მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მეცნიერება
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ დააყენებენ რისკის ქვეშ საკუთარ ჯანმრთელობას..." - თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას და ექიმებს მიმართავს
"ნუ დააყენებენ რისკის ქვეშ საკუთარ ჯანმრთელობას..." - თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას და ექიმებს მიმართავს

COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტე­ბის დრო­უ­ლად მო­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი, თენ­გიზ ცეც­ვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, მთე­ლი COVID-19-ის პან­დე­მი­ის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ევ­რო­პის და ამე­რი­კის ქვეყ­ნებს შო­რის (ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის ჩათ­ვლით) COVID-19-ის­გან გარ­დაც­ვა­ლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (1,23%).

“ასე იყო გა­ზა­ფხულ-ზა­ფხულ­ზე, ასე იყო COVID-19-ის პან­დე­მი­ის პი­კის პე­რი­ოდ­შიც და ასეა ახ­ლაც. ასე მა­გა­ლი­თად, ბოლო 10 დღის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში დღე­ში ფიქ­სირ­დე­ბა COVID-19-ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 10-დან 20-მდე შემ­თხვე­ვა, გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი, ვიდ­რე სხვა ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა­შიც. მაგ­რამ ჩვენ­თვის ესეც მტკივ­ნე­უ­ლია და მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა კი­დევ უფრო მე­ტად შე­ამ­ცი­როს და მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

ჩვენს მიერ ბოლო პე­რი­ოდ­ში COVID-19 გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ანა­ლიზ­მა გვა­ჩე­ნა, რომ უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზია პა­ცი­ენ­ტე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა. თა­ვის მხრივ, ეს ხდე­ბა ორი მი­ზე­ზით:

რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ით პა­ცი­ენ­ტე­ბი არა­იშ­ვი­ა­თად არ იკე­თე­ბენ ან დაგ­ვი­ა­ნე­ბით იკე­თე­ბენ COVID-19-ზე ტეს­ტი­რე­ბას და ეს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს ქვე­ყა­ნა­ში კეთ­დე­ბა COVID-19 ტეს­ტე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბა - 20 ათას გა­მოკ­ვლე­ვამ­დე დღე­ში და ის ხელ­მი­საწ­ვდო­მია ყვე­ლა მსურ­ვე­ლი­სათ­ვის უფა­სოდ.

პა­ცი­ენ­ტე­ბი COVID-19-ის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი დი­აგ­ნო­ზით ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ თვით­მკურ­ნა­ლო­ბას სახ­ლში ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე და მხო­ლოდ მდგო­მა­რე­ო­ბის უკი­დუ­რე­სი დამ­ძი­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თა­ვენ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას და/ან COVID კლი­ნი­კებს. არა­იშ­ვი­ა­თად ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი პირ­და­პირ რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში ხვდე­ბი­ან და მათი გა­დარ­ჩე­ნა ყო­ველ­თვის ვერ ხერ­ხდე­ბა. ამის მი­ზე­ზი სა­ვა­რა­უ­დოდ შემ­დე­გია: პა­ცი­ენ­ტთა 70-80%-ში COVID-19 მიმ­დი­ნა­რე­ობს უსიმპტო­მოდ ან მსუ­ბუ­ქად და ისი­ნი მარ­თლაც არ სა­ჭი­რო­ე­ბენ სპე­ცი­ა­ლურ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას/ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას. შე­სა­ბა­მი­სად, სხვა პა­ცი­ენ­ტებ­საც უჩ­ნდე­ბათ ილუ­ზია, რომ ისი­ნიც იო­ლად გა­და­ი­ტა­ნენ COVID ინ­ფექ­ცი­ას. მათ ავი­წყდე­ბათ, რომ COVID-19 აბ­სო­ლუ­ტუ­რად არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი და­ა­ვა­დე­ბაა, ის შე­იძ­ლე­ბა მსუ­ბუ­ქად გა­და­ი­ტა­ნონ ხან­დაზ­მულ­მა და თან­ხმლე­ბი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რებ­მა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა მძი­მედ და ზოგ­ჯერ ფა­ტა­ლუ­რად გან­ვი­თარ­დეს ახალ­გაზ­რდა ასაკ­შიც და იმ პი­რებ­შიც, ვი­საც არ აქვს თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. გარ­და ამი­სა COVID-19 ხში­რად იწყე­ბა მსუ­ბუ­ქად, მაგ­რამ ახა­სი­ა­თებს სწრა­ფი დამ­ძი­მე­ბა (გას­ნა­კუთ­რე­ბით მე-6-12 დღე­ებ­ზე). ცალ­კე პრობ­ლე­მაა თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს და­ა­ვა­დე­ბის ნე­ბის­მი­ერ ვა­და­ზე. ამი­ტომ სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პა­ცი­ენ­ტმა და­ა­ვა­დე­ბის დამ­ძი­მე­ბის პირ­ვე­ლი­ვე ნიშ­ნე­ბის­თა­ნა­ვე ან მძი­მე თან­ხმლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თოს სას­წრა­ფოს/ოჯა­ხის ექიმს/COVID კლი­ნი­კას.

