საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, დეკანოზს, რომლის ქადაგებამაც "პარაზიტ ბავშვებთან" დაკავშირებით საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, "სასჯელად" მონასტერში წასვლა "მიესაჯა".
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს:
"საზოგადოებაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) - მონასტერში განწესება გარკვეული ვადით" - ნათქვამია "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელი აღაშფოთა მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ თადეოზის (სარალიძე) საკვირაო ქადაგებამ.
ქადაგებისას მან კორონავირუსზე და პატარებში მის ახალ გამოვლინებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მორწმუნე ბავშვებს არაფერი ემუქრებათ, თუმცა, ვინც "პარაზიტია" და ეკლესიას არ გამოადგება, გაზრდას სჯობს, პატარა მოკვდეს.
მიუტევოს უფალმა დეკანოზ სარალიძეს, თავად კი მიუტევე, რადგან თავად ითხოვა შენდობა. თუ დავინახავთ, რომ სრული მოკითხვა იქნება იმაზე, რაც სთესს სმუტსა და ბლუდს ქვეყანაში, ხოლო ასეთებს განხილვა ექნება სინოდზე და შესაბამისად ეპიტიმია გავრცელდება სხვაზეც, მაშინ ვირწმუნებ რომ ქვეყანა სწორ გზაზეა მავალი. არც ერთი ასეთი ფაქტი არ უნდა დარჩეს მოკითხვის გარეშე. დიდება უფალს. ქვეყანაზე უნდა დამკვიდრდეს გონიერება ადამიანისა და დარბაისლობა ქართველისა. დიდება უფალს!
მონასტერში წასვლა დასჯაა? ვაი ვაი ვაი