მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"30 წამი მჯეროდა, რომ მე მოვკალი ჩემი შვილი მისი მამის დაბადების დღეზე..." - თათია შარანგია უმძიმეს შემთხვევას იხსენებს
"30 წამი მჯეროდა, რომ მე მოვკალი ჩემი შვილი მისი მამის დაბადების დღეზე..." - თათია შარანგია უმძიმეს შემთხვევას იხსენებს

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თა­თია შა­რან­გია გა­და­ცე­მა "სთო­რის" ახალ სე­ზონ­ზე თა­ვად მოგ­ვევ­ლი­ნა რეს­პონ­დენ­ტის ამ­პლუ­ა­ში და წამ­ყვან ვახო სა­ნა­ი­ას შე­კი­თხვებ­ზე გას­ცა პა­სუ­ხი. თა­თი­ამ გა­იხ­სე­ნა რამ­დე­ნი­მე თვის წინ მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი, რო­დე­საც მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი ვაჟი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს.

შა­რან­გი­ას თქმით, შემ­თხვე­ვა 18 აგ­ვის­ტოს მოხ­და, მისი მე­უღ­ლის სან­დრო შე­ლი­ას და­ბა­დე­ბის დღე­ზე, რო­მე­ლიც წყვილ­მა და მათ­მა შვი­ლებ­მა აუზ­ზე აღ­ნიშ­ნეს. სწო­რედ მა­შინ, 3 წლის ან­დრუ­შა წყალ­ში ჩა­ვარ­და და ბავ­შვი აუ­ზი­დან ფაქ­ტობ­რი­ვად მო­მაკ­ვდა­ვი ამო­იყ­ვა­ნეს... თუმ­ცა, შა­რან­გი­ას შვი­ლი სიკ­ვდილს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა გა­და­არ­ჩი­ნა.

"18 აგ­ვის­ტოს ღა­მით, დგე­ბო­და სან­დროს და­ბა­დე­ბის დღე და უცებ ან­დრუ­შამ თქვა: ეს ჩემი და­ბა­დე­ბის დღეა და უნდა ჩა­ვაქ­რო სან­თე­ლი... არ მი­ვაქ­ციე მა­შინ ყუ­რა­დღე­ბა ამ სი­ტყვებს. მარ­თლაც, მან ჩა­აქ­რო სან­თე­ლი და თქვა, რომ მა­მამ აჩუ­ქა ეს და­ბა­დე­ბის დღე... დღეს თა­მა­მად ვამ­ბობ, რომ მარ­თლა ეს არის მისი და­ბა­დე­ბის დღე და მოვ­ყვე­ბი, რა­ტო­მაც...

რო­დე­საც გა­თენ­და 18 აგ­ვის­ტო, გა­დავ­წყვი­ტეთ ოჯა­ხუ­რად აღგ­ვე­ნიშ­ნა, სა­მი­ვე ბავ­შვი, მე და სან­დრო წა­ვე­დით აუზ­ზე. ბავ­შვე­ბი წყალ­ში თა­მა­შობ­დნენ, ან­დრუ­შას ეკე­თა სა­ცუ­რაო ჟი­ლე­ტი და მშვი­დად ვგრძნობ­დი თავს, ვე­რა­ნა­ი­რად საფრ­თხეს ვერ ვხე­დავ­დი. მარ­თლა ვერ ვიხ­სე­ნებ, ის 1 წუთი სად ვი­ხე­დე­ბო­დი, არც ტე­ლე­ფო­ნი მე­ჭი­რა ხელ­ში, არც ყა­ვას ვსვამ­დი... უცებ არა­ნორ­მა­ლუ­რი ხმა მეს­მის ჩემი შვი­ლის, სა­ნის: დე, ან­დრუ­შა! და როცა გა­მო­ვი­ხე­დე, ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნო - ჩემი ხუ­ჭუ­ჭა შვი­ლი წყლის ზე­და­პირ­ზე ტივ­ტი­ვებ­და... ეს არის, რაც მახ­სოვს...

ამო­ვიყ­ვა­ნე უსი­ცო­ცხლო, ლურ­ჯი იყო, სი­ცო­ცხლის არა­ნა­ი­რი ნი­შან­წყა­ლი არ ეტყო­ბო­და... ხალ­ხს ვთხოვ­დი - მიშ­ვე­ლეთ, და­მეხ­მა­რეთ! მო­დი­ოდ­ნენ და ამ სი­ლურ­ჯეს რომ ხე­დავ­დნენ, ყვე­ლა მაღ­ლა სწევ­და ხელს... ყვე­ლას თვა­ლებ­ში ვცდი­ლობ­დი წა­მე­კი­თხა - ცო­ცხა­ლია შენი შვი­ლი. ვი­ძახ­დი, ვყვი­რო­დი: სან­დროს და­უ­ძა­ხეთ! მან იცის პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა! 30 წამი მჯე­რო­და, რომ მე მოვ­კა­ლი ჩემი უყუ­რა­დღე­ბო­ბით ჩემი შვი­ლი, და მე ჩემი შვი­ლი მოვ­კა­ლი მისი მა­მის და­ბა­დე­ბის დღეს...

...მერე მახ­სოვს, რომ მორ­ბის ბიჭი თეთ­რი პე­რან­გით, მო­ვარ­და და­კი­და ფე­ხე­ბით და სი­ცოც­ლის ნიშ­ნე­ბი გა­მო­უჩ­ნდა ბავ­შვს. ლუკა მურ­ვა­ნი­ძის მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­მაც გა­და­არ­ჩი­ნა ჩემი შვი­ლი და მარ­თლა ამ დღეს და­ი­ბა­და ჩემი შვი­ლი ხე­ლახ­ლა! ჩემს თვალ­წინ, ლურჯ კი­დუ­რებს და­უბ­რუნ­და ფერი, სა­ხეს ნელ-ნელა და­უბ­რუნ­და ფერი...

ნა­ხე­ვა­რი წუთი წყვეტს ყვე­ლა­ფერს... ყვე­ლას გთხოვთ, გა­ა­ტა­რეთ მათ­თან დრო, ერთი წა­მით არ და­ტო­ვოთ, მით უმე­ტეს როცა პა­ტა­რა ბავ­შვია... მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან ვყვა­რე­ბი­ვარ ღმერ­თს და არა­ფე­რი მაქვს სა­წუ­წუ­ნო, თუმ­ცა მე ეს სა­ში­ნე­ლე­ბა გა­ვი­ა­რე..." - ტი­რი­ლით გა­იხ­სე­ნა უმ­ძი­მე­სი ის­ტო­რია თა­თია შა­რან­გი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფსევდოპატრიოტი
49

ამ გოგოს ვუსმენდი 30 წამი და რომ თქვა ინგა გრიგოლია ჩემი უსაყვარლესი ჟურნალისტიაო, აი, მანდ დამთავრდა ჩემთვის ეგ გადაცემაც და ამ ქალის მიმართ სიმპათიაც.

დათო
46

ნაცების ტელევიზიაშ მუშაობს და რა გასაკვირია ინგას ასახელებს საუკეთესო ჟურნალისტად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"30 წამი მჯეროდა, რომ მე მოვკალი ჩემი შვილი მისი მამის დაბადების დღეზე..." - თათია შარანგია უმძიმეს შემთხვევას იხსენებს

"30 წამი მჯეროდა, რომ მე მოვკალი ჩემი შვილი მისი მამის დაბადების დღეზე..." - თათია შარანგია უმძიმეს შემთხვევას იხსენებს

ტელეწამყვანი თათია შარანგია გადაცემა "სთორის" ახალ სეზონზე თავად მოგვევლინა რესპონდენტის ამპლუაში და წამყვან ვახო სანაიას შეკითხვებზე გასცა პასუხი. თათიამ გაიხსენა რამდენიმე თვის წინ მომხდარი ინციდენტი, როდესაც მისი მცირეწლოვანი ვაჟი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

შარანგიას თქმით, შემთხვევა 18 აგვისტოს მოხდა, მისი მეუღლის სანდრო შელიას დაბადების დღეზე, რომელიც წყვილმა და მათმა შვილებმა აუზზე აღნიშნეს. სწორედ მაშინ, 3 წლის ანდრუშა წყალში ჩავარდა და ბავშვი აუზიდან ფაქტობრივად მომაკვდავი ამოიყვანეს... თუმცა, შარანგიას შვილი სიკვდილს ახალგაზრდა მამაკაცმა გადაარჩინა.

