მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნამდვილად საქართველოშია, ქვეყანა არ დაუტოვებია... ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანი დავაკავოთ" - გომელაური ესებუაზე
"ნამდვილად საქართველოშია, ქვეყანა არ დაუტოვებია... ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანი დავაკავოთ" - გომელაური ესებუაზე

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც გო­მე­ლა­ურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ესე­ბუ­ას სა­პოვ­ნე­ლად სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა დე­ტა­ლებ­ზე ღიად ვერ ისა­უბ­რებს.

"ბად­რი ესე­ბუა ნამ­დვი­ლად სა­ქარ­თვე­ლო­შია, მას ქვე­ყა­ნა არ და­უ­ტო­ვე­ბია. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და დე­ტა­ლებ­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, ღიად ვერ ვი­სა­უბ­რებ. ჩვენ ვმუ­შა­ობთ და თუ ვინ­მეს ყვე­ლა­ზე მე­ტად უნდა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვოს, ეს ჩვენ გვინ­და და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უნდა, რა თქმა უნდა“, - აღ­ნიშ­ნა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ზუგ­დიდ­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმა ბად­რი ესე­ბუ­ამ გა­სუ­ლი წლის 25 ოქ­ტომ­ბერს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ამა­ვე საქ­მის ირ­გვლივ, შსს-მ ბად­რი ესე­ბუ­ას ძმა, ბი­ძი­ნა ესე­ბუა 14 დე­კემ­ბერს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­ძე­ნა - შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ცნო­ბით, ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ვი­ნა­ი­დან არ­სე­ბობ­და ვა­რა­უ­დი, რომ ბად­რი ესე­ბუ­ას მი­მალ­ვა­ში მყოფ ძმას­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი და მის­თვის უნდა გა­და­ე­ცა სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბი, პო­ლი­ცი­ის მიერ მის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა - ვი­ზუ­ა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი. ღო­ნის­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ბი­ძი­ნა ესე­ბუ­ამ მი­მალ­ვა სცა­და, რა დრო­საც პო­ლი­ცი­ამ ის და­ა­კა­ვა. და­კა­ვე­ბუ­ლის კუთ­ვნი­ლი „ბმვ“-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნის ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია 2 ხელ­ყუმ­ბა­რა, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ვაზ­ნე­ბი, სა­ძი­ლე ტო­მა­რა, კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი და ტან­საც­მე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
I
11

Erti me var sakartveloshii me ore is

ALONZO
8

მინისტრი სასწაული პროფესიონალი გვყავს. არ დაუტოვებია ქვეყანაო რომ იძახის, გულისხმობს რომ მასზე გაცემული ავია, მატარებლის,ავტობუსის ან გემის ბილეთი არ მოიძებნა, ხომ ? მაგას ეცოდინება ჩვენი სამშობლოს უკიდეგანო ტერიტორიის რომელ ნაწილში იმალება, მაგრამ უნდა რომ სავალუტოში გადახურდავების ან ბანკში ანაბრის გახსნის ფაქტზე აიყვანოს. ამ დროს ესებუა ფულს კერძოდ აპროცენტებს და ხოშიან დროს ატარებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ნამდვილად საქართველოშია, ქვეყანა არ დაუტოვებია... ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანი დავაკავოთ" - გომელაური ესებუაზე

"ნამდვილად საქართველოშია, ქვეყანა არ დაუტოვებია... ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანი დავაკავოთ" - გომელაური ესებუაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება.

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ესებუას საპოვნელად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე ღიად ვერ ისაუბრებს.

"ბადრი ესებუა ნამდვილად საქართველოშია, მას ქვეყანა არ დაუტოვებია. გამოძიება მიმდინარეობს და დეტალებზე, სამწუხაროდ, ღიად ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ვმუშაობთ და თუ ვინმეს ყველაზე მეტად უნდა, რომ ეს ადამიანი დააკავოს, ეს ჩვენ გვინდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა, რა თქმა უნდა“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა ბადრი ესებუამ გასული წლის 25 ოქტომბერს განახორციელა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამავე საქმის ირგვლივ, შსს-მ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა 14 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა - შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. საგამოძიებო ორგანოს ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბადრი ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბიძინა ესებუამ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი.

არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის უვადო პატიმრობას მიუსჯიან - შს მინისტრი სასჯელის გამკაცრებაზე

სასიკვდილოდ დაჭრილი ბიჭი ტაქსიში ჩასვეს და მძღოლს მისი კონკრეტულ მისამართზე მიყვანა სთხოვეს - ვინ იყო მოკლული 19 წლის ახალგაზრდა?

სად იმყოფებიან ქართველი მეზღვაურები, რომლებიც იმ გემზე დააკავეს, რომელსაც 3 ტონა კოკაინი გადაჰქონდა? -  ბორტზე სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ, ეკიპაჟის წევრებმა გემის ჩაძირვა გადაწყვიტეს