ავტორი:

"გვინდა, მივახვედროთ მთავრობა, რა ცუდ დღეში აღმოვჩნდით" - რესტორნები გაფიცვისთვის ემზადებიან

"გვინდა, მივახვედროთ მთავრობა, რა ცუდ დღეში აღმოვჩნდით" - რესტორნები გაფიცვისთვის ემზადებიან

შაბათს, 30 იანვარს, 100-მდე რესტორნის წარმომადგენელი საპროტესტო აქციას გეგმავს. ამასთანავე, ისინი ბოიკოტის ნიშნად გაიფიცებიან და მიტანის სერვისს ერთი დღით გათიშავენ. ამის შესახებ ambebi.ge-ს რესტორატორთა ასოციაციის წარმომადგენელმა, შოთა ბურჯანაძემ განუცხადა. ბურჯანაძის თქმით, ამ ქმედებით მათ სურთ ხელისუფლებას დაანახონ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება სოციალური აფეთქების ზღვრამდეა მისული.

"ლოქდაუნის გაგრძელების გადაწყვეტილება სფეროს დამუხრუჭება კი არ არის, ეს არის ლიკვიდაცია და ბიზნესის სიკვდილი. მთავრობა და ეპიდემიოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ამას ბიზნესი გაუძლებს, რაშიც ცდებიან. ლაპარაკია 10 000 - ობით ადამიანზე, რომლებიც სამსახურს კარგავენ და მიდიან უცხოეთში ან - სახლებში, სრულიად უსახსროდ. ეს არის სოციალური აფეთქება. ხვალიდან ჩვენი აქციის ფარგლებში, 24 საათით გაითიშება მიტანის სერვისი, ამ ნაბიჯით გვინდა მივახვედროთ მთავრობა რა ცუდ დღეში აღმოჩნდება სარესტორნო ბიზნესის გარეშე, როგორც მთავრობა, ისე ხალხი. ამ ეტაპზე 100-მდე ასეთი ორგანიზაცია უერთდება ჩვენს აქციას და დღის ბოლომდე ალბათ გაორმაგდება", - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

ერთ-ერთი ობიექტი, რომელიც დაანონსებულ აქციაში მიიღებს მონაწილეობას ბარი "პიანი ბაზარია". ობიექტის ხელმძღვანელის, გიორგი გოგილაშვილის თქმით, ისინი ბარის გახსნას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებენ, რადგან შემოღებული შეზღუდვების გამო, ფაქტობრივად, სრულად გაკოტრდნენ.

"ჩვენც ვუერთდებით აქციას, მაგრამ ალბათ შეზღუდვები რომც მოიხსნას, ვერ გავაგრძელებთ საქმიანობას, რადგან აღარ დაგვრჩა სახსრები. ახალი გახსნილი გვქონდა

საპროტესტო აქციას ამ დროის მონაცემებით შემდეგი ობიექტები უერთდებიან:

1. შავი ლომი

2. ტაკერია

3. ხაშერია

4. ლეგატო

5. ქეთო და კოტე

6. კერა

7. წისქვილი ჯგუფი

8. მეგრული სახლი

9. სტეიკ ჰაუსი

10. ზ10

11. ხამანწკა ბარი

12. სულიკო

13. თონე

14. ბარბარესთან

15. ლუდის სახლი ვარაზი

16. ლუდის ბაღი ვარაზი

17. ბლექ დოგი

18. მულენი

19. Number 8 Brewery & Bars

20. ზაზანოვა

21. woodstok

22. Respublika Grill Bar

23. ბადიაშატროვანი

24. ბიკენტიას საქაბაბე

25. მარანი

26. მარანი ჰოლი

27. ბურგერკლასიკო

28. შტელცეა სახლი

29. კაფე დისქავერი

30. დოლჩე დი პარადიზო

31. მწვანე ტერასა

32. ღვინის ბარი საფერე

33. რაჭის უბანი34. ჩიქენ გაიზ

35. ვერიკო

36. ეისიდისი

37. მელნიკოვის დუქანი

38. ბურგერ ჰაუსი

39. სალობიე ბია

40. ჯი.ვინო

41. Coffee LAB

42. ეკლერ დე ჟენი

43. გაგრა

44. ბარი ქიქოძე

45. შემოიხედე გენაცვალე

46. პომიდორისიმო

47. საბადურები

48. სტრადა

49. ქენდი

50. თავადური

51. კუდები

52. ხინკლის სახლი ივერიონი

53. კალინა

54. ბინა 37

55. გალა

56. ტერა ვაინი

57. დარაბები

58. მზიურის კაფე

59. ჩაის სახლი

60. მაესტრო

61. ლინვილი

62. კახელები ბელიაშვილზე

63. კახელები (ლილო)

64. Prospero’s Cafe65. რესტორანი ზალა

66. პიანი ბაზარი

67. წიბახა გეიმ ქლაბი

68. სახელოსნო ბარი

69. სესილია

70. ჯაზზ როკ კაფე

71. დედაენის ბარი

72. ბარი მაკულატურა

73. ბარი ათონელი

74. Barbar’a Gastro Bar

75. ბაბალე

76. ჩაბას ჯაზ როკ კაფე

"პაციენტებს შემთხვევათა 1/3-ში უვითარდებათ, ან რჩებათ მთელი რიგი სიმპტომები" - თენგიზ ცერცვაძემ კოვიდგადატანილ პირებზე ისაუბრა

"შერჩეულია 10 საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც 40 ბრიგადა აცრებს განახორციელებს" - ამირან გამყრელიძე

"მომაკვდავს ვგავდი, ვერ დავდიოდი, წმ. ნინოს წყაროდან კი საკუთარი ფეხით ამოვედი... დედა გაოცებისგან ვერ მეკარებოდა" - სასწაული, რომელიც 20 წლის გოგოს ბოდბეში შეემთხვა