სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარგი სიახლე არ გვაქვს, თემურის მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა" - რას წერს ქეთი წიკლაური მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
"კარგი სიახლე არ გვაქვს, თემურის მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა" - რას წერს ქეთი წიკლაური მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

მომ­ღე­რალ თე­მურ წიკ­ლა­უ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ზე“ მისი შვი­ლი, ქეთი წიკ­ლა­უ­რი ავ­რცე­ლებს.

ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას თხოვ­ნით მი­მარ­თავს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ თე­მურ წიკ­ლა­უ­რის ოჯა­ხის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და თავი შე­ი­კა­ვონ და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან, მათ შო­რის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით.

რო­გორც ქეთი წიკ­ლა­უ­რი აღ­ნიშ­ნავს, ის პი­რა­დად გა­ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

“მე­გობ­რე­ბო, თე­მურ­ზე სა­უ­ბა­რი რად­გან და­ვი­წყე, ახ­ლაც მოკ­ლედ რამ­დე­ნი­მე სი­ტყვას ვი­ტყვი. ვიცი, ბევ­რი თქვენ­გა­ნი ჩემი მა­მის შე­სა­ხებ ყო­ველ­დღე სი­ახ­ლეს ელის - კარგ ცნო­ბას, თუმ­ცა ამ წუ­თის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით კარ­გი სი­ახ­ლე არ გვაქვს, თე­მუ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და და დამ­ძიმ­და. მარ­თა­ლია, ჩვენ იმე­დი­ა­ნად ვართ, მაგ­რამ ფაქ­ტია, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და. ჩვენ გვეს­მის, ზო­გა­დად, მსოფ­ლი­ო­ში ამ ვირუ­სის გამო რო­გო­რი მძი­მე ვი­თა­რე­ბაა, მაგ­რამ ყვე­ლას გთხოვთ, უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ ჩვე­ნი ოჯა­ხის და კერ­ძოდ, თე­მურ წიკ­ლა­უ­რის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ და არა­ნა­ირ ჭორ­სა თუ მით­ქმა-მოთ­ქმას აჰ­ყვეთ და "ფბ"-ზეც ცრუ ამ­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის­გა­ნაც გთხოვთ თავი შე­ვი­კა­ვოთ. ასეთ დროს ტყუ­ილ-მარ­თა­ლი ერ­თმა­ნეთ­ში ირე­ვა და კი­დევ უფრო მძი­მე ატ­მოს­ფე­რო იქ­მნე­ბა, მე პი­რა­დად გაც­ნო­ბებთ რა ხდე­ბა, რა მოხ­და და საქ­მე რო­გორ შე­მოტ­რი­ალ­და - სა­სი­კე­თოდ თუ სხვაგ­ვა­რად. გთხოვთ მხნე­ო­ბას. მად­ლო­ბა თა­ნაგ­რძნო­ბის­თვის”, - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქეთი წიკ­ლა­უ­რი.

შე­გახ­სე­ნებთ, ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი თე­მურ წიკ­ლა­უ­რი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. თე­მურ წიკ­ლა­ურს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბის შემ­დეგ კი, ის სტა­ცი­ო­ნარ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანაკო
0

ღმერთმა გადმოხედოს ბატონ თემურს გამოჯანმრთელება.

მედეა
0

ღმერთმა უშველოს და მალე გამოაჯანმრთელოს

ხალხს ძალიან უყვარხართ

დე თქვენგან კარგ ამბებს ველოდებით

ავტორი:

"კარგი სიახლე არ გვაქვს, თემურის მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა" - რას წერს ქეთი წიკლაური მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"კარგი სიახლე არ გვაქვს, თემურის მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა" - რას წერს ქეთი წიკლაური მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ მისი შვილი, ქეთი წიკლაური ავრცელებს.

ის საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, გაითვალისწინონ თემურ წიკლაურის ოჯახის ამჟამინდელი მდგომარეობა და თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, მათ შორის სოციალური ქსელით.

როგორც ქეთი წიკლაური აღნიშნავს, ის პირადად გაავრცელებს ინფორმაციას მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

“მეგობრებო, თემურზე საუბარი რადგან დავიწყე, ახლაც მოკლედ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი. ვიცი, ბევრი თქვენგანი ჩემი მამის შესახებ ყოველდღე სიახლეს ელის - კარგ ცნობას, თუმცა ამ წუთისთვის ჯერჯერობით კარგი სიახლე არ გვაქვს, თემურის მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა. მართალია, ჩვენ იმედიანად ვართ, მაგრამ ფაქტია, მისი მდგომარეობა გაუარესდა. ჩვენ გვესმის, ზოგადად, მსოფლიოში ამ ვირუსის გამო როგორი მძიმე ვითარებაა, მაგრამ ყველას გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ ჩვენი ოჯახის და კერძოდ, თემურ წიკლაურის ამჟამინდელი მდგომარეობა გაითვალისწინოთ და არანაირ ჭორსა თუ მითქმა-მოთქმას აჰყვეთ და "ფბ"-ზეც ცრუ ამბების გაზიარებისგანაც გთხოვთ თავი შევიკავოთ. ასეთ დროს ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირევა და კიდევ უფრო მძიმე ატმოსფერო იქმნება, მე პირადად გაცნობებთ რა ხდება, რა მოხდა და საქმე როგორ შემოტრიალდა - სასიკეთოდ თუ სხვაგვარად. გთხოვთ მხნეობას. მადლობა თანაგრძნობისთვის”, - წერს სოციალურ ქსელში ქეთი წიკლაური.

შეგახსენებთ, ქართველი მომღერალი თემურ წიკლაური თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა, მდგომარეობის გართულების შემდეგ კი, ის სტაციონარში გადაიყვანეს.

"დეტალების გარკვევის შემდეგ, ამ ადამინებმა მშვიდობისკენ გადადგეს ნაბიჯი" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დმანისში განვითარებულ მოვლენებზე

"შეთანხმება იქნა მიღწეული, ერთმანეთს მიუტევეს და შეურიგდნენ" - აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი

"ყველაზე მეტად მიყვარს... ბავშვებზე მეტად ქრისტინა მიყვარს" - მამა სერაფიმე ოჯახსა და ეკლესიურ ცხოვრებაზე