სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ფაიზერის" შემდეგ საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინის შემოტანა იგეგმება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ფაიზერის" შემდეგ საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინის შემოტანა იგეგმება

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გა­ნა­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში "ფა­ი­ზე­რის“ შემ­დეგ, "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნა შე­მო­ვა.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და,"ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნას, სა­ქარ­თვე­ლო სა­ვა­რა­უ­დოდ, 15 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ მი­ი­ღებს.

"პირ­ველ ეტაპ­ზე, თე­ბერ­ვლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, 15 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ, „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნის პირ­ველ დო­ზებს მი­ვი­ღებთ. ეს იქ­ნე­ბა 29 250 დოზა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის ორ­ჯე­რა­დად კეთ­დე­ბა 3-4 კვი­რის გა­მოშ­ვე­ბით. რო­გორც ჩვენს ვაქ­ცი­ნის და­ნერგვის გეგ­მა­შია, პირ­ველ ეტაპ­ზე სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი აიც­რე­ბა, თუმ­ცა, სრუ­ლად არა, რად­გან სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი გა­ცი­ლებთ მე­ტია. ამი­ტომ, მე­ო­რე ეტა­პის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი სრუ­ლად იქ­ნე­ბა მო­ცუ­ლი.

"ფა­ი­ზე­რის“ შემ­დეგ "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნა შე­მო­ვა. პირ­ველ ეტაპ­ზე სა­უ­ბა­რია 180-დან 300 000 დო­ზამ­დე. შემ­დეგ უკვე თან­და­თა­ნო­ბით შე­ივ­სე­ბა ვაქ­ცი­ნე­ბის მა­რა­გი, რა­ზეც შელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლი გვაქვს“,- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მისი თქმით, წელს მო­სახ­ლე­ო­ბის 60-70% რომ აიც­რას, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იმუ­ნი­ტე­ტი ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა და პან­დე­მი­ას და­მარ­ცხე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა.

"პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბის ერ­თა­დერ­თი ია­რა­ღი ვაქ­ცი­ნაა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ ვირუს­ზე პირ­და­პი­რი მოქ­მე­დე­ბის წა­მა­ლი არ არის. დღეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ არის ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და უკვე და­წყე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია. ვაქ­ცი­ნა ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა პრე­ვენ­ცი­ი­სა და პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ია­რა­ღია. ამი­ტომ, ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად, არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ და შევ­ქმნათ მაქ­სი­მა­ლუ­რად მა­ღა­ლი იმუ­ნუ­რი ფენა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. წელს მო­სახ­ლე­ო­ბის 60-70% რომ აიც­რას, რაც რა თქმა უნდა, რთუ­ლი ამო­ცა­ნაა, მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იმუ­ნი­ტე­ტი ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა და პან­დე­მი­ას და­ვა­მარ­ცხებთ“,-გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ მხო­ლოდ სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია უნდა მი­ე­წო­დოს, რა­შიც მე­დი­ის როლი საკ­მა­ოდ დი­დია.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ის ვაქ­ცი­ნა შე­მო­დის, რო­მელ­საც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან რე­კო­მენ­და­ცია აქვს და ის ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხოა.

„ჩვენ­თან რაც შე­მო­დის, ის ვაქ­ცი­ნე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ არის ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი და უსაფრ­თხოა“,-გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეთერი
0

საფრანგეთის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ 65 წელზე ზევით ასტრა ზენეკა საერთოდ არ მუშაობს! იცით თქვენ ეს, ამბები, და იმედი მაქვს არ დაბლოკავთ!

გთხოვთ არ დაბლოკოთ!
0

დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ბატონმა მაკრონმა გააკეთა განცხადება, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა არ იძლევა სასურველ შედეგს 60 წელს გადაცილებულ ადამიანებზე. ვთხოვ ბატონ ამირანს აგვიხსნას რა ხდება?. რატომ გააკეთა ეს განცხადება მაკრონმა-შეაცდინეს ფრანგმა მეცნიერებმა, თუ რა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ფაიზერის" შემდეგ საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინის შემოტანა იგეგმება

ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ფაიზერის" შემდეგ საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინის შემოტანა იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, საქართველოში "ფაიზერის“ შემდეგ, "ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა,"ფაიზერის“ ვაქცინას, საქართველო სავარაუდოდ, 15 თებერვლის შემდეგ მიიღებს.

"პირველ ეტაპზე, თებერვლის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, 15 თებერვლის შემდეგ, „ფაიზერის“ ვაქცინის პირველ დოზებს მივიღებთ. ეს იქნება 29 250 დოზა. მოგეხსენებათ, ის ორჯერადად კეთდება 3-4 კვირის გამოშვებით. როგორც ჩვენს ვაქცინის დანერგვის გეგმაშია, პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება, თუმცა, სრულად არა, რადგან სამედიცინო პერსონალი გაცილებთ მეტია. ამიტომ, მეორე ეტაპისთვის სამედიცინო პერსონალი სრულად იქნება მოცული.

"ფაიზერის“ შემდეგ "ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა. პირველ ეტაპზე საუბარია 180-დან 300 000 დოზამდე. შემდეგ უკვე თანდათანობით შეივსება ვაქცინების მარაგი, რაზეც შელშეკრულება გაფორმებული გვაქვს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, წელს მოსახლეობის 60-70% რომ აიცრას, საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი იმუნიტეტი ჩამოყალიბდება და პანდემიას დამარცხება შესაძლებელი გახდება.

"პანდემიის დამარცხების ერთადერთი იარაღი ვაქცინაა. მოგეხსენებათ, ამ ვირუსზე პირდაპირი მოქმედების წამალი არ არის. დღეს მხოლოდ და მხოლოდ არის ის რეგულაციები და შემზღუდავი ღონისძიებები, რაც გამოიყენება და უკვე დაწყებული ვაქცინაცია. ვაქცინა ინფექციურ დაავადებათა პრევენციისა და პროფილაქტიკისთვის ყველაზე მძლავრი იარაღია. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სამედიცინო პერსონალმა უნდა მოვახერხოთ და შევქმნათ მაქსიმალურად მაღალი იმუნური ფენა საზოგადოებაში. წელს მოსახლეობის 60-70% რომ აიცრას, რაც რა თქმა უნდა, რთული ამოცანაა, მაშინ საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი იმუნიტეტი ჩამოყალიბდება და პანდემიას დავამარცხებთ“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მან აღნიშნა, რომ საზოგადოებას ვაქცინაციის შესახებ მხოლოდ სწორი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, რაშიც მედიის როლი საკმაოდ დიდია.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მხოლოდ ის ვაქცინა შემოდის, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან რეკომენდაცია აქვს და ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

„ჩვენთან რაც შემოდის, ის ვაქცინები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული და უსაფრთხოა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

"პაციენტებს შემთხვევათა 1/3-ში უვითარდებათ, ან რჩებათ მთელი რიგი სიმპტომები" - თენგიზ ცერცვაძემ კოვიდგადატანილ პირებზე ისაუბრა

"შერჩეულია 10 საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც 40 ბრიგადა აცრებს განახორციელებს" - ამირან გამყრელიძე

"მომაკვდავს ვგავდი, ვერ დავდიოდი, წმ. ნინოს წყაროდან კი საკუთარი ფეხით ამოვედი... დედა გაოცებისგან ვერ მეკარებოდა" - სასწაული, რომელიც 20 წლის გოგოს ბოდბეში შეემთხვა