ავტორი:

"ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება... ტაივანის დამოუკიდებლობა ომს ნიშნავს!" - მწიფდება თუ არა ახალი სამხედრო კონფლიქტი და რას პასუხობს ჩინეთის მკაცრ განცხადებებს აშშ?

"ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება... ტაივანის დამოუკიდებლობა ომს ნიშნავს!" - მწიფდება თუ არა ახალი სამხედრო კონფლიქტი და რას პასუხობს ჩინეთის მკაცრ განცხადებებს აშშ?

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, "თუ ტაივანი შეეცდება, დამოუკიდებლობას მიაღწიოს, ეს ომს ნიშნავს". ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"სერიოზულად მივმართავთ ტაივანის დამოუკიდებლობის ძალებს: ვინც ცეცხლს ეთამაშება, თავადვე დაიწვება. ტაივანის დამოუკიდებლობა ომს ნიშნავს!“, – განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, ჩინეთი ტაივანს თავის სეპარატისტულ პროვინციად მიიჩნევს, თავად ტაივანი თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ თვლის. ჩინეთის თავდაცვის უწყების განცხადებას ამერიკაში გამოეხმაურნენ.

პენტაგონის პოზიციის თანახმად, მათთვის ჩინეთის ოფიციალური მხარის ქმდებები გაკვირვებას იწვევს.

"ვერ ვხედავთ მიზეზს, რის გამოც ტაივანის საკითხზე არსებულმა დაძაბულობამ დაპირისპირების მსგავსი პროცესი უნდა გამოიწვიოს" - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ.

ტაივანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავები უკვე მეორე დღეა, რეგულარულად დაფრინავენ კუნძულის მახლობლად.

გავრცელებული ცნობით, 23 იანვარს ტაივანის სამხრეთ-დასავლეთის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში ჩინეთის ბირთვული იარაღის გადამტანი რვა ბომბდამშენი, ოთხი ავიაგამანადგურებელი და ერთი ხომალდსაწინააღმდეგო სამხედრო თვითმფრინავი შევიდა. რაც შეეხება 24 იანვარს, ტაივანის ხელმძღვანელობა 12 ავიაგამანადგურებლის, ორი ხომალდსაწინააღმდეგო თვითმფრინავის და ერთი სადაზვერვო საჰაერო ხომალდის შეჭრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ჩინეთის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბოლოდროინდელი სამხედრო მოქმედებები იმით გაამართლა, რომ ეს ნაბიჯი ტაივანის სრუტეში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის მოსაგვარებლად და "ჩინეთის ეროვნული სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელი იყო."

საერთაშორისო ანალიტიკოსების მოსაზრებით, ჩინეთი ასეთი ქმედებებით, შესაძლოა ტაივანის მიმართ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დამოკიდებულებას ამოწმებს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ტაივანთან კავშირები გაღრმავდება. პეკინში კი მიიჩნევენ, რომ კუნძულზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად ძალის გამოყენება გამორიცხული არ არის.

echo.msk.ru-ს ბლოგერი ვასილი გოლოვინი წერს, რომ "ტაივანს სურს ტაივანი იყოს და არა, ჩინეთი... უნდა განვმარტო, რომ გასულ საუკუნეში, ჩინეთის უძველესი იმპერიის კრახის შემდეგ, ჩინეთის იმპერატორების, სუნ იატსენომისა და ჩან კაიშის იაპონიასთან მწარე მარცხის შემდეგ, ისინი ტაივანს აფარებდნენ თავს. ტოკიოს კაპიტალაციის შემდეგ, ცდილობდნენ მთელი ჩინეთის წარმომადგენლებად წარმოედგინათ თავი, თუმცა მათი გავლენები მხოლოდ ტაივანში ვრცელდებოდა... ისტორიას ხომ რადიკალური ცვლილებები ახასიათებს - გავიდა დრო და ტაივანში გაიზარდა თაობა, რომელსაც ჩინეთზე დამოკიდებული არ უნდა იყოს, ეს კი ჩინეთის ხელისუფლების მოსაზრებით, მის ერთიანობას აყენებს საფრთხის ქვეშ..." - წერს ბლოგერი.

მისივე ცნობით, პეკინის ფორმულა "ერთი ქვეყანა - ორი სისტემა" ტაივანისთვის მიუღებელია. ტაივანელების პასპორტზე გაჩენილი ახალი წარწერები, საიდანაც ჩინური იეროგლიფები გაქრა, მიანიშნებს იმაზე, რომ ტაივანი ახალი საფრთხეებისთვის მზად არის!..

ამერიკელი მიმომხილველი მაიკლ ბეკლი თავის პუბლიკაციაში წერს, რომ ძალიან მალე გამოჩნდება ჩინეთი "წითელ ხაზებს" გადაკვეთს თუ არა, რადგან ასეთი ქმედებებითა და განცხადებებით, ჩინეთი მსოფლიო ლიდერობას და ამერიკისთვის გზების მოჭრას ცდილობს.

"ყველაზე მწვავე ფაზა ახლა იწყება, რადგან ამერიკულ-ჩინური ბრძოლა ახლა ფინალში შედის... ჩინეთის სურვილი, ძალაუფლება კიდევ უფრო გაზარდოს, აშკარა მცდელობაა, რომ მსოფლიოში ახალი გადალაგება დაიწყოს, ვნახოთ როგორ იქნებ დაცული ამერიკულ-ჩინური ბალანსი" - წერს ის.

ჩეჩნეთში "ჯადოქარი ქალები" დააკავეს -  "გრძნეულების“ დევნა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკაში რამდენიმე წლის წინ დაიწყო"

რატომ არ ელაპარაკება კიმ ჩენ ინი ჯო ბაიდენს? - "ფხენიანთან დასაკავშირებლად სხვადასხვა მეთოდს ვიყენებთ, თუმცა კიმი კონტაქტზე არ გამოდის"

ქვიშის ქარიშხლისა და ჰაერის დაბინძურების გამო ჩინეთში განგაშის მეორე დონე გამოცხადდა - ნარინჯისფერი პეკინის დაუჯერებელი კადრები