სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იაგო ხვიჩია შეხვდა მამუკა მდინარაძეს - "გაჭედილი" აქვთ, რომ არ გაუყალბებიათ არჩევნები" - ვახტანგ მეგრელიშვილი
"იაგო ხვიჩია შეხვდა მამუკა მდინარაძეს - "გაჭედილი" აქვთ, რომ არ გაუყალბებიათ არჩევნები" - ვახტანგ მეგრელიშვილი

"გირ­ჩის” ერთ-ერთი ლი­დე­რის ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გუ­შინ პარ­ტი­ის წევ­რი იაგო ხვი­ჩია ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რეს მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს შეხ­ვდა.

რო­გორც მან “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “360 გრა­დუს­ში” გა­ნა­ცხა­და, შეხ­ვედ­რა გუ­შინ გა­ი­მარ­თა.

"გუ­შინ იაგო ხვი­ჩია შეხ­ვდა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნელს, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს. ამ სა­უბ­რის მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის გად­მო­სა­ხე­დი­დან არის, რომ ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ რაც არ უნდა ნა­ბი­ჯი გა­დად­გას „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, ოპო­ზი­ცი­ის მხა­რეს არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნ­დათ მო­ლა­პა­რა­კე­ბა. თქვენ დარ­წმუნ­დე­ბი­თო“ ,- გა­ნა­ცხა­და მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წევ­რებს “გა­ჭე­დი­ლე­ბი აქვთ”, რომ არ გა­უ­ყალ­ბე­ბი­ათ არ­ჩევ­ნე­ბი.

"მე ვთქვი, რო მინ­დო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წევ­რე­ბის, ზო­გა­დად გაც­ნო­ბა, ბოლო-ბოლო კო­ლე­გე­ბი არი­ან და სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ოპო­ზი­ცი­ის შიგ­ნით ვი­ხარ­შე­ბით, რა­ღაც ისე­თი პრობ­ლე­მე­ბი წარ­მოგ­ვექ­მნა, რო­მელ­საც მე ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და წარ­მოქ­მნი­ლი­ყო და მე­ო­რე მხა­რეს არის, შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რე მხა­რეა, მაგ­რამ ისი­ნიც პარტნი­ო­რე­ბი არი­ან, რომ­ლის პო­ზი­ცია და ზუს­ტა­დაც ადა­მი­ა­ნუ­რად არ ვიც­ნობთ ისე­ვე რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არ ვიც­ნობ, მე პი­რა­დად და არ ვიცი, ვინა,ა რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი დღეს, ასე არ ვიც­ნობ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას”.

პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა ჰქონ­დათ და თვი­თონ, და­უ­კავ­შირ­დნენ და შეხ­ვდნენ ია­გოს არა­ფორ­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში და ზუს­ტად, ყვე­ლა იმ თე­მა­ზე ისა­უბ­რეს, რო­მელ თე­მებ­ზეც ია­გოს ჰქონ­და სა­უ­ბა­რი.

ჩვენ გავცვა­ლეთ პო­ზი­ცი­ე­ბი, გულ­წრფე­ლად ავუხ­სე­ნით ჩვენ რა გვინ­და მარ­თლა, რაში ვთვლით, რომ ისი­ნი არ იყ­ვნენ მარ­თლე­ბი და მა­თაც აგ­ვიხ­სნეს თა­ვი­ან­თი, აი მა­გა­ლი­თად რომ გი­თხრათ, ერთ-ერთი რა­ზეც გა­ჭე­დი­ლე­ბი აქვთ, რომ მათ არ გა­უ­ყალ­ბე­ბი­ათ არ­ჩევ­ნე­ბი, აი გა­ჭე­დი­ლე­ბი აქვთ, რომ არ გა­უ­ყალ­ბე­ბი­ათ არ­ჩევ­ნე­ბი და ეს არ არის მარ­ტი­ვი არ­გუ­მენ­ტი გა­და­სა­ლა­ხად, ანუ ამ ხალ­ხს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სტან­დარტზე წარ­მოდ­გე­ნა აქვთ და არ არის მარ­ტი­ვი ამ არ­გუ­მენ­ტის გა­და­ლახ­ვა. ჩვენ გა­ჭე­დი­ლი გვაქვს პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­მე­ლიც არის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ბა­რი­ე­რი ამ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის 2004 წლი­დან და ამ დღე­ვან­დე­ლი კრი­ზი­სის გარ­და ჩვენ არ გვექ­ნე­ბა სხვა შან­სი, რომ კონ­სტი­ტუ­ცია შევ­ცვა­ლოთ. ეს არის ჩვე­ნი დიდი პრობ­ლე­მა, ქვეყ­ნის და ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში ჩვენ გავცვა­ლეთ აზრი და ახლა, ჩვენ გვაქვს აღე­ბუ­ლი დრო იმი­სათ­ვის, რომ მო­ვი­ფიქ­როთ წი­ნა­და­დე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა კი­დევ ერთხელ ვცა­დოთ, რომ გა­ვაჟ­ღე­როთ”, - გა­ნა­ცხა­და მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

