პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Pfizer-ის ვაქცინის რა დოზას მიიღებს საქართველო და რომელ ქალაქებში ჩატარდება ვაქცინაცია - თამარ გაბუნია დეტალებით
Pfizer-ის ვაქცინის რა დოზას მიიღებს საქართველო და რომელ ქალაქებში ჩატარდება ვაქცინაცია - თამარ გაბუნია დეტალებით

მი­ვი­ღეთ სა­ბო­ლოო დას­ტუ­რი იმის შე­სა­ხებ, რომ ქვე­ყა­ნა თე­ბერ­ვლის შუა რი­ცხვე­ბის­თვის მი­ი­ღებს Pfizer-ის ვაქ­ცი­ნას 29 250 დო­ზის ოდე­ნო­ბით, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის მი­სა­ღე­ბად ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ „კო­ვაქ­სის პლატ­ფორ­მას“ მო­თხოვ­ნა 18 იან­ვარს გა­უგ­ზავ­ნა, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს Pfizer-ის ვაქ­ცი­ნის უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მი­სა­ღე­ბად სრუ­ლი მზა­ო­ბა ჰქონ­და.

გარ­და ამი­სა, რო­გორც თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ გან­მარ­ტა, სა­ქარ­თვე­ლომ პირ­ველ და მე­ო­რე კვარ­ტალ­ში უნდა მი­ი­ღოს „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის 300 000-ზე მეტი დოზა, იმი­სათ­ვის, რომ გაგ­რძელ­დეს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მოც­ვა.

„ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ დღეს მი­ი­ღო ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­ტუ­რი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ თე­ბერ­ვლის შუა რი­ცხვე­ბი­დან თე­ბერ­ვლის ბო­ლომ­დე ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ვა Pfizer-ის ვაქ­ცი­ნე­ბის პირ­ვე­ლი პარ­ტია - 29 250 ერ­თე­უ­ლის ოდე­ნო­ბით, რაც გან­კუთ­ვნი­ლი იქ­ნე­ბა ჯან­დაც­ვის სფე­როს მუ­შა­კე­ბის­თვის. ჯან­დაც­ვის სფე­რო პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის პრი­ო­რი­ტე­ტია, რომ­ლის აც­რაც მოხ­დე­ბა. ვაქ­ცი­ნა­ცია შემ­დეგ უკვე და­ნარ­ჩე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის გაგ­რძელ­დე­ბა. ეს არის გრძელ­ვა­დი­ან და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მცხოვ­რე­ბი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი და მათი მომ­ვლე­ლე­ბი.

ამის შემ­დეგ ის ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან - 75 წლის ზე­მოთ მო­სახ­ლე­ო­ბა, 65 - წლი­დან 75- წლამ­დე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი. ასე­ვე, სტრა­ტე­გი­უ­ლი სერ­ვი­სე­ბის მიმ­წო­დე­ბე­ლი პი­რე­ბი, რო­გო­რიც არის ჯარი, პო­ლი­ცია, პე­და­გო­გე­ბი. ამას შემ­დეგ მოჰ­ყვე­ბა სხვა მო­სახ­ლე­ო­ბა. 2021 წლის ბო­ლომ­დე ჯა­მუ­რად და­გეგ­მი­ლია 60%-ის მოც­ვა. ძა­ლი­ან დიდი მიღ­წე­ვაა ის, რომ ქვე­ყა­ნა პირ­ველ დო­ზებს მი­ი­ღებს იმა­ზე ადრე, ვიდ­რე ეს ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­ში მო­ხერ­ხდა. ძა­ლი­ან მალე და­ვი­წყებთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცესს და შემ­დეგ გვაქვს იმის მო­ლო­დი­ნი, რომ და­მა­ტე­ბი­თი დო­ზე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბაც მოხ­დე­ბა ცნო­ბი­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი­დან. ანუ, გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით და­ე­მა­ტე­ბა „ას­ტრა­ზე­ნე­კა“ პირ­ვე­ლი Pfizer-ის ვაქ­ცი­ნას. ასე­ვე არის მო­ლო­დი­ნი, რომ და­მა­ტე­ბი­თი ვაქ­ცი­ნე­ბი, რო­მელ­თაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი აქვთ ეტა­პობ­რი­ვად და­ე­მა­ტე­ბა იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რა­საც დღეს გვთა­ვა­ზო­ბენ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

გა­ბუ­ნი­ას თქმით, დიდ კლი­ნი­კებ­ში, ჰოს­პიტ­ლის დო­ნე­ზე ჩა­ტარ­დე­ბა Pfizer-ის ვაქ­ცი­ნა, რად­გან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ო­ნა­რე, ასაც­რე­ლი ჯგუ­ფი მცი­რეა. მისი თქმით, ეს იქ­ნე­ბა ქუ­თა­ი­სის, ბა­თუ­მის და თბი­ლი­სის დიდ კლი­ნი­კებ­ში. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ვაქ­ცი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ი­დან შე­მო­ვა, ეს შეს­ყიდ­ვის პრო­ცეს­ში და­ზუს­ტდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმარლე
0

პოლიკლინიკებში პერსონალის კომპეტენციას მიხედეთ!! მაგრამ ვინ მიხედავს?!... :(

გია
0

ეს ის პარტია ხომ არ არის მაცივარში რომ გაფუჭდა??:)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

Pfizer-ის ვაქცინის რა დოზას მიიღებს საქართველო და რომელ ქალაქებში ჩატარდება ვაქცინაცია - თამარ გაბუნია დეტალებით

Pfizer-ის ვაქცინის რა დოზას მიიღებს საქართველო და რომელ ქალაქებში ჩატარდება ვაქცინაცია - თამარ გაბუნია დეტალებით

მივიღეთ საბოლოო დასტური იმის შესახებ, რომ ქვეყანა თებერვლის შუა რიცხვებისთვის მიიღებს Pfizer-ის ვაქცინას 29 250 დოზის ოდენობით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტრომ „კოვაქსის პლატფორმას“ მოთხოვნა 18 იანვარს გაუგზავნა, ვინაიდან საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის უახლოეს პერიოდში მისაღებად სრული მზაობა ჰქონდა.

გარდა ამისა, როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, საქართველომ პირველ და მეორე კვარტალში უნდა მიიღოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 300 000-ზე მეტი დოზა, იმისათვის, რომ გაგრძელდეს პრიორიტეტული ჯგუფების მოცვა.

„ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს მიიღო ოფიციალური დასტური იმის თაობაზე, რომ თებერვლის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე ქვეყანაში შემოვა Pfizer-ის ვაქცინების პირველი პარტია - 29 250 ერთეულის ოდენობით, რაც განკუთვნილი იქნება ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის. ჯანდაცვის სფერო პირველი ჯგუფის პრიორიტეტია, რომლის აცრაც მოხდება. ვაქცინაცია შემდეგ უკვე დანარჩენი პრიორიტეტული ჯგუფებისთვის გაგრძელდება. ეს არის გრძელვადიან დაწესებულებებში მცხოვრები ბენეფიციარები და მათი მომვლელები.

ამის შემდეგ ის ასაკობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის მატარებლები არიან - 75 წლის ზემოთ მოსახლეობა, 65 - წლიდან 75- წლამდე ქრონიკული დაავადების მქონე პირები. ასევე, სტრატეგიული სერვისების მიმწოდებელი პირები, როგორიც არის ჯარი, პოლიცია, პედაგოგები. ამას შემდეგ მოჰყვება სხვა მოსახლეობა. 2021 წლის ბოლომდე ჯამურად დაგეგმილია 60%-ის მოცვა. ძალიან დიდი მიღწევაა ის, რომ ქვეყანა პირველ დოზებს მიიღებს იმაზე ადრე, ვიდრე ეს ბევრ სხვა ქვეყანაში მოხერხდა. ძალიან მალე დავიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და შემდეგ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ დამატებითი დოზების მობილიზებაც მოხდება ცნობილი ვაქცინებიდან. ანუ, გარკვეული რაოდენობით დაემატება „ასტრაზენეკა“ პირველი Pfizer-ის ვაქცინას. ასევე არის მოლოდინი, რომ დამატებითი ვაქცინები, რომელთაც წარმატებული შედეგები აქვთ ეტაპობრივად დაემატება იმ შესაძლებლობას, რასაც დღეს გვთავაზობენ ვაქცინაციის პროგრამები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, დიდ კლინიკებში, ჰოსპიტლის დონეზე ჩატარდება Pfizer-ის ვაქცინა, რადგან ვაქცინაციის რაოდენობიდან გამომდიონარე, ასაცრელი ჯგუფი მცირეა. მისი თქმით, ეს იქნება ქუთაისის, ბათუმის და თბილისის დიდ კლინიკებში. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ვაქცინა საქართველოში საიდან შემოვა, ეს შესყიდვის პროცესში დაზუსტდება.

„ვოლვო კავკასიის“ ახალი შოურუმი ახლა უკვე უზბეკეთში

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფრენა გაქვთ დანიშნული, ქვეყანაში კი კომენდანტის საათია?

"საკურთხეველთან ყავარჯნით მისვლაზე არც ერთი პატარძალი არ ოცნებობს, მაგრამ..." - ქართველი წყვილი, რომელმაც ერთმანეთზე რამდენჯერმე იქორწინა