სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უახლოესი მეგობრები ვართ, ჩვენ შორის დაპირისპირება არ არის" - რას ამბობს გომელაური გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შსს-დან გახარიას კადრებს უშვებენ
"უახლოესი მეგობრები ვართ, ჩვენ შორის დაპირისპირება არ არის" - რას ამბობს გომელაური გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შსს-დან გახარიას კადრებს უშვებენ

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, მას­სა და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას შო­რის არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ არის და მის უწყე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი არ იგეგ­მე­ბა.

გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ გო­მე­ლა­უ­რი "გა­ხა­რი­ას კად­რებს, მათ შო­რის, კახა სა­ბა­ნა­ძეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან უშ­ვებს“, მი­ნის­ტრი ამ­ბობს, რომ სა­ბა­ნა­ძე მისი კად­რი უფ­როა, ვიდ­რე გა­ხა­რი­ა­სი.

"კახა სა­ბა­ნა­ძე ჩემი კად­რი უფ­როა, ვიდ­რე გა­ხა­რი­ა­სი. ჩემ­თან მუ­შა­ობ­და 5 წელი და გა­ხა­რია რო­დე­საც და­ი­ნიშ­ნა ძა­ლო­ვან­ში, მთხო­ვა და მი­ვე­ცი. კოტე ანა­ნი­აშ­ვი­ლი მუ­შა­ობს ჯერ­ჯე­რო­ბით. ისიც ჩემ­თან მუ­შა­ობ­და მი­ნის­ტრი რომ ვი­ყა­ვი და ჩემი კად­რი არ არის და გა­ხა­რი­ა­სია?

მე­ო­რეც, მე და გა­ხა­რია ვართ უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი, მე­გობ­რე­ბი, არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ არის. წლე­ბია ოჯა­ხე­ბით ვმე­გობ­რობთ. ჩემი კად­რე­ბი და იმის კად­რე­ბი - ასე­თი რა­ღაც არ არ­სე­ბობს, 8 წელი აქ ვარ, გა­რე­დან მო­სუ­ლი კად­რი არა­ვი­ნაა. ყვე­ლა არის ძვე­ლი კად­რი, რო­მე­ლიც ჩემს დროს მუ­შა­ობ­და“,- გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

ამას­თან, რო­გორც გო­მე­ლა­უ­რი გან­მარ­ტავს, სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­გორც წესი, 3 წელ­ში ერთხელ იც­ვლე­ბა.

"გა­მუ­ქე­ბუ­ლია ეს თემა, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა. არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა და­გეგ­მი­ლი არ არის. სამ­ხა­რე­ოს ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი­დან ორი გა­და­ად­გილ­და სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში. ორი სა­ფე­ხუ­რით აი­წია ან და­ი­წია.

არა­ნა­ი­რი მო­ად­გი­ლე­ე­ბის თემა არ იც­ვლე­ბა. ყვე­ლა ად­გილ­ზე იქ­ნე­ბა. ხელ­მძღვა­ნელ­ზე არის წესი, რომ სამ წე­ლი­წად­ში უნდა შე­იც­ვა­ლოს, თუ გა­მო­ნაკ­ლი­სი და სპე­ცი­ფი­უ­რი რა­ი­ო­ნი არაა, რომ 4 ან 5 წელი დავ­ტო­ვოთ",- გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
29

საბანაძე კარგი კადრია.

პატრიოტიზმი
32

გახარია ძალიან კარგი პრემიერია და გომელაური ძალიან კარგი მინისტრი. ორივე საქართველოს ერთგულია და ქვეყნის სასიკეთოდ იღწვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"უახლოესი მეგობრები ვართ, ჩვენ შორის დაპირისპირება არ არის" - რას ამბობს გომელაური გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შსს-დან გახარიას კადრებს უშვებენ

"უახლოესი მეგობრები ვართ, ჩვენ შორის დაპირისპირება არ არის" - რას ამბობს გომელაური გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შსს-დან გახარიას კადრებს უშვებენ

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მასსა და გიორგი გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არ არის და მის უწყებაში ცვლილებები არ იგეგმება.

გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გომელაური "გახარიას კადრებს, მათ შორის, კახა საბანაძეს თანამდებობიდან უშვებს“, მინისტრი ამბობს, რომ საბანაძე მისი კადრი უფროა, ვიდრე გახარიასი.

"კახა საბანაძე ჩემი კადრი უფროა, ვიდრე გახარიასი. ჩემთან მუშაობდა 5 წელი და გახარია როდესაც დაინიშნა ძალოვანში, მთხოვა და მივეცი. კოტე ანანიაშვილი მუშაობს ჯერჯერობით. ისიც ჩემთან მუშაობდა მინისტრი რომ ვიყავი და ჩემი კადრი არ არის და გახარიასია?

მეორეც, მე და გახარია ვართ უახლოესი ადამიანები, მეგობრები, არანაირი დაპირისპირება არ არის. წლებია ოჯახებით ვმეგობრობთ. ჩემი კადრები და იმის კადრები - ასეთი რაღაც არ არსებობს, 8 წელი აქ ვარ, გარედან მოსული კადრი არავინაა. ყველა არის ძველი კადრი, რომელიც ჩემს დროს მუშაობდა“,- განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, როგორც გომელაური განმარტავს, სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი, როგორც წესი, 3 წელში ერთხელ იცვლება.

"გამუქებულია ეს თემა, რომ ცვლილებები იგეგმება. არანაირი ცვლილება დაგეგმილი არ არის. სამხარეოს ხელმძღვანელებიდან ორი გადაადგილდა სხვადასხვა რაიონში. ორი საფეხურით აიწია ან დაიწია.

არანაირი მოადგილეების თემა არ იცვლება. ყველა ადგილზე იქნება. ხელმძღვანელზე არის წესი, რომ სამ წელიწადში უნდა შეიცვალოს, თუ გამონაკლისი და სპეციფიური რაიონი არაა, რომ 4 ან 5 წელი დავტოვოთ",- განაცხადა გომელაურმა.

"360 გრადუსი" - სტუმრები: გიორგი ბარამიძე; მიხეილ სარჯველაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"შევთანხმდით საბოლოოდ..." - ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს