ავტორი:

"თვითმფრინავში არ დაუშვათ უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, ვისაც PCR ტესტის ნეგატიური პასუხი თან არ ექნებათ" - ნათია თურნავა ავიაკომპანიებს მიმართავს

"თვითმფრინავში არ დაუშვათ უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, ვისაც PCR ტესტის ნეგატიური პასუხი თან არ ექნებათ" - ნათია თურნავა ავიაკომპანიებს მიმართავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ავიაკომპანიებს მიმართავს, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი, ან კოვიდვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი.

როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი უწყება მომდევნო კვირიდან ტუროპერატორებთან, სასტუმროებთან ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან აქტიურ შეხვედრებს დაიწებს.

"მივმართავთ ავიაკომპანიებს თხოვნით და დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ამას გაითვალისწინებენ, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი, ან კოვიდვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც პირველ რიგში გვაძლევს საშუალებას, რომ უკვე შემდეგი კვირიდან ძალიან აქტიურად, ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაციის ჩართულობით, დავიწყოთ შეხვედრები ტუროპერატორებთან, სასტუმროებთან ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან სწორედ იმისთვის, რომ გავაცნოთ მათ ახალი წესები და გადავინაწილოთ პასუხისმგებლობები.

ვიცი, რომ ისენი ამას გაგებით ეკიდებიან და პირიქით, მონაწილეებიც არიან რეკომენდაციების შემუშავების და დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შემოვიყვანოთ სწრაფად საქართველოში პირველი ჯგუფი ვაქცინირებული უცხოელი მოქალაქეების, ვისაც სურს დაათვალიეროს საქართველო, ესტუმროს საქართველოს, რისთვისაც ვხსნით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს ეტაპობრივად, დადებითობის მაჩვენებლის მიხედვით - ამ ეტაპზე ეს არის აჭარა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმის გათვალისწინებით, რომ პანდემია ჯერ არ არის დამარცხებული და მსოფლიო მესამე ტალღის მოლოდინშია. ჩვენ ყველანი მაქსიმალურ სიფრთხილეს ვიცავთ“, - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავობისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგულარული ფრენები 1-ელი თებერვლიდან აღდგება.

"პარაზიტ ბავშვებზე" მქადაგებელი დეკანოზი სასჯელის სახით მონასტერში განამწესეს

"აკაკი ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა, ვიდრე მილიონერი გახდებოდა" - ქართველი მეცენატის სასახლე სამეგრელოში, რომელიც იტალიელებმა დააპროექტეს

ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, პატრიარქი კორონავირუსით არ დაავადებულა