და­ა­ვა­დე­ბის დამ­ძი­მე­ბის ნიშ­ნე­ბია:

გა­მო­ხა­ტუ­ლი სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა;

ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არე­ში, რომ­ლის ინ­ტენ­სი­ვო­ბაც არ იც­ვლე­ბა მოძ­რა­ო­ბი­სას;

ტა­ქი­კარ­დია>100;

მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სი­ცხის დამ­წევ სა­შუ­ა­ლე­ბებს;

გო­ნე­ბის და­ბინ­დვა, აგ­ზნე­ბა, მო­უს­ვენ­რო­ბა;

მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ზო­გა­დი სი­სუს­ტე და დაღ­ლი­ლო­ბა;

ადეკ­ვა­ტუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხის და საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბა;

ხში­რი დი­ა­რეა და/ან ღე­ბი­ნე­ბა;

ქვე­მო კი­დუ­რე­ბის ასი­მეტ­რი­უ­ლი შე­შუ­პე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლია და მოქ­მე­დებს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სამ­სა­ხუ­რი კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით. გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით. ჩვენ შე­ვი­ძი­ნეთ უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში და­ნერ­გი­ლია, რო­გორც უმაღ­ლე­სი დო­ნის ე.წ. სტან­დარ­ტუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, ისე მკურ­ნა­ლო­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი - რემ­დე­სი­ვი­რი, კონ­ვა­ლეს­ცენ­ტე­ბის პლაზ­მა, ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი, პლაზ­მა­ფე­რე­ზი, სის­ხლის ექ­სტრა­კორ­პო­რა­ლუ­რი გაწ­მენ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ფილტრე­ბის და სორ­ბენ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით და სხვ. პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა ხდე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მით მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

შე­სა­ბა­მი­სად, COVID-19-ის კლი­ნი­კურ სექ­ტორს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, დრო­უ­ლად მი­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში (გან­სა­კუთ­რე­ბით და­ა­ვა­დე­ბის და­წყე­ბი­დან 1-7 დღის მან­ძილ­ზე) გა­და­არ­ჩი­ნონ პა­ცი­ენ­ტე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა და მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი.

ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ოჯა­ხის ექი­მებს, სას­წა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხურს და პირ­ველ რიგ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას, გა­მო­ი­ყე­ნონ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ნუ და­ა­ყე­ნე­ბენ რის­კის ქვეშ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლეს”, - წერს ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
0

სამი თაღლითი არჩევნებზე წასვლას რომ გვიკიჟინებდით ხალხს, მაშინ არ ვრისკავდით ჯანმრთელობით?

Mdaa
0

ბატონო თენგიზ, სტატია არ წამიკითხავს, მაგრამ სათაურიდან გამომდინარე, ფსიქოლოგიურად რომ გვანადგურებს ჩვენი მთავრობა თქვენი მხარდეჭერით, ფსიქოლოგია აღარ არის უკვე მედიცინის ნაწილი???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ნუ დააყენებენ რისკის ქვეშ საკუთარ ჯანმრთელობას..." - თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას და ექიმებს მიმართავს

"ნუ დააყენებენ რისკის ქვეშ საკუთარ ჯანმრთელობას..." - თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას და ექიმებს მიმართავს

COVID-19-ით პაციენტების დროულად მომართვის შემთხვევაში საქართველოს აქვს შესაძლებლობა მინიმუმამდე დაიყვანოს გარდაცვალების მაჩვენებელი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცეცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, მთელი COVID-19-ის პანდემიის მანძილზე საქართველოს აქვს ევროპის და ამერიკის ქვეყნებს შორის (ჩვენი მეზობელი ქვეყნების ჩათვლით) COVID-19-ისგან გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (1,23%).

“ასე იყო გაზაფხულ-ზაფხულზე, ასე იყო COVID-19-ის პანდემიის პიკის პერიოდშიც და ასეა ახლაც. ასე მაგალითად, ბოლო 10 დღის მანძილზე საქართველოში დღეში ფიქსირდება COVID-19-ით გარდაცვალების 10-დან 20-მდე შემთხვევა, გაცილებით ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნების უმეტესობაშიც. მაგრამ ჩვენთვის ესეც მტკივნეულია და მიგვაჩნია, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად შეამციროს და მინიმუმამდე დაიყვანოს გარდაცვალების მაჩვენებელი.

ჩვენს მიერ ბოლო პერიოდში COVID-19 გარდაცვალების შემთხვევების ანალიზმა გვაჩენა, რომ უმრავლეს შემთხვევაში სიკვდილის მიზეზია პაციენტების დაგვიანებული მომართვიანობა. თავის მხრივ, ეს ხდება ორი მიზეზით:

რესპირაციული ინფექციით პაციენტები არაიშვიათად არ იკეთებენ ან დაგვიანებით იკეთებენ COVID-19-ზე ტესტირებას და ეს მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყანაში კეთდება COVID-19 ტესტების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა - 20 ათას გამოკვლევამდე დღეში და ის ხელმისაწვდომია ყველა მსურველისათვის უფასოდ.

პაციენტები COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით ამჯობინებენ თვითმკურნალობას სახლში ექიმის მეთვალყურეობის გარეშე და მხოლოდ მდგომარეობის უკიდურესი დამძიმების შემთხვევაში მიმართავენ სასწრაფო დახმარებას და/ან COVID კლინიკებს. არაიშვიათად ასეთი პაციენტები პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებებში ხვდებიან და მათი გადარჩენა ყოველთვის ვერ ხერხდება. ამის მიზეზი სავარაუდოდ შემდეგია: პაციენტთა 70-80%-ში COVID-19 მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქად და ისინი მართლაც არ საჭიროებენ სპეციალურ სამედიცინო დახმარებას/ჰოსპიტალიზაციას. შესაბამისად, სხვა პაციენტებსაც უჩნდებათ ილუზია, რომ ისინიც იოლად გადაიტანენ COVID ინფექციას. მათ ავიწყდებათ, რომ COVID-19 აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი დაავადებაა, ის შეიძლება მსუბუქად გადაიტანონ ხანდაზმულმა და თანხმლები დაავადების მქონე პირებმა, მაგრამ შეიძლება მძიმედ და ზოგჯერ ფატალურად განვითარდეს ახალგაზრდა ასაკშიც და იმ პირებშიც, ვისაც არ აქვს თანმხლები დაავადებები. გარდა ამისა COVID-19 ხშირად იწყება მსუბუქად, მაგრამ ახასიათებს სწრაფი დამძიმება (გასნაკუთრებით მე-6-12 დღეებზე). ცალკე პრობლემაა თრომბოემბოლიური გართულებები, რომელიც შეიძლება განვითარდეს დაავადების ნებისმიერ ვადაზე. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტმა დაავადების დამძიმების პირველივე ნიშნებისთანავე ან მძიმე თანხმლები დაავადებების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს სასწრაფოს/ოჯახის ექიმს/COVID კლინიკას.

დაავადების დამძიმების ნიშნებია:

გამოხატული სუნთქვის უკმარისობა;

ტკივილი გულმკერდის არეში, რომლის ინტენსივობაც არ იცვლება მოძრაობისას;

ტაქიკარდია>100;

მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს;

გონების დაბინდვა, აგზნება, მოუსვენრობა;

მკვეთრად გამოხატული ზოგადი სისუსტე და დაღლილობა;

ადეკვატური რაოდენობით სითხის და საკვების მიღების შეუძლებლობა;

ხშირი დიარეა და/ან ღებინება;

ქვემო კიდურების ასიმეტრიული შეშუპება.

საქართველოში შექმნილია და მოქმედებს ერთ-ერთი საუკეთესო COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახური კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით. გარანტირებულია უკლებლივ ყველა პაციენტის შეუფერხებელი სამედიცინო მომსახურება და მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტებით. ჩვენ შევიძინეთ უდიდესი გამოცდილება. ქვეყანაში დანერგილია, როგორც უმაღლესი დონის ე.წ. სტანდარტული მკურნალობა, ისე მკურნალობის ინოვაციური მიდგომები - რემდესივირი, კონვალესცენტების პლაზმა, ტოცილიზუმაბი, პლაზმაფერეზი, სისხლის ექსტრაკორპორალური გაწმენდა სპეციალური ფილტრების და სორბენტების საშუალებით და სხვ. პაციენტების მკურნალობა ხდება ინდივიდუალური მიდგომით მულტიდისციპლინური გუნდის მონაწილეობით.

შესაბამისად, COVID-19-ის კლინიკურ სექტორს აქვს შესაძლებლობა, დროულად მიმართვის შემთხვევაში (განსაკუთრებით დაავადების დაწყებიდან 1-7 დღის მანძილზე) გადაარჩინონ პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა და მინიმუმამდე დაიყვანოს გარდაცვალების შემთხვევები.

ჩვენ მოვუწოდებთ ოჯახის ექიმებს, სასწაფო დახმარების სამსახურს და პირველ რიგში მოსახლეობას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ნუ დააყენებენ რისკის ქვეშ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს”, - წერს ცერცვაძე.

"ეტყობა ამ პარტიებს ყველას ნახმარი ჰყავს მეუფე იაკობი..." - პეტრე ცაავა ბოდბელ ეპისკოპოსს პასუხობს

ორი ამიკო, ფაქო, თემო, "კაწრო", ინგა გრიგოლიას სიძე - ვინ არიან ბერა ივანიშვილის ცნობილი მეგობრები?

საქართველოს ორ რეგიონში ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი