მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერვისები, რომლებსაც ხვალიდან შსს-ს მომსახურების სააგენტო განაახლებს
სერვისები, რომლებსაც ხვალიდან შსს-ს მომსახურების სააგენტო განაახლებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო პირ­ვე­ლი თე­ბერ­ვლი­დან, COVID-19 -ის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გამო შე­ჩე­რე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის ეტა­პობ­რივ გა­ნახ­ლე­ბას იწყებს და მო­ქა­ლა­ქე­ებს ორ­შა­ბა­თი­დან შა­ბა­თის ჩათ­ვლით, ყო­ველ­დღი­ურ სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­დან აც­ნო­ბეს, 1-ლი თე­ბერ­ვლი­დან ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ას­თან, გან­ბა­ჟე­ბას­თან, რე­ექ­სპორ­ტსა და ექ­სპორტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სრუ­ლად აღ­დგე­ბა ია­რა­ღის რე­გის­ტრა­ცია იმ პირ­თათ­ვის, ვი­საც უკვე ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვის გა­მოც­და, ან არ სა­ჭი­რო­ებს გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბას.

“პირ­ვე­ლი თე­ბერ­ვლი­დან, მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღებ პრაქ­ტი­კულ გა­მოც­და­ზე გას­ვლას შეძ­ლე­ბენ ის პი­რე­ბი, ვი­საც უკვე ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს თე­ო­რი­უ­ლი გა­მოც­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი B კა­ტე­გო­რი­ის პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დას ჩა­ა­ბა­რე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე GPS სის­ტე­მით აღ­ჭურ­ვი­ლი, „SKODA RAPID“-ის მო­დე­ლის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, რუს­თა­ვი­სა და გო­რის სა­გა­მოც­დო მო­ედ­ნებ­ზე, ხოლო და­ნარ­ჩენ სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებ­ში ეტა­პობ­რი­ვად ჩა­ნაც­ვლდე­ბა ძვე­ლი სა­გა­მოც­დო მან­ქა­ნე­ბი ახა­ლი მო­დე­ლე­ბით.

პირ­ვე­ლი თე­ბერ­ვლი­დან, ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლის ფარ­გლებს გა­რეთ მე­ქა­ნი­კუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­სა­ცემ ცნო­ბებს, გა­ნა­ცხა­დის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ელექტრო­ნუ­ლი წე­სით, მო­ნა­ცემ­თა სუ­ბი­ექ­ტის მიერ, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით (sa.gov.ge). მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრებ­ში მზა დო­კუ­მენ­ტი გა­ი­ცე­მა გა­ნა­ცხა­დის შევ­სე­ბი­სას მი­თი­თე­ბულ სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­ულ­ში ყო­ველ­დღე, ორ­შა­ბა­თი­დან შა­ბა­თის ჩათ­ვლით.

პირ­ვე­ლი თე­ბერ­ვლი­დან მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის კვლავ შე­ზღუ­დუ­ლი იქ­ნე­ბა მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღებ თე­ო­რი­ულ გა­მოც­და­ზე გას­ვლა.

ასე­ვე, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დრო­ე­ბით ვერ შეძ­ლე­ბენ ია­რა­ღის რე­გის­ტრა­ცი­ის ნე­ბარ­თვის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბას.

დრო­ე­ბით კვლავ შე­ჩე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბა თბი­ლის­ში, ჯ. ბა­ლან­ჩი­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრში, ახალ­ქა­ლა­ქი­სა და ამ­ბრო­ლა­უ­რის სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებ­ში.

მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო, მო­ქა­ლა­ქე­თა უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, სრუ­ლად ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უწყე­ბათ­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს რე­კო­მენ­და­ცი­ებს. სა­ა­გენ­ტო მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, რომ ად­გილ­ზე სერ­ვი­სე­ბის მი­სა­ღე­ბად გა­მო­ცხად­დნენ პირ­ბა­დით”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კიო
0

მართვის მოწმობა მაღირსეთ ნუ მარღვევინებთ კანონს, არმაქვს მეტი გზა და დავდივარ! რა გავაკეთო გეკითხებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

სერვისები, რომლებსაც ხვალიდან შსს-ს მომსახურების სააგენტო განაახლებს

სერვისები, რომლებსაც ხვალიდან შსს-ს მომსახურების სააგენტო განაახლებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო პირველი თებერვლიდან, COVID-19 -ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გამო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს და მოქალაქეებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.

როგორც “ინტერპრესნიუსს” მომსახურების სააგენტოდან აცნობეს, 1-ლი თებერვლიდან ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან, განბაჟებასთან, რეექსპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურები.

მათივე ცნობით, სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაცია იმ პირთათვის, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს შესაბამისი ნებართვის გამოცდა, ან არ საჭიროებს გამოცდის ჩაბარებას.

“პირველი თებერვლიდან, მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ ის პირები, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს თეორიული გამოცდა.

აღსანიშნავია, რომ მართვის უფლების მიღების მსურველები B კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას ჩააბარებენ თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი, „SKODA RAPID“-ის მოდელის სატრანსპორტო საშუალებებით, რუსთავისა და გორის საგამოცდო მოედნებზე, ხოლო დანარჩენ სტრუქტურულ ერთეულებში ეტაპობრივად ჩანაცვლდება ძველი საგამოცდო მანქანები ახალი მოდელებით.

პირველი თებერვლიდან, ასევე, შესაძლებელი იქნება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მომსახურების ცენტრებში მზა დოკუმენტი გაიცემა განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში ყოველდღე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

პირველი თებერვლიდან მომხმარებლებისთვის კვლავ შეზღუდული იქნება მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლა.

ასევე, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ იარაღის რეგისტრაციის ნებართვის გამოცდის ჩაბარებას.

დროებით კვლავ შეჩერებული იქნება სერვისების მიწოდება თბილისში, ჯ. ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე მომსახურების ცენტრში, ახალქალაქისა და ამბროლაურის სტრუქტურულ ერთეულებში.

მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

10 შეზღუდვა, რომელიც დღეიდან იხსნება

"თუ დავიცავთ ყველა რეგულაციას, ნაკლებია ალბათობა, რომ მესამე ტალღა გვქონდეს" - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ფაიზერის" შემდეგ საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინის შემოტანა იგეგმება