კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა აღარ ვიცი, რომ გამიჭირდება, ვის დაველაპარაკო..." - როგორ ცხოვრობს ნინი შერმადინი ამერიკაში, მშობლების გარდაცვალების შემდეგ
"ახლა აღარ ვიცი, რომ გამიჭირდება, ვის დაველაპარაკო..." - როგორ ცხოვრობს ნინი შერმადინი ამერიკაში, მშობლების გარდაცვალების შემდეგ

2020 წელი უმ­ძი­მე­სი აღ­მოჩ­ნდა ნინი შერ­მა­დი­ნის ცხოვ­რე­ბა­ში. მომ­ღე­რალს აპ­რილ­ში მამა და­ე­ღუ­პა, დე­კემ­ბერ­ში დედა. შერ­მა­დი­ნი წლე­ბია, რაც ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. მისი გო­გო­ნა, მა­რი­ა­მი ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან იზ­რდე­ბო­და. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა პირ­ველ ჩა­კეტ­ვას და­ემ­თხვა, მა­შინ ქვეყ­ნებს შო­რის ფრე­ნაც კი აკ­რძა­ლუ­ლი იყო... დედა რომ და­ე­ღუ­პა, სა­ღა­მოს უკვე სამ­შობ­ლო­ში მოფ­რი­ნავ­და.

ახლა ნი­ნის იმე­დი აქვს, რომ თა­ვის ერ­თა­დერთ ქა­ლიშ­ვილს მალე წა­იყ­ვანს ამე­რი­კა­ში. უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბის გა­და­ტა­ნის მი­უ­ხე­და­ვად კი ამ­ბობს, რომ არ გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლა და მად­ლი­ე­რია, რომ მძი­მე დღე­ებ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­უდ­გა გვერ­დით.

- ნინი, ბოლო თვე­ებ­ში უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბი გა­და­ი­ტა­ნეთ. მოგ­ვი­ყე­ვით მა­მა­ზე, რო­მე­ლიც გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­ღუ­პა, მა­შინ თუ მო­ა­ხერ­ხეთ ჩა­მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- დიდი მად­ლო­ბა, ვერ წარ­მო­იდ­გენთ მე რო­გო­რი დღე­ე­ბი გა­და­ვი­ტა­ნე. ღმერ­თმა არ გა­მო­აც­დე­ვი­ნოს არა­ვის. მა­მა­ჩე­მი ნო­დარ შერ­მა­დი­ნი ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე კაცი იყო, ვი­საც კი დე­და­მი­წა­ზე ვიც­ნობ. მსგავ­სი სუ­ლი­ე­რად სუფ­თა ადა­მი­ა­ნე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ. ბო­ლომ­დე ბავ­შვი ცხოვ­რობ­და მას­ში. ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­დი­ო­და - ეს იყო მი­წას­თან მუ­შა­ო­ბა, მშე­ნებ­ლო­ბა, მან­ქა­ნის მარ­თვა, კუ­ლი­ნა­რია და რაც მთა­ვა­რია., ძა­ლი­ან მა­გა­რი მა­მო­ბა შე­ეძ­ლო. ყვე­ლა ასაკ­ში ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი იყო. მა­ღა­ზი­ა­შიც კი არ დავ­დი­ო­დი მის გა­რე­შე. რო­დე­საც ვე­ტყო­დი, მამა, წა­მო­დი, წა­ვი­დეთ, სი­ტყვა დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ მქონ­და, რომ უკვე მზად იყო და მან­ქა­ნა­ში იჯდა. ბავ­შვი­ვით უხა­რო­და რა­მეს რომ ვთხოვ­დი.

მა­მა­ჩე­მი ჩემი შვი­ლის­თვის მა­მაც იყო, ბა­ბუ­აც, დე­დაც და ძმა­კა­ციც. მისი დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ თე­ბერ­ვალ­ში გა­ვი­გეთ. თურ­ქეთ­ში გა­და­ვაფ­რი­ნეთ და ექ­ვსი თვე მოგ­ვცეს დრო. ვუ­ყუ­რებ­დი რენტგე­ნის სუ­რათს და არ მჯე­რო­და, რა­საც ვხე­დავ­დი. მა­მას დი­აგ­ნო­ზი ფილ­ტვის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე იყო, მე­ო­თხე სტა­დი­ა­ში. აპ­რილ­ში წა­იყ­ვა­ნა უფალ­მა თა­ვის­თან. ეზი­ა­რა და მისი ბოლო სი­ტყვე­ბი იყო - სა­დი­დებ­ლად უფ­ლი­სა. ვნე­ბის კვი­რა­ში წა­იყ­ვა­ნა უფალ­მა თა­ვის­თან... მო­ნატ­რე­ბა ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია, მაგ­რამ ვიცი, რომ იქ უკე­თეს ად­გი­ლას არის.

