მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 000 დოლარად გაყიდული ბერნის თოჯინა და ბერნის ჰუდები - სენატორის პოპულარობა მწვერვალებს იპყრობს, მიმებზე კი თავადაც იცინის
20 000 დოლარად გაყიდული ბერნის თოჯინა და ბერნის ჰუდები - სენატორის პოპულარობა მწვერვალებს იპყრობს, მიმებზე კი თავადაც იცინის

სე­ნა­ტო­რი ბერ­ნი სან­დერ­სი აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ცე­რე­მო­ნი­ის მთა­ვა­რი ვარ­სკვლა­ვი გახ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინა­უ­გუ­რა­ცი­ი­დან უკვე საკ­მაო დრო გა­ვი­და, ბერ­ნის ცნო­ბილ ფო­ტოს­თან და ხელ­თათ­მა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­მე­ბი არ წყდე­ბა. ყო­ველ დღე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახალ-ახალ სა­ხა­ლი­სო ფო­ტოს ვხე­დავთ.

ალ­ბათ, გა­ინ­ტე­რე­სებთ რა რე­აქ­ცია ჰქონ­და თა­ვად სე­ნა­ტორს მი­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ ბერ­ნი სეთ მე­ი­ე­რის ღა­მის შოუს ეს­ტუმ­რა, სა­დაც 79 წლის პო­ლი­ტი­კოსს მი­მებ­ზე ჰკი­თხეს. წამ­ყვა­ნი ასე­ვე იმი­თაც და­ინ­ტე­რეს­და, თუ რა­ტომ იჯდა ბერ­ნი ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე ისეთ ფორ­მა­ში:

"მე უბ­რა­ლოდ ვი­ჯე­ქი და გათ­ბო­ბას ვცდი­ლობ­დი, ვცდი­ლობ­დი ყუ­რა­დღე­ბით დავკვირ­ვე­ბო­დი მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს“, - თქვა სე­ნა­ტორ­მა. მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ხელ­თათ­მა­ნე­ბი ვერ­მონ­ტელ­მა ქალ­მა მო­უქ­სო­ვა, რო­მე­ლიც "უაღ­რე­სად წე­სი­ე­რი და კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია." სან­დერ­სის თქმით, მისი ხელ­თათ­მა­ნე­ბის ავ­ტო­რი სკო­ლის პე­და­გო­გია.

ახლა კი, როცა ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ქა­ლის მი­მარ­თაც უფრო დიდი ყუ­რა­დღე­ბაა, რის გა­მოც ის ცოტა აღელ­ვე­ბუ­ლია.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­დი­ა­ში და­ი­წე­რა, სე­ნა­ტო­რის ხელ­თათ­მა­ნე­ბის ავ­ტო­რი უამ­რავ შეკ­ვე­თას იღებს, თუმ­ცა არ შუძ­ლია ხელ­თათ­მა­ნი ყვე­ლა მსურ­ველს მო­უქ­სო­ვოს, რად­გა­ნაც მო­თხოვ­ნა ისე­თია, რომ მათი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა უბ­რა­ლოდ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შოუს წამ­ყვან­მა ბერ­ნის რამ­დე­ნი­მე პო­პუ­ლა­რუ­ლი მიმი უჩ­ვე­ნა, რა­ზეც სე­ნა­ტორ­მა გუ­ლი­ა­ნად გა­ი­ცი­ნა და თქვა, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი ნა­ნა­ხი ჰქონ­და.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ერთ-ერ­თმა ხე­ლო­ვან­მა ბერ­ნის თო­ჯი­ნა შექ­მნა. თო­ჯი­ნა აუქ­ცი­ონ­ზე 20 000 დო­ლა­რად გა­ი­ყი­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ბერ­ნიმ პო­პუ­ლა­რო­ბა ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა, მან შექ­მნა ჰუ­დე­ბი და მა­ი­სუ­რე­ბი თა­ვი­სი ფო­ტოს პრინ­ტით, რო­მელ­ზეც წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი მო­თხოვ­ნაა, შე­სულ თან­ხას კი სე­ნა­ტო­რი ქველ­მოქ­მე­დე­ბას ახ­მარს. ჰუ­დის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 45 დო­ლა­რია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაკო
3

ბერნი კეთილი და წესიერი პოლიტიკოსია!

