მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალმა რუსეთმა უნდა მოამზადოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის, დნესტრისპირეთის კი - მოლდოვისთვის გადაცემა“ - რას აცხადებს რუსი პოლიტიკოსი?
"ახალმა რუსეთმა უნდა მოამზადოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის, დნესტრისპირეთის კი - მოლდოვისთვის გადაცემა“ - რას აცხადებს რუსი პოლიტიკოსი?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუსი პო­ლი­ტი­კო­სის, რუ­სე­თის სა­თათ­ბი­როს ყო­ფი­ლი წევ­რის, ალექ­სეი მელ­ნი­კო­ვის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას დიდი რე­ზო­ნან­სი მოყ­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში. თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ რეს­პუბ­ლი­კა­ში აღ­შფოთ­დნენ მისი წი­ნა­და­დე­ბით, რომ: "ახალ­მა რუ­სეთ­მა უნდა მო­ამ­ზა­დოს აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, დნესტრის­პი­რე­თის კი - მოლ­დო­ვის­თვის გა­და­ცე­მა“. გა­ჩაღ­და დის­კუ­სია იმის თა­ო­ბა­ზე, მარ­თლა არის თუ არა ის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის თა­ნა­შემ­წე.

გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს მელ­ნი­კო­ვის მო­საზ­რე­ბე­ბი­დან:

"2021 წლის აგ­ვის­ტო­ში შეს­რულ­დე­ბა აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის" 13 წლის­თა­ვი. რო­გო­რია ამის შე­დე­გე­ბი? რის გა­კე­თე­ბა მო­ა­ხერ­ხა რუ­სულ­მა დიპ­ლო­მა­ტი­ამ იმის­თვის, რომ მი­ეღ­წია ამ "სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის" აღი­ა­რე­ბის­თვის, თუნ­დაც მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის ნა­ხევ­რის მიერ მა­ინც? - ვე­რა­ფერს. რუ­სე­თის რამ­დე­ნი­მე სა­ტე­ლი­ტი­სა და კლი­ენ­ტის გარ­და აფხა­ზე­თი და სამ­ხრე­თი ოსე­თი არა­ვის უცვნია. ამას­თა­ნა­ვე, ისი­ნი რუ­სე­თის­გან ყო­ველ­წლი­უ­რად იღე­ბენ ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას და ამ დახ­მა­რე­ბას ბოლო არ უჩანს. აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პრო­ექ­ტი წა­რუ­მა­ტე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად მი­ვიჩ­ნი­ოთ. კი­დევ ერთი ასე­თი "ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი" ტე­რი­ტო­რია დნესტრის­პი­რე­თია. ახა­ლი რუ­სე­თის წი­ნა­შე ობი­ექ­ტუ­რად დგას ამო­ცა­ნა, შე­წყვი­ტოს წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი არა­თუ ექ­სპე­რი­მენ­ტი, არა­მედ ჩიხ­ში შე­სუ­ლი პო­ლი­ტი­კა და მო­ამ­ზა­დოს აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, დნესტრის­პი­რე­თის კი მოლ­დო­ვის­თვის გა­და­ცე­მა“. წყა­რო

აფხა­ზურ სოცქსე­ლებ­ში მელ­ნი­კოვს აკ­რი­ტი­კე­ბენ და მას "ნა­ვალ­ნის თა­ნა­შემ­წედ" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, თუმ­ცა ის, რო­გორც ირ­კვე­ვა, პარ­ტია "იაბ­ლო­კოს" წევ­რი და აქ­ტი­უ­რი ბლო­გე­რია.

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
5

ღმერთმა გისმინოს, მაგრამ რა გადმოცემაზეა საუბარი, როცა არ გადაგვიცია. მედვედევის და პუტინის მიღებული რეზოლუცია თუ დადგენილებაა გასაუქმებელი.

იგორი
3

სწორად მსჯელობს.მისასალმებელია ასეთი მიდგომა ამ საკითხის გადასაწყვეტად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ახალმა რუსეთმა უნდა მოამზადოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის, დნესტრისპირეთის კი - მოლდოვისთვის გადაცემა“ - რას აცხადებს რუსი პოლიტიკოსი?

"ახალმა რუსეთმა უნდა მოამზადოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის, დნესტრისპირეთის კი - მოლდოვისთვის გადაცემა“ - რას აცხადებს რუსი პოლიტიკოსი?

რამდენიმე დღის წინ რუსი პოლიტიკოსის, რუსეთის სათათბიროს ყოფილი წევრის, ალექსეი მელნიკოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას დიდი რეზონანსი მოყვა, განსაკუთრებით, ოკუპირებულ აფხაზეთში. თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში აღშფოთდნენ მისი წინადადებით, რომ: "ახალმა რუსეთმა უნდა მოამზადოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის, დნესტრისპირეთის კი - მოლდოვისთვის გადაცემა“. გაჩაღდა დისკუსია იმის თაობაზე, მართლა არის თუ არა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანაშემწე.

გთავაზობთ ფრაგმენტს მელნიკოვის მოსაზრებებიდან:

"2021 წლის აგვისტოში შესრულდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" 13 წლისთავი. როგორია ამის შედეგები? რის გაკეთება მოახერხა რუსულმა დიპლომატიამ იმისთვის, რომ მიეღწია ამ "სახელმწიფოების" აღიარებისთვის, თუნდაც მსოფლიო თანამეგობრობის ნახევრის მიერ მაინც? - ვერაფერს. რუსეთის რამდენიმე სატელიტისა და კლიენტის გარდა აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი არავის უცვნია. ამასთანავე, ისინი რუსეთისგან ყოველწლიურად იღებენ ფინანსურ დახმარებას და ამ დახმარებას ბოლო არ უჩანს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის პროექტი წარუმატებელ გადაწყვეტილებად მივიჩნიოთ. კიდევ ერთი ასეთი "ჩამოკიდებული" ტერიტორია დნესტრისპირეთია. ახალი რუსეთის წინაშე ობიექტურად დგას ამოცანა, შეწყვიტოს წარუმატებელი და ძვირადღირებული არათუ ექსპერიმენტი, არამედ ჩიხში შესული პოლიტიკა და მოამზადოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის, დნესტრისპირეთის კი მოლდოვისთვის გადაცემა“. წყარო

აფხაზურ სოცქსელებში მელნიკოვს აკრიტიკებენ და მას "ნავალნის თანაშემწედ" მოიხსენიებენ, თუმცა ის, როგორც ირკვევა, პარტია "იაბლოკოს" წევრი და აქტიური ბლოგერია.

"ვინმეს ჰქონდა იმედი, რომ თურქეთი ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებდა?" - რა შეფასებები მოჰყვა დე ფაქტო აფხაზეთში ერდოღანის განცხადებას

რუსი სამხედროები აფხაზეთში სამხედრო წვრთნებს გეგმავენ - "სწავლებათა დიდი ნაწილი მთიან პირობებში, ღამის საათებში გაიმართება"

მამაკაცი, რომელიც 24 მაისს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას, ცხენით ხრამში გადაიჩეხა, გარდაიცვალა