სამ­წუ­ხა­როდ, მე ვერ მო­ვა­ხერ­ხე მა­შინ ჩა­მოს­ვლა. სა­ზღვრე­ბი და­კე­ტი­ლი იყო და ფრე­ნე­ბი აკ­რძა­ლუ­ლი, უკვე პან­დე­მია იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ასე შო­რი­დან ვი­ტი­რე მამა, მაგ­რამ არ მინ­დო­და, რომ დე­დას ენა­ხა რო­გორ გან­ვიც­დი­დი. პი­რი­ქით, ვამ­შვი­დებ­დი, იქ უკე­თე­სა­დაა და ყვე­ლა იქ წა­ვალთ-თქო. დე­დას ვამ­ხი­ა­რუ­ლებ­დი, ვა­ცი­ნებ­დი, ბევ­რს ვე­ჭო­რა­ვე­ბო­დი, ვიხ­სე­ნებ­დით მა­მი­კოს, რო­მელ­საც სას­წა­უ­ლი იუ­მო­რი ჰქონ­და, კა­ხუ­რი და მთი­უ­ლი­უ­რი ერ­თად. ასე მე­გო­ნა მარ­ჯვე­ნა ხელი მო­მაჭ­რეს, მაგ­რამ თავს ვიმ­შვი­დებ­დი, რომ დე­დი­კო ცო­ცხა­ლი მყავ­და.

- თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე თვე­ში დედა კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, წარ­მო­მიდ­გე­ნია რო­გო­რი მძი­მე იყო ეს დღე­ე­ბი თქვენ­თვის...

- ნო­ემ­ბერ­ში მე, დე­დას, ჩემს შვილს და ნელი ბე­ბოს ერ­თად შეგ­ვხვდა კო­ვი­დი. ამ დროს ბავ­შვი სკო­ლი­დან და ცეკ­ვი­დან გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, დე­და­ჩე­მი ეუბ­ნე­ბო­და, ბებო, რამე არ მო­მი­ტა­ნოო, ხომ იცი, რისკ-ჯგუფს მი­ვე­კუთ­ვნე­ბიო და მა­ინც შეხ­ვდა. რო­დე­საც ტე­ლე­ფონ­ზე მი­თხრა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი ჰქონ­და, ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, მაგ­რამ მა­ინც ვი­ფიქ­რე, რომ ად­ვი­ლად გა­და­ი­ტან­და. აქე­დან რჩე­ვებს ვაძ­ლევ­დი, რა და რო­გორ უნდა ექნა, დღემ­დე ცუ­დად ვხდე­ბი, რომ მახ­სენ­დე­ბა. თან მეც ცუ­დად ვი­ყა­ვი, სა­უბ­რის თა­ვიც კი არ მქონ­და.

ბო­ლოს რომ ვე­ლა­პა­რა­კე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიჰ­ყავ­დათ, ვკი­თხე, ხომ არ გე­ში­ნია-მეთ­ქი და არა, კარ­გად ვიქ­ნე­ბიო. ვეხ­ვე­წე­ბო­დი მა­ინც არ წახ­ვი­დე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, იქ უა­რე­სია, უფრო მეტი ბაქ­ტე­რი­აა-თქო, მაგ­რამ ექი­მი იყო და და მე­დი­ცი­ნას ბო­ლომ­დე ენ­დო­ბო­და. "ამ­ტელ ჰოს­პი­ტალ­ში" იწვა, ბო­ლოს ჩემს ძმას რომ ესა­უბ­რა ეუბ­ნე­ბო­და, ჟანგბა­დის აპა­რატ­ში წყა­ლი არ არის და მო­მი­ტა­ნეო. შემ­დეგ ტე­ლე­ფო­ნი ჩა­მო­არ­თეს, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში და მეც ახ­ლობ­ლის­გან, ლიზი მო­რის­გან ვი­გებ­დი ამ­ბებს. ბო­ლოს რომ მი­თხრა, აძი­ნე­ბენ და შე­შუ­პე­ბუ­ლი მო­მეჩ­ვე­ნაო, ღმერ­თს ვეხ­ვე­წე­ბო­დი, არა­ვის­თვის არა­ფე­რი წა­მირ­თმე­ვია და დე­დი­კო არ წა­მარ­თვა-მეთ­ქი. მა­ინც ბო­ლომ­დე მჯე­რო­და რომ გა­მოძ­ვრე­ბო­და.

მთა­ვა­რი ექი­მი ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი იყო. ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლა, რომ ჩემ­თვის დედა გა­და­ერ­ჩი­ნა. ასე­ვე მინ­და ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ზუ­რაბ გუ­რულს, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სო ექი­მი და ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. ძა­ლი­ან გულ­თან მი­ი­ტა­ნა ჩემი ამ­ბა­ვი ასე­ვე ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ მა­კუ­ნა გამ­ცემ­ლი­ძე, ბექა ოდი­შა­რია, შო­რე­ნა ძი­ძი­გუ­რი, მა­მუ­ქა ჩო­ქუ­რი და დათო გო­ნი­აშ­ვი­ლი, რო­გორც სა­კუ­თარ დე­და­ზე ისე ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ, ამის­თის მად­ლო­ბა მათ.

მე და ჩემ­მა ძმებ­მა ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლეთ, მაგ­რამ ვერ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ ჩემი დე­დი­კო, ჩემი ყვე­ლა­ზე ახლო და­ქა­ლი. რო­დე­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ჭირ­და, ვუ­რე­კავ­დი და მა­რი­გებ­და ხოლ­მე. მისი და­რი­გე­ბის შემ­დეგ მე­გო­ნა მთებს გა­დავ­დგამ­დი. ახლა აღარ ვიცი, რომ გა­მი­ჭირ­დე­ბა ვის და­ვე­ლა­პა­რა­კო, ვინ მო­მე­ფე­რე­ბა. დედა პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით დამ­ყავ­და კონ­ცერ­ტებ­ზე. მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მე დღეს მომ­ღე­რა­ლი მქვია. ჩემ­ზე მე­ტად სჯე­რო­და ჩემი და უხა­რო­და სცე­ნა­ზე რომ ვი­დე­ქი. ის მა­ინც მო­ვა­ხერ­ხე რომ სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თამ­დე ჩემი იმე­დი ჰქონ­და და ვე­ა­მა­ყე­ბო­დი.

- ნინი, რა­ტომ დამ­ძიმ­და ასე დე­დას მდგო­მა­რე­ო­ბა?

- ასა­კი, წონა და დი­ა­ბე­ტი ჰქონ­და. ალ­ბათ უფ­ლის ნე­ბაც ასე იყო. არ ვიცი, ვე­რა­ვის და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებ უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში. ყვე­ლას მად­ლო­ბე­ლი ვარ. ექიმ­მა გი­ორ­გი დონ­დუ­ამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა დე­დას გა­და­სარ­ჩე­ნად. 22 დე­კემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა დედა და იმა­ვე დღეს გავ­თა­ვი­სუფ­ლდი სამ­სა­ხუ­რი­დან და სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოვ­ფირნ­დი. უც­ნო­ბი, ნაც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­რი­ცხავ­დნენ ან­გა­რიშ­ზე ფულს. თურ­მე რამ­დენ ადა­მი­ანს ვყავ­რე­ბი­ვარ და ყვა­რე­ბი­ათ ჩემი მშობ­ლე­ბი. ყვე­ლას­თვის სი­კე­თით გა­და­მე­ხა­დოს.

