სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის ხდება კიდურების დაბუჟება საშიში დაავადება – ნეიროქირურგი პერიფერიული ნერვული სისტემების დაზიანებებზე
როდის ხდება კიდურების დაბუჟება საშიში დაავადება – ნეიროქირურგი პერიფერიული ნერვული სისტემების დაზიანებებზე

ხე­ლი­სა და ფე­ხის და­ბუ­ჟე­ბა ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა, თუმ­ცა რო­გორც წესი, ის სწრა­ფად სრულ­დე­ბა და გარ­თუ­ლე­ბებ­თან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. და­ბუ­ჟე­ბა ხდე­ბა იმ დროს, რო­დე­საც ნერ­ვი გარ­კვე­ულ ზე­წო­ლას გა­ნიც­დის. ყვე­ლა­ზე ხში­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი ხდე­ბა ფე­ხის ფეხ­ზე გა­და­დე­ბის და ასე­ვე, ძი­ლის დროს, რო­დე­საც თავი ხელ­ზე ხან­გრძლი­ვად უდევთ ხოლ­მე. ეს და­ბუ­ჟე­ბის მარ­ტი­ვი შემ­თხვე­ვე­ბია და ჩხვლე­ტის შეგ­რძნე­ბა მალე სრულ­დე­ბა. თუმ­ცა არის შემ­თხვე­ვე­ბი, რომ კი­დუ­რე­ბის და­ბუ­ჟე­ბა ძალ­ზე შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია და დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა. შე­საძ­ლოა, თან ახ­ლდეს სხვა სიმპტო­მე­ბიც, მა­გა­ლი­თად, ტკი­ვი­ლი, გრძნო­ბის და­კარ­გვა, კუნ­თე­ბის სი­სუს­ტე. ამ შემ­თხვე­ვებ­ში და­ბუ­ჟე­ბა ნერ­ვის და­ზი­ა­ნე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი და მას სე­რი­ო­ზუ­ლი და დრო­უ­ლი ჩა­რე­ვა სჭირ­დე­ბა. უბ­რა­ლო და­ბუ­ჟე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხში­რი და რთუ­ლი ტრავ­მაა, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ნა­წი­ლობ­რი­ვი ან სრუ­ლი და­კარ­გვა.

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ნე­ი­რო­ქი­რურ­გის რუ­დი­კო ჯი­გა­ნი­ას გან­მარ­ტე­ბით, ნერ­ვის და­ზი­ა­ნე­ბა ხდე­ბა, როცა ირ­ღვე­ვა მისი მთლი­ა­ნო­ბა, რის შე­დე­გა­დაც ვი­თარ­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ნერ­ვის ფუნ­ქცი­ის მოშ­ლა. ეს კი გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვით, მგრძნო­ბე­ლო­ბის დარ­ღვე­ვით, ტკი­ვი­ლი­თა და კუნ­თე­ბის გან­ლე­ვით. პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბებ­სა და გვი­რა­ბის სინ­დრო­მის შე­სა­ხებ თა­ვად რუ­დი­კო ჯი­გა­ნია გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა იწ­ვევს პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბას?

პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბა შე­საძ­ლოა დად­გეს სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბით, რო­გო­რიც არის ბლაგ­ვი, მჭრე­ლი ან მჩხვლე­ტა­ვი საგ­ნით ან და ცე­ცხლსას­რო­ლი ჭრი­ლო­ბით, ასე­ვე ტრაქ­ცი­უ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად რაც გუ­ლის­ხმობს ნერ­ვის და­ჭიმ­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა.

გა­მოვ­ლე­ნის ფორ­მაც და­მო­კი­დე­ბუ­ლია ნერ­ვის და­ზი­ა­ნე­ბის სიმ­ძი­მე­ზე.

რა არის სიმპტო­მე­ბი, რომ­ლის აღ­მო­ჩე­ნის დრო­საც ექიმ­თან მი­მარ­თვა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი?

ძი­რი­თა­დი სიმპტო­მე­ბი ნერ­ვის და­ზი­ა­ნე­ბის დროს არის: და­ბუ­ჟე­ბა, დე­ნის დარ­ტყმის შეგ­რძნე­ბა, ტკი­ვი­ლი კი­დუ­რებ­ში, მგრძნო­ბე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა ან სრუ­ლი­ად და­კარ­გვა, კუნ­თე­ბის გან­ლე­ვა, კი­დუ­რის მოძ­რა­ო­ბის გაძ­ნე­ლე­ბა.

ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი თუ ხან­გრძლი­ვად გრძელ­დე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექიმ­თან მი­მარ­თვა. რად­გან პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა არ წარ­მო­ად­გენს სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ ტრავ­მას, თუმ­ცა შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ნა­წი­ლობ­რი­ვი ან სრუ­ლი და­კარ­გვა. სწო­რედ ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა და სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კის შე­სამ­ცი­რებ­ლად.

რო­გორ ხდე­ბა და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა?

პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კის ოქ­როს სტან­დარ­ტად ით­ვლე­ბა ელექტრო­ნე­ი­რო­მი­ოგ­რა­ფია, ნერ­ვის ექოს­კო­პია და მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი (MRI) გა­მო­სახ­ვა (კონ­ტრას­ტუ­ლი გაძ­ლი­ე­რე­ბით ან მის გა­რე­შე).

მოგ­ვი­ყე­ვით მკურ­ნა­ლო­ბის იმ მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ მი­მარ­თავთ

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბის დროს ყვე­ლა ტი­პის ოპე­რა­ცია კეთ­დე­ბა. ჩვენ ვცდი­ლობთ, რომ სა­ბო­ლო­ოდ სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი მი­ვი­ღოთ. მარ­თა­ლია, მე­დი­ცი­ნა­ში 100%-იანი შე­დე­გის გა­რან­ტი­ე­ბი არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ჩვე­ნი გუნ­დის გა­მოც­დი­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. რაც შე­ე­ხე­ბა ოპე­რა­ცი­ებს: ნერ­ვის მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვის დროს კეთ­დე­ბა ნერ­ვის რე­კონ­სტრუქ­ცია ანუ ნერ­ვის გა­კერ­ვა, შე­ხორ­ცე­ბებ­ში მო­ყო­ლი­ლი ნერ­ვის დროს ტარ­დე­ბა ნევ­რო­ლი­ზი და ენ­დო­ნევ­რო­ლი­ზი, რაც ნერ­ვის გარ­სი­დან შე­ხორ­ცე­ბე­ბის მო­ცი­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს. ნერ­ვის კომ­პრე­სი­ის დროს ხდე­ბა დე­კომ­პრე­სია, ტრან­სპო­ზი­ცია. ამ დროს კეთ­დე­ბა ნერ­ვის გა­და­ად­გი­ლე­ბა კომ­პრე­სი­ის მო­სა­ცი­ლებ­ლად. სიმ­სივ­ნე­ე­ბის დროს კი ვა­კე­თებთ სიმ­სივ­ნის მო­ცი­ლე­ბას ნერ­ვი­დან მისი მთლი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით.

გვი­რა­ბის სინ­დრო­მი ნერ­ვის და­ზი­ა­ნე­ბის რა ტი­პია?

გვი­რა­ბის სინ­დრო­მი პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბაა, რომ­ლე­ბიც გა­მოწ­ვე­უ­ლია ნერ­ვის ანა­ტო­მი­უ­რად ვიწ­რო გვი­რა­ბებ­ში კომ­პერ­სი­ით ანუ მოჭყლეტვით, ზე­წო­ლით. ანა­ტო­მი­უ­რი გვი­რა­ბის კედ­ლე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლია ისე­თი სტრუქ­ტუ­რე­ბით, რო­გო­რი­ცაა: ძვლე­ბი, მყე­სე­ბი, კუნ­თე­ბი. ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გვი­რა­ბებ­ში გა­დის პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვე­ბი და სის­ხლძარ­ღვე­ბი. მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად არხი ვიწ­როვ­დე­ბა და ახ­დენს ნერვზე ზე­წო­ლას. გვი­რა­ბუ­ლი სინ­დრო­მე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა იყოს სხვდას­ხვა მდგო­მა­რე­ო­ბა ან ტრავ­მა. მა­გა­ლი­თად, კი­დუ­რე­ბის ძვლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბა, იდაყ­ვის ძვლის ტრავ­მა, დიდი ხნით ერთ პო­ზა­ში ჯდო­მა (მა­გა­ლი­თად, მუ­შა­ო­ბა კომ­პი­უ­ტერ­თან), ორ­სუ­ლო­ბა, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი და სხვა.

