პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათ გააჩნდათ უძრავი ქონებები და საბანკო ანგარიშზე ანაბარი... გირაოს განსაზღვრისას მხედველობაში ეს იყო მიღებული" - პროკურორი
"მათ გააჩნდათ უძრავი ქონებები და საბანკო ანგარიშზე ანაბარი... გირაოს განსაზღვრისას მხედველობაში ეს იყო მიღებული" - პროკურორი

გი­რა­ოს ოდე­ნო­ბის გან­სა­ზღვრი­სას ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ მხედ­ვე­ლო­ბა­ში იყო მი­ღე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ქო­ნებ­რი­ვი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, - ამის შე­სა­ხებ ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა­სა და ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი მუ­ჯირ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლებს გა­აჩ­ნდათ, რო­გორც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბი ასე­ვე, ანა­ბა­რი, რაც თა­ვი­სუფ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფ­და გი­რა­ოს გა­დახ­დას.

“ბრალ­დე­ბის მხა­რემ და­ა­ყე­ნა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის უფრო მსუ­ბუ­ქი სა­ხით შეც­ვლის თა­ო­ბა­ზე, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო ძი­რი­თა­დად იმით, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ უკვე ამო­წუ­რუ­ლი არის გა­მო­ძი­ე­ბა და ის საფრ­თხე­ე­ბი, რაც არ­სე­ბობ­და თავ­და­პირ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ იყო იმ სტან­დარ­ტით უკვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბის სა­ხით. შე­სა­ბა­მი­სად, უფრო ნაკ­ლე­ბად მძი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბას უკვე შე­ეძ­ლო უზ­რუნ­ველ­ყო პრო­ცე­სის მიზ­ნე­ბი.

თან­ხას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­გახ­სე­ნებთ, რომ გი­რა­ოს ოდე­ნო­ბის გან­სა­ზღვრი­სას ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ მხედ­ვე­ლო­ბა­ში იყო მი­ღე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის. მათ გა­აჩ­ნდათ რო­გორც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბი ასე­ვე, სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე ანა­ბა­რი, რაც თა­ვი­სუფ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფ­და მათ მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი ოდე­ნო­ბით გი­რა­ოს გა­დახ­დას. ამავდრო­უ­ლად, პა­ტიმ­რო­ბის დროს ივე­რი მე­ლაშ­ვილს შე­ჩე­რე­ბუ­ლი ჰქონ­და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მას აღუდ­გე­ბო­და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, მისი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნა იყო და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის და გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის, ამ მო­ტი­ვით ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ მო­თხოვ­ნი­ლი იქნა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბა რაც სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი იქნა და დაკ­მა­ყო­ფილ­და”, - გა­ნა­ცხა­და მუ­ჯირ­მა.

ასევე დაგაინტერესებთ
18:37 / 28-01-2021

"მოღალატეებად გამოაცხადეს და ახლა ორი-სამი კაცის შესვლა რომ "გააპრავონ" პარლამენტში, უშვებენ" - რა შეფასებები მოჰყვა მელაშვილი-ილიჩოვას გათავისუფლებას?

19:23 / 28-01-2021

"გულწრფელად მიხარია ამ ორი უაღრესად პატიოსანი და პატრიოტი ადამიანის დანახვა საპყრობილეს გარეთ!" - საქართველოს ელჩი დანიაში

20:43 / 28-01-2021

"ბოლომდე ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა ბოდიშს მოუხდიან იმაზე, რაც უსამართლოდ დააბრალეს" - ივერი მელაშვილის მეუღლე

22:23 / 28-01-2021

მოქალაქეებმა მელაშვილი-ილიჩოვას გირაოს თანხა სრულად შეაგროვეს - "40 000 ლარი შეგროვდა! საზოგადოებას ძალიან სჭირდებოდა ეს გამარჯვება"

ამას­თან, პრო­კუ­რო­რის თქმით, ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი ადა­მი­ა­ნი ზემ­დგო­მი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მი­თი­თე­ბის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დებ­და და ეს პრო­ცე­სი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ.