- ულა­მა­ზე­სი შვი­ლი გყავთ რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გგავთ, მა­რი­ა­მი თქვენს მშობ­ლებ­თან ცხოვ­რობ­და, ახლა ვის­თან არის, ალ­ბათ ვერ ახერ­ხებთ ჯერ წაყ­ვა­ნას

- მა­რი­ა­მი ბე­ბოს ჰგავს ძა­ლი­ან. კარ­გი ბავ­შვია, ძა­ლი­ან კარ­გად გა­ზარ­დეს. რამ­დე­ნი­მე წელი ვე­ლო­დე­ბო­დი რო­დის და­უ­ნიშ­ნავ­დნენ ბავ­შვს გა­სა­უბ­რე­ბას, რომ ჩემ­თან ჩა­მო­ვიყ­ვა­ნო. ამ სი­ტუ­ა­ცი­ის გამო ყვე­ლა შე­ვა­წუ­ხე. დიდი მად­ლო­ბა დი­ა­ნა ჟღენტს, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სულს ამე­რი­კა­ში, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ბა­ტონ და­ვით ზალ­კა­ნი­ანს და ქალ­ბა­ტონ მაკა ბარ­თა­ი­ას. დიდი მად­ლო­ბა ამე­რი­კის კონ­სულს და ჩემს ად­ვო­კატს ლე­ვან ნა­თა­ლიშ­ვილს. იმას მი­ვაღ­წი­ეთ, რომ 10 თე­ბერ­ვალს მა­რი­ამს გა­სა­უბ­რე­ბა აქვს და მალე წა­მო­ვა ჩემ­თან. კი­დევ დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძეს და მის მე­უღ­ლეს ლაშა ბას­ლან­ძეს, თა­ვად იცი­ან რა­ტო­მაც.

- რო­გო­რია თქვე­ნი ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა, რა შე­იც­ვა­ლა პან­დე­მი­ის შემ­დეგ, რამ­დე­ნად ახერ­ხებთ თა­ვის გა­ტა­ნას

- Bank of America-ში ვმუ­შა­ობ. რო­გორც relationship banker-ი. სტა­ბი­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი მაქვს ამ პან­დე­მი­ის დროს. თან ძა­ლი­ან ბევ­რი ბე­ნე­ფი­ტი აქვთ, ძა­ლი­ან მა­გა­რი კომ­პა­ნი­აა, გა­მი­მარ­თლა. აქ ბევ­რი ქარ­თვე­ლი ვართ და ძა­ლი­ან ვუდ­გა­ვართ ერ­თმა­ნეთს მხარ­ში. ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის­გან ყო­ველ­თვის დიდ სიყ­ვა­რულს ვგრძნობ­დი. პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­სას 1200 დო­ლა­რი­ა­ნი ჩე­კე­ბი და­უ­რიგ­და ყვე­ლას, შემ­დეგ 600 დო­ლა­რი­ა­ნი და ახლა 1400 დო­ლა­რი­ან ჩე­კებს ელო­დე­ბა ხალ­ხი.

ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­და­ვი­ტა­ნე. ვე­ზი­ა­რე, ვი­მარ­ხუ­ლე, ვი­ლო­ცე. რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სი­კე­თე უნდა აკე­თო ადა­მი­ან­მა, რისი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც გაქვს, ტკი­ვილ­მა არ უნდა გა­გა­ბო­რო­ტოს. წი­ნას­წარ არა­სო­დეს იცი რო­დის გა­გიყ­ვანს ღმერ­თი ამ წუ­თი­სოფ­ლი­დან, ამი­ტომ რაც მიგყვე­ბა და რა­საც ვტო­ვებთ სიყ­ვა­რუ­ლი და კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბია. მთა­ვა­რია გვიყ­ვარ­დეს ერ­თმა­ნე­თი და გა­დავ­რჩე­ბით.

გუ­რამ შა­ლუ­ტაშ­ვილს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა და გი­ორ­გი წე­რე­თელს, რო­მელ­მაც უკ­რა­ი­ნა მო­ი­ა­რა რომ დე­დას­თვის რემ­დე­სი­ვი­რი გა­მო­ეგ­ზავ­ნა. მა­რი­ამ ძიძ­გურს, ეკა მგა­ლობ­ლიშ­ვილს, ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვილს, ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილს ნიკა ხა­ჩი­ძეს, მაკა სა­ჯა­ი­ას, ზურა ბაქ­რა­ძეს, ყვე­ლას ვინც გვერ­დით მე­დე­ქით ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მძი­მე წუ­თებ­ში და ჩემ ტუ­ტა­ნა ფარ­ცვა­ნი­ას ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის. მიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა და სულ კარ­გად მყავ­დეთ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სრულიად უცნობი
0

ძალიან მაგარი გოგო ხარ, ღმერთმა უამრავი სიკეთე და სიხარული მოგცეს, მიყვარხარ

ზურა
3

ნინი საოცარი ახამიანი

ავტორი:

"ახლა აღარ ვიცი, რომ გამიჭირდება, ვის დაველაპარაკო..." - როგორ ცხოვრობს ნინი შერმადინი ამერიკაში, მშობლების გარდაცვალების შემდეგ

"ახლა აღარ ვიცი, რომ გამიჭირდება, ვის დაველაპარაკო..." - როგორ ცხოვრობს ნინი შერმადინი ამერიკაში, მშობლების გარდაცვალების შემდეგ

2020 წელი უმძიმესი აღმოჩნდა ნინი შერმადინის ცხოვრებაში. მომღერალს აპრილში მამა დაეღუპა, დეკემბერში დედა. შერმადინი წლებია, რაც ამერიკაში ცხოვრობს. მისი გოგონა, მარიამი ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა. მამის გარდაცვალება პირველ ჩაკეტვას დაემთხვა, მაშინ ქვეყნებს შორის ფრენაც კი აკრძალული იყო... დედა რომ დაეღუპა, საღამოს უკვე სამშობლოში მოფრინავდა.

ახლა ნინის იმედი აქვს, რომ თავის ერთადერთ ქალიშვილს მალე წაიყვანს ამერიკაში. უმძიმესი დღეების გადატანის მიუხედავად კი ამბობს, რომ არ გაბოროტებულა და მადლიერია, რომ მძიმე დღეებში უამრავი ადამიანი დაუდგა გვერდით.

- ნინი, ბოლო თვეებში უმძიმესი დღეები გადაიტანეთ. მოგვიყევით მამაზე, რომელიც გაზაფხულზე დაიღუპა, მაშინ თუ მოახერხეთ ჩამოსვლა საქართველოში?

- დიდი მადლობა, ვერ წარმოიდგენთ მე როგორი დღეები გადავიტანე. ღმერთმა არ გამოაცდევინოს არავის. მამაჩემი ნოდარ შერმადინი ყველაზე კეთილი და მოსიყვარულე კაცი იყო, ვისაც კი დედამიწაზე ვიცნობ. მსგავსი სულიერად სუფთა ადამიანები არ არსებობენ. ბოლომდე ბავშვი ცხოვრობდა მასში. ყველაფერი გამოსდიოდა - ეს იყო მიწასთან მუშაობა, მშენებლობა, მანქანის მართვა, კულინარია და რაც მთავარია., ძალიან მაგარი მამობა შეეძლო. ყველა ასაკში ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. მაღაზიაშიც კი არ დავდიოდი მის გარეშე. როდესაც ვეტყოდი, მამა, წამოდი, წავიდეთ, სიტყვა დასრულებული არ მქონდა, რომ უკვე მზად იყო და მანქანაში იჯდა. ბავშვივით უხაროდა რამეს რომ ვთხოვდი.

მამაჩემი ჩემი შვილისთვის მამაც იყო, ბაბუაც, დედაც და ძმაკაციც. მისი დიაგნოზის შესახებ თებერვალში გავიგეთ. თურქეთში გადავაფრინეთ და ექვსი თვე მოგვცეს დრო. ვუყურებდი რენტგენის სურათს და არ მჯეროდა, რასაც ვხედავდი. მამას დიაგნოზი ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე იყო, მეოთხე სტადიაში. აპრილში წაიყვანა უფალმა თავისთან. ეზიარა და მისი ბოლო სიტყვები იყო - სადიდებლად უფლისა. ვნების კვირაში წაიყვანა უფალმა თავისთან... მონატრება ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ვიცი, რომ იქ უკეთეს ადგილას არის.

სამწუხაროდ, მე ვერ მოვახერხე მაშინ ჩამოსვლა. საზღვრები დაკეტილი იყო და ფრენები აკრძალული, უკვე პანდემია იყო გამოცხადებული. ასე შორიდან ვიტირე მამა, მაგრამ არ მინდოდა, რომ დედას ენახა როგორ განვიცდიდი. პირიქით, ვამშვიდებდი, იქ უკეთესადაა და ყველა იქ წავალთ-თქო. დედას ვამხიარულებდი, ვაცინებდი, ბევრს ვეჭორავებოდი, ვიხსენებდით მამიკოს, რომელსაც სასწაული იუმორი ჰქონდა, კახური და მთიულიური ერთად. ასე მეგონა მარჯვენა ხელი მომაჭრეს, მაგრამ თავს ვიმშვიდებდი, რომ დედიკო ცოცხალი მყავდა.

