საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, პატრიარქის კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სიცრუეა.
აღნიშნული განცხადება ჯაღმაიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე მას შემდეგ გაავრცელა, რაც ყოფილმა დეკანოზმა ბასილ კობახიძემ დაწერა, რომ პატრიარქი კორონავირუსითაა ინფიცირებული.
"ბევრი ზარებია ჟურნალისტების მხრიდან. გაცნობებთ, რომ ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. არც კორონით დაავადებულა" - წერს ჯაღმაიძე.
დიდი ხანი ფსიქიატრიულში აღარ წოლილა კობახიძე? მიხედთ ოჯახის წევრებმა, ცოდვაა და უხერხულია ასე უყურადღებოდ დატოვება
ესეთი ბოროტების გარემოცვაში ისიც გასაკვირია დღემდე ცოცხალი როგორ არის!