გვი­რა­ბის სინ­დრო­მის დი­აგ­ნოს­ტი­კა პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბის ანა­ლო­გი­უ­რად ხდე­ბა. მკურ­ნა­ლო­ბა კი არ­სე­ბობს რო­გორც კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი, ისე ქი­რურ­გი­უ­ლი. რო­დე­საც კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა უშე­დე­გოა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას ვა­ტა­რებთ. ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის დროს, როცა ნერ­ვის და­ზი­ა­ნე­ბა კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, კონ­სერ­ვა­ტუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე პირ­და­პირ ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა ხდე­ბა. ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბაა სიმ­სივ­ნე­ე­ბის დრო­საც.

რამ­დე­ნი­მე სა­ხის გვი­რა­ბის სინ­დრო­მი არ­სე­ბობს. რა გან­სხვა­ვე­ბაა მათ შო­რის და რო­მე­ლი მათ­გა­ნია ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი? ყვე­ლა­ზე სა­ში­ში რო­მე­ლია?

არ­სე­ბობს ორ ათე­ულ­ზე მეტი გვი­რა­ბის სინ­დრო­მი, მაგ­რამ უფრო ხში­რად რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი გვხვდე­ბა ხოლ­მე. ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია შუ­ა­თა­ნა ნერ­ვის ნე­ი­რო­პა­თია (მა­ჯის გვი­რა­ბის სინ­დრო­მი). ასე­ვე ხში­რად გვხვდე­ბა: იდაყ­ვის ნერ­ვის ნე­ი­რო­პა­თია (იდაყ­ვის გვი­რა­ბის სინ­დრო­მი), სხი­ვის ნერ­ვის ნე­ი­რო­პა­თია სპი­რა­ლურ არხში, მცი­რე წვი­ვის ნერ­ვის გვი­რა­ბის სინ­დრო­მი, დიდი წვი­ვის ნერ­ვის ნე­ი­რო­პა­თია ტარ­ზა­ლურ არხში, მხრის წნუ­ლის ნე­ი­რო­პა­თია და ა.შ.

რაც შე­ე­ხე­ბა მათ სირ­თუ­ლეს, ყვე­ლა ნე­ი­რო­პა­თია სა­ში­შია, თუ დრო­უ­ლად არ მივ­ხე­დეთ, რად­გან თი­თო­ე­ულ მათ­განს შე­უძ­ლია პა­ცი­ენტს პრობ­ლე­მა შე­უქ­მნას, ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი გა­ა­უ­ა­რე­სოს.

კონ­კრე­ტუ­ლად რა გარ­თუ­ლე­ბე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს პა­ცი­ენ­ტი, თუ აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მებს დრო­უ­ლად არ მი­აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას?

დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბი­სას დროს აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა არის ხოლ­მე კი­დუ­რის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვა და ყვე­ლა­ზე ცუდ შემ­თხვე­ვა­ში ინ­ვა­ლი­დი­ზა­ცია.

ვინ არი­ან აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკ ჯგუფ­ში?

კონ­კრე­ტუ­ლი რისკ ჯგუ­ფე­ბი არ არ­სე­ბობს. თუმ­ცა შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ გვი­რა­ბუ­ლი არ­ხის სინ­დრო­მე­ბი უმე­ტე­სი წილი შე­და­რე­ბით გვი­ან ასაკ­ში გვხვდე­ბა.

კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­დით ნიუ ჰოს­პი­ტალსს 2 190 190

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
******
2

სახელისა და გვარის საოცარი შეხამება იციან სამეგრელოში. დავფიქრდი და მგონი, განსაკუთრებული ყურის პატრონები არიან. ეტყობა მათ სხვანაირად ელამაზებათ ისეთი ბგერების თავმოყრა, რომელიც ჩემნაირებისთვის ასე უხეშად ჟღერს. კიდევ მეგონა, რომ ასეთ სახელებს უფრო ადრე არქმევდნენ ბავშვებს, მაგრამ, მივხვდი, რომ არც ახლა უჩივიან ფანტაზიას.

mariami 555
0

ერთი თვეა იდაყვი მტკივა, ხელის მოძრაობის დროს, და ხშირ შემთხვევაში იდაყვთან წინა მხარე მისივდება და ეს შეიძლება ნერვის დაზიანების სინდრომი იყოს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

როდის ხდება კიდურების დაბუჟება საშიში დაავადება – ნეიროქირურგი პერიფერიული ნერვული სისტემების დაზიანებებზე

როდის ხდება კიდურების დაბუჟება საშიში დაავადება – ნეიროქირურგი პერიფერიული ნერვული სისტემების დაზიანებებზე

ხელისა და ფეხის დაბუჟება ფართოდ გავრცელებული შემთხვევაა, თუმცა როგორც წესი, ის სწრაფად სრულდება და გართულებებთან არ არის დაკავშირებული. დაბუჟება ხდება იმ დროს, როდესაც ნერვი გარკვეულ ზეწოლას განიცდის. ყველაზე ხშირად გავრცელებული შემთხვევები ხდება ფეხის ფეხზე გადადების და ასევე, ძილის დროს, როდესაც თავი ხელზე ხანგრძლივად უდევთ ხოლმე. ეს დაბუჟების მარტივი შემთხვევებია და ჩხვლეტის შეგრძნება მალე სრულდება. თუმცა არის შემთხვევები, რომ კიდურების დაბუჟება ძალზე შემაწუხებელია და დიდხანს გრძელდება. შესაძლოა, თან ახლდეს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, ტკივილი, გრძნობის დაკარგვა, კუნთების სისუსტე. ამ შემთხვევებში დაბუჟება ნერვის დაზიანებით არის გამოწვეული და მას სერიოზული და დროული ჩარევა სჭირდება. უბრალო დაბუჟებისგან განსხვავებით, პერიფერიული ნერვების დაზიანება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და რთული ტრავმაა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს შრომისუნარიანობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ნეიროქირურგის რუდიკო ჯიგანიას განმარტებით, ნერვის დაზიანება ხდება, როცა ირღვევა მისი მთლიანობა, რის შედეგადაც ვითარდება აღნიშნული ნერვის ფუნქციის მოშლა. ეს კი გამოიხატება მოძრაობის შეზღუდვით, მგრძნობელობის დარღვევით, ტკივილითა და კუნთების განლევით. პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებებსა და გვირაბის სინდრომის შესახებ თავად რუდიკო ჯიგანია გვესაუბრება.

რა იწვევს პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებას?

პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება შესაძლოა დადგეს სხვადასხვა მიზეზებით, როგორიც არის ბლაგვი, მჭრელი ან მჩხვლეტავი საგნით ან და ცეცხლსასროლი ჭრილობით, ასევე ტრაქციული დაზიანების შედეგად რაც გულისხმობს ნერვის დაჭიმვით გამოწვეული დაზიანება.

გამოვლენის ფორმაც დამოკიდებულია ნერვის დაზიანების სიმძიმეზე.

რა არის სიმპტომები, რომლის აღმოჩენის დროსაც ექიმთან მიმართვა არის აუცილებელი?

ძირითადი სიმპტომები ნერვის დაზიანების დროს არის: დაბუჟება, დენის დარტყმის შეგრძნება, ტკივილი კიდურებში, მგრძნობელობის დაქვეითება ან სრულიად დაკარგვა, კუნთების განლევა, კიდურის მოძრაობის გაძნელება.

ჩამოთვლილთაგან რომელიმე მათგანი თუ ხანგრძლივად გრძელდება, აუცილებელია ექიმთან მიმართვა. რადგან პერიფერიული ნერვების დაზიანება არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ ტრავმას, თუმცა შესაძლოა გამოიწვიოს შრომისუნარიანობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა. სწორედ ამიტომ აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად.

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება?

პერიფერიული ნერვების დაზიანების დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად ითვლება ელექტრონეირომიოგრაფია, ნერვის ექოსკოპია და მაგნიტურ რეზონანსული (MRI) გამოსახვა (კონტრასტული გაძლიერებით ან მის გარეშე).

მოგვიყევით მკურნალობის იმ მეთოდების შესახებ, რომლებსაც „ნიუ ჰოსპიტალსში“ მიმართავთ

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ნეიროქირურგიულ განყოფილებაში პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების დროს ყველა ტიპის ოპერაცია კეთდება. ჩვენ ვცდილობთ, რომ საბოლოოდ საუკეთესო შედეგი მივიღოთ. მართალია, მედიცინაში 100%-იანი შედეგის გარანტიები არ არსებობს, მაგრამ ჩვენი გუნდის გამოცდილება საუკეთესო შედეგის მიღების საშუალებას გვაძლევს. რაც შეეხება ოპერაციებს: ნერვის მთლიანობის დარღვევის დროს კეთდება ნერვის რეკონსტრუქცია ანუ ნერვის გაკერვა, შეხორცებებში მოყოლილი ნერვის დროს ტარდება ნევროლიზი და ენდონევროლიზი, რაც ნერვის გარსიდან შეხორცებების მოცილებას გულისხმობს. ნერვის კომპრესიის დროს ხდება დეკომპრესია, ტრანსპოზიცია. ამ დროს კეთდება ნერვის გადაადგილება კომპრესიის მოსაცილებლად. სიმსივნეების დროს კი ვაკეთებთ სიმსივნის მოცილებას ნერვიდან მისი მთლიანობის შენარჩუნებით.

გვირაბის სინდრომი ნერვის დაზიანების რა ტიპია?

გვირაბის სინდრომი პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებაა, რომლებიც გამოწვეულია ნერვის ანატომიურად ვიწრო გვირაბებში კომპერსიით ანუ მოჭყლეტვით, ზეწოლით. ანატომიური გვირაბის კედლები წარმოდგენილია ისეთი სტრუქტურებით, როგორიცაა: ძვლები, მყესები, კუნთები. ნორმალურ მდგომარეობაში გვირაბებში გადის პერიფერიული ნერვები და სისხლძარღვები. მაგრამ გარკვეული პათოლოგიური ცვლილებების შედეგად არხი ვიწროვდება და ახდენს ნერვზე ზეწოლას. გვირაბული სინდრომების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს სხვდასხვა მდგომარეობა ან ტრავმა. მაგალითად, კიდურების ძვლების მოტეხილობა, იდაყვის ძვლის ტრავმა, დიდი ხნით ერთ პოზაში ჯდომა (მაგალითად, მუშაობა კომპიუტერთან), ორსულობა, შაქრიანი დიაბეტი და სხვა.

გვირაბის სინდრომის დიაგნოსტიკა პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების ანალოგიურად ხდება. მკურნალობა კი არსებობს როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული. როდესაც კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა, ამ შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევას ვატარებთ. ტრავმული დაზიანების დროს, როცა ნერვის დაზიანება კვლევებით დადასტურებულია, კონსერვატული მკურნალობის გარეშე პირდაპირ ოპერაციული ჩარევა ხდება. ანალოგიური ვითარებაა სიმსივნეების დროსაც.

რამდენიმე სახის გვირაბის სინდრომი არსებობს. რა განსხვავებაა მათ შორის და რომელი მათგანია ყველაზე გავრცელებული? ყველაზე საშიში რომელია?

არსებობს ორ ათეულზე მეტი გვირაბის სინდრომი, მაგრამ უფრო ხშირად რამდენიმე მათგანი გვხვდება ხოლმე. ყველაზე გავრცელებულია შუათანა ნერვის ნეიროპათია (მაჯის გვირაბის სინდრომი). ასევე ხშირად გვხვდება: იდაყვის ნერვის ნეიროპათია (იდაყვის გვირაბის სინდრომი), სხივის ნერვის ნეიროპათია სპირალურ არხში, მცირე წვივის ნერვის გვირაბის სინდრომი, დიდი წვივის ნერვის ნეიროპათია ტარზალურ არხში, მხრის წნულის ნეიროპათია და ა.შ.

რაც შეეხება მათ სირთულეს, ყველა ნეიროპათია საშიშია, თუ დროულად არ მივხედეთ, რადგან თითოეულ მათგანს შეუძლია პაციენტს პრობლემა შეუქმნას, ცხოვრების ხარისხი გააუარესოს.

კონკრეტულად რა გართულებების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს პაციენტი, თუ აღნიშნულ პრობლემებს დროულად არ მიაქცევს ყურადღებას?

დაგვიანებული მომართვიანობისას დროს აღმოცენებული ძირითადი პრობლემა არის ხოლმე კიდურის ფუნქციის დარღვევა და ყველაზე ცუდ შემთხვევაში ინვალიდიზაცია.

ვინ არიან აღნიშნული დაავადებების რისკ ჯგუფში?

კონკრეტული რისკ ჯგუფები არ არსებობს. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ გვირაბული არხის სინდრომები უმეტესი წილი შედარებით გვიან ასაკში გვხვდება.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190

თამბაქოს ზიანის შემცირება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები

საკითხი რის გამოც ექსპერტები “ჯანმოს” თამბაქოსთან ბრძოლის სტრატეგიას აკრიტიკებენ

"მე მეორედ დავიბადე..." - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ქალის ემოციური სტატუსი