მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია რჩეულიშვილს ამნისტიის აქტი შეეხო, თუმცა საპატიმროს დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება
მაია რჩეულიშვილს ამნისტიის აქტი შეეხო, თუმცა საპატიმროს დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება

„ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფის“ საქ­მე­ზე, „მი­ო­ნის“ ეპი­ზოდ­ზე მსჯავ­რდე­ბულ მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს „ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ ახა­ლი კა­ნო­ნი შე­ე­ხო, თუმ­ცა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა­ზე მას და­ზა­რა­ლე­ბულ­თა თან­ხმო­ბა სჭირ­დე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, ბონ­დო ვა­თი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რჩე­უ­ლიშ­ვილს „ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ ახა­ლი კა­ნო­ნით სას­ჯე­ლი გა­უ­ნა­ხევ­რდა, თუმ­ცა ის მუხ­ლე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც რჩე­უ­ლიშ­ვი­ლია გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი, ორ დათ­ქმას ით­ვა­ლის­წი­ნებს. კერ­ძოდ, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას და მათ თან­ხმო­ბას.

ბონ­დო ვა­თი­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ორი პუნ­ქტი­დან ერთი უკვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლია და „მი­ო­ნის“ ეპი­ზოდ­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი 170 ადა­მი­ა­ნი უკვე დაკ­მა­ყო­ფილ­და. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რეს - და­ზა­რა­ლე­ბულ­თა თან­ხმო­ბას, ად­ვო­კა­ტის თქმით, რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი სა­პყრო­ბი­ლეს და­ტო­ვებს მა­შინ­ვე, რო­გორც კი ამას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბიც და­თან­ხმდე­ბი­ან.

„მი­ო­ნის“ ეპი­ზოდ­ზე საქ­მე თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, სხდო­მა რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ი­დო, რად­გან ბრალ­დე­ბის მხა­რემ გა­ნა­ცხა­და, რომ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბებ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­სო. ვე­ლო­დე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რის პი­რო­ბებს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა­ზე და პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩვენ ვმუ­შა­ობთ „ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ ახა­ლი კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს. იმ ბრა­ლით, რაც მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს წარ­დგე­ნი­ლი აქვს და რა მუხ­ლი­თაც ის მსჯავ­რდე­ბუ­ლია, ამ­ნის­ტი­ით სას­ჯე­ლი უნა­ხევ­რებ­და, თუმ­ცა, იქ პი­რო­ბე­ბია დათ­ქმუ­ლი - ზა­რა­ლი უნდა იყოს ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლი და ასე­ვე, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის თან­ხმო­ბა უნდა იყოს. პირ­ვე­ლი ეტა­პი უკვე გავ­ლი­ლი გვაქვს, ზა­რა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლია და ის სა­დაო თან­ხა „ცენ­ტრ პო­ინ­ტის“ ან­გა­რი­ში­დან „მი­ო­ნის“ მე­ნა­შე­ე­ბის ან­გა­რიშ­ზე გა­და­რი­ცხუ­ლია. ასე­ვე, მო­ძებ­ნი­ლია ინ­ვეს­ტო­რი, რო­მელ­საც „ცენ­ტრ პო­ინ­ტის“ შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტი­ვე­ბი გა­და­ე­ცა და სწო­რედ, ამ აქ­ტი­ვე­ბის სა­ნაც­ვლოდ ის შე­უდ­გა მუ­შა­ო­ბას და და­ას­რუ­ლებს მთლი­ან კორ­პუსს. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მო­თხოვ­ნა მთლი­ა­ნად იქ­ნე­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, უკვე სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­დაო თან­ხა, რო­მელ­საც მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს ედა­ვე­ბოდ­ნენ, და­ახ­ლო­ე­ბით, 4-5 თვეა, გა­და­რი­ცხუ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ ინ­ვეს­ტორს, და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი თვეა, რაც ობი­ექ­ტზე შე­ვი­და და სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს ან­ხორ­ცი­ე­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და ვა­თი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, „ცენ­ტრ პო­ინ­ტის“ საქ­მე­ზე „მი­ო­ნის“ ეპი­ზოდ­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი არი­ან მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და ქე­თე­ვან ჟორ­და­ნია. მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, ქე­თე­ვან ჟორ­და­ნი­ას კი, 5 წლით პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი. მის­ჯი­ლი 7 წლი­დან მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს 4 წელი და 6 თვე უკვე მოხ­დი­ლი აქვს.