ამას­თან, მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, “გირ­ჩი” “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა” და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” შე­რი­გე­ბას “ჩა­ლი­ჩობს”.

"ეროვ­ნუ­ლი ტრა­გე­დი­აა მარ­თლა, რომ ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვერ და­ვას­რუ­ლეთ შუღ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯგუ­ფებს შო­რის. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” და “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მხარ­დამ­ჭე­რე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი სამ­ყა­რო­ზე თით­ქმის არ გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან, ეს არის და­ახ­ლო­ე­ბით ერთი და იგი­ვე ხალ­ხი, რო­მელ­საც ერთს ერთი უყ­ვარს და მე­ო­რეს მე­ო­რე ვი­ღაც. ანუ არ შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ასე იყოს დახ­ლე­ჩი­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის ერ­თა­დერ­თი საწ­ვა­ვი იყოს სი­ძულ­ვი­ლი. სი­ძულ­ვი­ლი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ, რო­მე­ლიც ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა და გვიშ­ლის ნე­ბის­მი­ე­რი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას. ჩვენ ვჩა­ლი­ჩობთ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა” და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” შე­რი­გე­ბას, რო­მე­ლიც უნდა გა­ფორმ­დეს სა­კონ­სტი­ტუ­ციო შე­თან­ხმე­ბით. Ეს არის ბოლო შან­სი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რომ პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლებ­მა ისე­თი მო­მავ­ლის ვექ­ტო­რი გან­სა­ზღვროს, რომ ზო­გა­დად ჩვენ შეგ­ვიძ­ლია იმე­დი გვქონ­დეს, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში გა­ჩე­რე­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ”, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათი
137

ეს თქვენ გაქვთ გაჭედილი რომ არჩევნები გაყალბდაო , გაფუჭებული "პატეფონივით" რომ იმეორებთ ერთი და იგივეს.

კიო
53

გაჭედილი კი არა, ნაბრძანები აქვს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"იაგო ხვიჩია შეხვდა მამუკა მდინარაძეს - "გაჭედილი" აქვთ, რომ არ გაუყალბებიათ არჩევნები" - ვახტანგ მეგრელიშვილი

"იაგო ხვიჩია შეხვდა მამუკა მდინარაძეს - "გაჭედილი" აქვთ, რომ არ გაუყალბებიათ არჩევნები" - ვახტანგ მეგრელიშვილი

"გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, გუშინ პარტიის წევრი იაგო ხვიჩია ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს შეხვდა.

როგორც მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, შეხვედრა გუშინ გაიმართა.

"გუშინ იაგო ხვიჩია შეხვდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, მამუკა მდინარაძეს. ამ საუბრის მთავარი ამბავი, ქართული ოცნების გადმოსახედიდან არის, რომ ისინი ფიქრობენ, რომ რაც არ უნდა ნაბიჯი გადადგას „ქართულმა ოცნებამ“, ოპოზიციის მხარეს არიან ადამიანები, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდათ მოლაპარაკება. თქვენ დარწმუნდებითო“ ,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” წევრებს “გაჭედილები აქვთ”, რომ არ გაუყალბებიათ არჩევნები.