"18 აგვისტოს ღამით, დგებოდა სანდროს დაბადების დღე და უცებ ანდრუშამ თქვა: ეს ჩემი დაბადების დღეა და უნდა ჩავაქრო სანთელი... არ მივაქციე მაშინ ყურადღება ამ სიტყვებს. მართლაც, მან ჩააქრო სანთელი და თქვა, რომ მამამ აჩუქა ეს დაბადების დღე... დღეს თამამად ვამბობ, რომ მართლა ეს არის მისი დაბადების დღე და მოვყვები, რატომაც...

როდესაც გათენდა 18 აგვისტო, გადავწყვიტეთ ოჯახურად აღგვენიშნა, სამივე ბავშვი, მე და სანდრო წავედით აუზზე. ბავშვები წყალში თამაშობდნენ, ანდრუშას ეკეთა საცურაო ჟილეტი და მშვიდად ვგრძნობდი თავს, ვერანაირად საფრთხეს ვერ ვხედავდი. მართლა ვერ ვიხსენებ, ის 1 წუთი სად ვიხედებოდი, არც ტელეფონი მეჭირა ხელში, არც ყავას ვსვამდი... უცებ არანორმალური ხმა მესმის ჩემი შვილის, სანის: დე, ანდრუშა! და როცა გამოვიხედე, ერთადერთი, რაც შემიძლია გავიხსენო - ჩემი ხუჭუჭა შვილი წყლის ზედაპირზე ტივტივებდა... ეს არის, რაც მახსოვს...

ამოვიყვანე უსიცოცხლო, ლურჯი იყო, სიცოცხლის არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდა... ხალხს ვთხოვდი - მიშველეთ, დამეხმარეთ! მოდიოდნენ და ამ სილურჯეს რომ ხედავდნენ, ყველა მაღლა სწევდა ხელს... ყველას თვალებში ვცდილობდი წამეკითხა - ცოცხალია შენი შვილი. ვიძახდი, ვყვიროდი: სანდროს დაუძახეთ! მან იცის პირველადი დახმარება! 30 წამი მჯეროდა, რომ მე მოვკალი ჩემი უყურადღებობით ჩემი შვილი, და მე ჩემი შვილი მოვკალი მისი მამის დაბადების დღეს...

...მერე მახსოვს, რომ მორბის ბიჭი თეთრი პერანგით, მოვარდა დაკიდა ფეხებით და სიცოცლის ნიშნები გამოუჩნდა ბავშვს. ლუკა მურვანიძის მადლობელი ვიქნები მთელი დარჩენილი ცხოვრება, რომელმაც გადაარჩინა ჩემი შვილი და მართლა ამ დღეს დაიბადა ჩემი შვილი ხელახლა! ჩემს თვალწინ, ლურჯ კიდურებს დაუბრუნდა ფერი, სახეს ნელ-ნელა დაუბრუნდა ფერი...

ნახევარი წუთი წყვეტს ყველაფერს... ყველას გთხოვთ, გაატარეთ მათთან დრო, ერთი წამით არ დატოვოთ, მით უმეტეს როცა პატარა ბავშვია... მივხვდი, რომ ძალიან ვყვარებივარ ღმერთს და არაფერი მაქვს საწუწუნო, თუმცა მე ეს საშინელება გავიარე..." - ტირილით გაიხსენა უმძიმესი ისტორია თათია შარანგიამ.

"კანის კიბოს რისკი ღია ფერის კანის ადამიანებში მეტია" - ზაზა თელია რუჯის მიღების წესებსა და კანის კიბოსთან დაკავშირებულ მითებზე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, "ფიროსმანის სმარტ სტენდი" შექმნა

"ხვალ ტაძრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, მეც ვიქნები ნასვამი... არხი "მთავარის" საყურადღებოდ" - მეუფე ნიკოლოზი