო მიკუთვნებული და მერე მოხვდა საზღვრებს გარეთ, ოდესმე ჩვენი იყო. წაიკითხეთ ინტრევიუ სრულად

"კანის კიბოს რისკი ღია ფერის კანის ადამიანებში მეტია" - ზაზა თელია რუჯის მიღების წესებსა და კანის კიბოსთან დაკავშირებულ მითებზე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, "ფიროსმანის სმარტ სტენდი" შექმნა

"ხვალ ტაძრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, მეც ვიქნები ნასვამი... არხი "მთავარის" საყურადღებოდ" - მეუფე ნიკოლოზი