კომ­პა­ნია „ცენ­ტრ პო­ინ­ტის” დამ­ფუძ­ნე­ბელ­სა და ხელ­მძღვა­ნელს მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა­სა და გაფ­ლან­გავ­ში ედე­ბა ბრა­ლი. საქ­მე რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდს მო­ი­ცავს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ani
0

ეგ 3 ობიექტზეა განაჩენი გამოტანილი,კიდევ ბევრია ასეთი ობიექტები ცალკ-ცალკე რომ ვიჩივლოთ მთელი სიცოცხლე მოუწევს ჯდომა .

keti
33

mere sad arian dazaralebulebi droulad moaceron xeli rom gamovides da chaabaros srulpasad razec kondat shetanxmeba aramgonia vinmem ar moaceros xeli rashi ackobt maias cixeshi jdoma rac droze gamova mit droulad miigeben taviant konebebs

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მაია რჩეულიშვილს ამნისტიის აქტი შეეხო, თუმცა საპატიმროს დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება

მაია რჩეულიშვილს ამნისტიის აქტი შეეხო, თუმცა საპატიმროს დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება

„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე, „მიონის“ ეპიზოდზე მსჯავრდებულ მაია რჩეულიშვილს „ამნისტიის შესახებ“ ახალი კანონი შეეხო, თუმცა პენიტენციური დაწესებულების დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რჩეულიშვილის ადვოკატმა, ბონდო ვათიაშვილმა განაცხადა, რჩეულიშვილს „ამნისტიის შესახებ“ ახალი კანონით სასჯელი გაუნახევრდა, თუმცა ის მუხლები, რომლის მიხედვითაც რჩეულიშვილია გასამართლებული, ორ დათქმას ითვალისწინებს. კერძოდ, დაზარალებულების დაკმაყოფილებას და მათ თანხმობას.

ბონდო ვათიაშვილის განმარტებით, აღნიშნული ორი პუნქტიდან ერთი უკვე შესრულებულია და „მიონის“ ეპიზოდზე დაზარალებული 170 ადამიანი უკვე დაკმაყოფილდა. რაც შეეხება მეორეს - დაზარალებულთა თანხმობას, ადვოკატის თქმით, რჩეულიშვილი საპყრობილეს დატოვებს მაშინვე, როგორც კი ამას დაზარალებულებიც დათანხმდებიან.

„მიონის“ ეპიზოდზე საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს, სხდომა რამდენჯერმე გადაიდო, რადგან ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკება მიმდინარეობსო. ველოდებით პროკურატურის პირობებს საპროცესო შეთანხმებაზე და პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ „ამნისტიის შესახებ“ ახალი კანონის საფუძველზე რა შეიძლება გაკეთდეს. იმ ბრალით, რაც მაია რჩეულიშვილს წარდგენილი აქვს და რა მუხლითაც ის მსჯავრდებულია, ამნისტიით სასჯელი უნახევრებდა, თუმცა, იქ პირობებია დათქმული - ზარალი უნდა იყოს ანაზღაურებული და ასევე, დაზარალებულების თანხმობა უნდა იყოს. პირველი ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს, ზარალი ანაზღაურებულია და ის სადაო თანხა „ცენტრ პოინტის“ ანგარიშიდან „მიონის“ მენაშეების ანგარიშზე გადარიცხულია. ასევე, მოძებნილია ინვესტორი, რომელსაც „ცენტრ პოინტის“ შესაბამისი აქტივები გადაეცა და სწორედ, ამ აქტივების სანაცვლოდ ის შეუდგა მუშაობას და დაასრულებს მთლიან კორპუსს. დაზარალებულის მოთხოვნა მთლიანად იქნება შესრულებული, უკვე სამუშაოები მიმდინარეობს.

სადაო თანხა, რომელსაც მაია რჩეულიშვილს ედავებოდნენ, დაახლოებით, 4-5 თვეა, გადარიცხულია. რაც შეეხება ახალ ინვესტორს, დაახლოებით, ერთი თვეა, რაც ობიექტზე შევიდა და სამშენებლო სამუშაოებს ანხორციელებს“, - განაცხადა ვათიაშვილმა.

ცნობისთვის, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე „მიონის“ ეპიზოდზე მსჯავრდებული არიან მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია. მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, ქეთევან ჟორდანიას კი, 5 წლით პირობითი მსჯავრი. მისჯილი 7 წლიდან მაია რჩეულიშვილს 4 წელი და 6 თვე უკვე მოხდილი აქვს.

კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგავში ედება ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს.

"მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამიას ნომერი საჯაროდ ხელმისაწვდომია, საკითხს შევისწავლით" - სახელმწიფო ინსპექტორის განცხადება

ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიას ცემის საქმეზე გამართლდა - ვინ ცნო სასამართლომ დამნაშავედ?

ივერი მელაშვილის ადვოკატის კომენტარი ტექნიკის მაღაზიაში მომხდარ ინციდენტზე, სადაც მის კლიენტს "მოღალატე" და "გამყიდველი" უწოდეს