- თუმცა რამდენიმე თვეში დედა კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა, წარმომიდგენია როგორი მძიმე იყო ეს დღეები თქვენთვის...

- ნოემბერში მე, დედას, ჩემს შვილს და ნელი ბებოს ერთად შეგვხვდა კოვიდი. ამ დროს ბავშვი სკოლიდან და ცეკვიდან გამოვიყვანეთ, დედაჩემი ეუბნებოდა, ბებო, რამე არ მომიტანოო, ხომ იცი, რისკ-ჯგუფს მივეკუთვნებიო და მაინც შეხვდა. როდესაც ტელეფონზე მითხრა, რომ კორონავირუსი ჰქონდა, ძალიან შემეშინდა, მაგრამ მაინც ვიფიქრე, რომ ადვილად გადაიტანდა. აქედან რჩევებს ვაძლევდი, რა და როგორ უნდა ექნა, დღემდე ცუდად ვხდები, რომ მახსენდება. თან მეც ცუდად ვიყავი, საუბრის თავიც კი არ მქონდა.

ბოლოს რომ ველაპარაკე საავადმყოფოში მიჰყავდათ, ვკითხე, ხომ არ გეშინია-მეთქი და არა, კარგად ვიქნებიო. ვეხვეწებოდი მაინც არ წახვიდე საავადმყოფოში, იქ უარესია, უფრო მეტი ბაქტერიაა-თქო, მაგრამ ექიმი იყო და და მედიცინას ბოლომდე ენდობოდა. "ამტელ ჰოსპიტალში" იწვა, ბოლოს ჩემს ძმას რომ ესაუბრა ეუბნებოდა, ჟანგბადის აპარატში წყალი არ არის და მომიტანეო. შემდეგ ტელეფონი ჩამოართეს, რეანიმაციაში და მეც ახლობლისგან, ლიზი მორისგან ვიგებდი ამბებს. ბოლოს რომ მითხრა, აძინებენ და შეშუპებული მომეჩვენაო, ღმერთს ვეხვეწებოდი, არავისთვის არაფერი წამირთმევია და დედიკო არ წამართვა-მეთქი. მაინც ბოლომდე მჯეროდა რომ გამოძვრებოდა.

მთავარი ექიმი ბატონი გიორგი ძალიან ყურადღებიანი იყო. ბოლომდე იბრძოლა, რომ ჩემთვის დედა გადაერჩინა. ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ზურაბ გურულს, რომელიც საუკეთესო ექიმი და ადამიანი აღმოჩნდა. ძალიან გულთან მიიტანა ჩემი ამბავი ასევე ძალიან დამეხმარნენ მაკუნა გამცემლიძე, ბექა ოდიშარია, შორენა ძიძიგური, მამუქა ჩოქური და დათო გონიაშვილი, როგორც საკუთარ დედაზე ისე ნერვიულობდნენ, ამისთის მადლობა მათ.

მე და ჩემმა ძმებმა ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ ვერ გადავარჩინეთ ჩემი დედიკო, ჩემი ყველაზე ახლო დაქალი. როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა, ვურეკავდი და მარიგებდა ხოლმე. მისი დარიგების შემდეგ მეგონა მთებს გადავდგამდი. ახლა აღარ ვიცი, რომ გამიჭირდება ვის დაველაპარაკო, ვინ მომეფერება. დედა პატარა ბავშვივით დამყავდა კონცერტებზე. მისი დამსახურებაა, რომ მე დღეს მომღერალი მქვია. ჩემზე მეტად სჯეროდა ჩემი და უხაროდა სცენაზე რომ ვიდექი. ის მაინც მოვახერხე რომ სიცოცხლის ბოლო წუთამდე ჩემი იმედი ჰქონდა და ვეამაყებოდი.

- ნინი, რატომ დამძიმდა ასე დედას მდგომარეობა?