"მე ვთქვი, რო მინდოდა "ქართული ოცნების” წევრების, ზოგადად გაცნობა, ბოლო-ბოლო კოლეგები არიან და სამი თვის განმავლობაში ოპოზიციის შიგნით ვიხარშებით, რაღაც ისეთი პრობლემები წარმოგვექმნა, რომელსაც მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა წარმოქმნილიყო და მეორე მხარეს არის, შეიძლება მეორე მხარეა, მაგრამ ისინიც პარტნიორები არიან, რომლის პოზიცია და ზუსტადაც ადამიანურად არ ვიცნობთ ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილს არ ვიცნობ, მე პირადად და არ ვიცი, ვინა,ა როგორც პოლიტიკოსი დღეს, ასე არ ვიცნობ “ქართულ ოცნებას”.

პირველი შეხვედრა ჰქონდათ და თვითონ, დაუკავშირდნენ და შეხვდნენ იაგოს არაფორმალურ ვითარებაში და ზუსტად, ყველა იმ თემაზე ისაუბრეს, რომელ თემებზეც იაგოს ჰქონდა საუბარი.

ჩვენ გავცვალეთ პოზიციები, გულწრფელად ავუხსენით ჩვენ რა გვინდა მართლა, რაში ვთვლით, რომ ისინი არ იყვნენ მართლები და მათაც აგვიხსნეს თავიანთი, აი მაგალითად რომ გითხრათ, ერთ-ერთი რაზეც გაჭედილები აქვთ, რომ მათ არ გაუყალბებიათ არჩევნები, აი გაჭედილები აქვთ, რომ არ გაუყალბებიათ არჩევნები და ეს არ არის მარტივი არგუმენტი გადასალახად, ანუ ამ ხალხს მტკიცებულების სტანდარტზე წარმოდგენა აქვთ და არ არის მარტივი ამ არგუმენტის გადალახვა. ჩვენ გაჭედილი გვაქვს პროპორციულ არჩევნებზე, რომელიც არის კატასტროფული ბარიერი ამ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების განვითარების 2004 წლიდან და ამ დღევანდელი კრიზისის გარდა ჩვენ არ გვექნება სხვა შანსი, რომ კონსტიტუცია შევცვალოთ. ეს არის ჩვენი დიდი პრობლემა, ქვეყნის და ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენ გავცვალეთ აზრი და ახლა, ჩვენ გვაქვს აღებული დრო იმისათვის, რომ მოვიფიქროთ წინადადება, რომელიც შეიძლება კიდევ ერთხელ ვცადოთ, რომ გავაჟღეროთ”, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამასთან, მეგრელიშვილის განცხადებით, “გირჩი” “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” შერიგებას “ჩალიჩობს”.

"ეროვნული ტრაგედიაა მართლა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ საზოგადოებაში ვერ დავასრულეთ შუღლი საზოგადოების ჯგუფებს შორის. “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების შეხედულებები სამყაროზე თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისგან, ეს არის დაახლოებით ერთი და იგივე ხალხი, რომელსაც ერთს ერთი უყვარს და მეორეს მეორე ვიღაც. ანუ არ შეიძლება საზოგადოება ასე იყოს დახლეჩილი და პოლიტიკური ცხოვრების ერთადერთი საწვავი იყოს სიძულვილი. სიძულვილი ერთმანეთის მიმართ, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გრძელდება და გვიშლის ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმას. ჩვენ ვჩალიჩობთ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” შერიგებას, რომელიც უნდა გაფორმდეს საკონსტიტუციო შეთანხმებით. Ეს არის ბოლო შანსი ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ისეთი მომავლის ვექტორი განსაზღვროს, რომ ზოგადად ჩვენ შეგვიძლია იმედი გვქონდეს, რომ ამ ქვეყანაში გაჩერება არის შესაძლებელი ”, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

"მასთან ხშირად მქონდა ცხარე კამათი სხვადასხვა საკითხებზე" - რას ამბობენ უმრავლესობაში ივანე მაჭავარიანის წასვლაზე?

"მინდა გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილება..." - ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თანამდებობას ტოვებს

"ახლა ძალიან მოკლედ დავწერ..." - რას წერს ნიკა მელია მისი გირაოს გადახდასა და მიმდინარე მოვლენებზე?