“ად­ვო­კა­ტე­ბი ცდი­ლო­ბენ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნონ თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იმ­დე­ნად რამ­დე­ნა­დაც თვალ­სა­ჩი­ნო არის, თა­ვად ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მას არ სურ­და ხელ­მო­წე­რა იმ ალ­ბო­მებ­ზე, რაც სა­ფუძ­ვლად და­ე­დო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზი­ა­ნოდ მი­ღე­ბულ შე­თან­ხმე­ბას და ცი­ტი­რე­ბას მო­ვახ­დენ - "ნას­ტრა­ე­ნია" იყო მა­შინ ესე­თი და ამი­ტომ მო­უ­წია ხე­ლის მო­წე­რა, რაც პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ამ პრო­ცეს­ში ზემ­დგო­მი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მი­თი­თე­ბის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დებ­და და ეს პრო­ცე­სი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ”, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მუ­ჯირ­მა.

პრო­კუ­რო­რი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის სა­ზღვრის დამ­დგე­ნი კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­ჯდო­მა­რის, გი­ორ­გი მან­ჯგა­ლა­ძის და სა­დე­ლი­მი­ტა­ციო-სა­დე­მარ­კა­ციო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის მალ­ხაზ მი­ქე­ლა­ძის მი­მართ ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა მოხ­დეს და აღ­ნიშ­ნავს, რომ არც ერთი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი არ იქ­ნე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს­თვის და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი.

“მო­დით, გავ­მიჯ­ნოთ ორი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, ეს არის ერთი - კონ­კრე­ტუ­ლად ამ ბრალ­დე­ბულ­თა მი­მართ წარ­მო­ე­ბუ­ლი და მე­ო­რე გახ­ლავთ უკვე ის და­ვა­ლე­ბის გამ­ცე­მი პირი თუ პირ­თა წრე, რო­მე­ლიც პირ­და­პირ შემ­ხებ­ლო­ბა­ში იყო და­ნა­შა­ულ­თან. ამ მე­ო­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბუ­ნებ­რი­ვია არ­სე­ბობს სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი, ბუ­ნებ­რი­ვია არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო მო­წა­დი­ნე­ბუ­ლია, რომ ყო­ველ­მხრივ და სრულ­ყო­ფი­ლად იქ­ნას გა­მო­ძი­ე­ბა წარ­მო­ე­ბუ­ლი და ამ მიზ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მე მოკ­ლე­ბუ­ლი ვარ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ წი­ნას­წა­რი პროგ­ნო­ზე­ბი გა­ვა­კე­თო.

გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, თუმ­ცა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის მი­მართ იარ­სე­ბებს შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც საკ­მა­რი­სია პი­რის ბრალ­დე­ბი­სათ­ვის. არც ერთ პირ­ზე - ანუ სა­კი­თხი ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე ინ­ტე­რესს არც ერთი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი თუ პი­როვ­ნე­ბა არ იქ­ნე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს­თვის და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი, რომ შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ი­წყოს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა”, - აღ­ნიშ­ნა პრო­კუ­რორ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მო­სა­მარ­თლე ლელა კა­ლი­ჩენ­კომ და­კა­ვე­ბუ­ლებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა 20 000 - 20 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ შე­უც­ვა­ლა. ამას­თან, სა­სა­მარ­თლომ ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. მე­ლაშ­ვილ­მა და ილი­ჩო­ვამ გი­რა­ოს თან­ხა 30 დღის ვა­და­ში უნდა გა­და­ი­ხა­დონ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
17

ასეთი ახალგაზრდები და ასეთი ნაძირლები . გასაწმენდია პროკურატურა და არა მარტო პროკურატურა

დ გ
0

ვახუნააა ამოდიი ბებომ გოგლიმოგლი გაგიკეთაააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მათ გააჩნდათ უძრავი ქონებები და საბანკო ანგარიშზე ანაბარი... გირაოს განსაზღვრისას მხედველობაში ეს იყო მიღებული" - პროკურორი

"მათ გააჩნდათ უძრავი ქონებები და საბანკო ანგარიშზე ანაბარი... გირაოს განსაზღვრისას მხედველობაში ეს იყო მიღებული" - პროკურორი

გირაოს ოდენობის განსაზღვრისას ბრალდების მხარის მიერ მხედველობაში იყო მიღებული ბრალდებულების ქონებრივი და მატერიალური შესაძლებლობები, - ამის შესახებ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბრალდებულებს გააჩნდათ, როგორც უძრავი ქონებები ასევე, ანაბარი, რაც თავისუფლად უზრუნველყოფდა გირაოს გადახდას.

“ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი სახით შეცვლის თაობაზე, რაც განპირობებული იყო ძირითადად იმით, რომ ბრალდებულების მიმართ უკვე ამოწურული არის გამოძიება და ის საფრთხეები, რაც არსებობდა თავდაპირველი გადაწყვეტილების მიღებისას პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში არ იყო იმ სტანდარტით უკვე წარმოდგენილი, რომ გამოყენებულიყო ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით. შესაბამისად, უფრო ნაკლებად მძიმე ღონისძიებას უკვე შეეძლო უზრუნველყო პროცესის მიზნები.

თანხასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ გირაოს ოდენობის განსაზღვრისას ბრალდების მხარის მიერ მხედველობაში იყო მიღებული ქონებრივი და მატერიალური შესაძლებლობები ბრალდებულების. მათ გააჩნდათ როგორც უძრავი ქონებები ასევე, საბანკო ანგარიშზე ანაბარი, რაც თავისუფლად უზრუნველყოფდა მათ მიერ აღნიშნული ოდენობით გირაოს გადახდას. ამავდროულად, პატიმრობის დროს ივერი მელაშვილს შეჩერებული ჰქონდა უფლებამოსილება, პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში მას აღუდგებოდა უფლებამოსილება, მისი თანამდებობაზე ყოფნა იყო დამაზიანებელი მართლმსაჯულებისთვის და გამოძიებისათვის, ამ მოტივით ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი იქნა თანამდებობიდან გადაყენება რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა და დაკმაყოფილდა”, - განაცხადა მუჯირმა.

ამასთან, პროკურორის თქმით, ივერი მელაშვილი ადამიანი ზემდგომი თანამდებობის პირების მითითების მიხედვით მოქმედებდა და ეს პროცესი იყო საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.

“ადვოკატები ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ თუმცა ვფიქრობ, რომ ეს შეუძლებელი იმდენად რამდენადაც თვალსაჩინო არის, თავად ივერი მელაშვილი ამბობს, რომ მას არ სურდა ხელმოწერა იმ ალბომებზე, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს საზიანოდ მიღებულ შეთანხმებას და ციტირებას მოვახდენ - "ნასტრაენია" იყო მაშინ ესეთი და ამიტომ მოუწია ხელის მოწერა, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ადამიანი ამ პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების მითითების მიხედვით მოქმედებდა და ეს პროცესი იყო საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ”, - განაცხადა გიორგი მუჯირმა.

პროკურორი არ გამორიცხავს, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავჯდომარის, გიორგი მანჯგალაძის და სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის მალხაზ მიქელაძის მიმართ ბრალის წაყენება მოხდეს და აღნიშნავს, რომ არც ერთი თანამდებობის პირი არ იქნება საგამოძიებო ორგანოსთვის დამაბრკოლებელი.

“მოდით, გავმიჯნოთ ორი სისხლის სამართლის საქმე, ეს არის ერთი - კონკრეტულად ამ ბრალდებულთა მიმართ წარმოებული და მეორე გახლავთ უკვე ის დავალების გამცემი პირი თუ პირთა წრე, რომელიც პირდაპირ შემხებლობაში იყო დანაშაულთან. ამ მეორე სისხლის სამართლის საქმეზე ბუნებრივია არსებობს საჯარო ინტერესი, ბუნებრივია არსებობს საზოგადოების ინტერესი, საგამოძიებო ორგანო მოწადინებულია, რომ ყოველმხრივ და სრულყოფილად იქნას გამოძიება წარმოებული და ამ მიზნიდან გამომდინარე მე მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ წინასწარი პროგნოზები გავაკეთო.

გამორიცხული არ არის, თუმცა ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონკრეტული პირის მიმართ იარსებებს შესაბამისი სტანდარტის მტკიცებულებები, რაც საკმარისია პირის ბრალდებისათვის. არც ერთ პირზე - ანუ საკითხი ეხება საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ინტერესს არც ერთი თანამდებობის პირი თუ პიროვნება არ იქნება საგამოძიებო ორგანოსთვის დამაბრკოლებელი, რომ შესაბამისი სტანდარტის არსებობის შემთხვევაში დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა”, - აღნიშნა პროკურორმა.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000 - 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ამასთან, სასამართლომ ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მელაშვილმა და ილიჩოვამ გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიას ცემის საქმეზე გამართლდა - ვინ ცნო სასამართლომ დამნაშავედ?

ივერი მელაშვილის ადვოკატის კომენტარი ტექნიკის მაღაზიაში მომხდარ ინციდენტზე, სადაც მის კლიენტს "მოღალატე" და "გამყიდველი" უწოდეს

რას აცხადებს შიდა ქართლის პოლიციის ახალდანიშნული უფროსი, რომელსაც ბრალს დებენ, რომ 2012-წლამდე "ოცნებას" "ატერორებდა"