სელპაკი
2

მიშიკო თუ მოგვცემს ნებართვას, რომ მისი გამოსახულების პრინტი გავაკეთოთ ჩვენს პროდუქციაზე, წარმოუდგენელი მოგება გვექნებოდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

20 000 დოლარად გაყიდული ბერნის თოჯინა და ბერნის ჰუდები - სენატორის პოპულარობა მწვერვალებს იპყრობს, მიმებზე კი თავადაც იცინის

20 000 დოლარად გაყიდული ბერნის თოჯინა და ბერნის ჰუდები - სენატორის პოპულარობა მწვერვალებს იპყრობს, მიმებზე კი თავადაც იცინის

სენატორი ბერნი სანდერსი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიის მთავარი ვარსკვლავი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ინაუგურაციიდან უკვე საკმაო დრო გავიდა, ბერნის ცნობილ ფოტოსთან და ხელთათმანებთან დაკავშირებული მიმები არ წყდება. ყოველ დღე სოციალურ ქსელში ახალ-ახალ სახალისო ფოტოს ვხედავთ.

ალბათ, გაინტერესებთ რა რეაქცია ჰქონდა თავად სენატორს მიმებთან დაკავშირებით. ინაუგურაციის შემდეგ ბერნი სეთ მეიერის ღამის შოუს ესტუმრა, სადაც 79 წლის პოლიტიკოსს მიმებზე ჰკითხეს. წამყვანი ასევე იმითაც დაინტერესდა, თუ რატომ იჯდა ბერნი ინაუგურაციაზე ისეთ ფორმაში:

"მე უბრალოდ ვიჯექი და გათბობას ვცდილობდი, ვცდილობდი ყურადღებით დავკვირვებოდი მიმდინარე მოვლენებს“, - თქვა სენატორმა. მანვე აღნიშნა, რომ ხელთათმანები ვერმონტელმა ქალმა მოუქსოვა, რომელიც "უაღრესად წესიერი და კეთილშობილი ადამიანია." სანდერსის თქმით, მისი ხელთათმანების ავტორი სკოლის პედაგოგია.

ახლა კი, როცა ასეთი აჟიოტაჟია საზოგადოებაში, ქალის მიმართაც უფრო დიდი ყურადღებაა, რის გამოც ის ცოტა აღელვებულია.

როგორც მოგვიანებით მედიაში დაიწერა, სენატორის ხელთათმანების ავტორი უამრავ შეკვეთას იღებს, თუმცა არ შუძლია ხელთათმანი ყველა მსურველს მოუქსოვოს, რადგანაც მოთხოვნა ისეთია, რომ მათი დაკმაყოფილება უბრალოდ წარმოუდგენელია.

აღსანიშნავია, რომ შოუს წამყვანმა ბერნის რამდენიმე პოპულარული მიმი უჩვენა, რაზეც სენატორმა გულიანად გაიცინა და თქვა, რომ ყველა მათგანი ნანახი ჰქონდა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/UoyrKivWQDg" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

საინტერესოა, რომ ერთ-ერთმა ხელოვანმა ბერნის თოჯინა შექმნა. თოჯინა აუქციონზე 20 000 დოლარად გაიყიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბერნიმ პოპულარობა ქველმოქმედებისთვის გამოიყენა, მან შექმნა ჰუდები და მაისურები თავისი ფოტოს პრინტით, რომელზეც წარმოუდგენლად დიდი მოთხოვნაა, შესულ თანხას კი სენატორი ქველმოქმედებას ახმარს. ჰუდის ღირებულება 45 დოლარია.

ისრაელში რაბინის დაკრძალვაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა - ხელისუფლებას კი "ლოქდაუნის" შერჩევით აღსრულებაში ადანაშაულებენ

სამხედრო გადატრიალება მიანმარში - სამხედროებმა სხვა პირებთან ერთად, არჩეული ქალი ლიდერი დააკავეს და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

"აშშ გმობს რუსეთის ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ მკაცრ ტაქტიკას" - ბლინკენი კრემლს ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს