ავტორი:

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი პაციენტის მდგომარეობაა მძიმე და რამდენი ადამიანი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი პაციენტის მდგომარეობაა მძიმე და რამდენი ადამიანი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 573 პირის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 160 პაციენტი.

როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2 898 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 879, საიდანაც: 2 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 309, აჭარაში - 199, იმერეთში - 506. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 573 პირი, მათ შორის, თბილისში - 254, აჭარაში - 49, იმერეთში - 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 160 პირი, მათგან თბილისში - 125, აჭარაში- 2, იმერეთში - 14. 304 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 176 - თბილისში, 102 - აჭარაში, 12 - იმერეთში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ერთი იძახის, რომ სხვისია ეს მიწა, ვინ ხარ შენ, ვინ გეკითხება, დაეტიე, სადაც ხარ? - ჩვენ გავარკვევთ, თუ სახელმწიფოს არ შეუძლია" - მეუფე იაკობი კარტოგრაფებსა და გარეჯზე

ინფორმაცია მშობლებისთვის - რა უნდა იცოდეთ იმ სკოლებთან დაკავშირებით, სადაც ხვალიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება

სერვისები, რომლებსაც ხვალიდან შსს-ს მომსახურების სააგენტო განაახლებს