- ასაკი, წონა და დიაბეტი ჰქონდა. ალბათ უფლის ნებაც ასე იყო. არ ვიცი, ვერავის დავადანაშაულებ უყურადღებობაში. ყველას მადლობელი ვარ. ექიმმა გიორგი დონდუამ ყველაფერი გააკეთა დედას გადასარჩენად. 22 დეკემბერს გარდაიცვალა დედა და იმავე დღეს გავთავისუფლდი სამსახურიდან და საქართველოში გამოვფირნდი. უცნობი, ნაცნობი ადამიანები მირიცხავდნენ ანგარიშზე ფულს. თურმე რამდენ ადამიანს ვყავრებივარ და ყვარებიათ ჩემი მშობლები. ყველასთვის სიკეთით გადამეხადოს.

- ულამაზესი შვილი გყავთ რომელიც ძალიან გგავთ, მარიამი თქვენს მშობლებთან ცხოვრობდა, ახლა ვისთან არის, ალბათ ვერ ახერხებთ ჯერ წაყვანას

- მარიამი ბებოს ჰგავს ძალიან. კარგი ბავშვია, ძალიან კარგად გაზარდეს. რამდენიმე წელი ველოდებოდი როდის დაუნიშნავდნენ ბავშვს გასაუბრებას, რომ ჩემთან ჩამოვიყვანო. ამ სიტუაციის გამო ყველა შევაწუხე. დიდი მადლობა დიანა ჟღენტს, საქართველოს კონსულს ამერიკაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ბატონ დავით ზალკანიანს და ქალბატონ მაკა ბართაიას. დიდი მადლობა ამერიკის კონსულს და ჩემს ადვოკატს ლევან ნათალიშვილს. იმას მივაღწიეთ, რომ 10 თებერვალს მარიამს გასაუბრება აქვს და მალე წამოვა ჩემთან. კიდევ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სალომე ბაკურაძეს და მის მეუღლეს ლაშა ბასლანძეს, თავად იციან რატომაც.

- როგორია თქვენი ამერიკული ცხოვრება, რა შეიცვალა პანდემიის შემდეგ, რამდენად ახერხებთ თავის გატანას

- Bank of America-ში ვმუშაობ. როგორც relationship banker-ი. სტაბილური სამსახური მაქვს ამ პანდემიის დროს. თან ძალიან ბევრი ბენეფიტი აქვთ, ძალიან მაგარი კომპანიაა, გამიმართლა. აქ ბევრი ქართველი ვართ და ძალიან ვუდგავართ ერთმანეთს მხარში. ქართული ემიგრაციისგან ყოველთვის დიდ სიყვარულს ვგრძნობდი. პანდემიის დაწყებისას 1200 დოლარიანი ჩეკები დაურიგდა ყველას, შემდეგ 600 დოლარიანი და ახლა 1400 დოლარიან ჩეკებს ელოდება ხალხი.

ძალიან რთული პერიოდი გადავიტანე. ვეზიარე, ვიმარხულე, ვილოცე. რაც შეიძლება მეტი სიკეთე უნდა აკეთო ადამიანმა, რისი შესაძლებლობაც გაქვს, ტკივილმა არ უნდა გაგაბოროტოს. წინასწარ არასოდეს იცი როდის გაგიყვანს ღმერთი ამ წუთისოფლიდან, ამიტომ რაც მიგყვება და რასაც ვტოვებთ სიყვარული და კეთილი საქმეებია. მთავარია გვიყვარდეს ერთმანეთი და გადავრჩებით.

გურამ შალუტაშვილს განსაკუთრებული მადლობა და გიორგი წერეთელს, რომელმაც უკრაინა მოიარა რომ დედასთვის რემდესივირი გამოეგზავნა. მარიამ ძიძგურს, ეკა მგალობლიშვილს, ვერიკო ტურაშვილს, ნოდიკო ტატიშვილს ნიკა ხაჩიძეს, მაკა საჯაიას, ზურა ბაქრაძეს, ყველას ვინც გვერდით მედექით ჩემთვის ყველაზე მძიმე წუთებში და ჩემ ტუტანა ფარცვანიას ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მიყვარხართ ყველა და სულ კარგად მყავდეთ.

"ეპარქიაში არის აგრესია, სიძულვილი, ის ბერები, ერთად რომ გაიზარდნენ, ერთმანეთს არ ესალმებიან" - რას ამბობენ ეპარქიაზე მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილი და ახლად დანიშნული მეუფეები

"მოწესრიგებულია ტუალეტები, დარიგდა სადეზინფექციო ხსნარები..." - სამინისტროს ინფორმაციით, ყველა სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ვირუსის გავრცელების დადებითობის დღიური მაჩვენებელი